ტრანსგენდერი
რა პოზიცია აქვს ეკლესიას გენდერულ ტრანზიციაზე?


„რა პოზიცია აქვს ეკლესიას გენდერულ ტრანზიციაზე?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„რა პოზიცია აქვს ეკლესიას გენდერულ ტრანზიციაზე?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

რა პოზიცია აქვს ეკლესიას გენდერულ ტრანზიციაზე?

„ისინი, ვინც გრძნობენ, რომ მათი შინაგანი განცდა სქესისა არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ სქესს დაბადებისას … ხშირად კომპლექსურ გამოწვევებს უპირისპირდებიან. მათ, მათ ოჯახსა და მეგობრებს, უნდა მოეპყროთ მგრძნობელობით, სიკეთით, თანაგრძნობითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. …

„ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც არ ცდილობენ ქირურგიულ, სამედიცინო და სოციალურ ტრანზიციას თავიანთი ბიოლოგიური სქესიდან, შეუძლიათ ეკლესიის წევრობის ყველა პრივილეგიით სარგებლობა.

„ეკლესიის ხელმძღვანელები გვირჩევენ, არ შევიცვალოთ თანდაყოლილი სქესი ქირურგიული, სამედიცინო ან სოციალური ტრანზიციის შედეგად. (სოციალური ტრანზიცია ნიშნავს, რომ ადამიანი მიზანმიმართულად იდენტიფიცირდება და წარმოაჩენს თავს იმ სქესით, რომელიც არ არის მისი თანდაყოლილი სქესი დაბადებისას და შეიძლება, მოიცავდეს ჩაცმის, ვარცხნილობის, სახელების ან ნაცვალსახელების შეცვლას.) ხელმძღვანელები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი ზომების მიღებას მოჰყვება ეკლესიის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. „შეზღუდვები მოიცავს მღვდლობის მიღებას ან მისი უფლებამოსილების გამოყენებას, სატაძრო რეკომენდაციის მიღებას ან გამოყენებას, ასევე ზოგიერთი საეკლესიო მოწოდებებით მსახურებას. …

„წევრებმა, რომლებმაც გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ტრანზიციის განსახორციელებლად და შემდეგ დაიბრუნეს თავიანთი ბიოლოგიური სქესი დაბადებისას და არიან ღირსნი და ერთგულნი ღვთის მცნებების დასაცავად, შეუძლიათ, ისარგებლონ ეკლესიის წევრობის ყველა პრივილეგიით.

„გარემოებები ინდივიდუალურია და შეიძლება, შეიცვალოს დროთა განმავლობაში. წევრებს, რომლებიც გრძნობენ, რომ მათი შინაგანი განცდა სქესისა არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ სქესს დაბადებისას ან რომლებიც იდენტიფიცირდებიან, როგორც ტრანსგენდერები, ისევე როგორც არასრულწლოვანთა მშობლებს ან მეურვეებს, რომლებიც უპირისპირდებიან მსგავს გარემოებებს, მოვუწოდებთ, მოიძიონ რჩევა ეპისკოპოსისგან. ეპისკოპოსები რჩევას იღებენ პალოს პრეზიდენტისაგან, რათა თითოეულ გარემოებას ფაქიზად და ქრისტესმიერი სიყვარულით მიუდგნენ. პალოსა და მისიის პრეზიდენტები რჩევას რეგიონის პრეზიდენტისგან ეძიებენ“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 38.6.23).