ტრანსგენდერი
რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?


„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?

კრიზისის დროს დახმარება

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია საკუთარ თავს ზიანი მიაყენო, დაუყოვნებლივ მიიღე დახმარება. დარეკე სასწრაფო დახმარების ნომერზე ან თქვენს რაიონში კრიზისში მყოფთა დახმარების უფასო ნომერზე.

გარკვეული დახმარებას ნახავთIn Crisis? Talk Now.ChurchofJesusChrist.org).

დეპრესიის გრძნობები რეალურია და ისინი შეიძლება იყოს დამთრგუნველი და გამომფიტავი. თუ დეპრესიაში ხართ ან მოგდით აზრები, საკუთარ თავს მიაყენოთ ზიანი, გთხოვთ, გაესაუბროთ ვინმეს, ვისაც ენდობით. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, დარეკეთ თვითმკვლელობის პრევენციის ეროვნულ ნომერზე იხ. ეკლესიის რესურსები თვითმკვლელობაზე, მაგ. Thoughts of Suicide, სიცოცხლის გადასარჩენად და თვითუზრუნველყოფისთვის საიტზე ChurchofJesusChrist.org ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში. პროფესიონალის კონსულტაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა ასევე შესაძლოა, დაგეხმაროთ.

დეპრესია და თვითმკვლელობა

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თუ გაქვთ ტრანსგენდერული გრძნობები, თქვენ დეპრესიისა და თვითმკვლელობის რისკ-ჯგუფში ხართ. თუ დეპრესიაში ხართ ან თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, გთხოვთ, მიაკითხოთ კომპეტენტურ მენთალური ჯანმრთლობის სპეციალისტს. Doctrine and Principles და სხვა რესურსების პოვნა შესაძლოა საიტზე ChurchofJesusChrist.org „სიცოცხლის დასახმარებლად და თვითუზრუნველყოფისთვის“ თვითმკვლელობის სექციაში ან ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში.

2019 წ. ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე და რეინა ი. აბურტომ გაგვიზიარა გამოცდილება საკუთარი ცხოვრებიდან, რაც უკავშირდებოდა დეპრესიასა და თვითმკვლელობასთან თანმდევ ტკივილს. მან აგვიხსნა, რომ „დეპრესიას, შფოთვას, მენთალური და ემოციური ტანჯვის სხვა ფორმებს შეუძლია … გაამრუდონ საკუთარი თავის, სხვებისა და ღმერთის აღქმაც კი.

„… ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილები, ტვინიც არის ავადმყოფობის, ტრავმის და ქიმიური უწონასწორობის საგანი. …

„ზოგიერთ შემთხვევაში, დეპრესიისა ან შფოთვის წყაროს დადგენა შესაძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამის გამოვლენა უფრო რთულია. … შესაძლოა დაგჭირდეთ თერაპია ანუ მედიკამენტების დანიშვნა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

„უყურადღებოდ მიტოვებული მენთალურ ან ემოციურ დაავადებებს შეუძლია, ადამიანი მიიყვანოს გარიყულობის გრძნობამდე, გაუგებრობამდე, ურთიერთობების გაფუჭებამდე, თვითდაზიანებამდე და თვითმკვლეობამდეც კი.

„სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი, რომელიც იტანჯება მძიმე დეპრესიისგან, დისტანციაზე დგება მეგობარ წმინდანებთან, რადგან ფიქრობს, რომ არ ჯდება თავის გამოგონილ ყალიბში. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, იცოდნენ და გრძნობდნენ, რომ ისინი ჭეშარიტად არიან ჩვენი ნაწილი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დეპრესია, როგორც წესი, არ არის არც სისუსტის და არც ცოდვის შედეგი. იგი ხარობს საიდუმლოებაში და იკუმშება თანაგრძნობაში“ [Jane Clayson Johnson, Silent Souls Weeping (2018), 197]” (“Thru Cloud and Sunshine, Lord, Abide with Me!,” Liahona, Nov. 2019, 57–58).

გწამდეთ ღმერთი

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თანაგრძნობით საუბრობს დეპრესიასთან გამკვლავების გზებზე: „რა ბრძოლასაც არ უნდა გადიოდეთ, ჩემო დებო და ძმებო - მენთალურს თუ ემოციურს, ფსიქიურს თუ რომელიმე სხვაგვარს, ნუ დაუჭერთ მხარს ფასდაუდებელი სიცოცხლის ხელყოფას მისი დასრულებით. გწამდეთ ღმერთი დამკვიდრდით მის სიყვარულში. იცოდეთ, რომ დადგება დღე, როცა განთიადი გაანათებს და მიწიერი ცხოვრების ყოველი ჩრდილი გაიფანტება“ (“Like a Broken Vessel,” Liahona, Nov. 2013, 42).

ამობეჭდვა