2010-2019
რამოდენიმე მშვენეირი დილა
აპრილი 2013


რამოდენიმე მშვენეირი დილა

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მომავლის, არც იმედსა და გამხნევებაში არ უნდა ვმერყეობდეთ, რადგან ჩვენთან არის ღმერთი.

ხუთშაბათს საღამოს, იერუსალიმში, იესო თავის მოწაფეებტან ერთად შეიკრიბა ზედათვალში, პასექის აღსანიშნავად. ადამიანებმა, რომლებიც მას შეუერთდნენ, არ იცოდნენ, რომ დადგება დრო, როცა ამ ვახშამს საიდუმლო სერობა დაერქმევოდა. მათ რომ ეს გაეგოთ და ამის მნიშვნელობა სცოდნოდათ, აქვითინდებოდნენ.

თუმცა მათმა მოძღვარს ძალიან კარგად ესმოდა, რომ მალე გეთსიმანიისა და გოლგოთას წამება დაიწყებოდა. ისტორიის ყველაზე ბნელი საათები გარდაუვალი იყო; მიუხედავად ამისა, იესომ უთხრა მათ: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით; მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16:33).

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დაბნეულობისა და გაურკვევლობის დროში, იმ დღეებში, რომლებსაც, როგორც უფალმა უწინასწარმეტყველა ენოქს, დაერქმეოდათ ბოროტებისა და შურისძიების დღენი (იხ.მოსე 7:60) . დაბნეულობა და რთული დრო შეიძლება წინ გველოდება, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს სიხარულისა და მხნედ ყოფნის მიზეზი. ჩვენ ბოლო წყობაში ვცხოვრობთ, როცა ღმერთმა, თავისი შვილის დაბრუნების მოსამზადებლად, აღადგინა საკუთარი ეკლესია და სასუფეველი დედამიწაზე.

პრეზიდენტმა ბოიდ კ.პეკარმა ერთხელ ისაუბრა თავის შვილიშვილებზე და იმ დაბნეულ სამყაროზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მან თქვა: „ისინი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ბევრ მოვლენას დაინახავენ. ზოგი მათგანი მათი სიმამაცისა და რწმენის გამოცდა იქნება. მაგრამ თუ ისინი ლოცვით ეძიებენ დახმარებასა და ხელმძღვანელობას, მათ მძიმე დროის ასატანად ძალა მიეცემათ.“

მოგვიანებით მან დაამატა: „მორალური ფასეულობები, რომლებზედაც თვით ცივილიზაცია უნდა იყოს დამოკიდებული, საშინელი სისწრაფით უარესდება. მიუხედავად ამისა, მე მომავლის არ მეშინია“ (Do Not Fear,” Ensign ანLiahona, მაისი 2004, 77, 78).

დებო და ძმებო, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მომავლის, არც იმედსა და გამხნევებაში არ უნდა ვმერყეობდეთ, რადგან ჩვენთან არის ღმერთი. გალილეაში, იესოს მიერ თავისი ახალი მოწაფეებისადმი მიცემული რჩევა, რომელიც ჩაწერილ იქნა, ორი სიტყვისაგან შედგება: „ნუ გეშინიათ“ (ლუკა 5:10). მან ეს რჩევა თავისი მსახურების დროს ბევრჯერ გაიმეორა. ჩვენს დღეებში მხსნელმა უთხრა თავის წმინდანებს, რომ მხნედ ყოფილიყვნენ და შიში არ ჰქონოდათ, რადგან იგი მათ გვერდში ედგა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:6).

უფალი იდგება თავის ეკლესიისა და ხალხის გვერდში და დაიცავს მათ თავის მოსვლამდე. სიონსა და მის პალოებში იქნება სიმშვიდე, რადგან მან გამოგვიცხადა, რომ სიონის მიწასა და მის პალოებზე შეკრება გახდება ჩვენი ქარიშხლებისაგან და რისხვისაგან თავშესაფარი, როდესაც ის მთელს დედამიწას დაატყდება. (იხ.(მოძღვრება და აღთქმები 115:6).

ეკლესია თავისი წევრებისათვის უსაფრთხოების კედელივით დგას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მდგომარეობა ზოგჯერ გამაღიზიანებელი იქნება, ერთგული უკანასკნელი დღეების წმინდანები სიონში იპოვიან თავშესაფარს. უფალმა გვაუწყა, რომ ხელშეუხებლად მთიდან მოჭრილი ლოდი გაგორდება და მოივლის მთელ დედამიწას(იხ.დანიელი 2:31–45; მოძღვრება და აღთქმები). და არ არსებობს ადამიანის ძალა, რომელიც გააჩერებს მას, რადგან ღმერთი არის ამ საქმის ავტორი, იესო ქრისტე კი – მთავარი ქვაკუთხედი.

ნეფიმ იხილა, რომ უკანასკნელ დღეებში ღვთის კრავის ძალა გადმოვა უფლის რჩეულ ხალხზედ და ისინი იქნებიან შეიარაღებულნი სამართლიანობით, ღვთის ძალითა და დიდებული სიდიადით (იხ. 1 ნეფი 14:14).

ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენი ოჯახის წევრს შეუძლია, როგორც ფარით, შეიარაღდეს ღვთის ძალით, თუკი ჩვენ დავრჩებით უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ერთგულნი და ნებას მივცემთ სულიწმინდას წაგვიძღვეს წინ. შეიძლება სირთულეები გაგვიჩნდეს, ან არ გვესმოდეს, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ირგვლივ; მაგრამ თუ ჩვენ თავმდაბლად, ჩუმად გვწამს უფალი, იგი მოგვცემს ძალასა და მითითებას ცხოვრების ყოველი გამოცდის დროს. როცა ჩვენი ერთადერთი სურვილია – ვაამოთ უფალს, ჩვენ დავილოცებით ჩვენ შინაგან ღრმა სიმშვიდით.

აღდგენის ადრეულ დღეებში, ეკლესიის წევრები მძიმე განსაცდელთა წინაშე აღმოჩნდნენ. პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა ასე მოიხსენია ის დრო: „ბრბოთი გარშემორტყმულნი, ყოველი მხრიდან სიკვდილისა და განადგურების მუქარით, მე მახსოვს, სულში მქონდა იგივე ბედნიერების განცდა, რაც ახლა მაქვს. მომავალი, შესაძლოა, ბნელი და გაურკვეველი გვეჩვენებოდა, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ისე, რომ სამართალს არ გაემარჯვებინა ამ სახარებაში.“(Teachings of Presidents of the Church: Brigham Young( [1997], 357).

ჩემი ძმადნაფიცი, პოლი, იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო. იგი ახალგაზრდა მამა იყო, როცა გაფანტული სკლეროზით დაავადდა. მიუხედავად ამისა, იგი სხვებს მაინც სიხარულითა და იუმორით ემსახურებოდა. ერთხელ პოლი ჩემთან კაბინეტში შემოვიდა (იგი მაშინ თავის პირველ ინვალიდის ეტლში იჯდა) და გამოაცხადა: „ცხოვრება იწყება ძრავიანი ეტლით სიარულით!“ მე ყოველთვის მეხსომება იგი სიკვდილამდე რამოდენიმე წლის წინ, როგორ ეჭირა მას ხელში ოლიმპიური ჩირაღდანი და ასობით გულშემატკივრების წინაშე დადიოდა თავის ეტლით. ისევე, როგორც ეს მარადიული ცეცხლი, პოლის რწმენაც დროთა განმავლობაში არ ჩამქრალა.

როცა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, მე ვცხოვრობდი სახლში, სადაც რამოდენიმე ახალგაზრდა კაცი იყო. ჩემი ოთახის მეზობელი, ბრუსი, ალბათ ყველაზე დიდი ოპტიმისტი იყო, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. ჩვენ ერთხელაც არ გაგვიგონია მისგან რაიმე უარყოფითი რომ ეთქვა რომელიმე პიროვნებაზე ან ვითარებაზე, ამიტომაც შეუძლებელი იყო მის გვერდში ამაღლებულად არ გეგრძნო თავი. მისი სიმხნევე მოდიოდა მხსნელისა და სახარების მუდმივი რწმენიდან.

ერთ ცივ ზამთრის დილას ჩემი მეორე მეგობარი, ტომი, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოდიოდა. დილის 7 საათი იყო, იქაურობა ცარიელი და ბნელი იყო. ბარდნიდა და ძლიერი ქარი ქროდა. „რა საშინელი ამინდია“, – გაიფიქრა ტომმა. როცა უფრო დიდი მანძილი გამოიარა, მას ვიღაცის სიმღერა შემოესმა.

რა თქმა უნდა, ამ ქარბუქში, ჩვენი ოპტიმისტი მეგობარი, ბრუსი, გამოჩნდა. ცისკენ გაშვერილი ხელებით იგი ასრულებდა ნომერს ბროდვეის მიუზიკლიდან „ოკლახომა“: „ო, რა მშვენიერი დილაა! ო, რა მშვენიერი დღეა! რა მშვენიერი შეგრძნებაა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე მსურს.“(რიჩარდ როდრიგესი და ოსკარ ჰამერშტეინი II, “Oh, What a Beautiful Morning” [1943]).

ამის შემდეგ, სიბნელესა და ქარბუქში გაგონილი ეს მხიარული ხმა, ჩემთვის გახდა რწმენისა და იმედის სიმბოლო. ამ ბოროტებისკენ მიმავალ სამყაროში ჩვენ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანებმა, უნდა მხიარულად ვიმღეროთ, ვიცით რა, რომ ზეცის ძალა ღვთის ეკლესიასა და ხალხთან არის. ჩვენ შეგვიძლია ვიხაროთ იმით, რომ წინ მშვენიერი დილა გველის – ათასწლეულის რიჟრაჟი, როდესაც ღვთის ძე აღმოსავლეთში აღსდგება და კვლავ იმეფებს დედამიწაზე.

მე ასევე ვფიქრობ მსოფლიოს ისტორიაში ორ სხვა მშვენიერ დილაზე. 1820 წ. გაზაფხულს, პალმირაში, ნიუ-იორკის შტატში, ერთ მშვენიერ დილას, ახალგაზრდა ადამიანი, სახელად ჯოზეფ სმითი, შევიდა პატარა ტყეში და იქ, მუხლმოდრეკილი, ლოცულობდა. ამ ლოცვის პასუხად, მამამა და ძემ კარი გაუღეს დროთა სისრულის წყობასა და იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენას დედამიწაზე.

დაახლოებით 2000 წლის წინ კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა გალავნით გარშემორტყმულ ქალაქ იერუსალიმში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იმ აღდგომის დილას მზე განსაკუთრებული სიკაშკაშით ანათებდა. რამოდენიმე ქალი ბაღის სამარხთან მოვიდა, რათა ჯვარცმული უფლის სხეული დასამარხად ეცხოთ. მათ ორი ანგელოზი დახვდათ, რომლებმაც განუცხადეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა“ (ლუკა 24:5–6).

მე ვმოწმობ, იესო ქრისტეს ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვების შესახებ. მე ვმოწმობ, ჩვენი მარადიული მამის მოწყალე გეგმასა და მის მარადიულ სიყვარულზე. დაე რწმენით შეგვეხედოს ყოველ დილით გაღვიძებისას ცისთვის და გვეთქვას: „ო, რა მშვენიერი დილაა“. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.