2010-2019
გამოსყიდვა
აპრილი 2013


გამოსყიდვა

როდესაც ჩვენ მივყვებით ქრისტეს, ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა მის გამომსყიდველ საქმეში.

კოლონიალურ ხანაში, მუშახელი ძალზედ მოთხოვნადი იყო ამერიკაში. 18 საუკუნეში და 19 საუკუნის დასაწყისში პოტენციურ მუშახელს იწვევდნენ დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან, მაგრამ ბევრს რომლებსაც სურდათ წასვლა, არ ჰქონდათ სამოგზაუროდ სახსრები. ასეთებისთვის უჩვეულო არ იყო ხელშეკრულებით ან პირობის თანახმად მოგზაურობა, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ, გადამყვანს ჰპირდებოდნენ, მოგზაურობის საფასურს რაღაც პერიოდის მანძილზე უხელფასო შრომით გადახდას. ზოგიერთნი მოგზაურობდნენ დაპირებით, რომ მათი ნათესავები ამერიკაში გადაიხდიდნენ ჩასვლის შემდეგ მოგზაურობის გადასახადს, მაგრამ თუ ეს ასე არ ხდებოდა, ახლად ჩასულები ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ თავიანთი შრომით უსასყიდლო სამსახურით. ასეთი მუშახელის აღმნიშნავი ტერმინი იყო „გამოსასყიდელები“ მათ უნდა გამოესყიდათ თავიანთი მოგზაურობის გადასახადი, ანუ ეყიდათ თავიანთი შრომით თავისუფლება.1

იესო ქრისტეს ტიტულებს შორის არის თვალსაჩინო წოდება გამომსყიდველი. როგორც აღვნიშნე „გამოსასყიდელი“ ემიგრანტების შესახებ სიტყვა გამოსყიდვა ნიშნავს ვალის ან დავალიანების საფასურის გადახდას. გამოსყიდვა ასევე შეიძლება ნიშნავდეს ხსნას გამოსასყიდის გადახდით. თუ ვინმე უშვებს შეცდომას და შემდეგ ასწორებს მას ან ნაზღაურებს ზარალს, ჩვენ ვამბობთ რომ მან საკუთარი თავი გამოისყიდა. ყოველი ეს განსაზღვრება გულისხმობს სხვადასხვა ნაწილებს იმ დიდი გამოსყიდვისა რომელიც შეასრულა იესო ქრისტემ გამოსყიდვის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ლექსიკონის სიტყვებით, „ცოდვებისა და მათი სასჯელისგან გამოხსნა, ცოდვილისათვის შესაწირავის გაღებით.”2

მხსნელის გამოსყიდვას აქვს ორი ნაწილი. პირველი ადამის დანაშაულის, შედეგად ადამიანის დაცემის, სძლევს რა, იმას რასაც შეიძლება ვუწოდოთ დაცემის პირდაპირ შედეგებს, ფიზიკური სიკვდილი და სულიერი სიკვდილი. სიკვდილი კარგად გასაგებია, სულიერი სიკვდილი, არის ადამიანის ღმერთისაგან დაშორება. პავლეს სიტყვებით: „ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორინთიელთა 15:22). ეს გამოსყიდვა ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან, არის საყოველთაო და უპირობო.3

მხსნელის გამოსყიდვის მეორე ასპექტი, არის გამოსყიდვა, იმისგან რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ დაცემის შედეგებისაგან, ადამის დანაშაულისაგან გამოწვეული, ჩვენი საკუთარი ცოდვები. დაცემის გამო ჩვენ ვიბადებით მოკვდავ მსოფლიოში, სადაც ცოდვა, ანუ დაუმორჩილებლობა ღვთაებრივად დაწესებული კანონისა არის საყოველთაო. ჩვენს შესახებ უფალი ამბობს:

„მაშინაც კი როდესაც იწყებენ ზრდას, ცოდვა იბადება მათ გულებში და ისინი იგემებენ მწარეს რათა იცოდნენ რომ უნდა დააფასონ კეთილი.

და ეს მათ მიეცათ, რათა შეიცნონ კეთილი ბოროტისგან; ამიტომ ისინი თავისუფალნი არიან თავისთვის.“(მოსე 6:55–56).

იმის გამო რომ ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება და ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, ჩვენი ცოდვებისაგან გამოსყიდვას აქვს პირობა, პირობა არის ცოდვის აღსარება და უარყოფა და ღვთისმიერი ცხოვრებისაკენ მობრუნება, ანუ სხვა სიტყვებით, პირობა არის მონანიება (იხილეთმოძღვრება და აღთქმები 58:43). „რის გამოც“ ბრძანებს უფალი, „ასწავლეთ ეს თქვენს შვილებს, რომ ყველა ადამიანმა, ყველგან, უნდა მოინანიოს, თორემ სხვანაირად ვერ მიიღებენ მემკვიდრეობით ღვთის სამეფოს, რადგან ვერცერთი უწმინდური არ იცხოვრებს იქ, ან მის გარემოცვაში.“ (მოსე 6:57).

მხსნელის ტანჯვამ გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე აგონიამ, გამოგვისყიდა ჩვენი ცოდვისაგან, ჩვენზე სამართალის მოთხოვნის დაკმაყოფილებით. ის ის იჩენს მოწყალებას და ჰპატიებს მათ ვინც ინანიებს. გამოსყიდვა ასევე აკმაყოფილებს სამართალის ვალს, ჩვენს მიმართ იღებს ვალს რომ განგვკურნოს და აგვინაზღაუროს ყველანაირი ტანჯვა რომელიც ჩვენ უდანაშაულოდ მოგვიწია გადატანა. „რადგან აჰა, ის იტანს ყოველი ადამიანის ტკივილს, დიახ, ყოველი ცოცხალი არსების ტკივილს, როგორც კაცების, ასევე ქალებისა და ბავშვების, რომლებიც მიეკუთვნებიან ადამის (2ნეფი 9:21; იხილეთ ასევე ალმა 7:11–12).4

როდესაც ჩვენ მივყვებით ქრისტეს, ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა მის გამომსყიდველ საქმეში. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სამსახური რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ სხვებს, ჩვენი ოჯახიდან დაწყებული, არის, მათი ქრისტესთან მოყვანა, რწმენითა და მონანიებით, რომ დღეს მათ მიიღონ მისი გამოსყიდვა, მშვიდობა და სიხარული, და უკვდავება და მარადიული სიცოცხლე მომავალ მსოფლიოში. ჩვენი მისიონერების სამსახური არის უფლის გამომსყიდველი სიყვარულის საუცხოო გამოხატულება. როგორც მისი უფლებამოსილი მაცნეები, ისინი სთავაზობენ იესო ქრისტეში რწმენის შეუდარებელ კურთხევებს, მონანიების, ნათლობის და სულიწმინდის ძღვენისა, გზას უხსნიან სულიერად ხელახლა დაბადებისაკენ და გამოსყიდვისაკენ.

ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ უფლის გამოსყიდვით მათ ვინც უკვე არის საფლავს იქით. „ამ წყობის, ერთგული უხუცესები, როდესაც მიდიან მოკვდავი ცხოვრებიდან, აგრძელებენ თავიანთ შრომას, ქადაგებენ რა, მონანიებისა და გამოსყიდვის სახარებას, ღმერთის მხოლოდშობილი ძის შესაწირის მეშვეობით, მათ შორის ვინც არიან სიბნელეში და ცოდვით დამონებული, გარდაცვლილი სულების დიდ სამყაროში“ (მოძღვრება და აღთქმები 138:57).ღმერთის ტაძარში ჩანაცვლებითი რიტუალებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ განთავისუფლებას, მათაც ვინც გარდაიცვალა ცოდვის მონობაში.5

იმ დროს როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოსყიდვის არის მონანიება და პატიება, ასევე არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიწიერი ასპექტიც. ნათქვამია რომ იესო დადიოდა ქველმოქმედების კეთებით (იხილეთსაქმეები 10:38), რომელშიც შედიოდა ავადმყოფთა და სნეულთა მკურნალობა, მრავალ მშიერთა დაპურება და სწავლება უფრო შესანიშნავი გზით. „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“ (მათე 20:28). ამიტომ დაე ჩვენ, მისი ზემოქმედებითა და სულიწმინდის კარნახით, ვიქველმედოთ მოძღვარის გამომსყიდველი ბილიკით.

ასეთი გამომსყიდველი შრომა ნიშნავს ხალხისათვის მათ პროობლემებში დახმარება. ეს ნიშნავს ღარიბისა და სუსტისთვის დახმარებას, გაჭირვების შემსუბუქებას, შეცდომების გასწორებას, ჭეშმარიტების დაცვას, მომავალი თაობის განმტკიცებას და უსაფრთხოებისა და ბედნიერების მიღწევას სახლში. ჩვენი გამომსყიდველი შრომის უმეტესი ნაწილი დედამიწაზე არის სხვებისათვის ზრდაში დახმარება და მათი ალალი იმედებისა და მისწრაფებების მიღწევას.

ერთი მაგალითი, თუმცა გამოგონილი მაგრამ მე ის ყოველთვის მაღელვებდა და შთამაგონებდა, ეს იყო ეპისკოპოსი ბიენვენიუს ქმედება, ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანიდან საბრალონი, ისტორიის დასაწყისში კეთილი ეპისკოპოსი აძლევს საჭმელს და ღამის თავშესაფარს უსახლკარო ჟან ვალჟანს, რომელიც სულ ახლახან გაანთავისუფლეს 19 წლიანი კატორღიდან, იმისათვის რომ პური მოიპარა თავისი დის მოშიმშილე ბავშვებისათვის. გულგაქვავებული და გამწარებული ვალჟანი, პასუხობს ეპისკოპოს ბიენვენიუს სიკეთეს, მისი ვერცხლის საგნების მოპარვით. მოგვიანებით ეჭვიანი ჟანდარმების მიერ შეპყრობილი ვალჟანი ცრუობდა რომ ვერცხლი მას აჩუქეს. როდესაც ჟანდარმებმა ვალჟანი უკან ეპისკოპოსთან სახლში მიიყვანეს, ვალჟანის დიდ გასაოცად, ეპისკოპოსმა ბიენვენიუმ დაამტკიცა მისი ნათქვამი და უფრო სარწმუნო რომ ყოფილიყო დაუმატა: „მაგრამ! შანდლებიც ხომ მოგეცი, რომლების დანარჩენებივით ვერცხლისგან არის; და ორას ფრანკს მოიტანს, რატომ არ წაიღე თეფშებთან ერთად?“ …

ეპისკოპოსი მიუახლოვდა და დაბალი ხმით უთხრა:

„არ დაგავიწყდეს, არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენ დამპირდი, რომ გამოიყენებ ამ ვერცხლს რათა გახდე პატიოსანი კაცი.“

ჟან ვალჟანს რომელსაც არ ახსოვდა ეს დაპირება, იდგა შეცბუნებული. ეპისკოპოსმა საზეიმოდ წარმოთქვა:

„ჟან ვალჟან, ჩემო ძმაო, შენ აღარ ხარ ბოროტის არამედ ხარ სიკეთისა. ეს არის შენი სული რომელსაც მე ვყიდულობ შენთვის, მე გამოვიხსენი ის ბნელი აზრებისაგან და სიკვდილის სულისგან და მივეცი ღმერთს!“

ჟან ვალჟანი ნამდვილად გახდა ახალი, პატიოსანი ადამიანი, მრავალთათვის მფარველი. მისი ცხოვრების მანძილზე იგი ინახავდა ორ ვერცხლის შანდალს, იმის სამახსოვროდ, რომ მისი სული გამოსყიდულ იქნა ღმერთისათვის.6

ზოგიერთი ფორმა ამქვეყნიური გამოსყიდვის, მოდის ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის ერთერთი მიზეზი რისთვისაც მხსნელმა შექმნა ეკლესია. ორგანიზებულად ყოფნით, ქვორუმებში დამხმარე ორგანიზაციებში და პალოებში, სამეურვეოებში და სამრევლოებში, ჩვენ არა მარტო ვასწავლით და ვამხნევებთ ერთმანეთს სახარებაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვსთხოვოთ დახმარება ადამიანებს და სახსრებს რომ დავსძლიოთ ცხოვრებისეული საჭიროებანი. ადამიანები რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ერთი ამოცანის გადასაწყვეტად ან მარტო, ყოველთვის ვერ ახერხებენ უფრო ფართე გამოწვევების დაძლევას. როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, ჩვენ ვართ წმინდანების საზოგადოება, ორგანიზებულები რათა გამოვისყიდოთ გაჭირვებიდან მოყვასი წმინდანები, ისე როგორც მრავალი სხვები, რომლებსაც შეგვიძლია მივწვდეთ მსოფლიოში.

ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევის შედეგად, ამ გასულ წელს, 890 000 ადამიანს 36 ქვეყანაში აქვს სუფთა წყალი, 70 000 ადამიანს 52 ქვეყანაში აქვს ინვალიდის სავარძლები, 75 000 ადამიანს 25 ქვეყანაში გაუმჯობესდა ხედვა და 52 ქვეყანაში ადამიანებმა მიიღეს დახმარება ბუნებრივი უბედურებების გამო. სხვებთან ერთად მოქმედებით, ეკლესიამ მოახერხა გადაუდებელი იმუნიზაცია 8 მილიონი ბავშვის და დაეხმარა სირიელებს დევნილთა ბანაკში, თურქეთში, ლიბანში და იორდანიაში, ცხოვრებისათვის საჭირო ნივთებით. ამავე დროს გაჭირვებულმა ეკლესიის წევრებმა, მიიღეს 500 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, საქონლითა და მომსახურებით. 2012 წელს. გმადლობთ თქვენი გულუხვობისათვის.

ამ ყველაფერში არ არის ჩათვლილი, პირადი სიკეთის გამოვლინებები და მხარდაჭერა, საჭმლის ძღვენით, ტანსაცმლით, ფულით, ზრუნვით, ათასობით სხვა ფორმის ნუგეშითა და თანაგრძნობით, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობის მიღება ქრისტესგვარი გამომსყიდველი შრომით. ყმაწვილობისას მე ვიყავი დედაჩემის შრომის მოწმე, რომ გამოესყიდა გაჭირვებული ქალი. მრავალი წლების წინ როდესაც მისი ბავშვები ახალგაზრდები იყვნენ, დედაჩემმა გადაიტანა სერიოზული ოპერაცია რომელმაც თითქმის შეიწირა მისი სიცოცხლე, და მთელი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვის ლოგინს იყო მიჯაჭვული. იმ დროს ოჯახი და სამეურვეოს წევრები ეხმარებოდნენ დედაჩემს და ჩვენს ოჯახს. სამეურვეოს შვების საზოგადოების პრეზიდენტმა, და აბრაჰამმა, გვირჩია რომ ჩემს მშობლებს აეყვანათ დაქირავებული მოსამსახურე სამეურვეოდან, ვისაც სასოწარკვეთილად სჭირდებოდა სამუშაო. ამ ისტორიის მოყოლისას მე გამოვიყენებ სხვა სახელს სარა და ანის, ამ ქალისათვის და მისი ქალიშვილისათვის. ასეთი არის დედაჩემის ამბავი:

„ეს მახსოვს ისე ნათლად როგორც გუშინდელივით. აგერ ვიწექი ლოგინში, და აბრაჰამმა მოიყვანა სარა საძინებელ ოთახში. გული გამიცრუვდა, შემოვიდა ყველაზე არასიმპათიური ქალი ოდესმე თუ შემხვედრია, თხელი, მეჩხერი დაუვარცხნილი თმებით, მხრებზე ჩამოწოლილი, ეცვა ოთხი ზომით უფრო დიდი კაბა, თავჩაღუნული, არ იყურებოდა ზემოთ და ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, არ მესმოდა ნათქვამი. მის უკან იმალებოდა პატარა, დაახლოებით სამი წლის გოგო. რა უნდა მექნა ასეთი ვინმესთვის? მას შემდეგ როდესაც მიატოვეს ოთახი, მე ვტიროდი და ვტიროდი. მე დახმარება მჭირდებოდა და არა უფრო მეტი საზრუნავი. და აბრაჰამი დარჩა ცოტა ხნით მასთან ერთად, მალე დაალაგეს სახლი და მოამზადეს კარგი საჭმელი. და აბრაჰამმა მთხოვა რომ მეცადა რამოდენიმე დღე, რადგან ამ გოგოს ძალიან უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.

მეორე დღეს როდესაც სარა მოვიდა, როგორც იქნა ლოგინთან მოვიწვიე რომ მისი ხმა გამეგო. მან მკითხა თუ რა მინდოდა რომ მას გაეკეთებინა, მე ვუპასუხე: რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჩემი შვილები, მათთვის ყურადღება მიექცია, წაეკითხა წიგნები მათთვის, ისინი უფრო მნიშვნელოვანნი არიან ვიდრე სახლი. ის კარგი მზარეული იყო და სახლსაც კარგად ალაგებდა, სარეცხს რეცხავდა და ბიჭებსაც კარგად უვლიდა.

კვირების გავლის შემდეგ, მე გავიგე სარას ამბავი. იმის გამო რომ სმენადაკლებული იყო, კარგად ვერ სწავლობდა და ამიტომაც მალე სკოლას თავი მიანება, ცოლად გაჰყვა ახალგაზედა და თავაშვებულ კაცს. ანი დაიბადა და გახდა სარას სიხარული. ზამთარში ერთხელ ღამე ქმარი მოვიდა მთვრალი, შეყარა ანი და სარა ღამის პერანგებით მანქანაში და შემდეგ შუა გზაზე მანქანიდან გამოყარა და იქვე დატოვა. მათ ის აღარასდროს უნახიათ. შიშველი ფეხებით და გაყინულნი სარამ და ანიმ ფეხით გაიარეს სარას დედის სახლამდე. დედამისმა დათანხმდა მათი სახლში ყოფნა იმ პირობით რომ შეასრულებდა სახლის მოვლასა და საჭმელის მომზადებას და მისი პატარა ძმის და დის მოვლაში, რომლებიც იმ დროს სკოლაში სწავლობდნენ.

ჩვენ წავიყვანეთ სარა ყურის ექიმთან სმენის დასახმარებლად, დავეხმარეთ მიეღო ზრდასრულთა განათლება და მან მიიღო სკოლის დიპლომი. ის დადიოდა ღამის სკოლაში და მას შემდეგ როდესაც ჩააბარა კოლეჯში, ასწავლიდა მათ ვისაც უჭირდათ სწავლა. იყიდა პატარა სახლი, ანი ტაძარში დაქორწილდა და მათ ორი შვილი დაებადათ. სარამ ბოლოს გაიკეთა პატარა ოპერაცია ყურებზე და ბოლოს უკვე კარგად ესმოდა. წლების შემდეგ პენსიაზე გავიდა და მისიაშიც იმსახურა. სარა მადლობას გვიხდიდა და გვეუბნებოდა რომ ბევრი რამ ისწავლა ჩვენგან, განსაკუთრებით როდესაც ვუთხარი რომ ჩემთვის სახლზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი შვილები იყვნენ. მან მითხრა რომ ამნაირად მან ისწავლა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ანისთან მიმართებით. სარა არის ძალიან განსაკუთრებული პიროვნება.“

როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, ჩვენი მოვალეობაა რომ გავაკეთოთ ყველაფერი რომ გამოვისყიდოთ სხვები, ტანჯვისაგან და ტვირთებისგან. ასეთნაირად ჩვენი უდიდესი გამომსყიდველი შრომა მათ მიიყვანს ქრისტესთან. სიკვდილისა და ცოდვისაგან მისი გამოსყიდვის გარეშე, ჩვენ მხოლოდ საზოგადოებრივი სამართალის სახარება გვრჩება. საზოგადოებრივ სამართალს შეუძლია გაგვიწიოს რაღაც დახმარება და დღევანდელობის მოწესრიგება, მაგრამ არ აქვს ზეციდან წამოსული სრულყოფილი სამართლისა და უსაზღვრო მოწყალების ძალა. საბოლოო გამოსყიდვა არის იესო ქრისტეში და მხოლოდ მასში. მე მორჩილად და მადლიერად ვაღიარებ მას გამომსყიდველად, იესო ქრისტეს სახელით ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ Merriam-Webster’s Collegiate Dictionary, 10th ed. (1993), “redemptioner.”

  2. Webster’s New World College Dictionary, 3rd ed. (1988), “redeem.”

  3. „ღვთის ჩემ გამოისყიდა თავდაპირველი დანაშაული, რომელი გამოსყიდვითაც მშობლების ცოდვების პასუხისმგებელნი არ არიან შვილები, ვინაიდან დაუზიანებელნი არიან მსოფლიოს დასაბამიდან“ (მოსე 6:54). ქრისტეს გამოსყიდვით, ყველა გადალახავს საფლავს და აღსდგება უკვდავად. ამის დამატებით, ყველა სძლევს სულიერ სიკვდილს იმით რომ დაბრუნდებიან ღვთის გარემოცვაში რათა განიკითხონ. იესომ თქვა: „როგორც ჯვარზე ამამაღლეს ადამიანებმა, ასევე ადამიანებს აამაღლებს მამა, ჩემს წინ, რათა განიკითხონ საკუთარი საქმეების მიხედვით“ (3ნეფი 27:14) ისინი ვისი ცოდვებიც განიწმინდება დარჩებიან ღმერთთან ზეციურ სასუფეველში, მაგრამ ისინი ვინც არ მოინანიეს და უწმინდურნი არიან, ვერ იცხოვრებენ წმინდა ღმერთთან, და განკითხვის შემდეგ უნდა გავიდნენ და იმით მეორედ განიცადონ სულიერი სიკვდილი. ამას ზოგჯერ უწოდებენ მეორო სიკვდილს ან სულიერი სიკვდილის მეორე განცდა. (See ჰელემანი 14:15–18.)

  4. ჩვენი ცოდვების თაობაზეა რომ წიმნდა წერილებში ნასწავლია რომ ზოგიერთს არ მიიღებს გამოსყიდვის კურთხევებს: „ბოროტნი დარჩებიან ვითომ არ ყოფილა გამოსყიდვა, იმის გარდა რომ სიკვდილის ჯაჭვები გაწყდა“ (ალმა 11:41). „ის ვინც არ გამოივლენს რწმენას მონანიებისათვის არის დატოვებული სამართალის მოთხოვნის მთელი კანონის წინ; ამიტომ, მხოლოდ იმასთვის ვისაც აქვს მონანიებისათვის რწმენა, მისაწვდომია გამოსყიდვის დიადი და მარადიული გეგმა“ (ალმა 34:16). თუ ადამიანი უარყოფს მხსნელის გამოსყიდვას, საკუთარი ვალი უნდა გამოისყიდოს თვითონ. იესომ თქვა: „ვინაიდან მე, ღმერთი, ვიტანჯე ეს ყველაფერი ყველასათვის, რათა მათ არ იტანჯონ მონანიების პირობით; მაგრამ თუ არ ინანიებენ, მათ უნდა იტანჯონ, ისე როგორც მე ვიტანჯე“ (მოძღვრება და აღთქმები 19:16–17). გამოუსყიდელი ადამიანის ტანჯვა ცოდვების გამო ცნობილია როგორც ჯოჯოხეთი. ამით ვგულისხმობ რომ ეშმაკს დაუმქვემდებარდებიან, და წმინდა წერილების მეტაფორით აღწერილია როგორც ჯაჭვებში ან ცეცხლისა და გოგორდის ტბაში ყოფნა. ლეხი თავის შვილებს ევედრება აირჩიონ ქრისტეს გამოსყიდვა „და არ აირჩიოთ მარადიული სიკვდილი, ხორციელის ნებისა და მასში ბოროტების არსებობით, რაც აძლევს ეშმაკის სულს ძალას, დაგატყვევოთ და ჩაგითრიოთ ჯოჯოხეთში, რათა იმეფოს თქვენზე თავის საკუთარ სამეფოში“ (2 ნეფი 2:29). მიუხედავად ამისა, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მადლით, ჯოჯოხეთი უსასრულო როდია, და მათში გამსვლელნი „ეშმაკისაგან გამოსყიდულნი არიან ბოლო აღდგომაში“ (oმოძღვრება და აღთქმები 76:85)მხოლოდ შედარებით მცირეოდენი „ჯოჯოხეთის შვილებზე ექნება მეორე სიკვდილს რამე ხანგრძლივი ძალა; დიახ, ჯეშმარიტად, მხოლოდ ისინი არ გამოისყიდება უფლის შესაფერის დროს, მისი რისხვის ტანჯვის შემდეგ“ (მოძღვრება და აღთქმები 76:32, 37–38).

  5. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გაიხარა, “დაე გარდაცვლილთ წარმოუთქვან მარადიული ქების ჰიმნი მეუდე ემანუელს, რომელმაც მსოფლიოს დასაბამიდან დააწესა ის, რაც მიახერხებდა მათი საპყრობილიდან გამოსყიდვა, რადგან პატიმრები განთავისუფლდებიან“ (მოძღვრება და აღთქმები 128:22).

  6. იხილეთ ვიქტორ ჰიუგო, საბრალონი (1992), 91–92.