2010-2019
“უფალო მე მწამს”
აპრილი 2013


„უფალო მე მწამს“

გულახდილად აღიარეთ თქვენი შეკითხვები და რაც გადარდებთ, მაგრმ უპირველესად და სამუდამოდ გააღვივეთ რწმენა, ვინაიდან როდესაც ადამიანს სწამს, მისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

ერთხელ იესო მივიდა ჯგუფთან რომელნიც ცხარედ კამათობდნენ მის მოწაფეებთან. როდესაც მხსნელმა შეეკითხა თუ რის გამო იყო ეს დაპირისპირება, პასუხად, ავადმყოფი ბავშვის მამამ მიმართა სიტყვებით, რომ მან სთხოვა იესოს მოწაფეებს მისი შვილის კურთხევა, მაგრამ მათ ვერ შესძლეს ამის გაკეთება. ბიჭი კვლავ აღჭიალებდა კბილებს, დუჟი მოსდიოდა პირიდან და მიწაზე ბორგავდა, მამამ სასოწარკვეთილი ხმით მიმართა იესოს, უკანასკნელივისთვისაც შეეძლო ეთხოვა:

„თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე.

იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.

ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.“1

ამ ადამიანის პირველადი რწმენა, მისივე თქმით, არის შეზღუდული, მაგრამ მას აქვს დაუყოვნებლივი უძლევი, სურვილი მისი ერთადერთი შვილის გამო. ჩვენ გვასწავლეს რომ ეს საკმარისია დასაწყისისათვის, რწმენის სურვილზე მეტიც თუ არ შეგიძლიათ“ აცხადებს ალმა, „დაე ამ სურვილმა იმოქმედოს შენში, იქამდე სანამ არ ირწმუნებ.“.”2 მეტი სახვა იმედის გარეშე დარჩენილი, ის შესთხოვს მსოფლიოს მხსნელს, „ თუკი რამე შეგიძლია,გვიშველე ჩვენ,შეგვიბრალე.3 არ შემიძლია კვენსის გარეშე წავიკითხო ეს სიტყვები, ეს მრავლობითი გამოთქმა, ჩვენ, აშკარად ნებაყოფილებით იხმარება. კაცი სინამდვილეში ამბობს, რომ „მთელი ჩვენი ოჯახი გთხოვს, ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ,ეს ბრძოლა არასდროს მთავრდება, არასდროს წყდება. ჩვენ არ ვიცით, სად, ვის, ვთხოვოთ. შეგიძლია დაგვეხმარო? ჩვენ მადლიერნი ვიქნებით ყველაფრისთვის— მცირეოდენი კურთხევა, იმედის ნაპერწკალი, ამ ბიჭის დედის, ყოველდღიური ცხოვრების მძიმე ტვირთის მცირეოდენი შველა.“

„თუკირამეშეგიძლია,“ ამ მამის მიერ ნათქვამის პასუხია, „თუ შეგიძლია გწამდეს,“ მოძღვარის მიერ ნათქვამი.4.

„მყისვე“ ამბობს წმინდა წერილი, არც ნელა არც სკეპტიკურად და არც ცინიკურად, არამედ „მყისვე“ მამა შესტირის თავისი, შეუკავებელი მშობლის ტკივილით, „მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.“ ახალ და ჯერ კიდევ ნაწილობრივ რწმენის საპასუხოდ, იესო განკურნავს ბიჭს, თითქმის მკვდრიდან აღადგენს მას, როგორც მარკოზი აღწერს ამ შემთხვევას..5

წმინდა წერილების ამ თბილი ჩანაწერებით მე მინდა მივმართო ეკლესიის ახალგაზრდებს, ახალგაზრდებს წლოვანებით ან ახალგაზრდებს ეკლესიის წევრობით ან ახალგაზრდებს რწმენაში. ერთი ან მეორე გზით, ეს ყველა ჩვენგანს მოიცავს.

შენიშვნა ნომერი ერთი, ამ ჩანაწერის მიხედვით, როდესაც ბიჭის მამა რწმენის გამოწვევას ხვდება, ის ჯერ იცავს თავის სიმძლავრეს და მხოლოდ შემდგომ აღიარებს საკუთარ შეზღუდულობას. ის პირველ ჯერზე აცხადებს ყოყმანობის გარეშე, „უფალო მე მწამს.“ მე მინდა ეს ვუთხრა ყველას ვისაც სურს უფრო მეტი რწმენა, დაიმახსოვრონ ეს კაცი! შიშის, ეჭვის ან გაჭირვების ჟამს, იდექით მყარად იმ რწმენაში რაც უკვე გაქვთ, თუნდაც ეს რწმენა იყოს შეზღუდული. მოკვდავებაში ზრდა რაც ჩვენ ყველამ უნდა განვიცადოთ, ამ ბიჭის გაჭირვების ან მშობლის სასოწარკვეთილობის სულიერი ეკვივალენტი, ყოველ ჩვენგანს ელის. როდესაც ასეთი რამ მოხდება და მისი გადაწყვეტა დაუყოვნებლივ არ ხდება, მყარად ჩაეჭიდეთ იმას რაც უკვე იცით და დადექით მყარად, სანამ დამატებითი ცოდნა არ მოვა. იესომ ამაზე სთქვა, „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.“6 თქვენი რწმენის სიდიდეს და ცოდნის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გამოიჩენთ იმ რწმენას რომელიც არის თქვენში და ჭეშმარიტება რომელიც უკვე იცით.

მეორე შენიშვნა არის პირველის .გაგრძელება. როდესაც პრობლემები წარმოიქმნება და შეკითხვები წამოიჭრება, ნუ დაიწყებთ რწმენაში იმის ძიებას თუ რამდენად ის არ გაქვთ, ურწმუნოებიდან წამოწყებული, ეს იგივეა ინდაურის მომზადების ნისკატიდან დაწყება! ახლა ნება მიბოძეთ ეს განვმარტო, მე არ გთხოვთ, რომ თავი მოიკატუნოთ ისეთი რწმენით რომელიც არ გაქვთ, მე გთხოვთ რომ იყოთ იმ მტკიცენი იმ რწმენით რომელიც გაქვთ. ხანდახან ჩვენ ვიქცევით ისე რომ გულწრფელი ეჭვი, უფრო მაღალი მორალური სიმამაცის გამოვლენად, მოგვაქვს ვიდრე გულახდილად რწმენის გამოვლინება. ეს ასე არ არის! მოდით დავიმახსოვროთ ნათელი მოწოდება წმინდა წერილიდან, ვიყოთ ისეთივე გულახდილები ჩვენს შეკითხვებში როგორებიც საჭიროა, ცხოვრება საცვსეა ამით ერთი ან მეორეგვარად. მაგრამ თუ თქვენ და თქვენს ოჯახს სურს განკურნვა, ნუ დაუთმობთ იმას რომ შეკითხვებმა აარიდონ რწმენის სასწაულების მოხდენა.

მის გარდა, თქვენ უფრო მეტი რწმენა გაქვთ ვიდრე ფიქრობთ, იმის გამო რასაც მორმონის წიგნი უწოდებს “დიდება სიცხადისა.“7 „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ სთქვა იესომ 8 და სახარების ნაყოფი არის სინათლე უკანასკნელი დღეების წმინდანთა ცხოვრებაში ყველგან. როგორც პეტრემ და იოანემ უთხრეს ფარისევლებს, მე გეტყვით თქვენ „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ,“ და რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ არის რომ „მოხდა ცხადი სასწაული“ მილიონობით ეკლესიის წევრების ცხოვრებაში. რისი უარყოფაც შეუძლბელია.9

ძმებო და დებო, ეს არის ღვთაებრივი საქმე რომელიც კეთდება კურთხევებით, რომელიც ყველგან ჩანს, ამიტომ ნუ დაეჭვდებით მეტისმეტად, ხანდახან წამოჭრილი პრობლემებით, რომლებიც საჭიროებენ შემოწმებას, გაგებას და გადაწყვეტას. ისინი არიან და იქნებიან. ამ ეკლესიაში ჩვენ რაც ვიცით უფრო მნიშვნელოვანია ყველაფერ იმაზე რაც არ ვიცით. და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა ვიაროთ რწმენით.

ამიტომ იყავით მომთმენნი ადამიანთა სისუსტეების მიმართ, თქვენი საკუთარი და მათიც ვინც მსახურობს ამ ეკლესიაში თქვენთან ერთად, მოხალისე მამაკაცებისა და ქალების ხელმძღვანელობით. მისი სრულყოფილი მხოლოდშობილი შვილის შემთხვევის გარდა, არასრულყოფილი ხალხია ვისთანაც ოდესმე მოუწია ღმერთს მუშაობა ჟამთა დასაბამიდან. ეს ალბათ საშინლად გულდასაწყვეტი იყო მისთვის, მაგრამ მან ეს გადალახა. ასევე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. და როდესაც ხედავთ არასრულყოფილებას, გახსოვდეთ, რომ შეზღუდვები არ არის ამ საქმის შეზღუდვა. როგორც ერთმა შესანიშნავმა მწერალმა სთქვა: როდესაც მარადიული სისავსე წინ იღვრება, ეს არ არის ზეთის ბრალი რომ რაღაც ოდენობა იკარგება, რადგან ზღვარდადებული ჭურჩელი ვერ იკავებს მას..10 ეს ზღვარდადებული ჭურჭელი, ჩემსა და თქვენს ჩათვლით, ასე რომ იყავით შემწყნარებელნი.

ბოლო შენიშვნა. როდესაც ეჭვი და სიძნელე მოგადგებათ, არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნა. თუ ჩვენ ის გვსურს, მორჩილად და პატიოსნად, როგორც ეს ამ მამას სურდა, ჩვენ შევსძლებთ მის მიღებას. წმინდა წერილები აღწერენ ასეთ გულწრფელ სურვილს როგორც „ჭეშმარიტი განზრახვა“ “აღსრულებული გულს მთელი მოწადინებით, არა ფარისევლურად და ღმერთის წინ თვალთმაქცობით.“11 მე ვმოწმობ, რომ ასეთი დაჟინებული მოთხოვნით, ყოველთვის იქნება დახმარება ფარდის ორივე მხრიდან, რათა განმტკიცდეს ჩვენი რწმენა.

მე ვთქვი, რომ მივმართავდი ახალგაზრდებს. და კვლავ მივმართავ.14 წლის ბიჭმა, ამის წინათ, მითხრა, ცოტა გაუბედავად, „ძმაო ჰოლანდ, მე ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, იმას, რომ ვიცი ეს ეკლესია ჭეშმარიტია, მაგრამ მწამს რომ ეს ასეა.“ მე ჩავეხუტე ამ ბიჭს, იქამდე სანამ თვალები არ დააჭყიტა, ვუთხარი, მთელი ჩემი სულის მოწადინებით, რომ რწმენა არის ძვირფასი სიტყვა და უფრო ძვირფასი ქმედება და არასდროს არ უნდა მოიხადოს ამისათვის ბოდიში, „მხოლოდ რწმენისათვის.“ ვუთხარი რომ ქრისტემ თავად სთქვა, „ნუ გეშინია, შენ ოღონთ გწამდეს,“12 ფრაზა რომელის გამოც ახალგაზრდა გორდონ ბ ჰინკლი მისიაში წავიდა სამსახურად.13 მე ვუთხარი ამ ბიჭს, რომ რწმენა ყოველთვის იყო პირველი ნაბიჯი დარწმუნებისაკენ და გადამწყვეტი სიმბოლო ჩვენი რწმენის ყოველთვის იწყება ფრაზით „ჩვენ გვწამს“14 და ვუთხარი მას, თუ როგორ ამაყი ვიყავი მის გამო, მისი პატიოსანი ძიების გამო.

ახლა ვიცხოვრე რა 60 წელი და ვსწავლობდი თითქმის 60 წელი მას შემდეგ რაც, 14 წლის ვიყავი, ყმაწვილი რომელსაც ძლივს მწამდა, მე ვაცხადებ იმას, რაც ახლა უკვე ვიცი. მე ვიცი, რომ ღმერთი, ყოველთვის და ყველანაირად და ყველა პირობებში არის ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი. მე ვიცი, რომ იესო იყო მისი ერთარდერთი სრულყოფილი შვილი რომლის სიცოცხლე შეწირულ იქნა სიყვარულით, მამისა და ძის ნების თანახმად, რათა გამოსყიდულნი ვყოფილიყავით ჩვენ ყველა, რომლებიც არ ვართ სრულყოფილნი.ის არის ერთადერთი გზა მარადიული ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის. მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი რომელმაც შეიცნო, რომ არ იყო სრულყოფილი,,15მიუხედავად ამისა ამორჩეული იქნა ღმერთის ხელში ინსტრუმენტად, რათა დედამიწაზე აღდგენილიყო მარადიული სახარება. და ასეთნაირად, კერძოდ მორმონის წიგნის თარგმნით, მასწავლა უფრო მეტი ღმერთის სიყვარულის შესახებ, უფრო მეტი ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, უფრო მეტი მარადიული ჭეშმარიტებისა და მღვდლობის ძალის შესახებ, ვიდრე ნებისმიერი სხვა წინასწარმეტყველი, რომელიც წამიკითხავს, მსმენია და გამიგონია ცხოვრების მანძილზე ზიებისას. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, რომლის ფლის მოციქულად კურთხევის 50 წლისთავი მალე იქნება, დღეს არის წინასწარმეტყველის მანტიის სრულუფლებიანი მემკვიდრე. მე ვიცი რომ ის 14 მამაკაცი რომლებსაც თქვენ მხარს უჭერთ როგორც წინასწარმეტყველებს, ნათელმხილველებს და გამომცხადებლებს, მხარს უჭერენ ხელის აწევით, გულებითა და თავიანთი მოციქულობის გასაღებებით.

ამ ყველაფერს ვაცხადებ მე თქვენს წინაშე, ძღვენით რომელსაც პეტრემ უწოდა „უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა“.16 რაც ერთხელ იყო პატარა თესლი რწმენის ჩემთვის, გაიზარდა სიცოცხლის ხედ, ასე, რომ თუ თქვენი რწმენა გამოცდას გადის ამჟამად ან ოდესმე, მე გეპატიჟებით, რომ დაეყრდნოთ ჩემსას. ეს საქმე ჭეშმარიტია და საშიში იქნება ჩვენთვის, რომ ნება დავრთოთ ეჭვს ან ეშმაკებს, რომ აგვაცდინონ ამ ბილიკს. ჩაეჭიდეთ, იმედი იქონიეთ, გულწრფელად აღიარეთ თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გაამტკიცეთ რწმენა რომელიც გაქვთ, რადგან ყველაფერი შესაძლებელია, მათთვის ვისაც სწამთ. იესო ქრისტეს სახელით ამინ.