2010-2019
კანონის მორჩილება თავისუფლებაა
აპრილი 2013


კანონისადმი მორჩილება თავისუფლებაა

ქალები და მამაკაცები იღებენ თავისუფალ არჩევანს, როგორც ღმერთის ძღვენს, მაგრამ მათი თავისუფლება და მარადიული ბედნიერება მისი კანონის დამორჩილებით მოდის.

გასულ შობას მე მივიღე განსაკუთრებული საჩუქარი, რომელმაც მრავალი მოგონება აღმიძრა. მე ის ჩემმა დისშვილმა მაჩუქა. ეს იყო ნივთი, რომელიც მე სხვა ნივთებთან ერთად დავტოვე ჩვენს ძველ სახლში, როცა დაქორწინების შემდეგ იქიდან წამოვედი. ეს ნივთი არის პატარა ყავისფერი წიგნი, რომელიც ხელში მიჭირავს. ეს არის წიგნი, რომელიც გადაეცა LDS-ის სამხედრო პირს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეუერთდა შეიარაღებულ ძალებს. მე, პირადად, ვუყურებდი ამ წიგნს, როგორც პრეზიდენტ ჰიბერ ჯეი გრანტისა და მისი მრჩევლის, რუბენ ქლარქ უმცროსისა და დევიდ ოუ მაქქეის საჩუქარს.

ღვთის ამ სამმა წინასწარმეტყველმა წიგნის წინა გვერდზე დაწერა: „შეირაღებულ ძალებში მომხდარი მოვლენები არ გვაძლევენ იმის ნებას, რომ არ ვიმყოფებოდეთ თქვენთან უწყვეტ კონტაქტში, პირდაპირი თუ პირადი წარმომადგენლობის სახით. ჩვენს მიერ დასახული შემდეგი საუკეთესო კურსი იქნება თქვენს ხელთ, იმდენი თანამედროვე გამოცხადებისა და სახარების პრინციპების ახსნის გადმოცემა, რამდენიც მოგიტანთ, სადაც კი არ უნდა იყოთ, განახლებულ იმედსა და რწმენას, ასევე მშვიდობას, ნუგეშსა და სულის სიმშვიდეს.“1

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სხვა სახის მსოფლიო ომში. ამჯერად იარაღის ნაცვლად გვიწევს აზრებთან, სიტყვებთან და ქმედებებთან ბრძოლა. ეს არის ცოდვებთან ბრძოლა და ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება შეხსენება – დავიცვათ მცნებები. ათეიზმი იქცა თითქმის ნორმად, მისი მრავალი პრინციპი და ცხოვრების წესები უპირისპირდებიან იმას, რაც თვითონ უფალმა დააწესა თავისი შვილების საკეთილდღეოდ.

ამ პატარა ყავისფერ წიგნში, ზუსტად პირველი პრეზიდენტობის წერილის შემდეგ, არის წინასიტყვაობა: “სამხედრო მოსამსახურეთათვის”, სათაურით „კანონისადმი მორჩილება თავისუფლებაა.“ ამ წინასიტყვაობაში პარალელი ევლება სამხედრო კანონს, რომელიც დაწერილია „სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა საკეთილდღეოდ“ და ღვთიური კანონი.

წინასიტყვაობაში ნათქვამია: „სამყაროშიც კი, სადაც ღმერთი ყველაფერს განაგებს, არსებობს საყოველთაო მარადიული კანონი, გარკვეული კურთხევებითა და გარადაუვალი სასჯელით.“

წინასიტყვაობის ბოლო სიტყვებში აქცენტი კეთდება ღვთის კანონისადმი მორჩილებაზე: „თუ თქვენ გსურთ დაუბრუნდეთ საყვარელ ადამიანებს თავაწეულნი ... თუ ხარ კაცი და გსურს სრულფასოვანი ცხოვრება, მაშინ დაიცავი ღვთის კანონი. ასეთნაირად შენ უფრო განამტკიცებ ძვირფას თავისუფლებას, რომლისთვისაც ასე იბრძვი, იმ თავისუფლებას, რომელზედაც სხვები იქნებიან დამოკიდებულნი, კერძოდ, ცოდვისგან თავისუფლებას; რამეთუ ჭეშმარიტად, ‘კანონისადმი მორჩილება არის თავისუფლება.’ ”2

ხანდახან, რატომ მეჩვენება ფრაზა „კანონისადმი მორჩილება არის თავისუფლება“ ასე ჭეშმარიტად? ახლა, რატომ გვეჩვენება ყველას იგი ამდენად ჭეშმარიტი?

იქნებ იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი წინამიწიერი ისტორიის გაცხადებული ცოდნა? ჩვენ გვესმის, რომ როცა ღმერთმა, მარადიულმა მამამ, წარმოგვიდგინა თავისი გეგმა,, სატანამ მოინდომა მისი შეცვლა. სატანის გეგმის თანახმად ის გამოისყიდიდა მთელ კაცობრიობას. არც ერთი სული არ იქნებოდა დაკარგული და სატანას სწამდა, რომ მას შეეძლო შეესრულებინა თავისი გეგმა. მაგრამ ამას მიუღებელი პირობა ახლდა – ადამიანისგან თავისუფალი არჩევნის წართმევა, რაც იყო და არის ღვთის ნაბოძები (იხ.მოსე 4:1–3). ამ ძღვენის შესახებ პრეზიდენტმა ჰაროლდ ბი ლიმ თქვა: „სიცოცხლის მერე, თავისუფალი არჩევანი არის ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი კაცობრიობისთვის.“3 ასე რომ, უმნიშვნელო არ იყო ის, რომ სატანა უგულვებელჰყოფდა ადამიანთა არჩევანს. ფაქტიურად, ეს გახდა პრინციპული საკითხი, რომლის გამოც ზეცაში ომი დაიწყო. ზეცაში მიღწეული გამარჯვება იყო ადამიანის არჩევანის გამარჯვება.

თუმცა სატანა ამით არ დაკმაყოფილდა. მისი დამხმარე გეგმა – რომლითაც იგი მოქმედებდა ადამის და ევას დროიდან, იყო ადამიანების ცდუნება, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ჩვენ არ ვართ ღვთისგან ბოძებული არჩევანის ღირსნი. სატანას მრავალი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ აკეთოს თავის საქმე, შესაძლოა ყველაზე დიდი მოტივი შურისძიებაა, მაგრამ მას აგრეთვე სურს გახადოს ქალები და მამაკაცები უბედურნი, ისეთნი, როგორც იგი თავად არის. ყოველმა ჩვენთაგანმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ის, თუ როგორ ცდილობს სატანა წარმატების მიღწევას. მისი როლი ღმერთის მარადიულ გეგმაში ქმნის საპირისპიროს ყველაფერში (იხ.2 ნეფი :11) და ცდის ჩვენს არჩევანს. ყოველი ჩვენი არჩევანი არის ჩვენი თავისუფალი არჩევანის გამოცდა; ღვთის მცნებების მიმართ მორჩლებისა თუ დაუმორჩილებლობის არჩევა ფაქტიურად არის თავისუფლების მარადიული ცხოვრების, დატყვევებისა და სიკვდილის შორის არჩევანის გაკეთება. (იხ. 2 ნეფი 2:27).

ეს ძირითადი მოძღვრება ნათლად არის გადმოცემული 2 ნეფის მეორე თავში, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თავისუფალნი არიან აირჩიონ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე მხსნელის მეშვეობით, ან აირჩიონ ტყვეობა და სიკვდილი, ეშმაკის ძალის თანახმად. ეშმაკი ცდილობს, ყოველი ადამიანი გახადოს ისეთივე უბედური, როგორიც თვითონ არის (2 ნეფი 2:27).

მსოფლიოში ყოველთვის იყო ომები. მე მჯერა, რომ როცა პირველმა პრეზიდენტობამ ის პატარა ყავისფერი წიგნი გამომიგზავნა, ისინი მეორე მსოფლიო ომზე მეტად უფრო სხვა, ბევრად სერიოზული ომის გამო წუხდნენ. მე ასევე მჯერა, რომ ისინი იმედოვნებდნენ, რომ ის წიგნი ამ უფრო სერიოზულ ომში სატანისა და მისი ჯარის წინააღმდეგ რწმენის ფარი იქნებოდა და ამ ცოდვების საწინააღმდეგო ომში მე შემახსენებდა, რომ ღმერთის მცნებებით უნდა მეცხოვრა.

არსებობს წინა თაობასთან შედარებისა და შეფასების ერთ-ერთი ხერხი – უძველესი სტანდარტი, ათი მცნება. ცივილიზებური სამყაროს უმეტესობისთვის, განსაკუთრებით იუდა-ქრისტიანულ სამყაროში, ათი მცნება იყო და არის ყველაზე მიღებული და დროში გამოცდილი კეთილსა და ბოროტს შორის გასამიჯნი ხაზი.

ჩემი აზრით ათიდან ოთხ მცნებას დღესაც ისევე სერიოზულად იცავენ, როგორც ყოველთვის. ჩვენს კულტურაში ჩვენ ვგმობთ მკვლელობას, ქურდობას, ტყუილის თქმას და გვჯერა იმისა, რომ შვილები პასუხს აგებენ თავიანთ მშობლებზე.

მაგრამ მთლიანობაში, როგორც საზოგადოება, ჩვენ სისტემატიურად ვარღვევთ დანარჩენ ექვს მცნებას.

  • თუ ამქვეყნიური პრიორიტეტები წარმოადგენენ რაიმე მაჩვენებლებს, ჩვენ რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ღმერთის წინ „სხვა ღმერთებს“ ვაყენებთ.

  • ჩვენ ვაღმერთებთ ცნობილ ადამიანებს, ცხოვრების წესს, სიმდიდრეს და ზოგჯერ ხატებსა ან საგნებს.

  • ჩვენ უდიერად ვიყენებთ ღმერთის სახელს, მაშინაც კი, როცა რაიმეს წამოვიძახებთ ან ლანძღვა-გინების დროს.

  • კვირა დღეს ვიყენებთ ყველაზე დიდი თამაშების, დასვენების, საყიდლებისა და ყველაფრისთვის, ღვთისმსახურების გარდა.

  • ჩვენ ვიყენებთ სქესობრივ ურთიერთობას ოჯახს გარეთ და თავის შესაქცევად.

  • სურვილები კი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცა. (იხ.გამოსვლა 20:3–17.)

წინასწარმეტყველები ყოველ ჟამთა წყობაში მუდმივად გვაფრთხილებდნენ ყველაზე სერიოზული ორი მცნების შესახებ: კაცთკვლა და მრუშობა. მე ვხედავ ამ გადამწყვეტი ორი მცნების საერთო საფუძველს – რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ღმერთის პრეროგატივაა. ჩვენი ფიზიკური სხეულები კი, მომაკვდავი ცხოვრების ტაძრები, უნდა შეიქმნას ღვთის მიერ დაწესებულ საზღვრებში. რამეთუ როცა ადამიანი ღმერთის კანონის ნაცვლად თავის წესებს ატარებს სიცოცხლის ჩუქებისა ან წართმევის მიმართ, იგი ამით დანაშაულისა და ცოდვის პიკს აღწევს.

ქორწინების სიწმინდის მიმართ გაუფასურებული დამოკიდებულების მთავარი შედეგი აისახება ოჯახებზე – ოჯახების სიძლიერე სუსტდება ამაღელვებელი სიჩქარით და ეს გაუფასურებული დამოკიდებულება ძალიან აზიანებს საზოგადოებას. მე ვხედავ პირდაპირ მიზეზსა და შედეგს. როცა ჩვენ მეუღლის მიმართ არ ვართ ერთგულნი და ვარღვევთ ოჯახურ პირობას, ჩვენ ამით ვაცლით წებოს, რომლითაც შეწებებულია საზოგადოება.

სასარგებლო იქნება ვიფიქროთ მცნებებზე, როგორც ბრძენი, ყოვლის მცოდნე მამაზეციერისგან მოცემულ კეთილ რჩევაზე. მისი მიზანია – ჩვენი მარადიული ბედნიერება, მისი მცნებები კი წარმოადგენენ საგზაო რუკას, რომელიც მან მოქვცა მასთან დასაბრუნებლად და ეს არის ჩვენი მარადიული ბედნიერების ერთადერთი ხერხი. რაოდენ მნიშვნელოვანია სახლი და ოჯახი ჩვენი მარადიული ბედნიერებისთვის? ჩემს პატარა ყავისფერ წიგნში 141-ე გვერდზე წერია: „ჭეშმარიტად, ჩვენი ზეცა არის ჩვენი ოჯახების მარადისობაში პროექციაზე ცოტა უფრო მეტი რამ.“4

სოჯახური დოქტრინა კიდევ ერთხელ დიდი გამჭვირვალობითა და სიმტკიცით გამეორდა „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“-ში. იქ გამოცხადდა ოჯახების მარადიული ბუნება და ახსნილია მისი სატაძრო მსახურებასთან კავშირი. მოწოდებაში ასევე გამოცხადებულია კანონი, რომელზეც დაფუძნებულია ოჯახების მარადიული ბედნიერება, როგორიცაა: „გამრავლების ძალა გამოიყენება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის შორის, რომელნიც კანონიერად შეუღლებულნი არიან.“5

ღმერთი უცხადებს თავის წინასწარმეტყველებს, რომ არსებობს მორალური სტანდარტები. ცოდვა ყოველთვის ცოდვაა. უფლის მცნებების დაუმორჩილებლობა ყოველთვის წაგვართმევს მის კურთხევებს. სამყარო მუდმივად და დრამატულად იცვლება, მაგრამ ღმერთი, მისი მცნებები და დაპირებული კურთხევები – არა. ისინი უცვლელი და მყარია. ქალები და მამაკაცები იღებენ თავისუფალ არჩევანს, როგორც ღმერთის ძღვენს, მაგრამ მათი თავისუფლება და მარადიული ბედნიერება მისი კანონის დამორჩილებით მოდის. როგორც ალმამ უთხრა თავის მოხეტიალე შვილს, კორიანტონს, ბოროტება არასდროს არ ყოფილა ბედნიერება (იხ.ალმა 41:10).

სახარების სისრულის აღდგენის დღეს, უფალმა ისევ გაგვიცხადა კურთხევები, რომელნიც დაგვპირდა ჩვენი მცნებების მიმართ მორჩილების შემთხვევაში. მოძღვრება და აღთქმების 130-ე თავში ვკითხულობთ, რომ

მოძღვრება და აღთქმების 130-ე თავში ვკითხულობთ, რომ

არის უცვლელი კანონი, გამოცხადებული ზეცაში დასაბამიდან, რომელზედაც დაფუძნებულია ყოველი კურთხევა.

როდესაც ჩვენ ვიღებთ ღმერთისგან ნებისმიერ კურთხევას, ეს ხდება იმ კანონის მიმართ მორჩილებით, რომელზეც დაფუძნებულია იგი (იხ.მოძღვრება და აღთქმები 130:20–21).

რა თქმა უნდა, ვერც ერთი სწავლება ვერ გამოიხატებოდა წმინდა წერილში იმაზე მძაფრად, ვიდრე უფლის უცვლელი მცნებები და მათი კავშირი ჩვენს ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან, როგორც პიროვნების, ოჯახისა და საზოგადოების. არსებობს მორალური პრინციპები. უფლის მცნებების მიმართ დაუმორჩილებლობა, ყოველთვის გვართმევს მის კურთხევებს. ეს კანონი არ იცვლება.

სამყაროში, სადაც საზოგადოების მორალის კომპასი მერყეობს, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება არ უნდა ტორტმანებდეს, არც მისი პალოები, მეურვეობები, ოჯახები ან პიროვნებები არ უნდა მერყეობდნენ. ჩვენ არ უნდა ვირჩევდეთ მცნებებს, რომელთა დაცვაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, არამედ უნდა ვცნობდეთ ღმერთის ყველა მცნებას. ჩვენ უნდა მტკიცედ და ურყევად ვიდგეთ, ვიქონიოთ სრული რწმენა უფლის თანმიმდევრულობასა და რწმენა მისი დაპირებების სრულყოფილებაში.

დაე მუდამ ვიყოთ სინათლე მთაზე, მცნებების დაცვის მაგალითი, რომელიც არასდროს არ იცვლება და არ შეიცვლება. ზუსტად ისე, როგორც ამ პატარა წიგნმა შეაგულიანა LDS სამხედრო მსახურები მორალურად მტკიცედ იდგნენ ომის დროს, ნეტავ შევძლოთ ჩვენც ვიყოთ სამყაროსათვის შუქურა ამ უკანასკნელი დღეების ომში, განსაკუთრებით ღვთის შვილებისთვის, რომლებიც უფლის დალოცვებს ელიან. ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. First Presidency, in Principles of the Gospel (1943),i.

  2. Principles of the Gospel, v, vii, viii.

  3. Teachings of Presidents of the Church: Harold B. Lee (2000), 4.

  4. Stephen L Richards, in Principles of the Gospel, 141.

  5. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, Ensign ანLiahona, ნოემბერი 2010, 129.