2010-2019
ნუ დაივიწყებ
2016 წ. ოქტომბერი


ნუ დაივიწყებ

მე მინდა შეგაგულიანოთ, განსაკუტთრებით კრიზისის დროს, გაიხსენოთ, როდის იგრძენით სულიწმინდა და როდის იყო თქვენი დამოწმება ძლიერი; გახსოვდეთ სულიერი საძირველი, რომელიც ააშენეთ.

მოგესალმებით, ძვირფასო დებო და ძმებო. რაოდენ დალოცვილნი ვართ ამ კონფერენციაზე დასწრებით. ჩემი პირველი წელი თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრის როლში თავმდაბლობის სასწავლებელი იყო. ეს იყო ძალების მოკრების, ზრდისა და მამაზეციერის მიმართ მხურვალე, ყველგანმსუფევი ვედრებების წელი. მე ვგრძნობდი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ეკლესიის წევრთა ჩემთვის ლოცვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მე ასევე მქონდა პრივილეგია ძვირფას მეგობრებთან შეხვედრისა, წარსულიდან და ახალ გაცნობილებთან. ზუსტად ერთ-ერთ ძვირფას მეგობართან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და მიყვარს, მე მივიღე შთაგონება დღევანდელი გამოსვლის შესახებ.

როცა შევხვდით, ჩემი მეგობარი გამომიტყდა, რომ განსაცდელში იყო. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი განიცდიდა „რწმენის კრიზისს“ და ჩემს რჩევას ელოდებოდა. მე მადლიერი ვიყავი მისი, რომ გამიზიარა თავის გრძნობები და მწუხარება.

მან მითხრა, რომ ენატრებოდა ის, რაც ერთხელ სულიერად იგრძნო და რაც ახლა ეგონა, რომ კარგავდა. მე მას ყურადღებით ვუსმენდი და მხურვალედ ვლოცულობდი, რათა გამეგო, რა სურდა უფალს, რომ მეთქვა.

ჩემი მეგობარი, ალბათ ისე, როგორც ზოგიერთი თქვენგანი, იტანჯებოდა შეკითხვით, რომელიც ასე მკვეთრად არის გამოხატული დაწყებითი საზოგადოების სიმღერაში: „მამაზეციერო, შენ მართლა არსებობ“? მათ, ვინც იმავე შეკითხვას სვამს, მე გავუზიარებ იმ რჩევას, რომელსაც ჩემს მეგობარს მივცემდი და იმედია, რომ ყოველი თქვენგანი გააძლიერებს რწმენას და გადაწვეტილებას - იყოს იესო ქრისტეს თავდადებული მსახური.

დავიწყვებ იმით, რომ შეგახსენებთ: თქვენ მოსიყვარულე მამაზეციერის შვილები ხართ და მისი სიყვარული მარადიულია. მე ვიცი, რომ ასე დაბეჯითებით სიყვარულის შეგრძნების გახსენება ძნელია, როცა პირად სირთულეებსა და განსაცდელში იმყოფებით ან ხართ გულგატეხილნი ან იმედგაცრუებულნი.

იესო ქრისტემ იცის ძვინვარე ჭიდილისა და განსაცდელების შესახებ. მან ჩვენთვის სიცოცხლე შეწირა. მისი ბოლო საათები იყო სასტიკი, ისეთი, რაც აღემატება ჩვენს წვდომას, მაგრამ მისი მსხვერპლი ყოველი ჩვენგანისთვის მისი წმინდა სიყვარულის საბოლოო გამოხატვა იყო.

არ არსებობს შეცდომა, ცოდვა ან არჩევანი, რომლის გამოც ღმერთის სიყვარული ჩვენს მიმართ შეიცვლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილი საქციელი მოწონებას იმსახურებს, არც იმას, რომ ცოდვის ჩადენისას ვალდებული არ ხართ მოინანიოთ. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ მამაზეციერი იცნობს ყოველ თქვენგანს და უყვარხართ და იგი ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს.

როცა ჩემი მეგობრის სიტუაციაზე ვფიქრობდი, გონებაში მორმონის წიგნის დიდი სიბრძნე ამომიტივტივდა: „და ახლა, ჩემო შვილებო, გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხსნელის კლდეზე, მხსნელის, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა ააშენოთ საძირკველი; რამეთუ როცა ეშმაკი გამოგზავნის ძლიერ ქარს, დიახ, ქარბორბალას, დიახ, როცა მთელი მისი სეტყვა და ძლიერი ქარიშხალი დაგატყდებათ თავს, მას არ ექნება თქვენზედ ძალა, ჩაგითრიოთ უბედურების უბსკრულში და გაუთავებელ ვარამში, რადგან კლდე, რომელზეც ააშენეთ, რაც არის ნამდვილი საძირკველი, საძირკველი, რომელზეც ადამიანები, თუ ააშენებენ მასზედ, არ დაემხობა“.

მე ვმოწმობ, რომ „უბედურების უბსკრული და გაუთავებელი ვარამი“ არის ისეთი ადგილი, სადაც არავის არ უნდა ყოფნა. ჩემი მეგობარი გრძნობდა, რომ ნაპირზე იდგა.

როცა მე ცალკეულ პირებს რჩევებს ვაძლევდი, როგორც ჩემი მეგობრის შემთხვევაში, აღმომიჩენია მათი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ და რამაც განაპირობა მათ მიერ წმინდა გამოცდილების მივიწყება, დასუსტება და ეჭვის გაჩენა. მე გავამხნევე ისინი და ახლა გამხნევებთ თქვენ, გაიხსენოთ - განსაკუთრებით კრიზისის დროს, როცა სულიწმინდა გიგრძვნიათ და თქვენი დამოწმება ძლიერი იყო; გაიხსენეთ სულიერი საძირკველი, რომელიც ააშენეთ. მე გპირდებით, რომ თუ თქვენ ასე მოიქცევით, თავს აარიდებთ იმას, რაც არ აძლიერებს თქვენს დამოწმებას და არ ზრდის მას ან დასცინის თქვენს მრწამსს, ის ძვირფასი წუთები, როცა თქვენი დამოწმება ძლიერი იყო, დაგიბრუნდებათ მეხსიერებაში, თუკი მორჩილად ილოცებთ და იმარხულებთ. მე გარწმუნებთ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ იგრძნობთ იესო ქრისტეს სახარების უსაფრთხოებას და სითბოს.

ყოველმა ჩვენგანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გააძლიეროს სულიერად და შემდეგ ირგვლივ მყოფნი. რეგულარულად გაიაზრეთ წმინდა წერილი და გახსოვდეთ მისი წაკითხვის დროს გაჩენილი აზრები და გრძნობები. ეძიეთ ჭეშმარიტების სხვა წყაროებიც, მაგრამ ყური დაუგდეთ ამ გაფრთხილებას წმინდა წერილში: „კარგია იყო განსწავლული, ასეთნი ღვთის რჩევას უგდებენ ყურს“. დაესწარით საეკლესიო შეხვედრებს, განსაკუთრებით ზიარებას, მიიღეთ ზიარება და განაახლეთ აღთქმები, მათ შორის დაპირებისა - ყოველთვის გვახსოვდეს მხსნელი, რათა მისი სული მარად იყოს თქვენთან.

რა შეცდომებიც არ უნდა დაგვეშვა და როგორ არასრულყოფილებადაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავლოცოთ სხვები და ავამაღლოთ ისინი. როცა მათ მივწვდებით ქრისტესმაგვარ მსახურებით, ეს დაგვეხმარება ღრმად გულში ვიგრძნოთ ღმერთის სიყვარული.

მნიშვნელოვანია გახსოვდეს მეორე რჯულში მოცემული რჩევა: „გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებიმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს.“

ჩვენი არჩევანი თაობებზე იქონიებს გავლენას. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება ოჯახის წევრებს; შეაგულიანეთ ისინი გაიხსენონ, როგორ გრძნობდნენ თავს, როცა თავიანთ ცხოვრებაში ამოიცნეს სულიწმინდა და აღწერონ ეს გრძნობები დღიურში ან პირად ისტორიაში, ისე რომ მათსავე სიტყვებმა, საჭიროებისას, გაახსენონ მათ, როგორი კეთილი იყო უფალი მათ მიმართ.

თქვენ გაგახსენდებათ ნეფი და მისი ძმები, რომლებიც დაბრუნდნენ იერუსალიმში სპილენძის ფირფიტების მოსაპოვებლად, რომლებზეც მათი ხალხის ისტორია იყო ჩაწერილი, ნაწილობრივ იმისთვის, რომ არ დავიწყებოდათ საკუთარი წარსული.

ასევე, მორმონის წიგნში, ჰელამანმა დაარქვა შვილებს მათი „პირველი მამების“ სახელები, რათა მათ არ დავიწყებოდათ უფლის სიკეთე:

„აჰა, ჩემო შვილებო, მე მსურს, რომ გახსოვდეთ ღვთის მცნებები. … აჰა, მე გიბოძეთ პირველი მშობლების სახელები, რომლებიც იერუსალიმის მიწიდან გამოვიდნენ; და ასე მოვიქეცი, რომ როცა თქვენს სახელებს გაიხსენებთ, მათი სახელებიც გაგეხსენებინათ; და როცა მათ გაიხსენებდით, მათი საქმენიც გაგახსენდებოდათ; და როცა გეხსომებათ მათი საქმენი გეცოდინებათ, როგორც ეს ითქვა და ასევე დაიწერა, რომ ისინი კეთილი იყო.

„ასე რომ, ჩემო შვილებო, მსურს, რომ აკეთოთ კეთილი, რომ ითქვას და დაიწეროს თქვენზე ისევე, როგორც ეს ითქვა და დაიწერა მათზე.

მრავალს დღეს აქვს იგივე ტრადიცია - დაარქვან შვილებს სახელები წმინდა წერილიდან ან ერთგული წინაპრებისა, რათა შეაგულიანონ ისინი, არ დაივიწყონ მემკვიდრეობა.

როცა დავიბადე, დამარქვეს რონალდ ა. რასბანდი. ჩემი გვარი მამაჩემის წინაპრების მიაგებს პატივს. შუა ინიციალი “ა“ მომცეს იმისთვის, რომ მახსოვდეს დედის დანიური ანდერსონების წინაპრები.

ჩემი დიდი პაპის პაპა, ჯენს ანდერსონი, დანიაში დაიბადა. 1861 წ. უფალმა მოიყვანა ორი მორმონი მისიონერი ჯენს და ენი კათერინ ანდერსონის კარზე, სადაც მათ და მათი 16 წლის შვილს, ენდრიუს, აღდგენილი სახარება გააცნეს. ასე დაიწყო რწმენის მემკვიდრეობა, რომლის მიმღებებიც მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით. ანდერსონებმა წაიკითხეს მორმონის წიგნი და მოგვიანებით მოინათლნენ. შემდეგ წელს ანდერსონების ოჯახმა მიიღო წინასწარმეტყველის მოწოდება - გადაკვეთონ ატლანტის ოკეანე ჩრდილო ამერიკაში წმინდანებთან შესახვედრად.

სამწუხაროდ, ჯენსი ამ მოგზაურობისას გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მეუღლემ და ვაჟმა გააგრძელეს სოლთ ლეიქ ველისკენ მოგზაურობა, სადაც 1862 წ. 3 სექტემბერს ჩავიდნენ. სირთულეებისა და გულის ტკივილის მიუხედავად, მათი რწმენა არასდროს არ შერყეულა, არც მრავალი მათი შტამომავლებისა.

სურათი უხუცეს რასბანდის კაბინეტში

ჩემს კაბინეტში კიდია სურათი, რომელიც ასე მშვენივრად ასახავს ჩემი წინაპრების პირველ შეხვედრას იმ თავდადებულ მისიონერებთან. მე გადავწყვიტე, არ დავივიწყო ჩემი მემკვიდრეობა. ჩემი გვარი კი ყოველთვის შემახსენებს წინაპრების ერთგულებასა და მსხვერპლს.

არასდროს არ დაივიწყოთ, არ დასვათ კითხვის ნიშნის ქვეშ და არ გაუწიოთ იგნორირება პირად, წმინდა სულიერ გამოცდილებას. მოწინააღმდეგის ჩანაფიქრია - გადაიტანოს ჩვენი ყურადღება სულიერი მოწმობიდან, როცა უფლის სურვილია - ჩაგვრთოს მის საქმეში.

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ამ ჭეშმარიტების პირადი მაგალითი. მე მკაფიოდ მახსოვს ის დრო, როცა პასუხად ძლიერ ლოცვაზე მივიღე მინიშნება, რომელიც ნათელი და ძლიერი იყო. თუმცა, პასუხის მიხედვით მაშინვე არ მოვიმოქმედე და დროთა განმავლობაში შემეპარა ეჭვი იმ გრძნობის რეალობაზე. ალბათ ზოგიერთი თქვენგანიც მოწინააღმდეგის ამ ეშმაკობაზე წამოგებულა.

რამდენიმე დღის შემდეგ მე გავიღვიძე და გონებაში მქონდა ძლიერი ნაწყვეტი წმინდა წერილიდან:

„ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: თუ გსურთ დამოწმება, დაუბრუნდით გონებაში იმ ღამეს, როცა გულში შემღაღადეთ. …

განა არ დაგამშვიდეთ ამ საკითხის გამო? განა შეგიძლიათ იქონიოთ იმაზე დიდი მოწმობა, ვიდრე ღმერთისგან“?

ეს ჰგავდა იმას, თითქოს უფალი ამბობდა: „ახლა, რონალდ, მე უკვე გითხარი, რა უნდა მოიმოქმედო. ახლა იმოქმედე“! რაოდენ მადლიერი ვიყავი ამ მოსიყვარულე კორექციისთვის და მითითებისთვის! მე უმალვე დავმშვიდდი ამ მინიშნებით და შევძელი წინსვლა, ვიცოდი რა, გულში, რომ ჩემს ლოცვაზე პასუხი მივიღე.

მე გიზიარებთ ამ გამოცდილებას, ძვირფასო დებო და ძმებო, იმისთვის, რომ გიჩვენოთ, როგორ სწრაფად ივიწყებს ჩვენი გონება და როგორ მიგვიძღის წინ სულიერი გამოცდილება. მე ვისწავლე ასეთი მომენტების სათუთად მოვლა, „ნუ დაივიწყებ“

ჩემს მეგობარს და ყველას, ვისაც სურს რწმენის გაძლიერება, მე გაძლევთ ამ დაპირებას: როცა თავდაპირველად ცხოვრობთ იესო ქრისტეს სახარებით და ერთგულნი რჩებით მისი სწავლებებისა, თქვენი დამოწმება დაცული იქნება და გაიზრდება. დაიცავით დადებული აღთქმები, მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ სხვები თქვენს ირგვლივ. იყავით ბეჯითი მშობლები, ძმები და დები, პაპა-ბებიები, დეიდები, ბიძები და მეგობრები, რომლებიც საკუთარი დამოწმებითა და სულიერი გამოცდილების გაზიარებით აძლიერებენ საყვარელ ხალხს. დარჩით ერთგულნი და მტკიცენი, თუნდაც თუ ეჭვის ქარიშხალი შეიპყრობს თქვენს ცხოვრებას სხვების საქციელის გამო. ეძიეთ ის, რაც სულიერად გაგანათლებთ და გაგაძლირებთ. თავი აარიდეთ ე. წ. ყალბი „ჭეშმარიტებების“ შემოთავაზებებს, რომლებიც ასე ჭარბობს და გახსოვდეთ, ჩაიწეროთ თქვენი „სიყვარულის, სიხარულის, სიმშვიდის, მოთმინების, სირბილის, სიკეთის, რწმენის, თავმდაბლობისა და თავშეკავებულობის“ გრძნობები.

ცხოვრების უდიდესი ქარიშხლების დროს ნუ დაივიწყებთ თქვენს ღვთიურ მემკვიდრეობას, როგორც ღვთის ვაჟი და ქალიშვილი ან თქვენს მარადიულ საბოლოო დანიშნულებას - ერთ დღეს დაუბრუნდეთ ღმერთს, რომელიც გადაფარავს ყველაფერს, რასაც სამყარო გთავაზობთ. გახსოვდეთ ალმას თბილი სიტყვები: „აჰა, გეუბნებით, ჩემო ძმებო, თუ განიცადეთ გულის შეცვლა და გაგიჩნდათ სურვილი იმღეროთ მხსნელის სიყვარულის სიმღერა, მე გკითხავთ: ახლა გრძნობთ ამას“?

ყველას კი, ვინც გრძნობს საჭიროებას განიმტკიცოს რწმენა, მე გევედრებით: „არ დაივიწყოთ! გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ.

მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო. მე ვიცი, მან იხილა მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, ესაუბრა მათ, როგორც ეს ჩაიწერა თავისი სიტყვებით. რაოდენ მადლიერი ვარ, რომ მას არ დავიწყებია ამ გამოცდილების ჩაწერა, რათა ჩვენ ყველას გაგვეგო მისი დამოწმება.

მე საზეიმოდ ვმოწმობ უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იგი ცოცხალია; მე ვიცი, რომ იგი ცოცხალია და დგას ტავისი ეკლესიის სათავეში. მე ეს ვიცი ჩემთვის, დამოუკიდებლად სხვა ხმებისა და დამოწმებებისა და მე ვლოცულობ, რომ მე და თქვენ არასოდეს არ დავივიწყოთ წმინდა მარადიული ჭეშმარიტება - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცოცხალი და მოსიყვარულე ზეციური მშობლების ძენი და ასულნი ვართ, რომლებსაც მხოლოდ ჩვენი მარადიული ბედნიერება სურთ. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.