2010-2019
ღმერთი მოგწმენდთ ცრემლებს
2016 წ. ოქტომბერი


ღმერთი მოგწმენდთ ცრემლებს

როცა ჩვენ ვამჟღავნებთ წრმენას მხსნელის მიმართ, იგი ხელში აგვიყვანს და გაგვატარებს ყველა განსაცდელზე, საბოლოო ჯამში კი გადაგვარჩენს ცელესტიალუ სამყაროში.

როგორც მამაზეციერის გეგმის ნაწილი, მან დაუშვა მწუხარება ჩვენს მიწიერ გამოცდილებაში. როცა გვეჩვენება, რომ მტკივნეული განცდები ჭარბად გვეცემა თავზე, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ასე თუ ისე ჩვენ ყველანი ვიტანჯებით და ვიბრძვით. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმიდა დაგვეხმაროს უფრო ღრმად ჩავწვდეთ იმას, რატომ უნდა იყოს ეს ასე.

როცა ჩვენ ქრისტეში რწმენის თვალით ვუყურებთ რთულ გამოცდილებას ცხოვრებაში, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენს ტანჯვას აქვს ღვთიური მიზანი. ერთგულებს შეუძლიათ გამოსცადონ პეტრეს თითქოს და ურთიერთგამომრიცხაცი რჩევის ჭეშმარიტება. მან დაწერა: „ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისთვის.“ . … როცა ჩვენ მივმართავთ „გულს გაგებისკენ“, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობა როგორც განსაცდელის გადასალახად ისე მისგან გაკვეთილის მისაღებად და გავიწმინდოთ ამით. ასეთი წვდომა გვაძლევს პასუხს უბერებელ კითხვაზე: “რატომ ემართება ცუდი კარგ ადამიანებს“?

ყოველ ადამიანს, ვინც დღეს გვისმენს, ჰქონია მარტოობის, სასოწარკვეთილების, გლოვის ან მწუხარების განცდები. რწენის და მარადიული ჭეშმარიტების ხედვის გარეშე ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ უბედურებას და ტანჯვას, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში გვხვდება, შეუძლია დააბნელოს ან დაჩრდილოს მარადიული სიხარული ცოდნისა, რომ მამაზეციერის დიადი გეგმა ჭეშმარიტად მარადისობის გეგმაა. არ არსებობს სიხარულის სისავსის მიღების სხვა ხერხი.

ღმერთი გვიწვევს, რწმენით ვუპასუხოთ ჩვენს უნიკალურ გასაჭირს, რათა მოვიმკათ დალოცვები და მივიღოთ ცოდნა, რომლის მიღებაც სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ გვირჩევენ, დავიცვათ მცნებები პირობებისა და ვითარების მიუხედავად, რადგან „ის, ვინც განცდაში ერთგულია, მისი ჯილდოც ცათა სასუფეველში დიდია“. და როცა ვკითხულობთ წმინდა წერილს „თუ დარდი გაწუხებს, ვედრებით შესძახე უფალ ღმერთს, რათა სული გაგიმხიარულდეს“.

პავლე მოციქული, რომელსაც უბედურება არ აკლდა, დიდი სიღრმითა და სილამაზით ასწავლიდა თავისი გამოცდილებიდან მარადიულ პერსპექტივას, რომელიც მოდის ჩვენთან, თუკი მოთმინებით ვუძლებთ ყველაფერს. მან თქვა: „ ვინაიდან ჩვენი მსუბუქი, ხანმოკლე ტანჯვა დიდ, საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.” სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ტანჯვაში შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ღმერთმა შესაბამისი მარადიული ჯილდო მოგვიმზადა.

პავლეს შესაძლებლობები ისაუბროს ამ ცხოვრების განსაცდელზე, დევნასე და მწუხარებაზე, როგორც „ მსუბუქი, ხანმოკლე ტანჯვა“. …. გვაძლევს ცრუ წარმოდგენას მის ტანჯვაზე, რომელიც შთაინთქა სახარების მარადიული პერსპექტივით. ქრისტეში რწმენამ მას ყველაფერი გადაატანინა. იგი ხუთჯერ გაამათრახეს, სამჯერ გაროზგეს, ერთხელ ჩაქოლეს; სამჯერ გემი ჩაეძირა, რამდენჯერმე კინაღამ წყალში დაიხრჩო, მძარცველებმა ცრუ ძმებმაც კი, კინაღამ მოკლეს; იგი დაქანცულობას და ტკივილს გრძნობდა, შიმშილსა და წყურვილს და სიცივეში შიშველი ციხეში იჯდა.

მრავალი ჩვენგანი ევედრებოდა ღმერთს, აეცილებინა ტანჯვის მიზეზი და როცა ნანატრი შვება არ მიგვიღია, გვქონია ცდუნება გვეფიქრა, რომ იგი არ გვისმენს. მე ვმოწმობ, რომ ასეთ მომენტებშიც კი, მას ესმის ჩვენი ლოცვები, აქვს მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენი უბედურება გაგრძელდეს, და იგი დაგვეხმარება მის ატანაში.

ერთ-ერთ პირადულ, გონივრულ ნაწყვეტში, პავლე მოციქული გვიყვება უსახელო ხორცის „ეკალზე“, რომელიც დიდი ტკივილის მიზეზი გახდა და სამჯერ მოადრეკინა მას მუხლი, ევედრებოდა რა უფალს, მოაშოროს იგი. პასუხად პავლეს ლოცვაზე უფალმა არ მოაშორა ეკალი, მაგრამ სიმშვიდე და გააზრება მოუვლინა გულში, უთხრა რა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ახალი ხედვით პავლემ შეძლო მადლიერებით მიეღო მისთვის მიცემული ეკალი. მან თქვა: „ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.“

როცა მივიღებთ ამ მარადიულ პერსპექტივას ცხოვრებაში, ჩვენი გაძლების უნარი იზრდება, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და ვიწყებთ დაფასებას და მადლიერების გამოხატვასაც კი ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი გვაძლევს მასწავლებლის სახით მარადიული ცხოვრების გზაზე.

როცა უსიამოვნებას ვებრძვით, შეიძლება ვერ დავინახოთ ჩვენი განსაცდელი, როგორც მოწაფეობის გამოცდის პირად გზაზე მაჩვენებელი ბოძი. მაგრამ, აღმოვჩნდებით სასოწარკვეთის ბნელ ველზე თუ ბედნიერების მწვერვალზე, სხვების ტანჯვის ყურებით გაკვეთილის მიღება და თანაგრძნობა შეიძლება დალოცვად იქცეს.

ბოლო პალოს კონფერენციის დავალებით მე ფილიპინებზე ვიყავი და გული მეტკინა, როცა შევიტყვე ძმა დანიელ აპილადოს ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. ძმა აპილადო მეუღლესთან ერთად მოინათლა 1974 წ. მათ მიიღეს აღდგენილი სახარება და ტაძარში ჩაიბეჭდნენ. ამის შემდეგ, მათ ხუთი მშვენიერი შვილის სახით დალოცვა მიიღეს. 1997 წ. 7 ივლისს, როცა ძმა აპილადო პალოს პრეზიდენტად მსახურობდა, მათ პატარა სახლში ხანძარი გაჩნდა. ძმა აპილადოს უფროსმა ვაჟმა, მაიკლმა, მამა გადაარჩინა, გამოათრია იგი ცეცხლმოკიდებული შენობიდან და შემდეგ ისევ სახლში შევარდა სხვების გადასარჩენად. მას შემდეგ ძძა აპილადოს შვილი ცოცხალი არ უნახავს. ცეცხლმა იმსხვერპლა მისი მეუღლე, დომინგა და მათი ხუთივე შვილი.

ის ფაქტი, რომ ძმა აპილადო ცხოვრობდა ღვთისმოშიშად ტრაგედიამდე, ვერ აუდგა წინ ვერც ტრაგედიას და ვერ დაიცვა იგი მწუხარებისგან. მაგრამ ეს ერთგულება მისი აღთქმების დაცვებში და ქრისტეში რწმენის გამომჟღავნებამ დაარწმუნა იგი, რომ ის კვლავ იქნება თავის ოჯახთან. ეს იმედი მისი სულის ღუზა გახდა.

ჩემი ვიზიტის დროს ძმა აპილადომ, ახლა პალოს პატრიარქმა, თავისი ახალი მეუღლე, სიმონეტი, და ორი ვაჟი - რაფაელი და დანიელი წარმომიდგინა. ჭეშმარიტად, იესო ქრისტეს შეუძლია „გულგატეხილთა [შეხვვა]“

ძმა აპილადოს ამბის გაზიარებისას მე ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დანაკარგის მასშტაბის ფონზე მრავალი ადამიანი იფიქრებს, რომ მათი განსაცდელები უმნიშვნელოა. გთხოვთ, ნუ შეადარებთ, თუმცა ეძიეთ გაიგოთ და ცხოვრებას მოარგოთ მარადიული პრინციპები, როცა საკუთარი უბედურების ბრძმედში გადადიხართ.

იგი ყველას ცალ-ცალკე დაგელაპარაკებათ - „ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო“ ნება მიბოძეთ, მიგანიშნოთ, რომ თქვენი პირადი ბრძოლა, მწუხარება, ტკივილი, შფოთვა და ყოველგვარი უძლურებანი ცნობილია მამაზეციერისა და მისი ძისთვის. იქონიეთ გამბედაობა! იქონიეთ რწმენა! და გწმადეთ ღვთის დაპირებანი!

იესო ქრისტეს მიზანი და მისიის ნაწილი იყო, რომ იგი „საკუთარ თავზე აიღებდა თავისი ხალხის ტკივილსა და სენს“, „მათ უძლურებას“ და „დაეხმარებოდა თავის ხალხს მათი უძლურებების შესაბამისად“.

მხსნელის ამ ძღვენის მისაღებად, რომელიც მან ასე უსასყიდლოდ შემოგვთავაზა, ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ ტანჯვა, როგორც ასეთი, არ გვასწავლის და არ გვიბოძებს ხანგრძლივ ფასეულობას, თუკი ჩვენ, რწმენის გამოვლენით, შეგნებულად არ ჩავერთვებით ტანჯვისგან სწავლის პროცესში.

უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა ასეთი სიტყვებით გაგვიზიარა, რა ისწავლა გამიზნული ტანჯვისგან:

„ტანჯვის გარკვეული ფორმები, რომლებსაც კარგად ვუძლებთ, შეიძლება გაგვაკეთილშობილონ.

„ … გაძლების ნაწილი მოითხოვს საკმარის თავმდაბლობას ჩვენი ტანჯვის დროს, რათა ვისწავლოთ შესაბამისი გამოცდილებიდან. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გავიაროთ ამ მოვლენებში, ამ მოვლენებმა უნდა გაიარონ … ჩვენში ჩვენთვის განმწმენდელი ხერხით“.

მე შევნიშნე სხვების ცხოვრებაში და მაგალითებზე, რომ იესო ქრისტესა და მისი დაპირებების მიმართ ძლიერი, უცვლელი რწმენის გამომჟღავნებას მოაქვს ჩვენთვის უკეთესობის იმედი. ეს აშკარა იმედი გვაძლიერებს და გვანიჭებს ბოლომდე გაძლებისთვის საჭირო ძალასა და ღონეს. როცა ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტანჯვისა და ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში მიზნის გარანტიის დაკავშირებას და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჯილდოს, რომელიც ზეციურ სივრცეში გველის, ჩვენი რწმენა ქრისტეში გაიზრდება და ჩვენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს.

მაშინ დავინახავთ გვირაბის ბოლოს სინათლეს. უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი გვასწავლიდა: „გვირაბის ბოლოს ჭეშმარიტად სინათლეა. ეს არის სინათლე ამაქვეყნისა, კაშკაშა დილის ვარსკვლავი, ‘სინათლე, რომელიც უსასრულოა და არასდროს არ ჩაქრება’. [მოსია 16:9]. ეს არის თავად ღმერთი“.

ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ იმის ცოდნით, რომ ამ ცხოვრებაში ყოველი მძიმე განცდა დროებითია, ყველაზე ბნელ ღამესაც კი განთიადი მოჰყვება.

როცა ყვალაფერი დასრულდება და ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ „ღმერთი მოგვწმენდს ცრემლს“.

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი, ჩვენი მამა, და მისი ძე, იესო ქრისტე, ცოცხლობენ და ისინი არ არღვევენ თავიანთ დაპირებებს. მე ვმოწმობ, რომ მხსნელი გვიწვევს ყველას მოვიდეთ და ვიგემოთ მისი გამოსყიდვა. როცა მასში რწმენას ვამჟღავნებთ, იგი აგვამაღლებს და გაგვატარებს ყველა განსაცდელში და ბოლოს, გადაგვარჩენს ცელესტიალურ სამყაროში. მინდა ყველანი მოგიწვიოთ - მოდით ქრისტესთან, რწმენაში ბოლომდე გაძელით და გახდით მასში სრულყოფილნი და დატკბით მასში სიხარულით. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.