ბედნიერებისკენ მიმავალი სრულყოფილი გზა
მე ვმოოწმობ დიდებულ ძღვენზე, რომელიც არის მამაზეციერის გეგმა ჩვენთვის. ეს არის ერთი სრულყოფილი გზა სიმშვიდისა და ბედნიერებისკენ.
ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, აქ, საკონფერენციო ცენტრში და მთელს მსოფლიოში, რაოდენ მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის გაგიზიაროთ ჩემი აზრები ამ დილით.
ორმოცდათორმეტი წლის წინ, 1964 წ. ივლისში, მე მივიღე დავალება წავსულიყავი ნიუ-იორკში, სადაც ტარდებოდა მსოფლიო გამოფენა. დილით ადრე ვეწვიე მორმონთა პავილიონს გამოფენაზე. მე ჩამოვედი ზუსტად საეკლესიო ფილმის ჩვენების დაწყებამდე „ადამიანი ბედნიერების ძიებაში“, რაც არის ხსნის გეგმის მხატვრული ჩვენება, რომელიც ეკლესიის კლასიკად იქცა. მე ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ვიჯექი, რომელიც ალბათ 35 წლის იქნებოდა. ჩვენ მოკლედ გავესაუბრეთ ერთმანეთს. იგი არ იყო ჩვენი ეკლესიის წევრი. შემდეგ ჩაქრა შუქი და დაიწყო ჩვენება.
ჩვენ ვუსმენდით მთხრობელის ხმას, რომელმაც დასვა მწვავე, საყოველთაო საკითხი; „საიდან მოვედი? რატომ ვარ აქ? სად წავალ ამ ცხოვრების შემდეგ“? ყველამ ყურები დაცქვიტა პასუხების მოლოდინში და ყველას თვალები ჰქონდა მიმართული ეკრანისკენ. გადმოიცა ჩვენი წინამიწიერი ცხოვრების აღწერა, თან ჩვენი დედამიწაზე ყოფნის მიზეზი ახსნეს, ჩვენ მოწმენი გავხდით გულისამაჩუყებელი სურათისა - მოხუცი პაპის გარდაცვალება და მისი დიდებული შეხვედრა საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც მასზე ადრე გადავიდნენ სულების სამყაროში.
მამაზეციერის ამ მშვენიერი გეგმის ჩვენების ბოლოს ხალხი ჩუმად გამოდიოდა დარბაზიდან, ჩანდა, რომ მათ ფილმის გზავნილი შეეხოთ. ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი არ ადგა. მე ვკითხე, მოეწონა თუ არა მას ფილმი. მან მრავალმნიშვნელოვნად მიპასუხა: „ეს ჭეშმარიტებაა“!
ჩვენი მისიონერები მთელს მსოფლიოში ასწავლიან მამაზეციერის გეგმას ჩვენი ბედნიერებისა და ხსნისთვის. განა ყოველი ადამიანი, რომელიც ისმენს ამ გზავნილს, იღებს მას? მიუხედავად ამისა, ქალები და მამაკეცები ყველგან, ზუსტად როგორც ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ნიუ-იორკის გამოფენაზე, აღიარებენ ამ ჭეშმარიტებას და დგამენ ფეხს იმ ბილიკზე, რომელიც უსაფრთხოდ მიიყვანს მათ სახლში. მათი ცხოვრება სამარადისოდ შეიცვალა.
გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე ყველაფერი დაიკარგებოდა, თუმცა საკმარისი როდია უბრალოდ გწამდეს იგი და მისი მისია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვისწავლოთ, ვეძიოთ და ვილოცოთ, მოვინანიოთ და გამოვსწორდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფლის კანონები და ვიცხოვროთ მათ მიხედვით. ჩვენ უნდა მივიღოთ გადარჩენის ეს წეს-ჩვეულებანი. მხოლოდ ასე ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტ, მარადიულ ბედნიერებას.
ჩვენ დალოცვილნი ვართ იმით, რომ გვაქვს ეს ჭეშმარტიტება. ჩვენ გვაქვს ამ ჭეშმარიტების გაზიარების დავალება. მოდით, ვიცხოვროთ იმ ჭეშმარიტებით, რათა მივიღოთ ყველაფერი, რაც მამას აქვს ჩვენთვის. მან გვითხრა: „ეს არის ჩემი საქმე და დიდება - მოვახდინო ადამიანთა უკვდავება და მარადიული ცხოვრება“.
ჩემი სულის სიღრმიდან და მთელი თავმდაბლობით, მე ვმოწმობ იმ დიად ძღვენზე, რომელიცაა მამაზეციერის გეგმა ჩვენთვის. ეს არის ერთი სრულყოფილი გზა სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ, როგორც აქ, ისევე იმ სამყაროში, რომელიც გველის.
ჩემო დებო და ძმებო, დასასრულს, მე გიტოვებთ ჩემს სიყვარულსა და დალოცვებს და ამას ვაკეთებ ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.