გამოსყიდვის დიადი გეგმა
მე ვიცი, რომ როდესაც ჩვენ გულწრფელად ვინანიებთ, ჩვენი ცოდვები ქრება, მათი კვალიც კი არ რჩება!
პრეზიდენტ ბოიდ კ. პაკარის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გენერალურ სამღვდელოებას და დამხმარე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, მოესმინათ მისი გამოსვლა. მე გამუდმებით ვფიქრობდი მის სიტყვებზე. მან გაგვიზიარა, რომ მთელი ცხოვრების გავლილი გზა გააანალიზა, რათა მოეძებნა ჩადენილი და გულწრფელად მონანიებული ცოდვები და მათი კვალიც კი ვერ მოძებნა. ჩვენი საყვარელი მხსნელის, იესო ქრისტეს, გამოსყიდვის მსხვერპლის მეშვეობით და გულწრფელი მონანიებით, მისი ცოდვები გაქრა, თითქოს და ისინი საერთოდ არ ჩაუდენია. პრეზიდენტმა პაკერმა დაგვავალა მაშინ ჩვენ, როგორც ხელმძღვანელებს, დაგვემოწმებინა სხვებისთვის, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს, რომელიც გულწრფელად მოინანიებს.
მე ვიცნობ ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მორალური ცოდვა ჩაიდინა. დროის განმავლობაში ეს ადამიანი ძალიან წუხდა და რცხვენოდა, ეღიარებინა ეს მეუღლისა და სამღვდელოების ხელმძღვანელებისთვის. მას სურდა სრულიად მოენენიებინა, თუმცა თქვა, რომ მზად იყო მისი პირადი ხსნა დაეთმო, ვიდრე ამ აღიარებით ცოლ-შვილისთვის გამხდარიყო მწუხარების, სირცხვილისა ან სხვა შედეგების წყარო.
როცა ვცოდავთ, სატანა ხშირად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არაეგოისტური საქციელია დავიცვათ სხვები ჩვენი ცოდვების დამანგრეველი შეტყობინებისგან, ეპისკოპოსის ჩათვლით, რომელსაც შეუძლია, როგორც ისრაელის მოსამართლეს, დალოცოს ჩვენი ცხოვრება სამღვდელოების გასაღებებით. თუმცა შეჭმარიტება ისაა, რომ არაეგოისტური და ქრისტეს მსგავსი საქციელია აღიარება და მონანიება. ეს არის მამაზეციერის გამოსყიდვის დიადი გეგმა.
ბოლოს, ამ ძვირფასმა ადამიანმა აღიარა ყველაფერი ერთგულ ცოლთან და ეკლესიის ხელმძღვანელებთან და ღრმა სინანული გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გაუჭირდა, შემსუბუქების, სიმშვიდის, სიყვარულისა და მხსნელის მადლიერების გრძნობამ და იმის ცოდნამ, რომ უფალმა აწია მისი მძიმე ტვირთი და ზიდა იგი, ენით აუღწერელი სიხარული მოჰგვარა მას, განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას მომავალში.
იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლი და შვილები განადგურებულები იქნებოდნენ და ასეც იყო; და რომ ამას მოჰყვებოდა დისციპლინარული საბჭო და მას გაანთავისუფლებდნენ მოწოდებიდაბ და ასეც იყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე გულგატეხილი, გაბრაზებული და ნაწყენი იქნებოდა და ასეც ყო; და იგი დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე მიატოვებდა მას და თან წაიყვანდა შვილებს, მაგრამ იგი ასე არ მოქცეულა.
ზოგჯერ სერიოზულ შეცოდებას მოჰყვება გაყრა და ვითარებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ეს აუცილებელია. მაგრამ ამ მამაკაცის გასაკვირად, მისმა მეუღლემ მიუტევა მას და თავდადებულად გადაწყვიტა მისი დახმარება, რითიც შეძლებდა. დროთა განმავლობაში მან შეძლო მეუღლის სრული პატიება. მან იგრძნო მხსნელის გამოსყიდვის განკურნების ძალა. წლები გავიდა, მაგრამ ეს წყვილი და მათი შვილები ძლიერი და ერთგული წევრები არიან. მეუღლეები ტაძარში მსახურობენ და ტკბებიან შესანიშნავი, სიყვარულით სავსე ქორწინებით. ამ მამაკაცის დამოწმების სიღრმე და მისი სიყვარული და თავდადება მხსნელის მიმართ ძალიან შესამჩნევია მის ცხოვრებაში.
ამულეკი მოწმობდა: “მსურს, რომ გამოხვიდეთ და აღარ გაიქვავოთ გული; … თუ მოინანიებთ… , ხსნის დიადი გეგმა უმალვე მოგევლინებათ”.
როცა მეუღლესთან ერთად ვმსახურობდი (იგი მისიის პრეზიდენტი იყო) ჩვენ მისიონერთა დიდი ჯგუფის დასახვედრად აეროპორტში გავემგზავრეთ. თვალი ერთ განსაკუთრებულ ახალგაზრდა მამაკაცს მოვკარით. იგი მოწყენილი, დამძიმებული, თითქმის შეშლილი იყო. ჩვენ იმ დღეს ყურადღებით ვაკვირდებოდით მას. საღამოხანს ამ ახალგაზრდამ აღიარა პრობლემა და მისმა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ იგი სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხდით მისი უპატიოსნების გამო და რომ მან არ მოინანია მისიაში ჩამოსვლამდე, აეროპორტში მიმავალ გზაზე ჩვენ გულწრფელად და სიყვარულით შევაქეთ იგი გამბედაობისთვის და სიტყვა მივეცით, რომ შევინარჩუნებდით მასთან ახლო ურთიერთობას.
ეს ახალგაზრდა ადამიანი დალოცვილი იყო კარგი მშობლებით, შესანიშნავი სამღვდელოების ხელმღვანელებით და მხარში მდგომი მეურვეობით. ერთი წლის განმავლობაში ეს ახალგაზრდა მუშაობდა მონანიებაზე და მხსნელის გამოსყიდვის მიღებაზე და შედეგად, შეძლო ჩვენს მისიაში დაბრუნება. ჩემთვის ძნელია სიხარულის გრძნობის აღწერა, რომელიც განვიცადეთ, როცა ამ ახალაგაზრდას დავხვდით აეროპორტში. იგი სულიწმინდით აღვსილი, ბედნიერი, უფლის წინაშე გამართული იყო და მოუთმენლად ელოდა სრულ მისიაში ერთგულ მსხურებას. იგი გახდა არაჩვეულებრივი მისიონერი და მოგვიანებით მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა მისი სატაძრო ჩაბეჭდვის ცერემონიაზე დასწრების უპირატესობა.
ამის საპირისპირო მაგალითია მეორე მისიონერი, რომელმაც იცოდა, რომ მისიამდე მოსანანიებელი ცოდვა ჰქონდა და ამის გამო მას ან სახლში ადრე გაუშვებდენ და მისი გეგმა კიდევ უფრო გართულდებოდა მისიის დროს ან უნდა ეღიარებინა ეს მისიის პრეზიდენტისთვის, მისიის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. მას ჩადენილის გამო სინანულის გრძნობა არ ჰქონია და ეცადა, გვერდი აევლო იმ გეგმისთვის, რომელიც მოსიყვარულე მხსნელმა შესთავაზა ყოველ ჩვენგანს.
ერთხელ, ჩვენი მისიის დროს, მე მივყევი ჩემს მეუღლეს, როცა მას მამაკაცთან ნათლობის წინა გასაუბრება უნდა ჩაეტარებინა. სანამ ჩემი მეუღლე გასაუბრებას ატარებდა, მე გარეთ ვიდექი მისიონერ დებთან ერთად, რომლებიც ასწავლიდნენ ამ მამაკაცს. გასაუბრების დასრულების შემდეგ მეუღლემ უთხრა მისიონერებს, რომ მამაკაცი მზად იყო ნათლობისთვის. ამ ძვირფასმა მამაკაცმა იტირა და აქვითინებული გვეუბნებოდა, რომ დარწმუნებული იყო: სერიოზული ცოდვების გამო, რომლებიც მან ცხოვრებაში ჩაიდინა, მას ვერ მონათლავდნენ. მე იშვიათად ვიყავი მოწმე მსგავსი სიტუაციებისა, როცა ადამიანი, რომელიც გამოდის სიბნელიდან სინათლეში, განიცდის ამდენ სიხარულსა და ბედნიერებას.
უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი მოწმობდა:
„ჩვენი მოწყალე მხსნელისა და მისი ძალის დახმარებით, პოტენციური სასოწრკვეთილება იმედად გადაიქცევა. იცვლება ადამიანის გული და ზრახვები და ცოდვა, რომელიც ოდესღაც ასე მიმზიდველი იყო, ხდება უფრო და უფრო შემზარავი ჩვენთვის. …
„ …რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს მომანიება, იგი შთაინთქება მიტევების სიხარულში“.
მომხდარმა გამახსენა ენოსი მორმონის წიგნიდან, რომელმაც შეჰღაღადა ღმერთს ძლიერი ლოცვით“, შემდეგ კი გაიგონა ხმა, რომელიც ამბობდა: „ენოს, შენი ცოდვები მოგეტევა“. …
„ და მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ ღმერთი არ იტყოდა ტყუილს; ამიტომ, დანაშაული ჩამომშორდა.
„ დ მე ვთქვი: უფალო, ეს როგორ?“
„და მან მიპასუხა: შენი ქრისტეში რწმენის გამო, … წადი, შენმა რწმენამ განგკურნა“.
როცა ამ გამოსვლას ვამზადებდი, მინდოდა მეგრძნო, როგორ ესმოდათ ჩვენს შვილიშვილებს მონანიება და რას გრძნობდნენ მხსნელის მიმართ, ასე რომ მე ვთხოვე ჩვენს შვილებს, დაესვათ ბავშვებისთვის შემდეგი შეკითხვები. ჩვენი შვილიშვილების პასუხები გულზე დამედო.
რა არის მონანიება? „როცა ვინმეს ხელს ჰკრავ, ბოდიშს მოუხდი და ააყენებ“.
რას გრძნობთ, როცა ინანიებთ? „შეგიძლია იგრძნო იგი; შეგიძლია იგრძნო მისი სითბო და ცუდი გრძნობა გტოვებს“.
რას გრძნობ იესოს და მამაზეციერის მიმართ მონანიების შემდეგ? „მე ვგრძნობ, იესო ფიქრობს, რომ გამოსყიდვა ღირდა ამად და მას უხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია კვლავ მასთან ვიცხოვროთ“.
რატომ უნდათ იესოს და მამაზეციერს, რომ მოვინანიო? ჩემი მოზარდი შვილიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „რადგან მე მათ ვუყვარვარ! იმისთვის, რომ მქონდეს წინსვლა და დავემსგავსო მათ, უნდა მოვინანიო. მე ასევე მინდა, რომ სულიწმინდა იყოს ჩემთან, ამიტომ, ყოველდღიურად უნდა მოვინანიო, რათა იგი თან მახლდეს. მე ვერასდროს ვერ გადავუხდი მათ მადლობას“.
როცა ოთხი წლის ბრინლიმ გაიგო ეს კითხვები, მან თქვა: „მამა, მე არ ვიცი. შენ მასწავლე“.
გასულ გენერალურ კონფერენციაზე უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა განაცხადა: „როგორც არ უნდა იყოს გვიანი თქვენი აზრით, ან რამდენი შანსიც არ უნდა დაგეკარგათ, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაგეშვათ, … ან რამდენადაც არ უნდა ჩამოშორდეთ თქვენი აზრით ღმერთს, ოჯახსა და სახლს, მე ვმოწმობ, რომ თქვენ არ გასცდით ღვთიურ სიყვარულს. შეუძლებელია ჩაიძიროთ იმაზე დაბლა, სადაც ქრისტეს გამოსყიდვის უსასრულო შუქი არ აღწევს“.
როგორ მინდა, რომ ყოველმა ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა და ყოველმა თქვენგანმა, ჩემო დებო და ძმებო, იგრძნოს სიხარული და სიახლოვე მამაზეციერისა და მხსნელის მიმართ, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვინანიებთ ცოდვებს და სისუსტეებს. მამაზეციერის ყოველ პასუხისმგებელ შვილს სჭირდება მონანიება. რომელი ცოდვები უნდა მოვინანიოთ? რა გვაკავებს? რაში უნდა გამოვსწორდეთ?
მე ვიცი, პრეზიდენტი პაკერის გამოცდილებიდან და დამოწმებიდან, რომ როცა გულწრფელად ვინანიებთ, ჩვენი ცოდვები ქრება, მათი კვალიც კი არ რჩება! მე პირადად მიგრძვნია სიყვარული, სიხარული, შვება და დამაჯერებლობა უფლის წინაშე, როცა გულწრფელად მომინანიებია.
ჩემთვის ყველაზე დიდი საოცრებანი ამ ცხოვრებაში არა წითელი ზღვის შუაზე გაყოფა, მთების გადაადგილება ან სხეულის განკურნებაა. ყველაზე დიდი საოცრება მაშინ ხდება, როცა ლოცვაში თავმდაბლობით ვუახლოვდებით მამაზეციერს და მხურვალედ ვევედრებით ცოდვების მიტევებას და შემდეგ ვიწმინდებით ამ ცოდვებისგან მხსნელის გამომსყვიდველი მსხვერპლის მეშვეობით. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.