ვისთან უნდა წავიდეთ?
ბოლოს, თითოეულ ჩვენგანს მოუწევს მხსნელის კითხვაზე პასუხის გაცემა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა“?
რამდენიმე წლის წინ მე ოჯახთან ერთად ვეწვიე წმინდა მიწას. ერთ-ერთი ძალიან ცოცხალი მოგონება ამ მოგზაურობიდან უკავშირდება იერუსალიმის ზედა ოთახს, ბოლო სერობის ტრადიციულ მოსანახულებელ ადგილს
როცა იქ ვიდექით, მე წავუკითხე მათ იოანე 17, სადაც იესო ევედრება მამას თავისი მოწაფეების შესახებ:
„მათთვის გევედრები …რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ …
„მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით;
„რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში.“
მე ამ სიტყვებზე ძალზედ გული ამიჩუყდა და აღმოვაჩინე, რომ ვლოცულობდი ამ წმინდა ადგილას, რომ ყოველთვის ვიყო ჩემს ოჯახთან, მამაზეციერთან და მის ძესთან ერთად.
ჩვენი ძვირფასი ურთიერთობანი ოჯახთან, მეგობრებთან, უფალთან და მის აღდგენილ სახარებასთან არის ის, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. რადგან ეს ურთიერთობები ასე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მათ, დავიცვათ და ვკვებოთ.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ისტორია წმინდა წერილში ეხება იმას, რომ „უფლის მრავალი მოწაფე“ თვლიდა, რომ ძნელი იყო მისი სწავლებისა და დოქტრინის მიღება, და „გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას.
როცა ის მოწაფეები წავიდნენ, იესო მოუბრუნდა თორმეტს და ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“
პეტრემ უპასუხა:
„უფალოვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.“
„ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“
იმ მომენტში, როცა სხვები ფოკუსირებულები იყვნენ იმაზე, რისი მიღება არ შეეძლოთ, მოციქულებმა არჩიეს, მოეხდინათ ფოკუსირება იმაზე, რაც იცოდნენ და სწამდათ და შედეგად, დარჩნენ ქრისტესთან.
მოგვიანებით, ორმოცდამეათე დღეს, თორმეტმა მიიღო სულიწმინდის ძღვენი. ისინი თამამად მოწმობდნენ ქრისტეზე და უფრო სრულად დაიწყეს იესოს სწავლებების გაგება.
დღესაც იგივეა. ზოგიერთისთვის ქრისტეს მოპატიჟება - გვწამდეს და ვიყოთ მიმდევრები, ძნელია მისაღებად. ზოგიერთ მოწაფეს უჭირს სპეციფიკური საეკლესიო პოლიტიკისა ან სწავლების მიღება. სხვები პოულობენ რაღაც წამოსაკიდს ისტორიაში ან წევრთა და ხელმძღვანელობის ნაკლოვანებებს, წარსულში თუ აწმყოში. და მაინც ზოგიერთისთვის ძნელია იცხოვრო რელიგიის მიხედვით, რომელიც ამდენს მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთნი „დაიღალნენ სიკეთის კეთებით „. ამ და სხვა მიზეზების გამო, ეკლესიის ზოგიერთი წევრი არ დგას მტკიცედ რწმენაში და ფიქრობს, ხომ არ მიჰყვეს მათ, ვინც „გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა“ იესოს.
თუ რომელიმე თქვენგანი მერყეობს რწმენაში, მე დაგისვამთ იმავე შეკითხვას, რაც დასვა პეტრე მოციქულმა: “ვისთან უნდა წახვიდეთ”? თუ აირჩევთ, გახდეთ არააქტიური წევრი ან დატოვოთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია, სად წახვალთ? რას მოიმოქმედებთ? გადაწყვეტილებას „აღარ იაროთ“ ეკლესიის წევრებთან და უფლის რჩეულ ხელმძღვანელებთან ხანგრძლივი გავლენა ექნება, რომლის შედეგის დანახვაც ახლა შეუძლებელია. იქნება რაღაც დოქტრინა, პოლიტიკა ან ისტორია, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა თქვენს რწმენასთან და თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ შინაგანი შფოთვის მოგვარების ერთადერთი გზა არის „აღარ ვიარო“ წმინდანებთან ერთად. თუ ჩემს ასაკს მიაღწევთ, თქვენ მიხვდებით, რომ ხშირად საქმე თავისით გვარდება. შთაგონებულმა გამჭრიახობამ ანუ გამოცხადებამ შეიძლება ეს საქმეს სხვა კუთხიდან დაგვანახოს. გახსოვდეთ, რომ აღდგენა არ არის მოვლენა, თუმცა იგი კვლავაც ვითარდება.
არასოდეს არ მიატოვოთ დიადი ჭეშმარიტებანი, რომელნიც გამოგვეცხადა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით. არ შეწყვიტოთ წაკითხვა, გააზრება და ქრისტეს დოქტრინის ცხოვრებაზე მორგება, რომელიც მორმონის წიგნშია გადმოცემული.
არასოდეს არ გამოტოვოთ საშუალება, მიანდოთ უფალს შესაბამისი დრო, რათა პატიოსნად ეცადოთ გაიგოთ, რა განაცხადა უფალმა. როგორც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და ყოფილმა კოლეგამ, უხუცესმა ნილ ა. მაკსველმა ერთხელ ბრძანა, „ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ იმას, რომ … თუკი არსებობს რამე, რასაც ვერ ვხსნით, ის აუხსნელია“.
ასე რომ, სანამ მიიღებთ ამ სახიფათო სულიერ გადაწყვეტილებას - წახვიდეთ, მე მინდა შეგაგულიანოთ, გაჩერდეთ და პირველ რიგში კარგად დაფიქრდეთ, სანამ დათმობთ იმას, რამაც მოგიყვანათ იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის დამოწმებამდე. გაჩერდით და იფიქრეთ იმაზე, რა იგრძენით მაშინ და რატომ. იფიქრეთ იმ დროზე, როცა სულიწმინდამ დაგიმოწმათ მარადიული ჭეშმარიტების შესახებ.
სად წახვალთ, რათა იპოვოთ სხვები, ვინც იზიარებს თქვენს მრწამსს პირადი, მოსიყვარულე მშობლების სახით , რომლებიც გვასწავლიან, როგორ დავბრუნდეთ მათ მარადიულ გარემოცვაში?
სად წახვალთ, რათა მიიღოთ ცოდნა მხსნელის, თქვენი საუკეთესო მეგობრის, შესახებ, რომელიც დაიტანჯა არა მხოლოდ თქვენი ცოდვების გამო, არამედ გამოსცადა „ყოველგვარი ტკივილი, ტანჯვა და ცდუნება“, რათა „მისი შიგნეული აღვსილიყო წყალობით, ხორცისამებრ, რათა მას სცოდნოდა ხორცისამებრ, როგორ დახმარებოდა თავის ხალხს მათ უძლურებაში“ და მე მწამს, რომ რწმენის დაკარგვის დროსაც.
სად წახვალთ, რათა მეტი შეიტყოთ მამაზეციერის გეგმის შესახებ ჩვენი მარადიული ბედნიერებისთვისა და სიმშვიდისთვის, გეგმის, რომელიც აღვსილია საოცარი შესაძლებლობებით, სწავლებებით და მითითებებით ჩვენი მიწიერი და მარადიული ცხოვრებისთვის? გახსოვდეთ, ხსნის გეგმა აძლევს მიწიერ ცხოვრებას მნიშვნელობას, მიზანსა და მიმართულებას.
სად წახვალთ, რათა იპოვოთ დეტალური და შთაგონებული საეკლესიო სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გასწავლიან და მხარში გიდგანანმამაკაცები და ქალები, რომლებიც თავდადებულად ემსახურებიან ღმერთს თქვენი და ოჯახის მსახურებით?
სად წახვალთ, რათა იპოვოთ ცოცხალი წინასწარმტყველი და მოციქულები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ღმერთის მიერ, მოგცენ რჩევა, წვდომა, სიმშვიდე და შთაგონება ჩვენი დროის გამოწვევებში?
სად წახვალთ, რათა იპოვოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ფასეულობების გაწერილი ნუსხით, რომლების ნაწილიც თქვენ ხართ და გინდათ გადასცეთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს?
და სად წახვალთ იმისთვის, რომ განიცადოთ სიხარული, რომელიც მოდის ტაძრის გადარჩენის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით?
დებო და ძმებო, ქრისტეს სახარების მიღება და მის მიხედვით ცხოვრება შეიძლება იყოს გამოწვევა. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ცხოვრება შეიძლება დაემსგავსოს მოლაშქრეებს, რომლებიც ციცაბო ბილიკით სიმაღლეზე ადიან. ჩვეულებრივი მოვლენაა დროდადრო ბილიკზე გაჩერება სულისმოსათქმელად, მარშრუტის გადასამოწმებლად ან სიარულის ტემპის გადასახედად. ყველას არ სჭირდება ბილიკზე გაჩერება, თუმცა ამაში ცუდი არაფერი არ არის, როცა ამას ვითარება მოითხოვს. ფაქტიურად, ეს შეიძლება იქცეს შესანიშნავ საშუალებად მათთვის, ვინც სრულად იყენებს შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქრისტეს სახარების ცოცხალი წყლით აღადგინოს ძალები.
ხიფათი ჩნდება მაშინ, როცა ვინმე ირჩევს, გადაუხვიოს ბილიკიდან, რომელსაც სიცოცხლის ხისკენ მივყავართ. ზოგჯერ შეგვიძლია ვისწავლოთ, შევისწავლოთ და ვიცოდეთ, ზოგჯერ კი უნდა ვირწმუნოთ, დავიჯეროთ და ვიქონიოთ იმედი.
ბოლოს, ყოველმა ჩვენგანმა უნდა უპასუხოს მხსნელის შეკითხვას: „შენც ხომ არ გინდა წასვლა“? ჩვენ ყველამ უნდა ვეძიოთ საკუთარ პასუხებს ამ შეკითხვაზე. ზოგიერთისთვის პასუხი ადვილია; სხვებისთვის - ძნელი. მე არ ვცდილობ, მოგაჩვენოთ თავი, თითქოს ვიცი, რატომ მოდის ზოგიერთისთვის დაჯერების რწმენა უფრო ადვილად, ვიდრე სხვებისთვის. მე ისე მადლიერი ვარ ვიცოდე, რომ პასუხები ყოველთვის არის და თუ ვეძიებთ მათ - ნამდვილი ზრახვით და ლოცვით სავსე გულით, ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვიპოვით პასუხებს ამ კითხვებზე სახარების გზაზე სიარულისას. ჩემი მსახურების დროს მე ვიცნობდი მათ, ვინც გადაუხვია გზას და შემდგომ, რწმენის გამოცდის შემდეგ, დაბრუნდა.
მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვიწვევთ უფრო მეტ ღვთის შვილს, იპოვონ სახარების გზა და დარჩნენ მასზე, რათა მათაც შეძლონ „დააგემოვნონ ხილი, რომელიც ყველა სხვა ხილზე უფრო სანატრელია“.
ჩემი გულითადი ვედრებაა, შევაგულიანოთ, მივიღოთ, გავუგოთ და გვიყვარდეს ისინი, ვისაც რწმენა შეერყა. ჩვენ არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ ჩვენი დები და ძმები. ჩვენ ყველანი სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებით ჩვენს ბილიკზე და ამის მიხედვით უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს.
ზუსტად ისე, როგორც გაშლილი ხელებით უნდა შევეგებოთ ახლად მოქცეულებს, ჩვენ უნდა გულში ჩავიკრათ ისინი და მხარში ამოვუდგეთ მათ, ვისაც აქვს შეკითხვები და მერყეობენ რწმენაში.
მეორე ცნობილი მეტაფორის გამოყენებით ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს „ძველი გემის, სიონის“ დატოვებას, სადაც ღმერთი და ქრისტე დგანან საჭესთან, გაჩერდეს და კარგად დაფიქრდეს, სანამ წავა.
გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ გინდაც ქარიშხალი და ტალღები ურტყავდეს ძველ გემს, მხსნელი ყოველთვის გემბანზეა და შეუძლია ჩააწყნაროს ქარიშხალი ბრძანებით: „დადუმდი, ჩადექ“. იქამდე არ უნდა გვეშინოდეს და უნდა გვქონდეს რწმენა და ვიცოდეთ, რომ „ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება“.
დებო და ძმებო, მე გპირდებით უფლის სახით, რომ იგი არასდროს არ მიატოვებს თავის ეკლესიას და არასდროს არ მიატოვებს არც ერთ ჩვენგანს. გახსოვდეთ პეტრეს პასუხი მხსნელის შეკიხვაზე და ეს სიყვები:
„ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“
can მე ვმოწმობ, რომ „არ არსებობს სხვა სახელი, არც სხვა საშუალება, რომლითაც ხსნა მოვა ადამინთა შვილებთან, თუ არა ქრისტეს სახელის მეშვეობით“.
მე ასევე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტემ მოუხმო მოციქულებს და წინასწარმეტყველებს ჩვენს დროში და აღადგინა თავისი ეკლესია სწავლებებითა და მცნებებით, როგორც „ქარიშხალში და რისხვაში თავშესაფარი“, რომელიც მოგვევლინება, თუკი ადამიანები მთელს მსოფლიოში მოინანიებენ და დაუბრუნდებიან მას.
მე ვმოწმობ, რომ უფალი „მათ ყველას მოუხმობს, მოვიდნენ მასთან და მიიღონ მისი სიკეთე; იგი არავის არ კრავს ხელს, ვინკ კი მასთან მივა, შავკანიანსა თუ თეთრს, დატყვევებულსა თუ თავისუფალს, კაცსა თუ ქალს; … ღმერთისთვის ყველა ერთია“.
იესო არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, მისი სახარება უსაფრთხოდ მიგვიყვანს ზეციური მშობლების გარემოცვაში, თუკი დავრჩებით სახარების გზაზე და მივყვებით მის კვალს. ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.