2010-2019
ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა
აპრილი 2015


ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა

მამაზეციერმა მოგვცა ბრძანება და დაგვლოცა, რომ ვინაყოფიეროთ და გავმრავლდეთ და აღვავსოთ ქვეყანა და დავეუფლოთ მას.

მადლობა ტაბერნაკალურ გუნდს სამყაროს მხსნელისთვის ამ ტკბილი წვლილის შეტანისთვის.

იმ დღეს, როცა მამა ღმერთმა აირჩია თავისი მხოლოდშობილი ძე, ადამიანის მათი ხატადა და მსგავსად შესაქმნელად, მან დალოცა თავისი შვილიება და თქვა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ... ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“. 1 ასე რომ, ჩვენი მიწიერი მოგზაურობა იწყება როგორც ღვთიური ბრძანებით, ასევე დალოცვით. მოსიყვარულე მამამ მოგვცა ბრძანება და დალოცვა – ვინაყოფიეროთ, გავმრავლდეთ, და აღვავსოთ ქვეყანა და დავეუფლოთ მას, რათა შევძლოთ განვითარება და საბოლოო ჯამში დავემსგავსოთ მას.

დებო და ძმებო, ამ საღამოს მე დამჭირდება თქვენი ლოცვები და რწმენა, როცა ვისაუბრებ ჩვენი ღვთიური ბუნების სამ ძირითად თვისებაზე. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ჩვენ უფრო სრულად ამოვიცნოთ და შევასრულოთ ჩვენი წმინდა ვალდებულება – მამაზეციერის ბრძანება – განვავითაროთ ჩვენი ღვთიური ბუნება, რათა უფრო წარმატებულად ვმართოთ ჩვენი მოგზაურობა და მივაღწიოთ საკუთარ ღვთიურ დანიშნულებას.

პირველ რიგში, ღმერთმა გვიბრძანა, ვინაყოფიეროთ

ნაყოფიერების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ზოგჯერ ყურადღებას არ ანიჭებენ, არის ღვთის სასუფევლის მიწაზე მოვლინება. მხსნელმა გვასწავლა:

„მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩუმოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

„თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

„ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.2

ჩვენ ვხდებით ნაყოფიერნი, როცა ქრისტეში ვართ დაროცა ვიღებთ საკუთარ თავზე მის სახელს და ... ბოლომდე ვემსახურებით მას იმით, 3 რომ სხვებს ვეხმარებით მასთან მისვლაში.

ჩვენს დროში ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები კვლავ აღიმაღლებენ ხმას, რათა მოიწვიონ თითოული ჩვენგანი, გამომდინარე ჩვენი საშუალებებისა და შესაძლებლობებიდან, სრულად ჩაერთოს ხსნის სამუშაოში.

იყო „მშვიდი თავმდაბალი“ 4 არის საწყისი წერტილი პასუხისა, რომელიც გამოიღებს ნაყოფს. მაშინ შეგვიძლია უფრო სრულად მოვიდეთ ქრისტესთან, როცა სულიწმინდის მიერ ვართ მოხიბლულნი და ვიცავთ ყოველ ჩვენს მიერ დადებულ აღთქმას.5 ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ და მივიღოთ მოწყალების ძღვენი და ვიქონიოთ ძალა – მოვიწვიოთ ოჯახები, წინაპრები და ჩვენი წევრი და არაწევრი მეზობლები და მეგობრები იესო ქრისტეს სახარების მისაღებად.

მოწყალების სულში ღვაწლი არის არა მოვალეობა, არამედ სიხარული. სირთულეები რწმენის ასაშენებელ საშუალებებად იქცევა. ჩვენ ვხდებით ღვთის სიკეთის მოწმენი ყოველ დროში და ყველაფერში და ყოველ ადგილას, სადაც აღმოვჩნდებით, სიკვდილამდეც კი. 6

თითოეული ჩვენგანი უნდა სრულად ჩაერთოს ხსნის სამუშაოში. მხსნელმა მოგვცა შემდეგი ვალდებულება დაპირებით, რომ მან აგვირჩია ჩვენ და ხელი დაგვასხა, რათა შევძლოთ ნაყოფის მოტანა და მისი შენარჩუნება და რაც არ უნდა მოვთხოვოთ მამაზეციერს უფლის სახელით, მოგვეცემა ჩვენ. 7

მეორე: ღმერთმა გვიბრძანა გამრავლება

ჩვენი ფიზიკური სხეულები არის ღვთის დალოცვა, ჩვენ მივიღეთ ისინი მამაზეციერის სამუშაოს შესრულების მიზნით, რათა განვახორციელოთ ადამიანების უკვდავება და მარადიული ცხოვრება. 8 სხეულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ღვთიურ პოტენციალს.

სხეულის წყალობით მამაზეციერის მორჩილი სულიერი შვილები იღებენ დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილებას. 9 შვილების ამქვეყნად მოვლენა აძლევს ღვთის სხვა სულიერ შვილებს საშუალებას, დატკბნენ დედამიწაზე ცხოვრებით. ყველას, ვინც ამქვეყნად იბადება, ეძლევა განვითარებისა და ამაღლების საშუალება, თუკი ისინი ღვთის კანონებს ემორჩილებიან.

მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინება არის ღვთის მიერ დაწესებული, გამრავლების ბრძანების შესასრულებელი კურთხევა. ერთი სქესის ურთიერთობისას გამრავლება შეუძლებელია.

კანონიერი, ტაძარში ჩაბეჭდილი ქორწინება, სადაც ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებს პატივს სცემენ, აძლევს მშობლებს და მათ შვილებს საშუალებას საუკეთესოდ გამოსცადონ სიყვარული და ნაყოფიერი ცხოვრება. იგი უქმნის მათ იდეალურ გარემოს, რომელშიც ისინი შეძლებენ ღმერთთან დადებული აღთქმებით ცხოვრებას.

მამაზეციერმა, ჩვენს მიმართ თავისი სიყვარულის გამო, უზრუნველყო, რომ ყოველმა მისმა შვილმა, რომელიც ვერ დატკბა აღთქმული ქორწინებითა და შვილების ყოლის კურთხევით ან სრულად ვერ დატკბა ამ კურთხევით, რაშიც თავად არ მიუძღვის ბრალი, უფლის მიერ დანიშნულ დროს, დატკბება ამ კურთხევებით.10

ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ურჩიეს ყველას, ვისაც აქვს მარადიული ქორწინების აღთქმის დადების საშუალება, მიჰყვნენ მას რწმენითა და სიბრძნით. ჩვენ არ უნდა გადავდოთ ეს წმინდა დღე, ამქვეყნიური დევნის გამო და არ უნდა დავიწუნოთ შესატყვისი მეგზური იმის გამო, რომ შესაძლო კანდიდატს უარვყოფთ დიდი მოთხოვნილებების გამო.

დაპირება მარადიული ქორწინების აღთქმაში ჩაბეჭდილ ყოველ ადამიანს და მათ, ვინც ნაყოფიერნი არიან აღთქმების დაცვის გამო არის ის, რომ მოწინააღმდეგეს არასდროს არ ექნება იმის ძალა, რომ დაასუსტოს მათი მარადიული ურთიერთობა.

მესამე: ღმერთმა გვიბრძანა: დავეუფლოთ ქვეყანას

ქვეყნის დაუფლება და ყოველ ცხოველზე ბატონობა ნიშნავს მათსავე მართვას, რათა აღსრულდეს ღვთის ნება11 მათი ღვთის შვილებისთვის მსახურებისას. დაუფლება ნიშნავს საკუთარ სხეულში დაოსტატებას. 12ეს არნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მათი უსუსური მსხვერპლი ან გამოვიყენოთ ისინი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ.13

მიწიერის დაუფლების უნარის განვითარება იწყება იმით, რომ თავმდაბლობით ამოვიცნოთ ჩვენი ადამიანური სისუსტეები და ის ძალა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის ქრისტესა და მისი გამოსყიდვის გამო. რამეთუ ქრისტემ თქვა, რომ თუ ვიწამებთ მას, ჩვენ გვექნება ძალა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. 14 ეს ძალა ხდება ჩვენთვის ხელმისაწვდომი მაშინ, როცა ვირჩევთ ვიმოქმედოთ მისი მცნებების მორჩილებით. ჩვენ ვზრდით საკუთარ უნარს, როცა ვეძიებთ სულიწმინდის ძღვენს და ვანვითარებთ ტალანტებს.

მე დავიბადე და გავიზარდე აფრიკისთვის დამახასიათებელ მოკრძალებულ პირობებში. კარგი განათლების მიღებით, ჩემი მშობლების მზრუნველი დახმარებით, მოვიპოვე იმის უნარი, რომ ავმაღლებულიყავი ამ ვითარებაზე. იმ ხედვის განვითარება, თუ რა შეიძლებოდა, რომ გამოვსულიყავი, აუცილებელი იყო ჩემი პროგრესისთვის. მოგვიანებით, მე და ჩემმა მეუღლემ, გლადისმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდებმა, ვიპოვეთ აღდგენილი სახარება, რაც კვლავ დიდად ლოცავს ჩვენს ცხოვრებას სულიერი მიმართულებით. როგორც ყოველ ოჯახში, ჩვენ გვაქვს ჩვენი სირთულეები და გამოცდები. მაგრამ როცა უფალს შევცქერით დახმარებისთვის, ჩვენ ვპოულობთ პასუხებს, რომლებსაც მოაქვთ სიმშვიდე და ნუგეში და ჩვენ ეს აღარ გვთრგუნავს.

სირთულეები, რომლების წინაშეც დღეს საზოგადოება დგას – ამორალურობა, პორნოგრაფია, შეიარაღებული კონფლიქტები, დაბინძურება, ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება და სიღარიბე ყვავის, რადგან დღეს მრავალმა ადამიანმა სამყაროში ღვთის ნების დამორჩილების ნაცვლად არჩია ეშმაკისა და ხორცის ნებისადმი დამორჩილება 15. ისინი უფალს კი არ ეძებენ სიმართლის დასადსგენად, არამედ ყოველი ადამიანი თავის გზით დადის და საკუთარი ღმერთ ჰყავს, რომელიც სამყაროს მსგავსია. 16

თუმცა ღმერთი იწვევს ყოველ თავის შვილს, მიიღოს მისი დახმარება იმისთვის, რომ დაძლიოს და გადაიტანოს ცხოვრებისეული სირთულეები და ახსოვდეს სიტყვები:

იგი არის ღმერთი და მან შექმნა სამყარო და ადამიანები იქამდე, სანამ ისინი ხორცს შეისხამდნენ.

... და თუ მას მივუბრუნდებით და მოვისმენთ მის ხმას, ვიწამებთ, მოვინანიებთ ცოდვებს და მოვინათლებით წყალში მისი მხოლოდშობილი ძის სახელით ... ჩვენ მივიღებთ სულიწმინდის ძღვენს, ყველაფერს შევთხოვთ მისი სახელით და რასაც ვთხოვთ, მოგვეცემა.17

ერთგული უკანასკნელი დღეების წმინდანები, რომლებსაც ესმით თავიანთი ღვთიური პოტენციალი და მთელი გულით ეყრდნობიან იმ ძალას, რომელიც ხელმისაწვდომია უფალი იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით, ძლიერდებიან, ბუნებრივ სისუსტეებს ძლევენ და შეუძლიათ ყველაფრის კეთება.18 მათ შეუძლიათ იმ ბოროტი ცდუნების დაძლევა, რომელმაც მრავალი სული მოწინააღმდეგეს ჩააბარა ტყვეობაში. პავლე მოციქული გვასწავლიდა:

„ და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა“.19

„ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ“.20

მამაზეციერმა მოგვცა ბრძანება და დაგვლოცა, რომ ვინაყოფიეროთ და გავმრავლდეთ და აღვავსოთ ქვეყანა და დავეუფლოთ მას. მან ხელმისაწვდომი გახადა დაგვეხმაროს თითეულ ჩვნგანს, ინდივიდუალური არჩევნების მიხედვით, გავიზარდოთ და დავემსგავსოთ მას. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ყველამ ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ღვთიური ბუნებით ვხელმძღვანელობდეთ, მოვითხოვოთ ყველა ჩვენი ღვთიური პრივილეგიები და შევასრულოთ ჩვენი ღვთიური დანიშნულება.

მე ვმოწმობ მამა ღმერთისა და მისი საყვარელი ძის, ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, რეალობაზე, მისი ბედნიერების დიდებული გეგმის შესახებ და გასაღებებზე, რომლებიც მისი ნებით დღეს ებოძა დედამიწაზე ცოცხალ წინასწარმეტყველს, თომას ს. მონსონს, რომელიც ჩვენ გვიყვარს და მხარს ვუჭერთ. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ვიქონიოთ ძალა – დავტკბეთ მისი დალოცვების სისრულით; იესო ქრისტეს სახელით, ამინ.