2010-2019
დარჩით ხესთან
აპრილი 2015


დარჩით ხესთან

ლეხის ხილვა სიცოცხლის ხის შესახებ არის ძლიერი იგავი ბოლომდე გაძლებისა

პრეზიდენტ ჰიბერ ჯ. გრანტის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას სახლში ერთ-ერთი ძმა ეწვია. სანემ იგი წავიდოდა, პრეზიდენტმა ილოცა: „ღმერთო, დამლოცე, რათა არ დავკარგო მოწმობა და ბოლომდე გავძლო“! 1 დაახლოებით 27 წლის განმავლობაში პრეზიდენტად ყოფნის შემდეგ იგი მხურვალედ ლოცულობდა ამაზე. მისი მაგალითი არის ძლიერი შეხსენება, რომ არავინ, არც ერთ ასაკში, არ არის დაცული სატანის ზეგავლენისგან.

ბოლომდე გაძლება კი არის ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანი და იგი აუცილებელია მარადიული ცხოვრებისთვის. მაგრამ როცა გამოცდები და სირთულეები გვიჩნდება გზად, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან: „უნდა აიტანო“. ნება მიბოძეთ გითხრათ: „უნდა აიტანო“ არ არის სახარების პრინციპი. ბოლომდე გაძლება ნიშნავს მუდმივად ქრისტესკენ სიარულს და მასში სრულყოფილებას.

თუ ბოლომდე გაძლება აუცილებელია ჩვენი მარადიული ცხოვრებისთვის, რატომ გვიჭირს ერთგულება? ჩვენ გვიჭირს, როცა პრიორიტეტებს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. ჩვეულებრივი მორჩილება და ნელ-თბილი ვალდებულებები ასუსტებენ რწმენას. ბოლომდე გაძლება მოითხოვს სრულ ვალდებულებას უფლისა და ჩვენი აღთქმებისადმი.

ლეხის ხილვა სიცოცხლის ხის შესახებ არის ძლიერი იგავი ბოლომდე გაძლებისა. გთხოვთ, ლოცვით შეისწავლოთ იგი და იფიქროთ ლეხის სიზმარზე; შემდეგ მოარგეთ იგი თქვენს თავს. ამ დროს არ დაგავიწყდეთ ექვსი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ ბოლომდე გაძლებაში.

1. ნუ გავიწყდებათ ლოცვა

ჩვენ ვიწყებთ ლეხით, რომელიც მარტოა დამთრგუნავ სიბნელეში. 2 ყოველი ჩვენგანი განიცდის სიბნელისა და მარტოობის პერიოდებს. „და როც სიცოცხლე აღარ გსურს, კვლავ ილოცე შენ“. 3 მიჰყევით პრეზიდეტნ ჰიბერ ჯ. გრანტის რჩევას. ილოცეთ იმისთვის, რომ ბოლომდე გაძლების ძალა მოგეცეთ. ჰკითხეთ მამაზეციერს: „კიდევ რა გსურს, რომ გავაკეთო“?

2. მოდით ქრისტესთან და გახდით მასში სრულყოფილნი

სიცოცხლის ხე არის ლეხის სიზმრის ცენტრალური ნაწილი. ყველაფერი მიუთითებს სიცოცხლის ხეზე. ხილი წარმოადგენს უფლის უსაზღვრო გამოსყიდვას და იგი ღვთის სიყვარულის დიდი მტკიცებულებაა. მარადიული ცხოვრება საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველაფერზე უფრო ტკბილი და სასურველი რამ არის. ამ ძღვენის გასააზრებლად ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან და გავხდეთ მასში სრულყოფილნი. 4 იგი არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. 5 ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ ცხოვრება მიღწევებით და კარგად ყოფნით, მაგრამ ბოლოს, თუ არ დავდებთ წმინდა აღთქმებს იმის შესახებ, რომ მივყვეთ ქრისტეს და ერთგულად არ დავიცავთ მათ, ჩვენ სრულად ავცდებით აღნიშნულს.

3. იარეთ წინ რწმენით

არსებობს ბილიკი, რომელსაც მივყავართ სიცოცხლის ხემდე, ქრისტესთან. იგი ვიწრო და რთულია, ზუსტი და მკაცრი. ღმერთის მცნებები მკაცრია, თუმცა არა შემზღუდველი. ისინი გვიცავს სულიერი და ფიზიკური საფრთხისგან და არ გვაძლევს იმის ნებას, რომ დავიკარგოთ.

მორჩილებაზე შენდება ქრისტეში რწმენა. რწმენა არის მოქმედებისა და ძალის პრინციპი. მხსნელის მაგალითს მუდამ მოაქვს სულიერი ძალა და უნარი. გამოსყიდვის ძალის მომცემი და განმამტკიცებელი ძალის გარეშე შეუძლებელია დარჩე ბილიკზე და გაძლო.

იარეთ წინ ქრისტეში ურყევად. 6

4. მორმონის წიგნი არის სულიერი ხსნის გასაღები

ცხოვრების გზა რთულია. ადვილია გონების გაფანტვა, გზიდან გადასვლა და დაკარგვა. უბედურება არის ჩვენი მარადიული წინსვლის გარდაუვალი, აუცილებელი გზა. უსიამოვნების დროს არ მისცეთ ნება არაფერს, რაც სრულად არ გესმით, ხაზი გადაუსვას იმას, რაც იცით. იყავით მომთმენნი, ჩაებღაუჭეთ ჭეშმარიტებას და მოვა წვდომა. უბედურება სიბნელის ნისლს ჰგავს, რომელიც გვაბრმავებს და გულებს გვიქვავებს. თუ მუდამ არ ვიქნებით ჩაჭიდებულნი7 ღვთის სიტყვაზე და არ ვიცხოვრებთ მის მიხედვით, სულიერი განწყობის მაგივრად სულიერი სიბრმავე დაგვემართება. იკვლიეთ მორმონის წიგნი და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები, ყოველდღე, ყოველდე, ყოველდღე! ეს არის სულიერი ხსნის გასაღები და ტყუილისგან დამცავი საშუალება. ამის გარეშე ჩვენ სულიერად დაკარგულნი ვართ.

5. ნუ გაიფანტავთ ყურადღბას და ნუ მოტყუვდებით

ყურის დაგდება ნიშნავს ყურადღებით მოსმენას. თუ ყურს დაუგდებთ იმათ, ვისაც არ სწამს ქრისტე, ეს არ დაგეხმარებათ მის პოვნაში. #ფართო შენობის ძებნა არ წაგიყვანთ ჭეშმარიტებისკენ. ის იქ არ არის გამოკრული. მხოლოდ მხსნელს აქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები“. 8 დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია. დიდი და ფართო შენობა ამპარტავნობისა და ადამიანების ამ სამყაროს შესახებ ამაო წარმოდგენების სიმბოლოა, 9 სხვა სიტყვებით რომ ვთქათ, ყურადღების გაფანტვისა და ამაოების. იგი სავსეა კარგად ჩაცმული ადამიანებით, რომლებსაც, როგორც ჩანს, ყველაფერი აქვთ. მაგრამ ისინი დასცინიან მხსნელს და მათ, ვინც მას მიჰყვება. ისინი „მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას“. 10 შეიძლება პოლიტიკურად ისინი მართლები არიან, მაგრამ სულიერად ცდებიან.

6. დარჩით ხესთან

ლეხის გზავნილია დავრჩეთ ხესთან. ჩვენ ვრჩებით, რადგან მოქცეულნი ვართ უფალში. ალმა გვასწავლიდა, რომ უფალმა შეცვალა მათი გულები, გამოაღვიძა ისინი ღრმა ძილიდან და მათ გაიღვიძეს ღმერთისთვის. 11 როცა ჩვენ გულებს ღმერთს ვუთმობთ, სულიწმინდა ცვლის ჩვენს ბუნებას, ჩვენ ვხდებით ღრმად მოქცეულნი უფალში და აღარ ვეძებთ ფართო შენობას. თუ აღარ გავაკეთებთ იმას, რაც აღრმავებს ჩვენს მოქცევას, ჩვენ სულიერად უკან ვიხევთ. განდგომა მოქცევის საპირისპირო მოვლენაა.

მივმართავ ყველა მისიონერს წარსულში და მომავალში: უხუცესებო და დებო, არ შეიძლება დაბრუნდეთ მისიიდან, კვლავ ჩაეფლოთ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, საათობით თამაშობდეთ უაზრო ვიდეო თამაშებს, იწერდეთ ამაში არაფრის მომცემ ქულებს და არ გადახვიდეთ ღრმა სულიერ ძილში. ვერც პორნოგრაფიის ყურებით და უმანკოების და კეთილშობილების იგნორირებით ვერ დატკბებით ისე, რომ ამან არ მოიტანოთ საშინელი სულიერი შედეგები. თუ სულიწმინდას დაკარგავთ, თქვენ დაკარგულნი ხართ. ნუ გაიფანტავთ ყურადღებას და ნუ მოტყუვდებით.

ჭეშმარიტი მოწაფე, ყოველდღიურ პირად, აზრიან ლოცვაში, ბეჯით წმინდა წერილის სწავლაში, მორჩილებაში და უანგარო მსახურებაში აგრძელებს ღმერთისადმი გამოღვიძებას. დარჩით ხესთან და იფხიზლეთ.

რამდენიმე წლის წინ მე და და პირსენს მოგვიწოდეს ვაშინგტონის ტაკომა მისიაში. ეს მოწოდება ჩვენთვის სრული სიურპრიზი იყო. როცა ჩემი კომპანიის თავჯდმომარესთან და მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან შესახვედრად წავედი, ვნერვიულობდი. მე მათ შევატყობინე მისიაში მოწოდების თაობაზე. ისინი აშკარად განაწყენდნენ ჩემი ფირმიდან წასვლის არჩევანით. „როდის მიიღე ეს გადაწყვეილება, ან რატომ წინასწარ არ გაგვაფრთხილე“? – ჩამეძიენ ისინი.

უცებ ბრძნული აზრი მომივიდა თავში. მე ვუთხარი: „ეს გადაწყვეტილება 19 წლის ასაკში მივიღე, როცა ღმერთთან ტაძარში წმინდა აღთქმა დავდე, რომ მივყვებოდი მხსნელს. მე მთელი ცხოვრება ავაგე ამ აღთქმაზე და ახლაც სრულად ვაპირებ მის შენარჩუნებას“.

თუ ერთხელ დავდეთ ღმერთთან აღთქმა, უკან ვერ დავიხევთ. დათმობა, დანებება, დაქანცულობა როგორც არჩევანი არ განიხილება. ღვთის სასუფეველში არსებობს ოსტატობის სტანდარტი ამაღლებისთვის. ეს მოითხოვს ღირსეულ მოწაფეობას. საშუალო ან თვითკმაყოფილ მოწაფეებისთვის ადგილი არ არის. საშუალოობა ოსტატობის მტერია და საშუალო სახის ვალდებულება არ მოგცემთ ბოლომდე გაძლების საშუალებას.

თუ ბრძოლაში ხართ, დაბნეულნი ან სულიერად დაკარგულნი, დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ერთი რამ, რაც ვიცი, დაგაბრუნებთ უკან, ბილიკზე. თავიდან დაიწყეთ ლოცვით მორმონის წიგნის წაკითხვა და იცხოვრეთ მის მიხედვით, ყოველ დღე, ყოველ დღე, ყოველ დღე! მე ვმოწმობ მორმონის წიგნის ბრძნული ძალის შესახებ, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას და გააძლიერებს თქვენს გადაწყვეტილებას – მიჰყვეთ ქრისტეს. სულიწმინდა შეგიცვლით გულს და დაგეხმარებათ დაინახოთ ყველაფერი იმგვარად, როგორც ეს სინამდვილეშია.12 იგი გიჩვენებთ, რა უნდა გააკეთოთ შემდგომ. ნეფი დაგვპირდა:

თუ დავუგდებთ ყურს ღვთის სიტყვას ... და ჩავეჭიდებით მას, არასდროს არ დავიღუპებით. იგი დაგვპირდა, რომ ცდუნება და სიბნელე არ დაგვძლევს და უბედურება არ დაგვაბრმავებს და არ წაიყვანს მათ განადგურებისკენ.

და მან შეაგულიანა, ყური დაეგდოთ ღვთის სიტყვისთვის და ყველგან და ყველაფერში ახსოვდეთ მისი მცნებების დაცვა. 13

დებო და ძმებო, ბოლომდე გაძლება მოწაფეობის დიდი გამოცდაა. ჩვენი ყოველდღიური მოწაფეობა განსაზღვრავს ჩვენი მარადიული დანიშნულების ადგილს. გაიღვიძეთ ღმერთისადმი, დაიცავით თქვენი წმინდა სატაძრო აღთქმები და დარჩით ხესთან ახლოს!

მე ვმოწმობ აღმდგარი, ცოცხალი ქრისტეს შესახებ. მე ვიცი, რომ იგი ცოცხალია. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ბოლომდე ვიყო ჭეშმარიტი და ერთგული მის საოცარ მაგალითის მიყოლაში. უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.