მოვიდეს სუფევა შენი
უფლის საოცრებების დანახვა და მათი დაჯერება დედამიწაზე მისი სასუფევლის დაარსებისას დაგვეხმარება დავინახოთ და ვიწამოთ, რომ უფლის ხელი ჩვენს ცხოვრებაშიც ურევია.
როცა ჩვენ ვმღეროდით, მე ძალიან ამიჩუყა გული იმ აზრმა, რომ ამ მომენტში ასობით ათასობით წმინდანები, ალბათ მილიონებიც კი, 150-ზე მეტ ქვეყანაში, 75 სხვადასხვა ენაზე, 1 ერთად ვიმაღლებთ ხმას ღმერთისადმი და ვმღერით:
მოდი, მეფეთა მეფევ!
ჩვენ დიდხანს გელოდეთ,
მოგვიტანე ფრთებით განკურნება
და გაათავისუფლე შენი ხალხი. 2
მოდი, მეფეთა მეფევ! 3 ჩვენ ვართ მორწმუნეთა ერთი დიდი საერთაშორისო ოჯახი, უფალი იესო ქრისტეს მოწაფენი.
ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე მისი სახელი და ყოველ კვირას,ზიარების მიღებისას, ვფიცავთ, რომ გვემახსოვრება იგი და დავიცავთ მის მცნებებს. ჩვენ სრულყოფილებიდან შორს ვართ, მაგრამ რწმენაში შემთხვევით არ ვიმყოფებით. ჩვენ გვწამს იგი. ჩვენ თაყვანს ვცემთ მას. ჩვენ მას მივყვებით. ჩვენ ძლიერ გვიყვარს იგი. მისი საქმე ყველაზე დიდია მსოფლიოში.
დებო და ძმებო, ჩვენ ვცხოვრობთ უფლის მეორე მოსვლის წინა დღეებში, იმ დროს, რომელსაც საუკუნეეების მანძილზე ელოდნენ მორწმუნეები. ჩვენს დღეებში არის ომები და დადის ხმები ომზე, ხდება კატასტროფები და სამყაროში არეულობა და მღელვარებაა.
მაგრამ ჩვენ ასევე ვცხოვრობთ აღდგენის დიდებულ ხანაში, როცა სახარება მთელს მსოფლიოში ვრცელდება ანუ დროში, როცა უფალი შეგვპირდა, რომ წარმოაჩენს სუფთა ადამიანებს, 4 რომლებსაც შეაიარაღებს სამართლიანობითა და ღვთის ძალით. 5
ჩვენ ვხარობთ ამ დღეებში და ვლოცულობთ, რათა თამამად აღვუდგებით წინ ბრძოლას და გაურკვევლობას. ზოგიერთი ადამიანების გასაჭირი სხვაზე უფრო ძნელი ასატანია, მაგრამ ამისგან არავინ არ არის დაცული. უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა ერთხელ მითხრა: „თუ ამწუთას ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ დაიცადე“.
მიუხედავად იმისა, რომ უფალმა არაერთხელ დაგვამშვიდა, რომ არ უნდა გვეშინოდეს6 და ამ მიწიერი ცხოვრების მიღმა უნდა ვიყურებოდეთ, ამის გაკეთება ყოველთვის არ არის ადვილი, როცა გასაჭირში ხარ.
პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა მასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მარადიულობის ხედვის შესახებ.
თვრამეტი წლის წინ, შვეიცარიაში მატარებლით მოგზაურობისას, მე ვკითხე პრეზიდენტ მონსონს მისი საპასუხისმგებლო ვალდებულებების შესახებ. მისმა პასუხმა რწმენა გამიძლიერა. „პირველ პრეზიდენტობაში“, – თქვა მან, „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ სამუშაოს წინ წასაწევად. მაგრამ ეს უფლის სამუშაოა და იგი წინ უძღვის მას. იგი საჭესთან დგას. ჩვენ გაოცებულნი ვართ იმით, როგორ გვიხსნის იგი იმ კარებს, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხსნით და ახდენს საოცრებებს, რომლების წარმოდგენაც კი გვიჭირს.“ 7
დებო და ძმებო, უფლის საოცრებების დანახვა და მათი დაჯერება დედამიწაზე მისი სასუფევლის დაარსებისას დაგვეხმარება დავინახოთ და ვიწამოთ, რომ უფლის ხელი ჩვენს ცხოვრებაშიც ურევია.
უფალმა გამოაცხადა, რომ შეუძლია თავად გააკეთოს თავისი სამუშაო. 8 თითოეული ჩვენგანი თავის როლს ასრულებს, მაგრამ უფალი არის მთავარი არქიტექტორი. თავისი მამის ხელმძღვანელობით მან შექმნა ეს სამყარო. მან ყველაფერი შექმნა და არ არსებობს არაფერი, რაც მის გარეშე შეიქმნა. 9 როცა ჩვენ სულიერად გვღვიძავს და ფხიზლად ვართ, ჩვენ ვხედავთ მის ხელს მთელ სამყაროზე და ჩვენს პირად ცხოვრებაში.
მოდით, გაგიზიარებთ მაგალითს.
1831 წ, როცა ეკლესიაში სულ 600 წევრი იყო, უფალმა განაცხადა, რომ ღვთის სასუფევლის გასაღებები გადაეცა ადამიანს დედამიწაზე, და რომ ამიერიდან სახარება მოივლის დედამიწის კიდეებს, როგორც კლდიდან მოკვეთილი ქვა, სანამ არ აავსებს მთელ დედამიწას. 10
წინასწარმეტყველი ნეფის წინასწარხედვით, ჩვენს დროში იქნებოდა ეკლესიის მცირე რაოდენობის წევრები დედამიწის მოსახლეობასთან შეფარდებაში, მაგრამ რომლებიც მთელი დედამიწის პირზე იქნებიან. 11
უფლის სასუფევლის დაარსებაში მისი ხელის არსებობის სამი მშვენიერი მაგალითია ის ტაძრები, რომლების შესახებაც დღეს პრეზიდენტმა მონსონმა გამოაცხადა. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ, ვინ წარმოიდგენდა ტაძრის არსებობას ჰაიტში, ტაილანდში და სპილოს ძვლის სანაპიროზე.
ტაძრის მდებარეობა განისაზღვება არა გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ უფლის შთაგონებით თავისი წინასწარმეტყველისადმი და ასახავს დიდი სამუშაოს ჩატარების მნიშვნელობას, ასევე სცნობს წმინდანების სამართლიანობას, რომლებიც სათუთად მოუვლიან ამ სახლს თაობიდან თაობამდე. 12
მე ჩემს მეუღლესთან, ქეისისთან ერთად, ორი წლის წინ ჰაიტის ვეწვიეთ. მაღალი მთის მწვერვალზე, რომელიც პორტ-ა-პრინცს გადმოჰყურებდა, ჩვენ შევიკრიბეთ ჰაიტელ წმინდანებთან ერთად, პრეზიდენტი მონსონის მიერ 30 წლის წინ ამ ქვეყნის მიძღვნასთან დაკავშრიებული მოვლენის აღსანიშნავად. არც ერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება 2010 წ. ჰაიტიში მომხდარი შემზარავი მიწისძვრა. ერთგული წევრებისა და მამაცი მისიონერების გუნდის დახმარებით, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად ჰაიტელებისგან შედგებოდა, ეკლესია ამ კუნძულზე იზრდებოდა და ძლიერდებოდა. როცა წარმოვიდგენ ამ მართალ ღვთის წმინდანებს, თეთრ ტანისამოსში გამოწყობილებს, სამღვდელოების ძალით შემკობილებს უფლის სახლში წმინდა წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად, მე რწმენა მიმტკიცდება.
ვინ წარმოიდგენდა უფლის სახლს მშვენიერ ქალაქში, ბანკოკში? ქრისტიანები ამ ბუდისტურ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰაიტიში, ისევე როგორც ბანკოკში, უფალმა შეაგროვა მსოფლიოს რჩეულნი. იქ ყოფნისას, სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შევხვდით სატიტ და ჯუთამას კაივალვატანას და მათ თავდადებულ შვილებს. სატიტი 17 წლის ასაკში გახდა ეკლესიის წევრი და მისიაში თავისივე სამშობლოში იმსახურა. მოგვიანებით მან ინსტიტუტში ჯუთამასი გაიცნო და ისინი ფილიპინების მანილას ტაძარში ჩაიბეჭდნენ. 1993 წ. კაივალვატანასებს სატვირთო მანქანა დაეჯახათ. ამ მანქანის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. სატიტი მკერდს ქვემოთ პარალიზებული დარჩა, მაგრამ მათ რწენა არ შეერყათ. სატიტი პატივცემული მასწავლებელია ბანგკოკის საერთაშორისო სკოლაში. იგი ტაილანდის ბანკოკის ჩრდილოეთ პალოს პრეზიდენტად მსახურობს. ღვთის სასწაულები ვლინდება მისსავე საოცარ სამუშაოში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც.
იმისთვის, რომ სპილოს ძვლის სანაპიროზე მომხდარი სასწაული მოვყვე, ორი შეუღლებული წყვილის სახელები უნდა ვახსენო: ფილიპე და ამელის ასარდი და ლუსიენ და აგათა აფოუი. ისინი ეკლესიის წევრები გახდნენ, როცა ახლად შეუღლებულები იყვნენ, ერთი გერმანიაში და მეორე საფრანგეთში. 1980 წ. ფილიპე და ლუსიენი მშობლიურ აფრიკაში უნდა დაბრუნებულიყვნენ ღვთის სასუფევლის ასაშენებლად, და ასარდისთვის, რომელიც გერმანელია, ძალიან ძნელი იყო ოჯახის დატოვება და ძმა ასარდისთვისაც, რომელიც წარჩინებული მექანიკოსი ინჟინერი იყო, არ იყ ო ადვილი სამსახურის მიტოვება. ამისთვის არაჩვეულებრივი რწმენა იყო საჭირო. ორი წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა სპილოს ძვლის სანაპიროზე და მათ დაიწყეს საკვირაო სკოლა. ეს იყო 30 წლის წინ, ახლა იმ მშვენიერ აფრიკულ ქვეყანაში, 8 პალო და 27 000 წევრია. აფოუების წყვილი ახლაც აგრძელებს კეთილშობილ მსახურებას, ისევე, როგორც ასარდები, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს განას აკრას ტაძარში მსახურება.
ხედავთ ღვთის ხელს მისი საქმის წინ წაწევაში? ხედავთ ღვთის ხელს მისიონერების ცხოვრებაში ჰაიტიზე ან კაივალვატანასების ოჯახში ტაილანდში? ხედავთ ღვთის ხელს ასარდისა და აფოუების ცხოვრებაში? ხედავთ ღვთის ხელს თქვენს ცხოვრებაში?
და არაფრით არ შეურაცყოფს ადამიანი ღმერთს, გარდა იმისა, როცა არ აღიარებს მის ხელს ყველაფერში. 13
ღვთის სასწაულები არა მხოლოდ ჰაიტიში, ტაილანდში ან სპილოს ძვლის სანაპიროზე ხდება. მიიხედ-მოიხედეთ. 14 ღმერთი ყველაზე ფიქრობს და თავისი ხალხი დათვლილი ჰყავს და მისი შიგნეული სავსეა მოწყალებით მთელი დედამიწის მიმართ. 15
ზოგჯერ ჩვენ ღვთის ხელს სხვების ცხოვრებაში ვხედავთ და ვფიქრობთ: „როგორ შემიძლია უფრო ნათლად დავინახო მისი ხელი ჩემს ცხოვრებაში“?
უფალმა თქვა:
“ნუ გეშინია“16
„ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“ 17
„არც ერთი [ბეღურა] არ ... დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ...
„ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“. 18
გახსოვთ ახალგაზრდა მსახური, რომელმაც წინასწარმეტყველ ელისეს წამოსძახა, როცა ისინი მთრის ალყაშ იყვნენ: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება“? 19
ელისემ უპასუხა:
„ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
„და ილოცა ელისემ ... უფალო, ...აუხილე თვალი, რომ დაინახოს. და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“. 20
როცა იცავთ მცნებებს და რწმენით ლოცულობ, რათა უფლის ხელი დაინახოთ თქვენს ცხოვრებაში, მე გპირდებით: იგი უფრო ფართოდ აგიხელთ სულიერ თვალებს და უფრო ნათლად დაინახავ, რომ მარტო არ ხარ.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ უნდა მყარად ვიდგეთ იმის რწმენაში, რაც მოვა. 21 რა მოვა? უფალი ლოცულობდა:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.
„მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. 22
ჩვენ ყველამ ახლა ვიმღერეთ: „“მოდი, მეფეთა მეფევ“.
ჩვენი რწმენა იზრდება დედამიწაზე მხსნელის დიდებული მოლოდინისას. ფიქრი მის მოსვლაზე მაღელვებს. ეს საოცარი რამ იქნება! ამის მასშტაბი და გრანდიოზულობა, დიდება და ზომა აღემატება ყველაფერს, რაც მიწიერ თვალს ოდესმე უნახავს ან წარმოუდგენია.
იმ დღეს, იგი არ მოვა, შეხვეული საფენებში, ბაგაში, 23 იგი გამოჩნდება ღრუბლებში, შემოსილი ძალითა და დიდებით, წმინდა ანგელოზთა თანხლებით. 24 ჩვენ გავიგონებთ მთავარანგელოზის ხმას და ღმერთის საყვირს. 25 მზე და მთვარე გარდაიქმნება და ვარსკვლავები შეიცვლიან ადგილს. 26 მე და თქვენ ან ისინი, ვინც მოგვყვებიან, წმინდანები დედამიწის ყველა კუთხიდან,27 აჩქარდებიან და აიტაცებენ მასთან შესახვედრად. 28 ისინიც, ვინც გარდაიცვალნენ სამართალში, მათაც აიყვანენ მასთან შესახვედრად ზეცის შუაგულში. 29
შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელი გამოცდილება: ყოველი ხორციელი ერთად იხილავს მას. 30 როგორ მოხდება ეს? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მე ვმოწმობ, რომ ეს მოხდება, ზუსტად ისე, როგორც იწინასწარმეტყველეს. ჩვენ პატივისცემით მუხლს მოვიდრეკთ და უფალი მოგვაწვდენს ხმას და დედამიწის ყოველი კიდე გაიგონებს მას. 31 და ეს დაემსგავსება დიდი წყლებისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმას. 32 და უფალი, თვით მხსნელი, დადგება ამ ხალხის შუაში. 33
და მერე იქნება ანგელოზთა დაუვიწყარი გაერთიანება ზეცაში და წმინდანების - მიწაზე. 34 მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაიას თქმით, იქნება ის, რომ „დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ჩვენი ღმერთის მიერ ხსნას35 “ და იგი იმეფებს ყოველ ხორციელზე. 36
იმ დღეს, სკეპტიკოსები გაჩუმდებიან, რადგან ყოველი ყური გაიგონებს და ყოველი მუხლი მოიდრიკება და ყოველი ენა აღიარებს, 37 რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, სამყაროს მხსნელი და გამომსყიდველი.
დღეს აღდგომაა. ჩვენ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებთან ერთად ვხარობთ უფლის დიდებული აღდგომით და ჩვენი დაპირებული აღდგომითაც. დაე, მოვემზადოთ მისი მოსვლისთვის, კვლავ და კვლავ გავიმეოროთ გონებაში მათთან ერთად, ვინც გვიყვარს, ეს დიდებული მოვლენები. დაე, იყოს მისი ლოცვა ჩვენი: „მოვიდეს სუფევა შენი. იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. 38 მე ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია. „მოდი, მეფეთა მეფევ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.