2010-2019
რწმენაში დაბრუნება
აპრილი 2015


რწმენაში დაბრუნება

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია განამტკიცოს რწმენა იესო ქრისტეში თავის პირად მოგზაურობისას და იპოვოს სიხარული.

პრეზიდენტო მონსონ, ამ აღდგომის დილას ისე მადლიერები ვართ იმისთვის, რომ გვესმის ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველის ხმა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს სიტყვებს, ასევე თქვენს რჩევას: „იპოვეთ სიხარული მოგზაურობაში“”1 და „მომავალი ისეთივე ნათელია, როგორც თქვენი რწმენა“. 2

ამ წელს დაწყებითი საზოგადოების ბავშვები იზიარებენ თავიანთ იესო ქრისტეს მიმართ რწმენასა და სიხარულს, როცა მღერიან „მე ვიცი, რომ მხსნელს ვუყვარვარ“. ისინი ჭეშმარიტებას მღერიან: „მე ვიცი, იგი ცოცხალია! ... მე მას ვჩუქნი გულს“. 3 ისევე, როგორც დაწყებითი საზოგადოების ბავშვს, თითოეულ ჩვენგანსაც შეუძლია განამტკიცოს რწმენა იესო ქრისტეში თავის პირად მოგზაურობისას და იპოვოს სიხარული.

მოწყალების საზოგადოების ბოლო კვირის შეკრებაზე მე მოვისმინე აზალგაზრდა ქალის გამოსვლა, სადაც მან გაგვიზიარა თავისი მოქცევის გზა. იგი გაიზარდა ოჯახში, სადაც მშობლები ეკლესიის წევრები იყვნენ და სახარება ასწავლეს. ის ესწრებოდა დაწყებით საზოგადოებას, ახალგაზრდა ქალების შეკრებებს და სემინარიის გაკვეთილებს. მას ძალიან მოსწონდა ჭეშმარიტების მოსმენა და აღმოჩენა. მისი მუდმივი კითხვა იყო: რატომ. უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „უფალს მხოლოდ ცოდნისმოყვარული გონების განსწავლა შეუძლია“. 4 ეს ახალგაზრდა ქალი კი იღებდა ცოდნას.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან უნივერსიტეტში ჩააბარა, დაბრუნებულ მისიონერთან ტაძარში ჩაიბეჭდა და მშვენიერი შვილების სახით დალოცვა მიიღო.

ეს დედა, იყო რა ცოდნისმოყვარული ადამიანი, აგრძელებდა კითხვების დასმას. მაგრამ კითხვებთან ერთად პასუხებიც რთულდებოდა. ზოგჯერ პასუხები საერთოდ არ იყო, ან ვერ იძებნებოდა ნუგეშის მომტანი პასუხი. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ პასუხების მოძებნისას უფრო და უფრო მეტი კითხვები ჩნდებოდა და მას თავად რწმენის საფუძვლებში შეეპარა ეჭვი.

ამ დამაბნეველ დროს, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ამბობდნენ: „დაეყრდენი ჩემს რწმენას“, მაგრამ იგი ფიქრობდა: „არ შემიძლია“. თქვენ არ გესმით; თქვენ არ გაწუხებთ ეს საკითხები“. ის ამბობდა: „მე მზად ვიყავი, ვყოფილიყავი თავაზიანი მათ მიმართ, ვისაც ეჭვები არ ჰქონდათ, თუკი ისინი იქნებოდნენ ჩემს მიმართ თავაზიანები“.

მან თქვა: „მშობლებმა იცოდნენ ჩემი გულის ტკივილი და არ მზღუდავდნენ. მათ გააკეთეს არჩევანი, უბრალოდ ვუყვარდე მათ იმ დროს, როცა ჩემთვის რაღაც-რაღაცეების გარკვევას ვცდილობდი“. ასევე ამ ახალგაზრდა დედის ეპისკოპოსი ხშირად ხვდებოდა მას და ეუბნებოდა, რომ სწამდა მისი.

მეურვეობის წევრებიც ასევე სიყვარულს უზიარებდნენ და იგი საკუთარ თავს მათ ნაწილად გრძობდა. ეს მეურვეობა არ იყო ისეთი, სადაც წევრები სრულყოფილი ადამიანების როლს ასრულებდნენ; ეს ზრუნვის ადგილი იყო.

„საინტერესო იყო“, – ამბობს იგი. „ამ დროის განმავლობაში მე ვგრძნობდი ძლიერ კავშირს გარდაცვლილ პაპა-ბებიასთან. ისინი მხარს მიჭერდნენ და მაგულიანებდნენ, გამეგრძელებინა მცდელობები. მე ვგრძნობდი, როგორ მეუბნებოდნენ ისინი: გადაიტანე ყურადღება იმაზე, რაც იცი“.

მიუხედავად გულშემატკივრების რაოდენობისა, იგი ნაკლებად აქტიური წევრი გახდა. მან თქვა: „მე არ გამოვეყე ეკლესიას ცუდი ქცევის, სულიერი დაცემის, მცნებების დაცვაზე უარის თქმის გამო ან ადვილად თავის დაღწევის მიზნით. მე ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა მეპოვა პასუხი კითხაზე: რა მწამს სინამდვილეში“?

ამ დროს მან წაიკითხა დედა ტერეზას წიგნი, რომელსაც მსგავსი გრძნობები ჰქონდა. 1953-ე წერილში დედა ტერეზამ დაწერა: „გთხოვთ, განსაკუთრებით ილოცოთ ჩემზე, რათა არ გავაფუჭო უფლის საქმე და რომ მან შეძლოს თავისი თავის გამოვლინება ჩემში, რადგან შიგნით ისეთნაირი სიბნელეა, თითქოს ყველაფერი მკვდარია. ეს მეტნაკლებად ასე იყო, როცა დავიწყე ეს „სამუშაო“. სთხოვეთ უფალს, მომცეს გამბედაობა“.

არქიეპისკოპოსმა პერიერმა უპასუხა: „ღმერთი მიგიძღვის წინ, ძვირფასო დედავ; შენში სიბნელე არც თუ ისეთი საშინელია, როგორც შენ ეს გგონია. გზა, რომელსაც უნდა გავყვეთ, თავიდანვე შეიძლება აშკარა არ იყოს. ილოცე სინათლისთვის; არ მიიღო გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, უსმინე იმას, რაც სხვებს აქვთ სათქმელი, გაიაზრე, რა მიზეზით ამბობენ ამას. შენ ყოველთვის იპოვი რამეს, რაც დაგეხმარება. ... რწმენით, ლოცვით ან მართალი ზრახვით თუ ხელმძღვანელობ, ეს საკმარისია“.5

ჩემმა მეგობარმა იფიქრა, რომ თუ დედა ტერეზას შეეძლო საკუთარ რელიგიაში დარჩენა მაშინ, როცა ყველა კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი და ყველაფერი არ იყო მისთვის გამჭვირვალე, იქნებ მასაც შეეძლო იგივე. მას შეეძლო ერთი მარტივი ნაბიჯი გადაედგა რწმენით, შემდეგ კიდევ ერთი. მას შეეძლო, გადაეტანა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მას სწამდა და ნება მიეცა ამ ჭეშმარიტებისთვის, აევსო მისი გული და გონება.

ახლა, როცა გასულ მოვლენებს დაუბრუნდა, მან თქვა: „ჩემი მოწმობა ფერფლის გროვას დაემსგავსა. იგი სულ ბოლომდე ჩაიწვა. ერთადერთი რაც დარჩა, იყო იესო ქრისტე“. იგი აგრძელებს: „მაგრამ უფალი არ მიგატოვებთ, როცა კითხვები გაქვთ. როდესაც ვინმე ცდილობს მცნებების დაცვას, კარი ფართოდ ღიაა. ლოცვა და წმინდა წერილის წაკითხვა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის“.

მისი რწმინის აღდგენის პირველი ნაბიჯი იყო სახერების ძირითადი ჭეშმარიტებანი. მან იყიდა დაწყებითი საზოგადოების სიმღერების წიგნი და დაიწყო ამ სიმღერების სიტყვების კითხვა. ისინი მისთვის განძი იყო, იგი ლოცულობდა რწმენისთვის, რომელიც მას არსებულ სიმძიმეს მოაშორებდა.

იგი მიხვდა, რომ როცა მივიდოდა იმ განცხადებამდე, რომელიც მასში ეჭვს ბადებდა, შეეძლო „გაჩერბულიყო, სრული სურათისთვის შეეხედა და სახარება პირადად საკუთარი თავისთვის მოერგო“. მან თქვა: „ვამბობდი: ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორი გზაა? ზოგჯერ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა მსურს ჩემი შვილებისთვის? მე ვხვდებოდი, რომ მათთვის სატაძრო ქორწინებები მსურდა. აი როდის დაუბრუნდა ჩემს გულს რწმენა“.

უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „თავმდაბლობა, რწმენა და სულიწმინდის გავლენა მუდამ იქნება ყოველი ჭეშმარიტების ძიების შემადგენელი ნაწილი.6

მიუხედავად იმისა, რომ მას მორმონის წიგნის გამოჩენის შესახებ კითხვები ჰქონდა, არ შეეძლო ამ წიგნიდან შესწავლილი ჭეშმარიტების უარყოფა. მან ყურადღება გადაიტანა ახალი აღთქმის შესწავლაზე იმისთვის, რომ უკეთ გაეგო მხსნელის. „მაგრამ საბოლოოდ“, – თქვა მან, „მე ისევ მორმონის წიგნში ვიპოვე საკუთარი თავი, რადგან მომწონდა ის, რასაც ვგრძნობდი, როცა იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ ვკითხულობდი“.

და ბოლოს მან თქვა: „საჭიროა იქონიო საკუთარი სულიერი გამოცდილება ამ წიგნში არსებული ჭეშმარიტებასთან მიმართებაში“ და იგი ღებულობდა ამ გამოცდილებას. თავისივე თქმით: „მე წავიკითხე მოსიას წიგნი და ვიგრძენი სრული ხელმძღვანელობა: იქ წერია, რომ უნდა ვიწამოთ ღმერთი, გვჯეროდეს, რომ იგი არსებობს და რომ მან შექმნა ყველაფერი. გვწამდეს, რომ მას აქვს ყოველი სიბრძნე, ძალა, როგორც ცაში, ისე დედამიწაზე. უნდა გვჯეროდეს, რომ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს ის, რაც უფალს ესმის.7

ამ დროისთვის მე მომიწოდეს მემსახურა დაწყებით საზოგადოებაში პიანისტად. „ეს უსაფრთხო რამ იყო“, – თქვა მან. „მე მინდოდა, რომ ჩემი შვილები დაწყებით საზოგადოებაში ყოფილიყვნენ და ახლა მათთან ერთად შემეძლო ყოფნა. თანაც მე ჯერ არ ვიყავი მზად გაკვეთილების ჩასატარებლად“. მსახურებისას იგი კვლავ გრძნობდა მის ირგვლივ მყოფთაგან მოწვევას: „მოდი, გვჭირდები, და არ აქვს მნიშვნელობა, რა საფეხურზე იმყოფები ახლა, ჩვენ იქ დაგხვდებით. მოგვეცი ის, რისი გაცემაც შეგიძლია“.

როცა საბავშვო სიმღერებს უკრავდა, იგი ხშირად ფიქრობდა: „აი ის ჭეშმარიტება, რომელიც ასე მიყვარს. მე ისევ შემიძლია დამოწმება. უბრალოდ ვიტყვი იმას, რაც ვიცი და რაც მწამს. შეიძლება ეს არ იქნება ცოდნის სრულყოფილი ნობათი, მაგრამ ეს ჩემი ძღვენი იქნება. რაზეც ყურადღებას ვამახვილებ, შიგნიდან გაძლიერდება. მშვენიერია სახარების არსში დაბრუნება და გამჭვირვალობის შეგრძნება“.

იმ კვირა დღეს,როცა ვუსმენდი ამ ახალგაზრდა ქალბატონის მოგზაურობის ამბავს, გამახსენდა, რომ ყველამ უნდა ავაშენოთ საძირკველი ჩვენი მხსნელის კლდეზე. 8 მე ასევე გამახსენდა უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი: „მაგრად ჩაეჭიდეთ იმას, რაც უკვე იცით და მტკიცედ იდექით, სანამ დამატებითი ცოდნა მოვა“.9

მის გაკვეთილზე მე უფრო ანთებული მივედი იმის ცოდნამდე, რომ ჩვენს გულწრფელ შეკითხვებზე პასუხები მოდის, როცა სერიოზულად ვეძიებთ მათ და ვიცავთ მცნებებს. მე გამახსენეს, რომ ჩვენი რწმენა შეიძლება გასცდეს ამჟამინდელი მიზეზების შეზღუდვებს.

და როგორ მინდა დავემსგავსო მათ, ვინც ამ ახალგაზრდა დედის ირგვლივ იმყოფებოდა, მის მიმართ სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდა. როგორც პრეზიდენტმა უხთდორფმა თქვა: „ჩვენ ყველანი ვართ ღმერთის სინათლის მაძიებელი პილიგრიმები ჩვენი მოწაფეობის გზაზე სიარულისას. ჩვენ არ ვგმობთ სხვებს სინათლის ქონის ან არ ქონის გამო; ჩვენ, პირიქით, ვზრდით და ვაძლიერებთ ამ სინათლეს, სანამ იგი არ გახდება სუფთა, კაშკაშა და ჭეშმარიტი“. 10

როცა დაწყებითი საზოგადოების ბავშვები მღერიან „ბავშის ლოცვას“, ისინი ამბობენ: „მამა ზეციერო, შენ მართლა იქ ხარ? და ყოველი ბავშვის ლოცვა და პასუხი გესმის“?11

შეიძლება ჩვენც ვფიქრობდეთ: „მამაზეციერი მართლა იქ არის? და მხოლოდ გაგვიხარდეს, როგორც ეს ჩემმა მეგობარმა გააკეთა, როცა მიიღო პასუხი ჩუმი, უბრალო დარწმუნების გზით. მე ვმოწმობ, რომ ეს უბრალო დარწმუნება მოდის მაშინ, როცა უფლის ნება ჩვენი ნება ხდება. მე ვმოწმობ, რომ ჭეშმარიტება დღეს დედამიწაზეა და უფლის სახარება იმყოფება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Thomas S. Monson, “Finding Joy in the Journey,” Ensign or Liahona, Nov. 2008, 85.

  2. Thomas S. Monson, “Be of Good Cheer,” Ensign or Liahona, May 2009, 92.

  3. “I Know That My Savior Loves Me,” in I Know My Savior Lives: 2015 Outline for Sharing Time (2014), 29.

  4. Russell M. Nelson, in M. Russell Ballard, “What Came from Kirtland” (Brigham Young University fireside, Nov. 6, 1994); speeches.byu.edu.

  5. In Mother Teresa: Come Be My Light; The Private Writings of the Saint of Calcutta, ed. Brian Kolodiejchuk (2007), 149–50; punctuation standardized.

  6. Jeffrey R. Holland, “Be Not Afraid, Only Believe” (evening with Elder Jeffrey R. Holland, Feb. 6, 2015); lds.org/broadcasts.

  7. მოსია 4:9.

  8. იხ. ჰელამანი 5:12.

  9. Jeffrey R. Holland, “Lord, I Believe,” Ensign or Liahona, May 2013, 94.

  10. Dieter F. Uchtdorf, “Receiving a Testimony of Light and Truth,” Ensign or Liahona, Nov. 2014, 22.

  11. “A Child’s Prayer,” Children’s Songbook, 12.