2010-2019
იქ, სადაც ერთად იყრის თავს სამართალი, სიყვარული და მოწყალება
აპრილი 2015


იქ, სადაც ერთად იყრის თავს სამართალი, სიყვარული და მოწყალება

იესო ქრისტე იტანჯა, მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, რათა ავეყვანეთ მარადიული ცხოვრებისკენ.

ორი ძმა – 14 წლის ჯიმი, და 19 წლის ჯონი (სახელები შეცვლილია) უსაფრთხო თოკების, დამცავი და დამხმარე აღჭურვილობის გარეშე, სამხრეთ იუტაში, ჩემს სამშობლოში, ცდილობდნენ სნოუ ქენიონის სახელმწიფო პარკში ვერტიკალურ კლდეზე ასვლას. ეს რთული პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა, როცა მათ აღმოაჩინეს, რომ კლდის მწვერვალზე ასასვლელად სულ რამდენიმე ფუტიღა რჩებოდა და მათ ლოდი უშლიდა ხელს. ისინი ახლა ვერც გადადიოდნენ მასზე და ვერც გვერდს ვერ უვლიდნენ. იძულებულნი გახდნენ, გაჩერებულიყვნენ. ფრთხილი მანევრების შედეგად ჯონმა უმცროსი ძმის უსაფრთხო სიმაღლეზე აყვანა შეძლო, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ აწევდა ზემოთ. რაც უფრო მეტს ცდილობდა ეპოვნა ხელის ან ფეხის მოსაკიდი, მით უფრო ეჭიმებოდა კუნთები. მას პანიკა ეწყებოდა და უკვე სიცოცხლის საფრთხე იგრძნო.

რადგან ჯონი დაკიდებული ვეღარ ძლებდა, მას ერთი რამ დარჩენია – ვერტიკალურად ამხტარიყო და გამოშვერილი ლოდისთვის ხელი ჩაეჭიდა. თუ ეს გამოვიდოდა, მაშინ საკმაოდ ძლიერი ხელებით იგი შეძლებდა საკუთარი თავის ზემოთ აზიდვას.

აი რას ყვება იგი:

„სანამ ავხტებოდი, ვუთხარი ჯიმის, წასულიყო და მოეძებნა საკმარისად მაგარი ხის ტოტი და გადმოეწოდებინა იგი ჩემთვის, თუმცა ვიცოდი, რომ ამ ქვებში მსგავსი არაფერი იქნებოდა. ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა, გამეტყუებინა იგი, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში არ მინდოდა, რომ ჩემს პატარ ძმას ენახა ჩემი სიკვდილი.

„როცა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ძმა ხედვის არეალიდან გამქრალიყო, მე ბოლო ლოცვა წარმოვთქვი. მინდოდა, ჩემს ოჯახს სცოდნოდა, რომ ისინი მიყვარდა და ჯიმი შეძლებდა სახლში უსაფრთხოდ მისვლას, მერე კი ავხტი. ჩემს ნახტომში იმდენი ადრენალინი იყო, რომ ლოდის ზემოთ ავხტი დაახლოებით იდაყვის სიმაღლეზე. მაგრამ როცა ზედაპირს მოვკიდე ხელი, ბრტყელ ქვაზე მხოლოდ ფხვიერი ქვიშა ვიგრძენი. ახლაც მახსოვს იმ ჩამოკიდულობის გრძნობა, როდესაც ხელის მოსაკიდი არაფერი გაქვს. ვიგრძენი, რომ თითები ნელ-ნელა მიცურდებოდა ქვიშის ზედაპირზე. ვიცოდი, რომ ჩემი სიცოცხლე გათავდა.

მაგრამ უცებ, ელვისებური სიჩქარით, საიდანღაც კლდის ზემოდან ორი ხელი გაჩნდა, მაჯებში ისეთი ძალითა და გამბედაობით ჩამეჭიდა, რომელიც შეუსაბამო იყო ზომასთან. ჩემი პატარა ერთგული ძმა არსად არ წასულა არ არსებული ხის ტოტის მოსაძებნად. იგი ზუსტად მიხვდა, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ამიტომაც ერთი სანტიმეტრითაც არ გაწეულა ადგილიდან, უბრალოდ ჩუმად, სუნთქვა შეკრული ელოდებოდა, იცოდა რა რომ ვეცდებოდი ახტომას. როცა კი ავხტი – დამიჭირა და არ გამიშვა ხელი. ძმის ამ ძლიერმა ხელებმა სიცოცხლე გადამირჩინა იმ დღეს, როცა უსუსურად ვიყავი ჩამოკიდებული გარდაუვალი სიკვდილის ადგილას“.1

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, დღეს აღდგომის კვირაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (ზიარების ლოცვაზე ამ დაპირებას ყოველ კვირას ვდებთ) ეს მაინც არის წელიწადის ყველაზე წმინდა დღე განსაკუთრებული მოგონებისთვის, როცა ძმის ხელებმა და მისმა მტკიცე მკლავებმა გადაგვარჩინეს, სიკვდილის პირას მდგომნი, დაცემისგან და წარუმატებლობისგან, ცოდვებისგან და მწუხარებისგან. ჯიმისა და ჯონის მშობლების მიერ მოყოლილ ამ ამბის ფონზე მინდა მადლობა გამოვხატო უფალი იესო ქრისტეს გამოსყიდვის და აღდგომისთვის და ვცნო ღმერთის ღვთაებრივ გეგმაში ის მოვლენები, რომლებმაც მიგვიყვანა იესოს მიერ შემოთავაზებულ სიყვარულამდე და მნიშვნელოვანი გახადა იგი ჩვენთვის. 2

ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც უფრო და უფრო არარელიგიური ხდება, ადამსა და ევაზე ან მათი ბედნიერი მიწიერებაში დაცემის თაობაზე ან ედემის ბაღზე საუბარი რამდენადაც უჩვეულოა, იმდენად არაპოპულარულია. მიუხედავად ამისა, უბრალო ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ სრულად ვერ ვიაზრებთ ქრისტეს გამოსყიდვასა და აღდგომას და ადეკვატურად არ ვაფასებთ მისი დაბადების ან სიკვდილის მიზეზს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს შობის ან აღდგომის ჭეშმარიტი ზეიმის ხერხი, თუ არ გვესმის, რომ სინამდვილეში იყო ადამი და ევა, რომლებიც ნამდვილი ედემიდან დაეცნენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით.

მე არ ვიცი, რა მოხდა ამ პლანეტაზე ამის წინ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ორნი შექმნილნი იყვნენ ღმერთის ღვთიური ხელით, რომ რაღაც დროის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ სამოთხის პირობებში, სადაც არ იყო არც სიკვდილი, არც მომავალი ოჯახი, და რომ გარკვეული არჩევანის შედეგად მათ დაარღვიეს ღვთის მცნება, რომელიც მოითხოვდა, რომ დაეტოვებინათ ბაღი, თუმცა ნება დართეს, ეყოლიებინათ შვილები, სანამ ფიზიკური სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. 3 მათ პირობებზე მეტი მწუხარებისა და სირთულის დასამატებლად, ამ ცოდვას ასევე თან ახლდა სულიერი შედეგი, რაც მარადიულად მოკვეთდა მათ ღმერთის გარემოცვიდან. რადგან ჩვენ დავიბადეთ ამ დაცემულ სამყაროში და ჩვენც დავარღვევდით ღმერთის კანონს, ჩვენც დავისჯებოდით იმავე სასჯელით, რომლითაც ადამი და ევა.

რა დამთრგუნავი პირობაა! მთელი ადამიანური რასა თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია – ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი ფიზიკურად მიექანებიან მუდმივ სიკვდილისკენ, სულიერად ყვინთავენ მარადიულ ტანჯვაში. ასეთი იყო ცხოვრების ჩანაფიქრი? ეს არის ადამიანის გამოცდილების ბოლო შედეგი? ჩვენ ყველანი უბრალოდ კანიონზე ხომ არ ვართ დაკიდებულნი, გაურკვეველ სამყაროში, სადაც თითოეული ჩვენგანი რაიმე ჩასაჭიდს ეძებს, თითის მოსაკიდს მაინც, და ამ დროს ვერაფერს ვერ პოულობს ქვიშის გარდა, რომელიც თითებს შორის უსხლტება, არაფერია, რაც გადაგვარჩენს, რასაც ხელს მოვკიდებთ, არაფერი. არის ჩვენი ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში ცარიელი უაზრო არსებობა, უბრალოდ მაქსიმალურ სიმაღლეზე ახტომა, გამოწერილი სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩამოკიდულ მდგომარეობაში ყოფნა და მერე წარუმატებლობა და დაცემა და მარადიული ვარდნა?

პასუხი ამ კითხვებზე არის ცხადი და მარადიული არა! როგორც ძველი, ასევე თანამედროვე წინასწარმეტყველაბთან ერთად მე ვმოწმობ, რომ ყველაფერი შეიქმნა იმის სიბრძნით, ვინც ყველაფერი იცის. 4 ასე რომ, იმ მომენტიდან, როცა ჩვენი პირველი მშობლები ედემის ბაღიდან გამოვიდნენ, ღმერთმა, ყოვლის მამამ, რომელიც ელოდა ადამის და ევას გადაწყვეტილებას, გამოაგზავნა ზეცის ანგელოზები, რათა გამოეცხადებინათ მათთვის და დროთა განმავლობაში ჩვენთვისაც, რომ ეს სრული თანმიმდევრობა ჩაფიქრებული იყო ჩვენი მარადიული ბედნიერებისთვის. ეს იყო მისი ღვთიური გეგმის ნაწილი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი მხსნელისთვის, თავად ღვთის ძისთვის, სხვა „ადამი“, როგორც მას პავლე მოციქული უწოდებდა, 5 რომელიც მოვიდოდა დროის მერიდიანში, რათა გამოესყიდა ადამის პირველი შეცოდება. ეს გამოსყიდვა მიაღწევდა სრულ გამარჯვებას ფიზიკურ სიკვდილზე, უპირობოდ უბოძებდა აღდგომას ყოველ ადამიანს, რომელიც ოდესმე დაბადებულა ან დაიბადება დედამიწაზე. მოწყალებით იგი ასევე უზრუნველყოფდა პირადი ცოდვების მიტევებას, დაწყებული ადამიდან, დამთავრებული სამყაროს ბოლომდე, განპირობებული მონანიებითა და მორჩლებით ღვთიური მცებებისადმი.

როგორც მისი ერთ-ერთი ხელდასხმული მოწმე, მე ვაცხადებ ამ აღდგომის დღეს, რომ იესო ნაზარეველი იყო და არის სამყაროს მხსნელი, ის ბოლო ადამი, 6 ჩვენი რწმენის ავტორი და დამაგვირგვინებელი, ალფა და ომეგა მარადიული ცხოვრებისა. რადგან „როგორც ადამში ყველა მოკვდება, ისე ქრისტეში აღსდგება ყველა“, 7 – განაცხადა პავლე მოციქულმა. იგივე თქვა წინასწარმეტველმა პატრიარქმა ლეხიმ, რომ ადამი დაეცა, რათა კაცობრიობა ყოფილიყო. ... და მესია მოდის დროის სისრულეში, რათა შეძლოს ადამიანთა შვილების გამოსყიდვა დაცემიდან. 8 ყველაზე გულდასმით მორმონის წიგნიდან წინასწარმეტყველი იაკობი ასწავლიდა იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, ორ დღიან ქადაგების ნაწილში, რომ აღდგომა უნდა მოვიდეს დაცემის მიზეზად. 9

ასე რომ, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ძღვენს გამარჯვებისას ყოველ დაცემაზე, რომელიც როდისმე გვქონია, ყოველი მწუხარების, რომელიც ოდესმა განგვიცდია, ყოველი გულგატეხილობის, რომელიც გვქონია, ყოველი შიშის, რომელიც განგვიცდია, არაფერი რომ არ ვთქვათ მკვდრეთით აღდგომაზე და ცოდვების მიტევებაზე. ეს გამარჯვება ხელმისაწვდომია ჩვენთვის იმ მოვლენების გამო, რომლებიც მოხდა დღევანდელის მსგავს კვირა დღეს, იერუსალიმში, ზუსტად როგორც დაახლოებით ორი ათასი წლის წინ.

დაწყებული სულიერი ტანჯვიდან გეთსიმანიის ბაღში, ჯვარცმისკენ მიმავალ გოლგოთას მთაზე და დამთავრებული მშვენიერი კვირა დღით ნაჩუქარი სამარხის შიგნით, უცოდველმა, სუფთა, წმინდა ადამიანმა, თვით ძე ღვთისამ, გააკეთა ის, რაც არავის არ გაუკეთებია და ვერც ვერასდროს გააკეთებდა. საკუთარი ძალის მეშვეობით იგი მკვდრეთით აღსდგა და მისი სული არასდროს არ განცალკევდება სხეულისგან. საკუთარი სურვილისამებრ, მან მოიცილა დასამარხი ტილოები, რაშიც გახვეული იყო და როგორც წმინდა წერილი ამბობს, სუდარა, თავზე რომ ეხვია, ცალკე დადო. 10

ეს აღდგომის პირველი თანმიმდევრული მოვლენები – გამოსყიდვა და მკვდრეთით აღდგომა, შეადგენს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს, ყველაზე გულუხვ ძღვენს, ყველაზე საშინელ ტკივილს და ყველაზე დიდებულ, სუფთა, ღვთიური სიყვარულის გამომჟღავნებას, რომელიც ოდესმე ასახულა სამყაროს ისტორიაში. იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე, იტანჯა, მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, რათა შეძლებოდა ელვისებური სისწრაფით დავეჭირეთ მას, რათა არ დავცემულიყავით და მცნებების ერთგული დაცვის გამო ავეყვანეთ მარადიული ცხოვრებისკენ.

ამ აღდგომის დღეს მე მადლობას ვუხდი მას და მამაზეციერს, რომელმაც გვიბოძა უფალი, იესო, რომელიც კვლავ დგას, გამარჯვებული სიკვდილზე, მიუხედავად იმისა, რომ დგას დაზიანებულ ტერფებზე. ამ აღდგომას მადლობას ვუხდი მას და მამაზეციერს, რომელმაც გვიბოძა იესო, რომელიც კვლავ გვაწვდის უსაზღვრო მადლს, მიუხედავად იმისა, რომ გვაწვდის მას გახვრეტილი ხელისგულებითა და დაზიანებული მაჯებით. ამ აღდგომის დღეს მადლობას ვუხდი მას და მამაზეციერს, რომელმაც გვიბოძა იგი, რათა შეგვძლებოდა გვემღერა სისხლის ლაქებით მოსვრილ ბაღის, ლურსმნებით აღმართულ ჯვრისა და დიდებულად ცარიელი საფლავის წინ:

რაოდენ დიადი, დიდებული და სრულია

გამოსყიდვის დიადე ჩანაფიქრი,

სადაც ერთად იყრის თავს სამართალი, სიყვარული და მოწყალება

ღვთიურ ჰარმონიაში! 11

აღმდგარი უფლის, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.