2010-2019
მადლიერების ძღვენი
აპრილი 2015


მადლიერების ძღვენი

დღეს და მარადის ღვთის მადლი ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვისაც აქვს მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული.

ამ აღდგომის კვირადღეს ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიოში ყველაზე დიდებულ და ნანატრ მოვლენას.

ეს არის დღე, რომელმაც შეცვალა ყველაფერი.

ამ დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

თქვენი ცხოვრებაც შეიცვალა.

ყოველი ღვთის შვილის ბედი შეიცვალა.

ამ დალოცვილ დღეს, კაცობრიობის მხსნელმა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ცოდვისა და სიკვდილის ჯაჭვი, რის გამოც ჩვენ ტყვეობაში ვიმყოფებოდით, გაწყვიტა ეს ჯაჭვი და გაგვათავისუფლა.

ჩვენი საყვარელი გამომსყიდველის მსხვერპლის მადლით სიკვდილს აღარ აქვს ნესტარი, საფლავმა ვერ იზეიმა, 1 სატანას აღარ აქვს ხანგრძლივი ძალა და ჩვენ „ხელახლა ვიშვით ... იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად“.2

ჭეშმარიტად, პავლე მოციქულმა სწორად თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია „ვანუგეშოთ ერთმანეთი ამ სიტყვებით“.3

ღვთის მადლი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მხსნელის გამოსყიდვაზე და ასეც უნდა იყოს!

იაკობის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ ქრისტეს გამოსყიდვაზე და მივაღწიოთ მის სრულყოფილ ცოდნას“? 4 მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე, ... ვხარობთ ქრისტეში, ... ვქადაგებთ ქრისტეზე, როცა კი ამის საშუალება გვეძლევა, 5 არ უნდა დავკარგოთ მოწიწებისა და ღრმა მადლიერების გრძნობა ღვთის ძის მარადიული მსხვერპლისადმი.

მხსნელის გამოსყიდვა არ უნდა გახდება ჩვენს სწავლებაში, საუბარში ან გულში ჩვეულებრივი მომენტი. იგი არის წმინდა და საღმრთო, რადგან ზუსტად თავისი დიადი, უკანასკნელი მსხვერპლით იესო ქრისტემ მოუტანა ხსნა ყველას, ვისაც მისი სახელი სწამს.6

მაოცებს ის აზრი, რომ ღვთის ძემ თავი დაიმდაბლა, რათა გადავერჩინეთ ჩვენ, არასრულყოფილნი, უწმინდურნი, შეცდომებისკენ მიდრეკილნი და უმადურნი. მე ვეცადე გამეგო მხსნელის გამოსყიდვა ჩემი შეზღუდული აზროვნებით და ერთადერთი ახსნა, რომელიც მოვიდა, ოყო ის, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ ღრმად, სრულყოფილად და სამარადისოდ. და მე არც კი შევეცდები შევაფასო, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე ... ქრისტეს სიყვარულისა“.7

ამ სიყვარულის ძლიერი გამოხატვა არის ის, რასაც წმინდა წერილი ხშირად ეძახის ღვთის მადლს – ღვთიურ დახმარებასა და ძალის ბოძებას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით ნაკლისა და შეზღუდული მდგომარეობიდან ჭეშმარიტებისა და სინათლის, ჭეშმარიტებაში განდიდებულ, ყოვლის მცოდნე ამაღლებულ ქმნილებამდე“.8

ღვთის მადლი ყველაზე საოცარი რამ არის. და მაინც, იგი ხშირად არასწორად ესმით. 9 თუნდაც ეს ასე იყოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ღვთის მადლის შესახებ, თუ ვაპირებთ დავიმკვიდროთ ის, რაც მოგვიმზადეს მის მარადიულ სასუფეველში.

ამ მიზნით მინდა ვისაუბრო მადლზე. განსაკუთრებით კი, პირველად იმაზე, თუ როგორ ხსნის მადლი ცის კარიბჭეს და მერე იმაზე, როგორ ხსნის იგი ცის საქანელთ.

პირველი: მადლი ხსნის ცის კარიბჭეს

რადგან ჩვენ ყველანი ვართ, ვინც „შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ 10 და რადგან ვერაფერი უწმინდური ვერ შევა ღვთის სასუფეველში, 11 არც ერთი ჩვენგანი არ არის ღირსი იმისა, რომ დაბრუნდეს ღვთის გარემოცვაში.

მთელი სულით და გულით რომ გვემსახურა ღმერთისადმი, ეს არ იქნებოდა საკმარისი; რადგან ჩვენ მაინც ვიქნებოდით უსარგებლო მსახურები. 12 ჩვენ ვერ გადავიხდით ზეცაში დასაბრუნებელი გზის საფასურს; სამართალის მოთხოვნილება დგას როგორც ბარიერი, რომლის გადალახვაც ჩვენ დამოუკიდებლად არ გვძალუძს.

მაგრამ ყველაფერი ასე ცუდად არ არის.

ღვთის მადლი ჩვენი დიდი და მარადიული იმედია.

იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით, წყალობის გეგმა ფარავს სამართალის მოთხოვნილებას13 და მოუვლენს ადამიანებს საშუალებებს იმისთვის, რომ იწამონ მონანიება.14

ჩვენი ცოდვები, ალისფერიც რომ იყოს, შეიძლება თოვლივით თეთრი გახდეს. 15 რადგან ჩვენმა საყვარელმა მხსნელმა „თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად“, 16 მისი მარადიულ სასუფეველში შემავალი კარი ღიაა ჩვენთვის.17

კარიბჭე ღიაა!

მაგრამ ღვთის მადლი ასე უბრალოდ არ აღგვადგენს უმანკოების პირველ მდგომარეობამდე. თუ ხსნა ნიშნავს მხოლოდ შეცდომებისა და ცოდვების წაშლას, მაშინ ხსნა – როგორიც მშვენიერი არ უნდა იყოს იგი, ვერ უპასუხებს მამაზეციერის მოლოდინს ჩვენთან მიმართებაში. მისი მიზანი ბევრად მაღალია: მას სურს, რომ შვილები მას დაემსგავსონ.

ღვთის მადლის ძღვენის თანხლებით მოწაფეობის გზას უკან კი არა, წინ მივყავართ.

მას ავყავართ იმ სიმაღლეებზე, რომლების გააზრებაც არ შეგვიძლია! მას მამაზეციერის ცელესტიალური სამყაროს ამაღლებისკემ მივყავართ, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მივიღებთ მის სისრულესა და დიდებას. 18 ყველაფერი ჩვენია და ჩვენ ქრისტესნი ვართ. 19 და ყველაფერი, რაც მამას აქვს, მოგვეცემა.20

ამ დიდების დასამკვიდრებლად არა მხოლოდ უნდა გავხსნათ კარიბჭე; უნდა შევიდეთ ამ კარიბჭეში გულში შეცვლის სურვილით, იმდენად მკაფიო ცვლილების სურვილით, რომ წმინდა წერილი ამას აღწერს, როგორც ხელახლად შობილს; დიახ, ღვთისგან შობილი, შეცვლილი ამ დაცემის მდგომარეობიდან სამართლიანობის მდგომარეობამდე, გამოსყიდული ღმერთის მიერ და ქცეული მის შვილებად.21

მეორე: მადლი ხსნის ცის საქანელთ

ღვთის მადლის შემადგენელი ნაწილი არის ცის საქანელთა გახსნა, საიდანაც ღმერთი გადმოცლის ჩვენზე ძალისა და სიძლიერის კურთხევებს, რაც მოგვცემს იმის უნარს, რომ მივაღწიოთ მას, რაც სხვა დროს ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. ღვთის საოცარი მადლის წყალობით მის შვილებს შეუძლიათ თავი აარიდონ თვალთმაქცის ფარულ ხაფანგებს, ამაღლდნენ ცოდვაზე და გახდნენ სრულყოფილნი ქრისტეში.22

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სისუსტეები, ჩვენ შეგვიძლია მათი დაძლევა. ჭეშმარიტად, ღვთის მადლის წყალობით, თუ დავიმდაბლებთ თავს და ვიქონიებთ რწმენას, სისუსტეები ძალად გადაიქცევა.23

ცხოვრების მანძილზე ღვთის მადლი გვჩუქნის მიწიერ კურთხევებს და სხვადასხვა სულიერ ძღვენს, რაც განადიდებს და ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. მისი მადლი გვწმენდს. მისი მადლი გვეხმარება, გავხდეთ საუკეთესო ადამიანები.

ვის მიეცემა უფლება?

ბიბლიაში ვკითხულობთ, როგორ ეწვია ქრისტე სტუმრად სიმონ ფარისეველს.

გარედან სიმონი თითქოს კარგი და მართალი ადამიანი ჩანდა. იგი რეგულარულად ასრულებდა ყველა თავის რელიგიურ მოვალეობას: იცავდა კანონს, იხდიდა მეათედს, იცავდა შაბათს, ყოველდღიურად ლოცულობდა და დადიოდა სინაგოგაში.

მაგრამ სანამ იესო სიმონთან იყო, ქალი მოვიდა, ცრემლებით დაბანა მხსნელის ფეხები და ძვირფასი მალამო წაუსვა ფეხებზე.

სიმონს მსახურების ეს გამოხატვა არ მოეწონა, რადგან იცოდა, რომ ეს ქალი ცოდვილი იყო. სიმონს ეგონა, რომ თუ ქრისტემ ეს არ იცოდა, იგი წინასწარმეტყველი არ იყო, თორემ არ მისცემდა ამ ქალს შეხების უფლებას.

იესომ მისი აზრები წაიკითხა, მიუბრუნდა სიმონს და ჰკითხა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა“, – თქვა მან. „ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი.

მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?

სიმონმა უპასუხა, რომ მას, რომელსაც მეტი მიუტევა.

შემდეგ იესომ ასწავლა ბრძნული გაკვეთილი: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? ... მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარახოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტაც უყვარს“.24

ამ ორიდან, რომელ ადამიანს ვგავართ?

სიმონს? დარწმუნებულნი ვართ და კომფორტულად ვგრძნობთ თავს კარგი საქმის კეთებაში და ვენდობით ჩვენს სამართლიანობას? იქნებ ცოტა მოუთმენლად ვექცევით მათ, ვინც ჩვენი სტანდარტებით არ ცხოვრობს? იქნებ მექანიკურად ვმოქმედებთ, დავდივართ შეხვედრებზე, სახარების დოქტრინის გაკვეთილებზე ვამთქნარებთ და ზიარების დროს მობილურ ტელეფონს ვამოწმებთ?

თუ იმ ქალს ვგავართ, რომელიც ფიქრობდა, რომ სრულად და უიმედოდ ჩაიფლო ცოდვებში?

ძლიერ გვიყვარს?

გვესმის ჩვენი ვალი მამაზეციერის წინაშე და ვევედრებით მთელი სულით ღვთის მადლის მიღებას?

როცა ლოცვისთვის ვიჩოქებთ, საკუთარი სამართლიანობის მაგალითებით ვტკბებით ამ დროს თუ დანაშაულს ვაღიარებთ, ვევედრებით ღვთის წყალობას და მადლიერების ცრემლებს ვღვრით გამოსყიდვის საოცარი გეგმის გამო?25

ხსნას ვერ იყიდი მორჩლების ფასად; მას მხოლოდ ღვთის ძის სისხლით თუ შეიძენთ. 26 ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია გავცვალოთ კარგი საქმენი ხსნაში იგივეა, რაც იყიდო თვითმფრინავის ბილეთი და ფიქრობდე, რომ ავიახაზის მფლობელი ხარ, ან კიდევ იმის გაფიქრება, რომ მას შემდეგ, რაც სახლის გირაოს გადავიხდით, მთელი პლანეტის მფლობელის ტიტული მოგვენიჭება.

მაშინ რად გვინდა მორჩლება?

თუ მადლიერება არის ღვთის ძღვენი, რატომ არის ღვთის მცნებების დამორჩილება ასე მნიშვნელოვანი? რატომ შევიწუხოთ თავი ღვთის მცნებებით ან მონანიებით ამ შემთხვევაში? რატომ უბრალოდ არ ვაღიაროთ, რომ ცოდვილნი ვართ და ნება დავრთოთ ღმერთს, გადაგვარჩინოს?

ან პავლე მოციქულის თქმით: „დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს“? პავლეს პასუხი მარტივი და გასაგები იყო: „არამც და არამც“!27

დებო და ძმებო, ჩვენ ვიცავთ ღვთის მცნებებს იმიტომ, რომ იგი გვიყვარს!

როცა ვცდილობთ მთელი გულითა და სულით გავიაზროთ ღვთის მადლის ძღვენი, ჩვენ გვიჩნდება უფრო მეტი მიზეზი იმისთვის, რომ გვიყვარდეს მამაზეციერი და დავემორჩილოთ მას თავმდაბლობითა და მადლიერებით. როცა მოწაფეობის გზით დავდივართ, ვიწმინდებით, უკეთესნი ვხდებით, უფალს ვემსგავსებით და ამ გზას უკან, მის გარემოცვაში მივყავართ. უფლის სული ახდენს ისეთ ძლიერ ცვლილებებს ჩვენში, რომ არ გვრჩება არანაირი ბოროტის კეთებისსურვილი და განუწყვეტლივ მხოლოდ სიკეთის კეთება გვსურს.28

ასე რომ, ღვთის მცნებების მიმართ ჩვენი მორჩილება ბუნებრივად ჩნდება, როგორც ღმერთის მიმართ უსაზღვრო სიყვარულისა და მადლიერების შედეგი. ეს გულწრფელი სიყვარული და მადლიერება საოცრად ერწყმის ჩვენს სამუშაოს ღვთის მადლში. ჩვენი აზრები სულ სიკეთით იქნება მორთული და ჩვენი თავდაჯერებულობა ღვთის გარემოცვაში უფრო გაიზრდება. 29

ძვირფასო დებო და ძმებო, სახარების მიხედვით ერთგული ცხოვრება ტვირთი არ არის. ეს არის მხიარული პრაქტიკა – მარადისობის დიადი სიხარულის მემკვიდრეობით მიღებისთვის მზადება. ჩვენ ვეძიებთ მამაზეციერის მორჩილებას, რადგან ჩვენი სულები უფრო განეწყობა სულიერებაზე. გაგვეხსნება იმის წვდომა, რისი არსებობაც არც კი ვიცოდით. როცა მამის ნებას ვასრულებთ, წვდომა და გონების განათება გვეძლევა. 30

მადლი არის ღვთის ძღვენი და ჩვენი სურვილი დავემორჩილოთ ღვთის ყოველ მცნებას ნიშნავს იმას, რომ მამაზეციერისგან ამ წმინდა ძღვენის მისაღებად ხელი გვაქვს გაწვდილი.

ყველაფერი, რისი გაკეთბაც შეგვიძლია

წინასწარმეტყველმა ნეფიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ ღვთის მადლის წვდომაში, როცა განაცხადა, რომ ბეჯითად შრომობენ, რათა დაარწმუნონ შვილები და საძმო, იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს; რადგან იციან, რომ მას შემდეგ, რაც ყველაფერს მოიმოქმედებენ, მხოლოდ მადლით გადარჩებიან.31

მიუხედავად ამისა, მაინტერესებს, ზოგჯერ უკუღმა ხომ არ გვესმის ფრაზა „მას შემდეგ, რაც ყველაფერს მოვიმოქმედებთ“. უნდა გვესმოდეს, რომ „შემდეგ“ არ ნიშნავს „იმის გამო“.

ჩვენ გადავრჩებით არა „იმის გამო“, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. რომელიმემ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება? ღმერთი ელოდება, რომ გამოვიყენოთ ყოველი მცდელობა, სანამ იგი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში თავისი გადარჩენის მადლით?

მრავალი ადამიანი გულგატეხილობას გრძნობს, რადგან წამდაუწუმ სრულად ვერ ასრულებს ჩანაფიქრს. ასეთმა ადამიანებმა პირადი გამოდილებიდან იციან, რომ „სული მხნეა, ხორცი კი უძლური“. 32 ისინი პავლეს აზრს იზიარებენ, რომელმაც თქვა: „ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“. ისინი ხმას აღიმაღლებენ ნეფისთან ერთად მის განცხადებაში, რომ სული მისი გლოვობს მისივე ცოდვების გამო.33

დარწმუნებული ვარ, ნეფიმ იცოდა, რომ მხსნელის მადლი ნებას გვრთავს და გვაძლევს ცოდვის გადალახვის საშუალებას.34 აი რატომ შრომობდა ნეფი ასე ბეჯითად, რომ დაერწმუნებინა შვილები და საძმო, იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს.35

ბოლოს და ბოლოს, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია! და ესარის ჩვენი დავალება ამ მიწიერ ცხოვრებაში!

მადლი ყველასთვის ხელმისაწვდომია

როცა ვფიქრობ იმაზე, რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა, იმ პირველი აღდგომის კვირის ცოტა ხნის წინ, მინდა ავიმაღლო ხმა და ვადიდო მაღალი ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე!

ზეცის კარიბჭე ღიაა!

ცის საქანელნი გახსნილია!

დღეს და მარადის ღვთის მადლი ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვისაც აქვს მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული. 36 იესო ქრისტემ გაგვიწმინდა გზა იმ სიმაღლეებზე ასასვლელად, რასაც მიწიერი გონება ვერ ჩასწვდება.37

მე ვლოცულობ იმისთვის, რომ ახალი თვალებითა და გულით შევხედოთ მხსნელის გამოსყიდვის მსხვერპლის მნიშვნელობას. მე ვლოცულობ იმაზე, რომ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული ღმერთის მიმართ და მადლიერება ღვთის უსაზღვრო მადლის ძღვენისთვის იმით, რომ დავიცვათ მისი მცნებები და სიხარულით „ვიაროთ სიცოცხლის განახლებით“.38 ჩვენი მოძღვრისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.