2010-2019
თავისუფალი არჩევანის შენარჩუნება, რელიგიური თავისუფლების დაცვით
აპრილი 2015


თავისუფალი არჩევანის შენარჩუნება, რელიგიური თავისუფლების დაცვით

ჩვენი თავისუფალი არჩევანის გამოყენება დამოკიდებულია ჩვენს რელიგიურ თავისუფლებაზე.

დღეს აღდგომის კვირაა: მთელი კაცობრიობისთვის ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და აღდგომის მადლიერებისა და პატივის მიგების დღე. ჩვენ თაყვანს ვცემთ მას, მადლიერები ვართ ჩვენი რელიგიის თავისუფლებისთვის, გაერთიანების, სიტყვის თავისუფლებისა და ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფალი არჩევანისთვის.

როგორც წინასწარმეტყველებმა იწანასწარმეტყველეს ამ უკანასკნელი დღეების შესახებ, მრავალნი დაბნეულები არიან იმის გამო, ვინ ვართ და რა გვწამს. ზოგნი არიან „ცილისმწამებელნი, ... კეთილის მოძულენი“. 1 სხვები „კარგს ავს უწოდებენ და კარგს – ავს, სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ“. 2

როცა ჩვენს ირგვლივ მყოფნი აკეთებენ არჩევანს, როგორ უპასუხონ ჩვენს მრწამსს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური არჩევანი ღმერთის გეგმის აუცილებელი ნაწილია ყოველი მისი შვილისთვის. ეს მარადიული გეგმა, რომელიც წარმოგვიდგინეს წინამიწიერ თათბირზე ზეცაში, ითვალისწინებდა არჩევანის ძღვენს. 3

იმ დიდ თათბირზე, ლუციფერმა, ცნობილმა როგორც სატანამ, გამოიყენა თავისი არჩევანი ღვთის გეგმის საპირისპიროდ. ღმერთმა თქვა, რომ რადგან სატანა აჯანყდა, და ცდილობდა, წაერთმია ადამიანისთვის თავისუფალი არჩევანი, რომელიც თავად უფალმა მისცა, მან განდევნა იგი ზეციდან. 4

და ამასთან ერთად მან ერთი მესამედი გადაიბირა მათი თავისუფალი არჩევანის გამო.5

შედეგად, მამაზეციერის სულიერმა შველებმა, რომლებმაც აირჩიეს მისი გეგმის უარყოფა და ლუციფერს გაჰყვნენ, დაკარგეს ღვთიური ბედი.

იესო ქრისტემ გამოიყენა თავისი თავისუფალი არჩევანი და თქვა,

რომ იგი გაეგზავნათ. 6

ღვთის ნება უნდა შესრულებულიყო და მისი დიდება უნდა ყოფილიყო მარადის. 7

იესო, რომელმაც გამოიყენა თავისი არჩევანი მამაზეციერის გეგმის მხარდასაჭერად, მამამ სცნო და დანიშნა იგი ჩვენს მხსნელად, რომელიც წინასწარ არჩეული იყო, გაეღო გამოსყიდვის მსხვერპლი ყოველი ჩვენგანისთვის. ამის მსგავსად, თავისუფალი არჩევანის გამოყენება მცნებების დასაცავად, გვაძლევს უნარს, სრულად გავიაზრებთ, ვინ ვართ ჩვენ და მივიღოთ მამაზეციერის ყველა დალოცვა, მათ შორის სხეულის მიღების საშუალება, წინსვლის, სიხარულის განცდის, ოჯახის შექმნის და მარადიული ცხოვრების დამკვიდრება.

იმისთვის, რომ მცნებები დავიცვათ, უნდა ვიცოდეთ ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა, რათა არ ჩამოვშორდეთ ქრისტეს ხელმძღვანელობას ინდივიდების ცვლილებადი წარმოდგენების გამო.

დალოცვები, რომლებითაც ახლა ვტკბებით, გვიბოძეს იმის გამო, რომ სანამ დედამიწაზე დავიბადებოდით, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი – მივყვეთ მხსნელს. ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ესმენს ან კითხულობს ამ სიტყვებს, ვინც არ უნდა იყოთ და რა წარსულიც არ უნდა გქონდეთ, გახსოვდეთ: არასდროს არ არის გვიანი, გააკეთოთ იგივე არჩევანი და მიჰყვეთ მას.

ჩვენი იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში რწმენის, ცოდვების მონანიებისა და ნათლობის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შემდგომ მივიღოთ სულიწმინდის ღვთიური ძღვენი. ეს ძღვენი უზრუნველყოფს ცოდნას და წვდომას, ხელმღვანელობასა და ძალას ცოდნის, მოწმობისა და ცოდვის გადალახვის ძალის მისაღებად, ასევე ნუგეშს და გამხნევებას – იყოთ ერთგულნი გასაჭირში. ეს შეუდარებელი დალოცვები სულიწმინდისა ზრდის ჩვენს თავისუფლებასა და ძალას ვაკეთოთ ის, რაც სწორია, რადგან „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“. 8

როცა ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენ ამ სულიერი თავისუფლების ბილიკს მივყვებით, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი თავისუფალი არჩევანის ერთგული გამოყენება დამოკიდებულია ჩვენი რელიგიის თავისუფლებაზე. უკვე ვიცით, როგორ არ უნდა სატანას ჩვენთვის ეს თავისუფლება. იგი ეცადა, გაენადგურებინა ეს მორალური არჩევანი ზეცაში და ახლა დედამიწაზე იგი შეუპოვრად ასუსტებს, უპირისპირდება და ავრცელებს დაბნეულობას რელიგიური თავისუფლების შესახებ, კერძოდ კი იმის შესახებ, რა არის ეს და რატომ არის იგი აუცეილებელი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და გადარჩენისთვის.

არსებობს რელიგიური თავისუფლების ოთხი ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით და ვიცავთ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანები.

პირველი არის რწმენის თავისუფლება. არავინ არ უნდა გააკრიტიკონ, დევნონ ან თავს დაესხან ინდივიდუალური პირების ან მთავრობის მიერ მათი რელიგიური შეხედულებების გამო. ეს ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენი მრწამსის ადრეული დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ აცხადებს:

ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება მშვიდად, თუკი არ დაიცავს მსგავს კანონებს, რომლების თანახმადაც ყოველ ინდივიდს ექნება სინდისის თავისუფლება.

საზოგადო მსაჯებმა უნდა შეზღუდონ კრიმინალი, მაგრამ არასდროს არ უნდა მართონ სინდისი და არ უნდა დათრგუნონ სულის თავისუფლება. 9

ეს ფუნდამენტური მრწამსის თავისუფლება აღიარებული იქნა გაერთიანებული ერების მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციაში და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. 10

რელიგიური თავისუფლების მეორე ქვაკუთხედი არის ჩვენი რწმენისა და მრწამსის გაზიარება სხვებისთვის. უფალმა გვიბრძანა: „და ასწავლეთ [სახარება] თქვენს ძეთ ... შინ ყოფნისას“. 11 მან ასევე უთხრა თავის მოწაფეებს: „ მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას“. 12 როგორც მშობლები, სრული დროის მისიონერები, წევრი მისიონერები, ჩვენ ვეყრდნობით რელიგიურ თავისუფლებას იმისთვის, რომ ვასწავლოთ უფლის დოქტრინა ჩვენს ოჯახებში და მთელს მსოფლიოში.

რელიგიური თავისუფლების მესამე ქვაკუთხედი არის რელიგიური ორგანიზაციის ანუ ეკლესიის, ფორმირების თავისუფლება და სხვებთან ერთად რელიგიური მსახურება. რწმენის მეთერთმეტე სიმბოლოში წერია: „ჩვენი სინდისის თანახმად ვაცხადებთ, თაყვანი ეცით ყოვლის შემძლე ღმერთს და ყველას ნებას ვრთავთ ჰქონდეთ იგივე უფლება, თაყვანი სცენ მას როგორც ან სადაც სურთ“. დოკუმენტები ადამიანის საერთაშორისო უფლებების შესახებ და სხვადასხვა ერების კონსტიტუციები მხარს უჭერენ ამ პრინციპს.

რელიგიური თავისუფლების მეოთხე ქვაკუთხედი არის ჩვენი რწმენის თანახმად ცხოვრება ანუ რწმენის თავისუფალი გამოვლენა არა მხოლოდ სახლში და სამლოცველოში, ასევე საჯარო ადგილებში. უფალმა გვიბრძანა ვილოცოთ არა მარტო განმარტოებაში, 13 არამედ „ანათდეს [ჩვენი] ნათელი ადამიანების წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი [ჩვენს] კარგ საქმეს და ადიდებდნენ [ჩვენს] მამას, რომელიც ზეცაშია“. 14

ზოგი შეურაცხყოფად თვლის, როცა ჩვენ საჯაროდ ვაჩენთ ჩვენს რელიგიას, თუმცა იგივე ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ქმედებებისა და შეხედულებების მიმართ საზოგადოება უნდა იყოს მომთმენი, ხშირად ძალიან ძნელად ამჟღავნებენ იგივე ტოლერანტობას იმ მორწმუნეების მიმართ, რომლებსაც ასევე სურთ სხვებისგან ტოლერანტობა. პატივისცემის ძირითადი უკმარისობა რელიგიური შეხედულებების მიმართ სწრაფად გადადის სოციალურ და პოლიტიკურ არატოლერანტობაში რელიგიური ადამიანების და ორგანისაციების მიმართ.

როცა სტანდარტების პრესინგის ქვეშ ვექცევით, გვართმევენ რელიგიურ თავისუფლებას და გვიწევს თავისუფალი არჩევანის დათმობა, გაიხსენეთ, რას გვასწავლის მორმონის წიგნი ჩვენი ვალდებულებების შესახებ. ალმას წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ამლიკიზე, რომელიც იყო ძალიან ეშმაკი და ბოროტი ადამიანი. მას სურდა, მთელი ხალხის მეფე ყოფილიყო და წაერთვა მათი უფლებები და უპირატესობები, რაც ხალხისთვისაც და ეკლესიისთვის შემაშფოთებელი იყო. 15 მათ მეფე მოსიამ ასწავლა, რომ იმისთვის, რაც მართალი იყო, ხმა უნდა აემაღლებინათ. 16 ასე რომ, ისინი შეიკრიბნენ მთელ მიწაზე, ყოველი ადამიანი, თავის მოსაზრების თანახმად, იყო იგი ამლიკის მომხრე თუ მისი წინააღმდეგი და ბჭობდნენ. 17

ასეთ ბჭობაში, ეკლესიის წევრებს და სხვა ადამიანებს ჰქონდათ ერთად შეკრების, ერთობის სულის გამოცდილების მიღებისა და სულიწმინდის გავლენის ქვეშ მოქცევის საშუალება. და იყო ასე, რომ ხალხის ხმა ამლიკის წინააღმდეგი იყო, ასე რომ იგი მეფე არ გახდა. 18

როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, ჩვენ გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ ერთნაირად მოაზროვნე მორწმუნეებთან, ავიმაღლოთ ხმა იმისთვის, რაც მართალია. მიუხედავად იმისა, რომ წევრებს არასოდეს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია ან განზრახვა, ილაპარაკონ ეკლესიის სახელით, ჩვენ ყველას გვიწვევენ, მოქალაქის სტატუსით, სიყვარულითა და დარწმუნებით გავუზიაროთ სხვებს პირადი დამოწმება, ყოველ ადამიანს მისი წვდომის თანახმად. 19

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა:

„მე თამამად ვაცხადებ ზეცის წინაშე, რომ ისევე მზად ვარ, თავი გავწირო პრესფიტერიანის, ბაპტისტის ან ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი კარგი ადამიანისთვის [როგორც მორმონისთვის]; რადგან იგივე პრინციპით, რომლითაც გათელავენ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა უფლებებს, გათელავენ რომაულ კათოლიკურ ან სხვა ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც არ იქნება პოპულარული ან საკმაოდ ძლიერი საკუთარი თავის დასაცავად.

თავისუფლების სიყვარილი შთააგონებს ჩემს სულს – საზოგადოებრივი და რელიგიური თავისუფლება მთელი ადამიანთა რასის მიმართ. 20

დებო და ძმებო, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ დავიცვათ ეს წმინდა თავისუფლება და უფლებები ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლებისთვის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის?

პირველი: შეგვიძლია გავეცნოთ ფაქტებს. გაეცანით ფაქტებს თქვენს საზოგადოებაში, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ რელიგიურ თავისუფლებაზე.

მეორე: გამომდინარე თქვენი პირადი შესაძლებლობებიდან, შეუერთდით ხსვებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ვალდებულებას რელიგიური თავისუფლების მიმართ. ერთობლივად იმუშავეთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად.

მესამე: იცხოვრეთ ისე, რომ იყოთ კარგი მაგალითი იმისა, რაც გწამთ, როგორც სიტყვით, ისე საქმით. ის, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენი რელიგიის მიხედვით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რისი თქმა შეგვიძლია რელიგიაზე.

ჩვენი მხსნელის მეორე მოსვლა ახლოვდება. მოდით არ გადავდოთ ეს დიდი საქმე. გვახსოვდეს კაპიტანი მორონი, რომელმაც აღმართა თავისუფლების ემბლემა, სადაც ეწერა: ღმერთის, რელიგიის, თავისუფლების, მშვიდობის, ცოლ-შვილის მოსაგონებლად. 21 დაე, გვახსოვდეს ადამიანების პასუხი: თავისუფალი არჩევანის გამოვლენით, ისინი სირბილით გამოვიდნენ ერთად და დადესაც მოქმედების აღთქმა. 22

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, კი არ იაროთ, ირბინეთ! სირბილით გაიქეცით თავისუფალი არჩევანის დალოცვების მისაღებად, რაც მოჰყვება სულიწმინდის კარნახით ცხოვრებას და იმ თავისუფლების გამოყენებით, რომელიც გვიბოძა ღერთმა თავისი ნების შესასრულებლად.

მე განსაკუთრებულად ვმოწმობ ამ განსაკუთრებულ აღდგომის დღეს, რომ იესო ქრისტემ გამოიყენა თავისუფალი არჩევანი მამაზეხიერის ნების შესასრულებლად.

ჩვენ ვმღერით მხსნელის შესახებ: „მოევლინა მხსნელად ქვეყანას, ის იყო უცოდველი“. 23 და ამის გამო ჩვენ გვაქვს შეუფასებელი საშუალება – ავირჩიოთ თავისუფლება და მარადიული ცხოვრება მისი გამოსყიდვის ძალის მეშვეობით. 24 დაე, თავისუფლად გავაკეთოთ არჩევანი – მივყვეთ მას დღეს და ყოველთვის. მე ამაზე ვლოცულობ თავად იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.