გენერალური კონფერენცია
ჩემი გონება ჩაეჭიდა ფიქრს იესო ქრისტეს შესახებ.
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩემი გონება ჩაეჭიდა ფიქრს იესო ქრისტეს შესახებ.

როდესაც ყურადღებით ჩაეჭიდებით ფიქრს იესო ქრისტეზე მე გპირდებით, რომ მიიღებთ არა მხოლოდ ზეციურ მითითებას, არამედ ზეციურ ძალას.

აღდგომის ამ მშვენიერ დღეებში ვუერთდები ამ ძლიერი საგალობლის ლოცვას: გაგვიძეხი, გაგვიძეხი, დიადო იეჰოვა“.1

ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი მორმონის წიგნიდან მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე ცნობილი ოჯახიდან, სახელად ალმა, რომელსაც წმინდა წერილები აღწერს, როგორც კერპთაყვანისმცემელ ურწმუნოს.2 ის მჭერმეტყველი კაცი იყო, დამაჯერებლად საუბრობდა და მლიქვნელობით ახერხებდა ხალხის გადაბირებას. საოცარია, რომ ალმასა და მის მეგობრებს ანგელოზი გამოეცხადა. ალმა მიწაზე დაეცა და ისე დასუსტდა, რომ იგი მამამისის სახლში გადაიყვანეს. სამი დღის განმავლობაში ალმა გაშეშილი იყო.3 მოგვიანებით მან განმარტა, რომ სანამ გარშემომყოფები მას უგონოდ თვლიდნენ, მისი გონება ძალიან აქტიური იყო, სული კი - დამწუხრებული, რადგან ფიქრობდა იმაზე, რომ ღვთის მცნებებს არ იცავდა ცხოვრებაში. ის აღწერდა თავის გონებას როგორც „აფორიაქებული ცოდვების ხსოვნით“4 და „ნაწამები მარადიული ტანჯვით“.5

ღრმა სასოწარკვეთილებაში მას გაახსენდა, რომ ახალგაზრდობაში ასწავლიდნენ „ვინმე იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ, ღვთის ძისა, ამა ქვეყნის ცოდვების გამოსასყიდად“.6 შემდეგ მან გააკეთა შეუდარებელი განცხადება: „როდესაც ჩემი გონება ამ ფიქრს ჩაეჭიდა, მე გულში შევღაღადე: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე“.7 როცა ის მხსნელის ღვთიურ ძალას შეჰღაღადებდა, რაღაც სასწაული მოხდა: „როდესაც ეს გავიფიქრე - თქვა მან, „მე აღარ მახსოვდა ტკივილი“.8 უცებ მან სიმშვიდე და სიმსუბუქე იგრძნო. „ვერაფერი ვერ იქნებოდა ისეთი ჩინებული და ტკბილი, როგორიც იყო ჩემი სიხარული“.9 - განაცხადა მან.

ალმა იესო ქრისტეს ჭეშმარიტებას „ჩაეჭიდა“. სიტყვა „ჩაეჭიდა“ ფიზიკური გაგებით რომ გამოგვეყენებინა, შესაძლოა გვეთქვა: „ის მოაჯირს ჩაეჭიდა, რომ არ დაცემულიყო“ ანუ უცებ მაგრად მოკიდა ხელი რამეს, რაც მყარ საძირკველში იყო ჩაბეტონებული.

ალმას შემთხვევაში ეს იყო მისი გონება, რომელიც მაგრად ჩაეჭიდა ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს გამოსყიდვის მსხვერპლის შესახებ და ამით საფრთხეს თავი აარიდა. მოქმედებდა რა ამ ჭეშმარიტებისადმი რწმენით და ღვთის ძალითა და მადლით, იგი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა და იმედით აივსო.

შეიძლება ჩვენი გამოცდილება ალმას მსგავსი დრამატული არ იყოს, მაგრამ მარადისობის თვალსაზრისით ის არანაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენი გონებაც იესო ქრისტესა და მის მოწყალე მსხვერპლზე „ფიქრს ჩაეჭიდა“ და სულმა იგრძნო ის სიხარული და ნათელი, რომელიც ამას მოჰყვება.

იესო ქრისტეზე ფიქრის დაცვა

აღდგომის ამ დღეებში მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფრო შეგნებულად ჩამოვაყალიბოთ, გავაძლიეროთ და სულის სიღრმეში დავიმკვიდროთ ეს გამორჩეული აზრი იესო ქრისტეს შესახებ,10 ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შემოვუშვათ იგი ჩვენს გონებაში, დავრთოთ ნება, წინ გაგვიძღვეს ფიქრებსა და საქმეში და მუდმივად გვგვრიდეს მხსნელის უტკბილეს სიყვარულს.11

ჩვენი გონების ავსება იესო ქრისტეს ძალით სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს ერთი ფიქრი უნდა გვქონდეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი აზრები უკავშირდება მის სიყვარულს, ცხოვრებას, სწავლებას, გამომსყიდველ მსხვერპლსა და დიდებულ აღდგომას. იესო არასოდეს გვრჩება მივიწყებულ კუთხეში, რადგან სულ მასზე ვფიქრობთ და „ყოველივე, რაც ჩვენშია, ეტრფის მას“!12 ჩვენ ვლოცულობთ და გონებაში ვუბრუნდებით შემთხვევებს, რომლებმაც მასთან უფრო ახლოს მიგვიყვანა. ვცდილობთ ვიფიქროთ ღვთაებრივ გამოსახულებებზე, წმინდა წერილებზე და შთამაგონებელ საგალობლებზე, რათა ნაზად შევარბილოთ უთვალავი ყოველდღიური აზრი, რომელიც ასეთი სისწრაფით მიქრის ჩვენს დატვირთულ ცხოვრებაში. ჩვენი უფლის მიმართ სიყვარული არ გვიცავს მწუხარებისგან ამ მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს გავიაროთ გამოწვევები ისეთი ძალით, რომელიც ბევრად აღემატება ჩვენსას.

იესო, მხოლოდ ფიქრი შენზე

უკვე მიტკბობს გულს;

თუმცა კიდევ უფრო ტკბილია შენი მზერა

და შენს გარემოცვაში დასვენება.13

გახსოვდეთ, თქვენ ხართ მამაზეციერის სულიერი შვილი. როგორც პავლე მოციქული გვიხსნის, ჩვენ „ღვთის მოდგმა ვართ”.14 თქვენ ამ ინდივიდუალური იდენტობით ცხოვრობდით დედამიწაზე მოსვლამდე დიდი ხნის წინ. ჩვენმა მამამ შექმნა სრულყოფილი გეგმა, რათა დავბადებულიყავით დედამიწაზე, გვესწავლა და მასთან დავბრუნებულიყავით. მან გამოაგზავნა თავისი საყვარელი ძე, რათა მისი უსაზღვრო გამოსყიდვის ძალის მეშვეობით ჩვენ მიწიერი ცხოვრების შემდეგაც შეგვეძლო ცხოვრების გაგრძელება; და რამდენადაც მზად ვართ ვიწამოთ იგი და მოვინანიოთ ცოდვები,15 იმდენად მოგვეტევება და მივიღებთ მარადიული ცხოვრების იმედს.16

ჩვენი გონებისა და სულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა

ამ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენს გონებასა და სულს განსაკუთრებული ყურადღება სჭირება.17 ჩვენი სული ნებას გვრთავს, ვიცხოვროთ, ავირჩიოთ და განვასხვავოთ კეთილი და ბოროტი.18 ჩვენი სული იღებს დასტურს, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და რომ მისი სწავლება ჩვენი ბედნიერების მეგზურია დედამიწაზე, სიკვდილის შემდეგ კი - მარადიული ცხოვრების თანამგზავრი.

ალმას გონება იესო ქრისტეს შესახებ ფიქრს ჩაეჭიდა. და მისი ცხოვრება შეიცვალა. გენერალური კონფერენცია არის ის დრო, როცა უნდა გავიაზროთ, რა სურს ჩვენგან უფალს და რანი სურს, რომ გავხდეთ. ეს ასევე არის დრო, როცა ჩვენს წინსვლაზე უნდა დავფიქრდეთ. ჩემი დავალებების გამო მთელ მსოფლიოში მიწევდა სიარული. მე ვაკვირდებოდი იმას, როგორ იზრდებოდა ეკლესიის მართალი, თავდადებული წევრების სულიერი ძალა.

ხუთი წლის წინ ჩვენ გვთხოვეს, მეტი ყურადღება დაგვეთმო მხსნელისთვის ყველაფერში, რასაც ვაკეთებდით და ეს უნდა გაგვეკეთებინა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის სწორი სახელის გამოყენებით.19 ჩვენ მის სახელს უფრო გულწრფელად ვამბობთ.

ოთხი წლის წინ ჩვენ შევამცირეთ ზიარების შეკრების ხანგრძლივობა და ამით გავაძლიერეთ ფოკუსირება უფლის ზიარების მიღებაზე. ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ იესო ქრისტეზე და უფრო სერიოზულად აღვიქვამთ დაპირებას, რომ ყოველთვის გვემახსოვრება იგი.20

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული იზოლირებითა და მოდი და გამომყევი-ს დახმარებით მხსნელის სწავლებანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენს ოჯახებში, რადგან ეს გვეხმარება, კვირის განმავლობაში თაყვანი ვცეთ მხსნელს.

როცა ვასრულებთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის რჩევას - „მას უსმინეთ“,21 იხვეწება ჩვენ მიერ სულიწმიდის ჩურჩულისა და ცხოვრებაში უფლის ხელის ამოცნობის უნარი.

ათობით ტაძრის გამოცხადებითა და მშენებლობის დასრულებით ჩვენ უფრო ხშირად შევდივართ უფლის სახლში და ვიღებთ მის დაპირებულ კურთხევებს. ჩვენ უფრო ძლიერად ვგრძნობთ ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის ღვთიურ სილამაზეს.

პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „ავტომატურად ან ადვილად ვერ გახდები ძლიერი [მოწაფე]. [ჩქვენი] ყურადღება მთლიანად მიჯაჭვული უნდა იყოს მხსნელსა და მის სახარებაზე. გონებაში მკაცრად უნდა ვაკონტროლებდეთ იმას, რომ ყოველ ფიქრში”16უფალზე გვქონდეს სწორება.

იესო ქრისტეზე ყურადღების ფოკუსირებით ყველაფერს ჩვენ ირგვლივ მისი სიყვარულით ვუმზერთ. ნაკლებად მნიშვნელოვანი ყურადღების გამფანტველი ფაქტორები მკრთალდება და ჩვენ ვიცილებთ ყოველივეს, რაც არ შეესაბამება მის ნათელსა და ხასიათს. როდესაც უწყვეტად ეჭიდებით ფიქრებს იესო ქრისტეზე, ენდობით მას და იცავთ მის მცნებებს, თქვენ იღებთ არა მხოლოდ მითითებებს, არამედ ზეციური ძალის კურთხევას ანუ ძალას, რომელიც აძლიერებს თქვენს აღთქმებს, სირთულეების დროს სიმშვიდეს გგვრით, კურთხევებს კი სიხარულს მატებს.

გვახსოვდეს იესო ქრისტე

რამდენიმე კვირის წინ მე და კეთი მეთიუ და სარა ჯონსონებს ვეწვიეთ. კედელზე მათი ძვირფასი ოჯახის სურათი, მხსნელის ულამაზესი გამოსახულება და ტაძრის ილუსტრაცია ეკიდა.

მათი ოთხი ქალიშვილი - მედი, რუბი, კლერი და ჯუნი სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რაოდენ უყვარდათ დედა.

ერთ წელზე მეტია, რაც სარა ყოველ შაბათს ოჯახთან ერთად ტაძარში დადიოდა, რათა გოგონებს ოჯახის გარდაცვლილი წევრებისთვის მონათვლა შეძლებოდათ.

გასული წლის ნოემბერში სარამ ოჯახური შეხვედრა ტაძარში დეკემბრის ბოლო კვირის ხუთშაბათს და არა შაბათს დანიშნა. „იმედია, წინააღმდეგი არ ხარ“ - უთხრა მან მეთიუს.

სარას სიმსივნე დაუდგინდა. ექიმების ვარაუდით მას ორი ან სამი წელი ჰქონდა დარჩენილი. იქამდე, ზიარების შეკრებაზე, სარამ ძლიერი დამოწმება გააზიარა. იგი ამბობდა, რომ მიუხედავად ყვალაფრისა მას მთელი გულით უყვარდა მხსნელი და რომ უფალმა „უკვე მოიპოვა გამარჯვება“. დეკემბრის ბოლოსკენ სარას ჯანმრთელობა უცებ გაუარესდა და იგი საავადმყოფოში დააწვინეს. დილით ადრე, ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, მან ჩუმად დაასრულა მიწიერი გეზი. მეთი მთელი ღამე სარას გვერდიდან არ სცილდებოდა.

გულგატეხილი, ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული მეთი შინ მივიდა და გოგონებთან ერთად გლოვობდა. როცა მეთმა ტელეფონს დახედა, მან შენიშნა ის უჩვეულო ხუთშაბათის სატაძრო შეხვედრა, რომელიც სარამ საღამოსკენ ჩაინიშნა. მეთმა თქვა: „როცა ეს პირველად ვიხილე მეგონა, რომ ვერ წავიდოდით“.

მაგრამ მეთის გონება ფიქრს ჩაეჭიდა: „მხსნელი ცოცხალია“. უფლის სახლზე უკეთეს ადგილას ჩვენ, როგორც ოჯახი, ვერ ვიქნებოდით“.

გამოსახულება
ჯონსონების ოჯახი

მეთი, მედი, რუბი, კლერი და ჯუნი ტაძარში მივიდნენ იმ დღეს და იმ დროს, რომელიც სარამ დანიშნა. მეთი ქალიშვილებთან ერთად ნათლობებს ატარებდა, თვალებიდან კი ცრემლები სცვიოდა. მათ ღრმად იგრძნეს სარასთან მარადიული კავშირი და სიყვარული. მეთმა რბილად გაგვიზიარა: „ერთი მხრივ ღრმა მწუხარებასა და გლოვას ვგრძნობ, მეორე მხრივ კი მზად ვარ, სიხარულით ვიყვირო, ვიცი რა მამაზეციერის ხსნის შესანიშნავი გეგმა.

ამ სააღდგომო დღეებში მე ვმოწმობ მხსნელის შეუდარებელი გამომსყიდველი მსხვერპლისა და დიდებული აღდგომის სრული და აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ. როცა თქვენი გონება მტკიცედ და სამუდამოდ ჩაეჭიდება ფიქრს იესო ქრისტეზე და როცა გააგრძელებთ ცხოვრებას ამ ფიქრზე ფოკუსირებით მე გპირდებით, რომ იგრძნობთ მის იმედს, მის სიმშვიდესა და სიყვარულს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “Guide Us, O Thou Great Jehovah,” Hymns, no. 83.

  2. იხ. მოსია 27:8.

  3. იხ. ალმა 36:10.

  4. ალმა 36:17.

  5. ალმა 36:12.

  6. ალმა 36:17.

  7. ალმა 36:18. მეორეჯერ „ჩაჭიდება“ გამოიყენება მორმონის წიგნში მათზე საუბარზე, რომლების „რკინის მოაჯირს ჩაეჭიდნენ“ (1 ნეფი 8“24-30).

  8. ალმა 36:19.

  9. ალმა 36:21.

  10. “The greatest battle of life is fought within the silent chambers of your own soul” (David O. McKay, in Conference Report, Apr. 1967, 84).

  11. [ფიქრები] ყოველის ქმედების სპონსორია. ჩვენი ფიქრები არის კომუტატორი, კონტროლის პანელი, რომელიც მართავს ჩვენს ქმედებებს“ (Boyd K. Packer, That All May be Edified [1982], 33).

    პრეზიდენტი ოუქსი გვასწავლიდა: „ჩვენ შეგვიძლია, დავთრგუნოთ ბოროტი სურვილები და შევცვალოთ ისინი სიმართლის სურვილებით. ეს მოითხოვს განათლებასა და ვარჯიშს. პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი გვასწავლიდა, რომ „ჩვენი სურვილების განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის“ (დალინ ჰ. ოუქსი, (გულით სუფთანი [1988], 149).

  12. “Praise to the Lord, the Almighty,” Hymns, no. 72.

  13. “Jesus, the Very Thought of Thee,” Hymns, no. 141.

  14. საქმეები 17:29.

  15. იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:42-43.

  16. იხ. მოძღვრება და აღთქმები 14:7.

  17. „ღმერთის გარდა არავინ იცის შენი ფიქრები და გულის ზრახვები“. (მოძღვრება და აღთქმები 6:16).

  18. „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“(ლუკა 6:45)

  19. See Russell M. Nelson, “The Correct Name of the Church,” Liahona, Nov. 2018, 87–89.

  20. ყოველ კვირას ჩვენი აღთქმა ზიარების შეკრებაზე გვახსენებს, რომ „ყოველთვის გვემახსოვრება იგი“ (მორონი 4:3; მოძღვრება და აღთქმები 20:77). მორმონის წიგნი გვიბიძგებს, ორჯერ გამოვიყენოთ სიტყვა: „გახსოვდეს, გახსოვდეს“ (მოსია 2:41; ალმა 37:13; ჰელამანი 5:9). სულიერი გახსენება კი მოდის სულიწმინდის ძალით, რომელიც „ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26).

  21. რასელ მ. ნელსონი, “მას უსმინეთ,” Liahona, May 2020, 90.

  22. Russell M. Nelson, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, May 2017, 41. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა, “სიხარული, რომელსაც [უკანასკნელ დღეთა წმინდანები] გრძნობენ, არ უკავშირდება არც ცხოვრების ვითარებას და არც ცხოვრების ფოკუსს („სიხარული და სულიერი გადარჩენა“, ლიახონა, ნოემბერი, 2016, გვ. 82).

ამობეჭდვა