გენერალური კონფერენცია
გახსოვდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


გახსოვდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა მამაზეციერთან და მის საყვარელ ძესთან, ჩვენს ოჯახებთან, მოყვასთან და ის, რომ დავრთოთ სულიწმიდას ნება, წინ გაგვიძღვეს.

ვფიქრობთ რა ამ შაბათ-კვირას მაცხოვრის ტრიუმფალურ შესვლაზე იერუსალიმში, მის გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვამდე ცოტა ხნით ადრე, ვიხსენებ მის იმედისა და ნუგეშის სიტყვებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“.1

მე მიყვარს უფალი. მე მწამს იგი. მე ვმოწმობ, რომ ის არის აღდგომა და სიცოცხლე.

ეს დამოწმება ნუგეშსა და ძალას მგვგრიდა ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე, ბარბარა, გარდაიცვალა. მენატრება იგი.

ხშირად ვფიქრობდი ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე და მარადიულ ქორწინებაზე.

ადრე გაგიზიარეთ, როგორ შევხვდი ბარბარას და როგორ მასწავლა ამ გამოცდილებამ „შემდგომი კონტროლის“ პრინციპის გამოყენება, რომელიც მისიაში ვისწავლე. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ მალევე უნდა გამომეყენებინა „შემდგომი კონტროლის პრინციპი“, რადგან ის ლამაზი, პოპულარული და ძალიან დაკავებული გოგო იყო. თავიდანვე მომხიბლა, რადგან ძალიან მეგობრული და გახსნილი ადამიანი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიკეთით. ვგრძნობდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები. გონებაში ეს ძალიან მარტივად მეჩვენებოდა.

მე და ბარბარა პაემანზე დავდიოდით, ჩვენი ურთიერთობა ღრმავდებოდა, მაგრამ ის დარწმუნებული არ იყო, რომ ცოლად უნდა გამომყოლოდა.

მხოლოდ ჩემი დაჯერებულობა არ იყო საკმარისი; ბარბარა თავად უნდა გარკვეულიყო ამაში. ვიცოდი, რომ თუ ბარბარა მარხვითა და ლოცვით მიუდგებოდა ამ საკითხს, იგი ზეციდან დასტურს მიიღებდა.

ჩვენ შაბათ-კვირა ერთმანეთს არ შევხვედრივართ, რათა ცალ-ცალკე გველოცა და ინდივიდუალური პასუხი მიგვეღო. ჩემთვის საბედნიეროდ, მანაც ჩემსავით დასტური მიიღო. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა.

როცა ბარბარა გარდაიცვალა, ჩვენმა შვილებმა მის საფლავის ქვაზე რამდენიმე გაკვეთილი ამოტვიფრეს. ბარბარას სურდა, რომ მათ ეს გაკვეთილები დაემახსოვრებინათ. ერთ-ერთი გაკვეთილი იყო „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდხანს ძლებს“.

დღეს, მთელი გულით გაგიზიარებთ რამდენიმე გრძნობას და აზრს იმის შესახებ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

პირველი: ჩვენი ურთიერთობა მამაზეციერსა და უფალ იესო ქრისტესთან ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ურთიერთობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს აწ და მარადის.

მეორე: ოჯახური ურთიერთობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.

ჩემი მზრუნველობის დროს სტიქიით დაზარალებულ მრავალ ადამიანსა და ოჯახს ვეწვიე. მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათ შიოდათ და შეშინებულები იყვნენ. მათ სამედიცინო დახმარება, საკვები და თავშესაფარი ესაჭიროებოდათ.

მათ ასევე თავიანთი ოჯახები სჭირდებოდათ.

მესმის, რომ ყველას არ ჰყავს საკუთარი ოჯახი, ამიტომ „ოჯახში“ ვგულისხმობ ნათესავებს, მეგობრებს და მეურვეობის ოჯახებსაც კი. ეს ურთიერთობები აუცილებელია ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

ამ ურთიერთობებს მოაქვს სიყვარული, სიხარული , ბედნიერება და კუთვნილების გრძნობა.

ამ მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენი არჩევანია. როცა ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ ოჯახის წევრი, ეს მოითხოვს ვალდებულების აღებას, სიყვარულს, მოთმინებას, კომუნიკაციასა და მიტევებას.2 შესაძლოა იყოს მომენტები, როცა არ ვეთანხმებით სხვა პიროვნებას, მაგრამ ამან უთანხმოება არ უნდა გამოიწვიოს. შეყვარებულობის პერიოდში და ქორწინებაში არ შეიძლება შეიყვარო და გადაიყვარო ადამიანი, თითქოს ჭადრაკის დაფაზე მყოფი ფიგურები ვიყოთ. ჩვენ ვირჩევთ ერთმანეთის სიყვარულსა და მხარდაჭერას. ჩვენ იმავეს ვაკეთებთ სხვა ოჯახურ ურთიერთობებში და მეგობრებთან, რომლებიც ჩვენთვის ოჯახის წევრებივით არიან.

„ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ აცხადებს, რომ „ღვთიური გეგმა საშუალებას აძლევს ოჯახურ ურთიერთობებს იმისათვის, რომ ისინი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდეს. სატაძრო წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები შესაძლებელს ხდის პიროვნებისთვის ღვთის გარემოცვაში დაბრუნებას, ოჯახისთვის კი - სამარადისოდ ერთად ყოფნას“.3

კიდევ ერთი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის სულიწმინდის კარნახი ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებში და ჩვენს მცდელობაში, გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, მათ შორის ჩვენს პირად და საჯარო მზრუნველობისას. მე ეს გაკვეთილი ადრე მივიღე, როცა ეპისკოპოსად ვმსახურობდი.

ერთხელ ზამთრის თოვლიან ცივ საღამოს ეპისკოპოსის კაბინეტიდან გამოვდიოდი, როცა ძლიერი გრძნობა დამეუფლა - ჩვენი მეურვეობის მოხუცი ქვრივი ქალბატონი მომენახულებინა. საათს დავხედე: საღამოს 10 საათი იყო. მივხვდი, რომ სტუმრობისთვის ძალიან გვიანი იყო. თანაც თოვდა. გადავწყვიტე, რომ ასე გვიან სტუმრობას ჯობდა, დილით პირველ რიგში ეს ძვირფასი და მომენახულებინა. მე სახლში წავედი და დავწექი, თუმცა მთელი ღამე საწოლში ვტრიალებდი, რადგან სულიწმინდა არ მასვენებდა.

დილით პირდაპირ ამ ქალბატონის სახლისკენ გავემგზავრე. კარი მისმა ქალიშვილმა გამიღო. ჩემს დანახვაზე ატირდა და მითხრა: „ეპისკოპოსო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის“. დედა ორი საათის წინ გარდაიცვალა“. მე განადგურებული ვიყავი. არასოდეს დავივიწყებ, რაც ჩემს გულში ხდებოდა მაშინ. ტირილი დავიწყე. ვინ, თუ არა ეს ძვირფასი ქვრივი, იმსახურებდა იმას, რომ ეპისკოპოსს მისი ხელი ხელში აეღო, ენუგეშებინა და ალბათ უკანასკნელად დაელოცა იგი? მე ეს შანსი ვერ გამოვიყენე, რადგან სულიწმინდის ძლიერი კარნახი გონებით დავახშე.4

დებო და ძმებო, ახალგაზრდა ქალებო და მამაკაცებო, დაწყებითი საზოგადოების ბავშვებო, მე ვმოწმობ, რომ სულიწმინდის ნაკარნახევის შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ურთიერთობებში.

და ბოლოს, ამ ბზობის კვირას მე ვმოწმობ, რომ უფალზე მოქცევა, მასზე დამოწმება და მისთვის მსახურება ასევე ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა სიაშია.

რწმენა იესო ქრისტეში არის ჩვენი მოწმობების საფუძველი. დამოწმება არის მარადიული ჭეშმარიტების დასტური, რომელიც სულიწმინდის მეშვეობით ინდივიდუალურად აღიბეჭდება ყოველი ჩვენგანის გულსა და სულზე. იესო ქრისტეს შესახებ დამოწმება, რომელიც დაიბადა და გაძლიერდა სულიწმინდის მეშვეობით, ცვლის ჩვენს ცხოვრებას; ის ცვლის ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების წესს. დამოწმება არის ის, რაც შემოგვაბრუნებს ჩვენი ზეციერი მამისა და მისი ძისკენ.

ალმა გვასწავლიდა:

„აჰა, მე თქვენთვის ვმოწმობ, რომ ვიცი: რაც ვთქვი, არის ჭეშმარიტება. და როგორ გგონიათ, საიდან ვიცი მე მათი ჭეშმარიტების შესახებ?

„აჰა, მე თქვენ გეუბნებით: ეს გავიგე ღმერთის სულიწმინდის ძალით. აჰა, მე ვიმარხულე და ვილოცე მრავალი დღე, რათა თავად გამეგო ეს. და ახლა, მე თვითონ ვიცი, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რადგან უფალმა ღმერთმა გამომიცხადა ეს თავისი სულიწმინდით“.5

არ არის საკმარისი, იქონიო დამოწმება. იესო ქრისტეზე მოქცევასთან ერთად იზრდება ბუნებრივი სურვილი, დავამოწმოთ მასზედ - მის კეთილშბილებაზე, სიყვარულსა და სიკეთეზე.

დამოწმების შეკრებებზე მარხვის კვირას, ფრაზები „მადლიერი ვარ“ და „მე მიყვარს“ იმაზე ხშირად გვესმის, ვიდრე „მე ვიცი“ და „მწამს“.

გიწვევთ, უფრო ხშირად დაამოწმოთ იესო ქრისტეს შესახებ. დაამოწმეთ იმის შესახებ, რაც იცით და გწამთ და რასაც გრძნობთდა არა უბრალოდ რისთვის მადლიერი ხართ. დაამოწმეთ თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ, როგორ შეიცანით და შეიყვარეთ მხსნელი, როგორ ცხოვრობთ მისი სწავლების მიხედვით და მის გამომსყიდველ ძალაზე თქვენს ცხოვრებაში. როცა მოწმობთ იმის შესახებ, რაც იცით, გწამთდა რასაც გრძნობთ, სულიწმინდა დაუდასტურებს ჭეშმარიტებას მათ, ვინც გულწრფფელად უსმენს თქვენს დამოწმებას. ეს ასე იქნება, რადგან მათ იხილეს, რომ თქვენ იესო ქრისტეს მშვიდი მიმდევარი გახდით. ისინი იხილავენ, რას ნიშნავს, იყო მისი მოწაფე. ისინი ასევე იგრძნობენ იმას, რაც აქამდე არ უგრძნიათ. ჭეშმარიტი დამოწმება მოდის შეცვლილი გულიდან და ის შეიძლება, სულიწმინდის ძალით მიიტანო სხვების გულებამდე, ვინც მზად არის ამის მისაღებად.

მათ, ვინც რამეს იგრძნობს თქვენი დამოწმების გამო, შეიძლება ლოცვაში სთხოვონ უფალს, დაუდასტუროს თქვენი დამოწმების ჭეშმარიტება. და შემდეგ მათ თავად ეცოდინებათ.

დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ ვიცი: იესო ქრისტე არის ამასოფლის მხსნელი და გამომსყიდველი. იგი ცოცხალია. იგი არის ღვთის აღმდგარი ძე და ეს არის მისი ეკლესია, რომელსაც ხელმძღვანელობენ მისი წინასწარმეტყველი და მოციქულები. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩემმა დამოწმებამ იმ ქვეყნადაც ძლიერად იკაშკაშოს.

მზრუნველობის დროს ვისწავლე, რა არის ყველაზე მთავარი ჩვენს ურთიერთობაში მამაზეციერთან და მის მოსიყვარულე ძესთან, ოჯახთან და მოყვასთან და რომ უფლის სული უნდა მიგვიძღოდეს წინ ამ ურთიერთობებში, რათა დავამოწმოთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდხანს ძლებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იოანე 11:25.

  2. იხ. სტატიები “ოჯახი,” “ერთობა,” და “სიყვარული” სახარების თმებში სახარების ბიბლიოთეკაში (at ChurchofJesusChrist.org ან მობილურ აპლიკაციაში) რათა წაიკითხოთ წმინდა წერილი და წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელების სიტყვები ამ თემაზე).

  3. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, ChurchofJesusChrist.org.

  4. ეს გაოცდილება აღწერილია სუზან ისტონ ბლექისა და ჯოზეფ ვოქერის Anxiously Engaged: A Biography of M. Russell Ballard (2021), 90–91.

  5. ალმა 5:45-46

ამობეჭდვა