წმინდა წერილი
ხელნაწერის ზუსტი ასლი 1


ხელნაწერის ზუსტი ასლი აბრაამის წიგნიდან

N. 1

ხელნაწერის ზუსტი ასლი 1

განმარტება

ნახ. 1. უფლის ანგელოზი.

ნახ. 2. აბრაამი დაბმულია საკურთხეველზე.

ნახ. 3. ელკენას კერპთაყვანისმცემელი მღვდელი ცდილობს აბრაამის მსხვერპლად შეწირვას.

ნახ. 4. კერპთაყვანისმცემელი მღვდლების საკურთხეველი მსხვერპლშეწირვისთვის დგას ელკენას, ლიბნას, მაჰმაქრაჰის, კორაშის ღმერთებისა და ფარაონის წინ.

ნახ. 5. ეკლენას კერპთაყვანისმცემლობის ღმერთი.

ნახ. 6. ლიბნას კერპთაყვანისმცემლობის ღმერთი.

ნახ. 7. მაჰმაქრაჰის კერპთაყვანისმცემლობის ღმერთი.

ნახ. 8. კორაშის კერპთაყვანისმცემლობის ღმერთი.

ნახ. 9. ფარაონის კერპთაყვანისმცემლობის ღმერთი.

ნახ. 10. აბრაამი ეგვიპტეში.

ნახ. 11. გამოსახულია ზეციური სვეტები, ეგვიპტელთა წარმოდგენის მიხედვით.

ნახ. 12. რაუკიიანგი ნიშნავს სივრცეს ანუ ცის მყარს ჩვენს თავზე; მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ თემასთან დაკავშირებით, ეგვიპტელებისთვის ეს ნიშნავს შაუმაუს ანუ მაღლა ყოფნას ან ზეცას, რაც შეესატყვისება ებრაულ სიტყვას „შაუმაჰიმ“.