წმინდა წერილი
ხელნაწერის ზუსტი ასლი 2


ხელნაწერის ზუსტი ასლი აბრაამის წიგნიდან

N. 2

ხელნაწერის ზუსტი ასლი 2

განმარტება

ნახ. 1. კოლობი წარმოადგენს პირველ შექმნას, ყველაზე ახლო მყოფს ცელესტიალურთან ანუ ღვთის სავანესთან. პირველი მმართველობაში, უკანასკნელი ჟამთასვლის აღრიცხვაში. ჟამთასვლის აღრიცხვა ცელესტიალური დროის შესაბამისად, ცელესტიალური დრო, რომელშიც ერთი დღე ნიშნავს წყრთას. კოლობის ერთი დღე უდრის ამ დედამიწის აღრიცხვით ათას წელს, რასაც ეგვიპტელები უწოდებენ „ჯაჰ-ოჰ-ეჰ“.

ნახ. 2. დგას კოლობის გვერდით, ეგვიპტელები უწოდებენ ოლიბლიშს, რომელიც არის შემდეგი დიდი მმართველი შექმნისა, არის ცელესტიალურთან ახლოს ანუ ადგილთან, სადაც ღმერთი იმყოფება; ასევე ფლობს ძალაუფლების გასაღებს სხვა პლანეტებთან მიმართებაში, როგორც აბრაამს ღმერთისგან გაენდო, როდესაც შესწირა მსხვერპლი საკურთხეველზე, რომელიც მან უფლისთვის ააგო.

ნახ. 3. გამოსახულია საკუთარ ტახტზე მჯდომი ღმერთი, ძალითა და უფლებამოსილებით შემოსილი; თავზე მარადიული სინათლის გვირგვინით; წარმოდგენილია ასევე წმინდა მღვდლობის მთავარი საკვანძო სიტყვები, როგორც ისინი განეცხადა ადამს ედემის ბაღში, ისევე როგორც შეთს, ნოეს, მელქიცედეკს, აბრაამსა და ყველას, ვისაც განეცხადა მღვდლობა.

ნახ. 4. შეესატყვისება ძველ ებრაულ სიტყვა რაუკიიანგ-ს, რაც ნიშნავს სივრცეს ან ცის მყარს; ასევე რიცხობრივ ნიშანს ეგვიპტურად, რომელიც აღნიშნავს ერთ ათასს; შეესაბამება ოლიბლიშის ჟამთასვლის აღრიცხვას, რომელიც არის კოლობის თანასწორი თავისი ბრუნვითა და ჟამთასვლის აღრიცხვით.

ნახ. 5. ეგვიპტურად ეწოდება ენიშ-გო-ონ-დოშ; არის ასევე ერთ-ერთი მმართველი პლანეტა, რომელსაც ეგვიპტელებში მზედ მოიხსენიებენ და იღებს თავის სინათლეს კოლობისგან კაე-ე-ვანრაშის მეშვეობით, რომელიც არის მთავარი გასაღები ანუ სხვა სიტყვებით, მმართველი ძალა, რომელიც მართავს თხუთმეტ სხვა უძრავ პლანეტას ან ვარსკვლავს, ისევე როგორც ფლოისეს ანუ მთვარეს, დედამიწასა და მზეს თავიანთ წლიურ ბრუნვაში. ეს პლანეტა იღებს თავის ძალას კლი-ფლოს-ის-ესის მეშვეობით ანუ ჰაჰ-კო-კაუ-ბიმით, ვარსკვლავები აღნიშნულია ციფრებით 22 და 23, სინათლეს კოლობის ბრუნვისგან იღებენ.

ნახ. 6. გამოსახულია დედამიწა თავისი ოთხი ნაწილით

ნახ. 7. გამოსახულია საკუთარ ტახტზე მჯდომი ღმერთი, რომელიც ზეციდან აცხადებს მღვდლობის მთავარ საკვანძო სიტყვებს; ასევე აბრაამისთვის სულიწმინდის ნიშანს, მტრედის სახით.

ნახ. 8. მოიცავს ნაწერებს, რომლებიც შეუძლებელია, ქვეყანას განეცხადოს; მაგრამ უნდა ინახებოდეს ღვთის წმინდა ტაძარში.

ნახ. 9. არ უნდა გამოცხადდეს ამჟამად.

ნახ. 10. ასევე.

ნახ. 11. ასევე. თუ ქვეყანა შეძლებს ამ ციფრების ახსნა-განმარტებას დაე, ეს იყოს ასე. ამინ.

ციფრები 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 და 21 ნაბოძები იქნება უფლისთვის შესაფერის დროს.

ზემოთ მოყვანილი თარგმანი მოცემულია იმისდა შესაბამისად, რისი გამხელის უფლებაც გვაქვს ამჟამად.