მოკლე განმარტება მორმონის წიგნის შესახებ
მორმონის წიგნი არის ამერიკის უძველესი ხალხების წმინდა ჩანაწერი. ის ამოტვიფრული იყო ლითონის ფირფიტებზე. წყაროები რომლიდანაც შედგენილია ეს ჩანაწერები, მოიცავს შემდეგს:
-
ნეფის ფირფიტები, რომლებიც იყო ორი სახის: პატარა და დიდი ფირფიტები. პირველი უმთავრესად ეძღვნება სულიერ საკითხებს, წინასწარმეტყველთა მსახურებასა და სწავლებას, ხოლო მეორეში მეტწილად აღწერილია მოცემული ხალხის სეკულარული ისტორია (1 ნეფი 9:2–4). მიუხედავად ამისა, მოსიას დროიდან მოყოლებული, დიდი ფირფიტებიც ასევე მოიცავს მნიშვნელოვან სულიერ საკითხებს.
-
მორმონის ფირფიტები, რომლებიც შედგება მორმონის მიერ შემოკლებული ნეფის დიდი ფირფიტებისგან, თანდართული მრავალი კომენტარით. ეს ფირფიტები ასევე მოიცავს მორმონის მიერ აღწერილი ისტორიის გაგრძელებას და მისი შვილის, მორონის მიერ შეყვანილ დამატებებს.
-
ეფერის ფირფიტები, რომლებიც აღწერს იარედიელთა ისტორიას. ეს ჩანაწერები შეამოკლა მორონმა, რომელმაც დაუმატა თავისი კომენტარები და წიგნში ერთ ისტორიად გააერთიანა ეს ჩანაწერები სათაურით „ეფერის წიგნი“.
-
სპილენძის ფირფიტები, რომელიც ლეხის ხალხმა მოიტანა იერუსალიმიდან 600 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ისინი მოიცავდა„მოსეს ხუთ წიგნს, … ასევე იუდეველთა ჩანაწერებს, დასაბამიდან, იუდას მეფის, ციდკიაჰუს, გამეფებამდე; და ასევე წმინდა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებს“ (1 ნეფი 5:11–13). მორმონის წიგნში არის მოყვანილი ესაიას და სხვა ბიბლიური და არაბიბლიური წინასწარმეტყველების ციტატები ამ ფირფიტებიდან.
მორმონის წიგნი შედგება თხუთმეტი მთავარი ნაწილისგან ანუ დანაყოფისგან, რომლებიც ცნობილია წიგნებად, ერთი გამონაკლისის გარდა; და როგორც წესი, წიგნი დასათაურებულია თავისი მთავარი ავტორის სახელით. პირველი ნაწილი (პირველი ექვსი წიგნი მთავრდება ომნის წიგნით) არის ნეფის პატარა ფირფიტებიდან ნათარგმნი. ომნისა და მოსიას წიგნებს შორის არის დანართი, რომელსაც ეწოდება მორმონის სიტყვები. ეს დანართი აერთიანებს პატარა ფირფიტებზე ამოტვიფრულ ჩანაწერებს, მორმონის მიერ შემოკლებული დიდი ფირფიტების ჩანაწერებთან.
ყველაზე დიდი ნაწილი, მოსიადან მორმონის მეშვიდე თავის ჩათვლით, წარმოადგენს მორმონის მიერ ნეფის დიდი ფირფიტების შემოკლებულ ნათარგმნს. დასკვნითი ნაწილი, მორმონის მე-8 თავიდან ტომის ბოლომდე, ამოტვიფრული იყო მორმონის შვილის, მორონის მიერ, რომელმაც დაამთავრა მამამისის ცხოვრების ისტორიის წერა და შეადგინა იარედიელთა ისტორიის შემოკლებული ტექსტი (ეფერის წიგნი) და მოგვიანებით დაუმატა ნაწილები, რომლებიც ცნობილია, როგორც მორონის წიგნი.
ჩვენი წელთაღრიცხვით 421 წელს, ან დაახლოებით ამ დროს, ნეფიელთა ბოლო წინასწარმეტყველმა-ისტორიკოსმა, მორონიმ, ჩაბეჭდა ეს წმინდა ჩანაწერები და უფლისთვის დამალა, რათა ისინი გამოჩენილიყო ბოლო დღეებში, იმდაგვარად, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ღვთის ხმით, მისი უძველესი წინასწარმეტყველების მიერ. ჩვენი წელთაღრიცხვით 1823 წელს, იგივე მორონი, უკვე აღმსდგარი პიროვნება, ეწვია წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს და მოგვიანებით გადასცა გრავირებული ფირფიტები.
შენიშვნა ამ გამოცემასთან დაკავშირებით: წიგნის დედანში თავფურცელი უშუალოდ წინ უძღვის შინაარსს. ის აღებულია ფირფიტებიდან და არის წმინდა ტექსტის ნაწილი. შესავალი, რომელიც დაბეჭდილია არა დახრილი შრიფტით, როგორიც არის 1 ნეფი და შემდეგ მოსია თავი 9, ასევე არის წმინდა ტექსტის ნაწილი. დახრილი შრიფტით დაბეჭდილი შესავალი, არ არის ორიგინალ ტექსტში, მაგრამ არის მეცადინეობისა და კითხვის დასახმარებლად.
ზოგიერთი უმნიშვნელო შეცდომა ტექსტში არის უკვდავყოფილი მორმონის წიგნის ინგლისურენოვან ძველ გამოცემებში. ამ გამოცემაში შეყვანილია სათანადო შესწორებები, რათა შეესატყვისებოდეს მოცემული მასალის პირვანდელ ხელნაწერებსა და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ გაკეთებულ რედაქტირებებს.