წმინდა წერილი
შესავალი


შესავალი

მორმონის წიგნი არის ტომი წმინდა წერილის, რომელიც არის ბიბლიის შესადარი. ეს არის ჩანაწერი ღვთის ქმედებების შესახებ, ამერიკის კონტინენტზე უძველეს მცხოვრებთა მიმართ და მოიცავს მარადიული სახარების სისრულეს.

წიგნი დაწერილ იქნა მრავალი უძველესი წინასწარმეტყველის მიერ, წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულით. ოქროს ფირფიტებზე დაწერილი, მათი სიტყვები, ციტირებული და მოკლედ აღწერილ იქნა წინასწარმეტყველ-ისტორიკოსის მორმონის მიერ. ამ ჩანაწერში აღწერილია ორი დიდი ცივილიზაციის ამბავი. ერთი წამოვიდა იერუსალიმიდან, 600 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომელიც შემდგომ გაიყო ორ ერად, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ნეფიელები და ლამანიელები. მეორე ცივილიზაცია მოვიდა გაცილებით ადრე, როდესაც უფალმა არია ენები ბაბილონის გოდოლთან. ეს ჯგუფი ცნობილია, როგორც იარედიელები. რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ყველა მათგანი განადგურდა, ლამანიელების გარდა და ისინი არიან ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი წინაპარნი.

დამაგვირგვინებელი მოვლენა, რომელიც აღწერილია მორმონის წიგნში, არის პირადად უფალი იესო ქრისტეს მიერ ნეფიელებთან მსახურება მისი აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ. მასში ახსნილია სახარების მოძღვრება, ზოგადად განმარტებულია ხსნის გეგმა და ეუბნება ადამიანს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს ცხოვრებაში მშვიდობას, მომავალ ცხოვრებაში კი მარადიულ ხსნას.

როდესაც მორმონმა დაასრულა ჩანაწერები, მან გადასცა თავისი ნაწარმოები თავის შვილს, მორონის, რომელმაც დაუმატა რამდენიმე სიტყვა და ფირფიტები დამალა ქუმორას გორაკზე. 1823 წლის 21 სექტემბერს, იგივე მორონი, უკვე განდიდებული და აღმსდგარი, გამოეცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, დაარიგა ის ამ ძველთაძველი ჩანაწერების შესახებ და მათი ინგლისურ ენაზე თარგმნის დანიშნულებაზე.

შესაფერის დროს ეს ფირფიტები გადაეცა ჯოზეფ სმითს, რომელმაც ისინი გადათარგმნა ღვთის ძღვენითა და ძალით. ეს ჩანაწერი ამჟამად გამოქვეყნებულია მრავალ ენაზე, როგორც ახალი და დამატებითი დამოწმება იმისა, რომ იესო ქრისტე არის ცოცხალი ღმერთის ძე და ყოველი, ვინც მასთან მოვა და დაემორჩილება მისი სახარების კანონებსა და წეს-ჩვეულებებს – გადარჩება.

ამ ჩანაწერის შესახებ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ამბობდა: „მე ვუთხარი ძმებს, რომ მორმონის წიგნი იყო ყველაზე სწორი წიგნი დედამიწაზე, ჩვენი სარწმუნოების სომის ქვა და მისი სწავლებების დამორჩილებით ადამიანი უფრო დაუახლოვდება ღმერთს, ვიდრე სხვა რომელიმე წიგნის სწავლებების მიხედვით“.

ჯოზეფ სმითის გარდა, უფალმა კიდევ თერთმეტ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, თავად ეხილათ ოქროს ფირფიტები, ასევე, რომ ყოფილიყვნენ მორმონის წიგნის ჭეშმარიტებისა და ღვთაებრიობის განსაკუთრებული მოწმენი. აქ მოყვანილია მათი წერილობითი დამოწმებები სათაურებით „სამი მოწმის დამოწმება“ და „რვა მოწმის დამოწმება“.

ჩვენ ყველგან მოვუხმობთ ადამიანებს, წაიკითხონ მორმონის წიგნი, გულში იმსჯელონ მასში მოცემული მოწოდების შესახებ და შემდეგ ჰკითხონ ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, თუ არის ეს წიგნი ჭეშმარიტი. ისინი, რომლებიც მიჰყვებიან ამას და რწმენით შეეკითხებიან, სულიწმინდის ძალით მიიღებენ დამოწმებას მის ჭეშმარიტებაზე და ღვთაებრიობაზე. (იხილეთ მორონი 10:3–5.)

ისინი, ვინც სულიწმინდის მეშვეობით მიიღებენ ამ ღვთიურ დამოწმებას, ასევე გაიგებენ იგივე ძალით, რომ იესო ქრისტე არის ამა ქვეყნის მხსნელი, რომ ამ უკანასკნელ დღეებში ჯოზეფ სმითია მისი განმცხადებელი და წინასწარმეტყველი; და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის დედამიწაზე კიდევ ერთხელ დაარსებული უფლის სასუფეველი, მესიის მეორედ მოსვლის მოსამზადებლად.