ცალ-ცალკე, მაგრამ ერთიანად
ეკლესიაში, ყველა ჩვენი განსხვავებათა მიუხედავად, უფალი ელის ჩვენგან ერთობას!
1994 წ. ივნისს მე აღელვებული ვბრუნდებოდი მანქანით სახლში, რათა ტელევიზორში ჩვენი ეროვნული საფეხბურთო გუნდის თამაში მეყურებინა მსოფლიო თასზე. სულ მალე მას შემდეგ, რაც გზას შევუდექი, შორიდან ტროტუარზე შევნიშნე ადამიანი, რომელიც სწრაფად მოაგორებდა ჩვენი ბრაზილური დროშით მორთულ ეტლს. მაშინვე მივხვდი, რომ ისიც სახლში მიდიოდა თამაშის საყურებლად.
როცა ჩვენი გზები გადაიკვეთა, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ; წამიერად მე ძლიერად ვიგრძენი ამ ადამიანთან ერთობა! ჩვენ სხვადასვა მიმართულებით მივდიოდით, ერთმანეთს არ ვიცნობდით, აშკარად სხვადსხვა ფიზიკური და სოციალური ვითარება გვქონდა, მაგრამ ერთი და იგივეგატაცებამ და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა იმ მომენტში გაგვაერთიანა! მას შემდეგ აღარ მინახავს ის ადამიანი, მაგრამ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, მე ისევ ვხედავ იმ თვალებს და ვგრძნობ იმ ძლიერ კავშირს მაგ ადამიანთან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ის თამაში და მსოფლიო თასი მოვიგეთ იმ წელს!
ეკლესიაში, ყველა ჩვენი განსხვავებათა მიუხედავად, უფალი ელის ჩვენგან ერთობას! მან თქვა მოძღვრება და აღთქმებში: „იყავით ერთიანნი; და თუ ერთიანნი არ ხართ, თქვენ ჩემი არ ხართ“.
როცა ჩვენ ჯგუფად ტაძარში ან სამლოცველოში ღვთის თაყვანისცემისთვის შევდივართ, ჩვენ უკან უნდა მოვიტოვოთ ყოველი ჩვენი განსხვავება, რასის, სოციალური სტატუსის, პოლიტიკური სიმპატიების, აკადემიური და პროფესიონალური მიღწევების ჩათვლით და ამის ნაცვლად მთელი ყურადღება გადავიტანოთ ჩვენს საერთო სულიერ მიზნებზე. ჩვენ ერთად ვმღერით ჰიმნებს, ზიარების დროს ვფიქრობთ ერთსა და იმავე აღთქმებზე, ერთდროულად ხმამაღლა ვამბობთ „ამინ“ გამოსვლის, გაკვეთილისა და ლოცვის ბოლოს რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთობლივად ვეთანხმებით იმას, რაც გაგვიზიარეს.
ეს ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვატარებთ, ქმნიან მრევლთან ერთიანობის დიდ გრძნობას.
თუმცა, ჭეშმარიტად განმარტავს, ამკვრივებს ან ანადგურებს ჩვენს ერთობას ის, როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ჩვენი ეკლესიის წევრებისგან დაშორებულები ვართ. როგორც ვიცით, გარდაუვალი და ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიწყებთ ერთმანეთზე საუბარს.
დამოკიდებული იმაზე, რას ვიტყვით ერთმანეთზე, ჩვენი სიტყვები ან „ერთობაში ჩააქსოვს ჩვენს გულებს“როგორც ამას ალმა ასწავლიდა მათ, ვინც მონათლა მორმონის წყლებში ან კიდევ ამოჭამს სიყვარულს, ნდობასა და კეთილმოსურნეობას, რაც უნდა არსებობდეს ჩვენ შორის.
არსებობს კომენტარები, რომლებიც ცბიერად ანადგურებს ერთობას, მაგალითად: „კი, იგი კარგი ეპისკოპოსია, მაგრამ უნდა გენახათ იგი ახალგაზრდობაში“!
უფრო კონსტრუქციული ვერსია იქნებოდა: „ეპისკოპოსი ისეთი კარგია და იგი ისე გაიზარდა სიბრძნეში და დაღვინდა ამ წლების განმავლობაში“.
ხშირად ჩვენ მუდმივ იარლიყებს ვაწებებთ ადამიანებს, როცა ვამბობთ ასეთ რამეს; „ჩვენი მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი უიმედოა; იგი ისეთი ჯიუტია“! ამის საპირისპირო იქნებოდა: „მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ბოლო ხანებში ნაკლებად მოქნილია; იქნებ რაიმე გასაჭირშია. მოდით დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მას“!
დებო და ძმებო, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმე აღვწეროთ, განსაკუთრებით პიროვნება ეკლესიის წრიდან, როგორც დამთავრებული, ცუდი პროდუქცია! პირიქით, ჩვენი სიტყვები ახლობლებზე უნდა ირეკლავდნენ ჩვენს რწმენას იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში და რომ მისი მეშვეობით ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია შევიცვალოთ უკეთესობისკენ!
ზოგი იწყებს ეკლესიის ხელმძღვანელებისა და წევრების კრიტიკას და მათგან გამოყოფას სულ მცირე რამის გამო.
ასე იყო სიმონდს რაიდერის შემთხვევაში, რომელიც 1831 წ. გახდა ეკლესიის წევრი. მას შემდეგ, რაც მან მისთვის განკუთვნილ გამოცხადებაში თავისი გვარი შეცდომით დაწერილი დაინახა რიდერი ( „აი“ ასო ბგერით უაი ბგერიც ნაცვლად) იგი დაეჭვდა წინასწარმეტყველში და საბოლოო ჯამში დამთავრდა ეკლესიიდან წამოსვლითა და ჯოზეფის დევნით.
ჩვენ ყველას მოგვიწევს ჩვენი ეკლეზიასტური ხელმძღვანელებისგან შენიშვნების მიღება და ეს იქნება გამოცდა იმაზე, რამდენად ერთიანნი ვართ მათთან.
11 წლის ვიყავი მაგრამ მახსოვს 44 წლის წინ სამლოცველოში, რომელშიც ჩემი ოჯახი დადიოდა, რემონტი უნდა დაეწყოთ. დაწყებამდე ჩატარდა შეკრება, სადაც ადგილობრივი და ოლქის ხელმძღვანელები განიხილავდნენ წევრთა ჩართულობას ამ პროექტში. მამაჩემი, რომელიც ამის წინ წლების განმავლობაში იყო იმ ერთეულის თავმჯდომარე, ღრმად იყო დარწმუნბული, რომ ეს სამუშაო კონტრაქტორს უნდა შეესრულებიმა და არა მოყვარულებს.
მისი აზრი არი მხოლოდ უგულებელყვეს, არამედ როგორც გავიგეთ, იგი მკაცრად და საჯაროდ გააკრიტიკეს ამისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელიც ეკლესიის ძალიან ერთგული იყო, ამის გარდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევროპაში, რომელიც მიჩვეული იყო ბრძოლას და იმის დაცვას, რაც სწამდა! ალბათ საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა მას ამ შემთხვევის შემგეგ? გაჯიუტდებოდა და გააგრძელებდა მიღებული გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
ჩვენ გვინახავს ოჯახები ჩვენს მეურვეობაში, რომლებიც დასუსტდნენ სახარებაში და აღარ დადიოდნენ ეკლესიაში, რადგან არ შეეძლოთ ხელმძღვანელების გვერდში ყოფნა. მე ასევე ვიყავი მოწმენი იმისა, როგორ დაკარგა ერთგულება ჩვენი დაწყებითი საზოგადოების მრავალმა მეგობარმა ახალგაზრდობის ასაკში, რადგან მათი მშობლები ყოველთვის ვიღაცას ვერ ეწყობოდნენ ეკლესიაში.
მამაჩემმა გადაწყვიტა დარჩენილიყო წმინდანებთან და მოგვიანებით, როცა მეურვეობის წევრები იკრიბებოდნენ რემონტის ჩასატარებლად, მან „მოიწვია“ ჩვენი ოჯახი, რათა სამლოცველოში ჩვენი დახმარება შემოგვეთავაზებინა.
გაბრაზებულს, მინდოდა მეკითხა მისთვის: „მამა, რატომ უნდა დავეხმაროთ რემონტში, თუკი შენ წინააღმდეგი იყავი იმისა, რომ წევრებს გაეკეთებინათ ეს“? მაგრამ მისმა სახის გამომეტყველებამ გადამაფიქრებინა ეს. მინდოდა, ცოცხალს მენახა დამთავრებული რემონტი. ამიტომაც გადავწყვიტე, გავჩუმებულიყავი და დავხმარებოდი შენობაში!
მამამ ვერ იცოცხლა იმ დღემდე, რომ განახლებული სამლოცველო ენახა. იგი გარდაიცვალა. მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები, დედის თამადობით, აგრძელებდნენ დახმარებას რემონტის დასრულების დღემდე და ეს ჩვენ გვაერთიანებდა მასთან, ეკლესიის წევრებთან, ხელმძღვანელებთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფალთან!
გეთსიმანიის ბაღში მისვლამდე აუტანელ ტანჯვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, როცა იესო ლოცულობდა მამისადმი მისი მოციქულებისა და წმინდანებისთვის, მან თქვა: „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი -- შენში.“
დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ როცა გადავწყეტთ, ვიყოთ ერთიანნი ეკლესიის წევრებთან და ხელმძღვანელებთან, ერთად ყოფნისას და განსაკუთრებით როცა ერთად არ ვართ - ჩვენ ასევე უფრო სრულყოფილად ვიგრძნობთ მამაზეციერთან და მხსნელთან ერთობას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ