ვენდობით მას? სირთულეები კარგია!
ნებისმიერ შემთხვევაში, სირთულეები შეიძლება იყოს კარგი მათთვის, ვინც ცხოვრობს რწმენით უფალში და მისი გეგმის ნდობით.
სანამ დავიწყებდი, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ყველა იმ ადამიანებისა, რომლებიც გახდნენ დამანგრეველი ქარიშხლებისა და მიწისძვრების მსხვერპლნი, მინდა გულითდი მადლობა გადავუხადო ყველა დახმარების ხელებს და მათ კოორდინატორებს, რომლებმაც გაგვიწიეს დახმარება და მოგვცეს რწმენა
2006 წ. ოქტომბერში მე პირველად გამოვედი სიტყვით გენერალურ კონფერენციაზე. გამოსვლაში ჩავრთე ის, რაც ჩემი აზრით მნიშვენლოვანი იყო საერთაშორისო ეკლესიისთვის, კერძოდ კი მტკიცებულება: „უფალი გვენდობა“!
იგი მართლაც გვენდობა ჩვენ მრავალი სხვადასხვა გზით. მან მოგვცა იესო ქრისტეს სახარება ამ წყობაში, თავის სისრულეში. იგი გვიბოძებს თავისი მღვდლობის უფლებამოსილებას გასაღებებთან ერთად, რათა სათადარიგოდ გამოვიყენოთ იგი. ამ ძალით ჩვენ შეგვიძლია მივცეთ კურთხევა, ვემსახუროთ, მივიღოთ წეს-ჩვეულებები და დავდოთ აღთქმები. იგი გვანდობს თავის აღდგენილ ეკლესიას, წმინდა ტაძრის ჩათვლით. იგი ენდობა თავის მსახურებს ჩაბეჭდვის ძალით - შეკრან დედამიწაზე, რათა შეკრული იქნას ზეცაში. იგი გვანდობს მიწიერი მშობლების, მასწავლებლებისა და თავისი შვილების მომვლელის როლს.
მას შემდეგ, რაც ამდენი წელი მთავარი ხელმღვანელობის შემადგენელი ნაწილი ვიყავი და მსოფლიოს მრავალ კუთხეში ვმსახურობდი, მე შემიძლია უფრო მეტი დარწმუნებით ვქვა - იგი გვენდობა.
ახლა, ამ კონფერენციაზე გეკითხებით: „ჩვენ ვენდობით“?
ვენდობით მას?
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ხშირად გვახსენებს, „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.
ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში“ (იგავები 3:5–7).
გვჯერა, რომ უფლის მცნებები ჩვენს სასიკეთოდაა? რომ მისი ხელმძღვანელები, თუნდაც არასრულყოფილნი, კარგად გვხელმძღვანელობენ? გვჯერა, რომ მამაზეციერი და იესო ქრისტე გვიცნობენ და სურთ ჩვენი დახმარება? გასაჭირში, განცდებში, გამოწვევის დროს და მძიმე პერიოდში, ვენდობით უფალს?
ახლა, უკან რომ ვიყურები, ვიცი, რომ ყველაზე მძიმე დროს საუკეთესო გაკვეთილებს ვსწავლობდი - იყო ეს ახალგაზრდობაში, მისიაში, ახალი კარიერა, მოწოდების განდიდება, დიდი ოჯახის შენახვა თუ დამოუკიდებლობის მცდელობა. თითქოს ცხადია, რომ სირთულეები კარგია!
სირთულეები კარგია
სირთულეების წყალობით ვძლიერდებით, თავს ვიმდაბლებთ, ვიღებთ საშუალებას, გამოვცადოთ საკუთარი თავი. ჩვენი საყვარელი პიონერები ხელის ურმებით მივიდნენ ღმერთთან უკიდურესი გაჭირვების ჟამს. რატომ დასჭირდა ორი თავი იმის აღწერას, როგორ მიიღეს ნეფიმა და მისმა ძმებმა სპილენძის ფირფიტები და ხოლო სამი მუხლი იმას, რომ ისმაელის ოჯახი შემოუერთდა მათ უდაბნოში წასასვლელად? (იხ. 1 ნეფი 3–4; 7:3–5). ალბათ უფალს სურდა ნეფის გაძლიერება სპილენძის ფირფიტების მოპოვების პროცესში.
სირთულე ჩვენს ცხოვრებაში არ უნდა იყოს მოულოდნელობა. ერთ-ერთი ყველაზე პირველი აღთქმა, რომელსაც ვდებთ უფალთან, არის მსხვერპლის კანონი. მსხვერპლი, განმარტებით, მოიცავს სასურველის შეწირვას. გამოცდილებიდან ვიგებთ, რომ ეს არის მცირე საფასური მომავალში დალოცვვების მისაღებად. ჯოზეფ სმითმა თქვა: „რელიგიას, რომელიც არ მოითხოვს ყოველივეს შეწირვას, არასდროს არ ექნება ძალა, საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველყოს სიცოცხლისთვისა და გადარჩენისთვის საჭირო ძალა“ .
ღვთაებრიობისთვის სირთულეები უცხო ხილი როდია. მამა ღმერთმა შეწირა თავისი მხოლოდ შობილი საყვარელი ძე გამოსყიდვის საშინელი ტანჯვისთვისა და ბოლოს ჯვარზე გაკვრით სიკვდილისთვის. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ იესო ქრისტემ „ტანჯვის გზით ისწავლა მორჩლება“(ებრაელთა 5:8). მან საკუთარი ნებით მიიღო გამოსყიდვის აგონია . სულიწმინდას დიდი მოთმინება შესწევს, რათა გვკარნახობდეს, გვაფრთცილებდეს და წინ მიგვიძღვოდეს და შემდეგ იქნას იგნორირებული, არასწორად აღთქმული ან დავიწყებული.
გეგმის ნაწილი
სირთულეები სახარების გეგმის ნაწილია. ამ ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია საკუთარი ძალების გამოცდა(იხ.აბრაამი3:25).ალმას ხალხზე მეტად უსამართლოდ არ მგონია ბევრს ეტანჯა. ისინი ბოროტ მეფე ნოეს გაექცნენ და ლამანიელთა ტყვენი გახდნენ! ამ განსაცდელების ჟამს უფალი ასწავლიდა მათ, რომ იგი სჯის თავის ხალხს და სცდის მათ რწმენასა და მოთმინებას (იხ.მოსია 23:21).
ლიბერთის ციხეში საშინელი დღეების დროს უფალი ასწავლიდა ჯოზეფ სმითს „ღირსეულად გაძლებას“ (მოძღვრება და აღთქმები 121:8) და დაპირდა, რომ თუ გაძლებდა, „ყოველივე ეს მისცემდა მას გამოცდილებას და მის სასიკეთოდ იქნებოდა“ (მოძღვრება და აღთქმები 122:7).
პრეზიდენტი მონსონი გვევედრება: „დაე, ყოველთვის მივცეთ უპირატესობა უფრო რთულს და მართალს და არა უფრო ადვილს და მცდარს“. . ტაძრებთან მიმართებაში მან განაცხადა, რომ „სატაძრო დალოცვების მისაღებად არ არსებობს მეტისმეტად დიდი მსხვერპლი ან მაღალი ფასი ან მძიმე ბრძოლა“.
ბუნებაში სირთულე სიცოცხლის ციკლის ნაწილია. წიწილას უჭირს გამოსაჩეკად მაგარი ნაჭუჭის გატეხვა. მაგრამ როცა ვინმე ეხმარება მას, წიწილა არ ანვითარებს სიცოცხლისთვის საჭირო ძალას. იგივე ითქმის პეპელაზე, როცა იგი პარკიდან გამოსვლას ცდილობს.
ამ მაგალითებზე ვხედავთ, რომ სირთულეებიმუდმივია! ჩვენ ყველას გვაქვს გამოწვევები. სირთლეებზე ჩვენი რეაქცია - ცვლილებაა.
მორმონის წიგნში აღწერილია დრო, როცა ხალხი „დიდი დევნისა“ და „დიდი ტანჯვის ქვეშ“ იმყოფებოდა(ჰელამანი 3:34. რა რეაქცია ჰქონდათ მათ? „ისინი ხშირად ლოცულობდნენ და მარხულობდნენ და უფრო და უფრო იმდაბლებდნენ თავს და უფრო და უფრო მტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში, სანამ სული სიხარულითა და ნუგეშით არ აევსოთ“. (ჰელამანი 3:35). მეორე მაგალითი ომის შემდეგ იყო. „მათ განსაკუთრებულად ხანგრძლივი ომის გამო ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის მრავალი გაუხეშდა …; მრავალი კი მოლბა ტანჯვის გამო, იქამდე, რომ დაიმდაბლეს თავი ღვთის წინაშე“ (ალმა 62:41).
ჩვენ ყველანი ვირჩევთ რეაქციას სირთულეებზე.
ფრთხილად იყავით იმასთან, რაც ადვილია
ამ მოწოდებამდე მე ვმსახურობდი ფინანსურ კონსულტანდად ტეხასში, ჰიუსტონში. ჩემი საქმე მეტწილად ეხებოდა მულტიმილიონერებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. თითქმის ყველამ წარმატებული ბიზნესი შექმნა არაფრიდან, მძიმე შრომის შედეგად. ყველაზე სამწუხარო ჩემთვის იყო იმის მოსმენა, რომ ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ შვილებს უადვილებდნენ ცხოვრებას. მათ არ უნდოდათ შვილებს ეტანჯათ ისე, როგორც თვითონ იტანჯებოდნენ ანუ ისინი შვილებს ხელიდან აცლიდნენ იმას, რითიც წარმატებისთვის უნდა მიეღწიათ.
ამის საპირისპირო ოჯახიც ვიცი. მშობლები ჯეიმს ს. პენის გამოცდილებამ შთააგონა, რომლის მამამ უთხრა მას რვა წლის ასაკში, ფინანსურად დამოუკიდებლად ეცხოვრა. ყველა შვილმა თავისი გზა მონახა: ყველამ სკოლა დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად (კოლეჯი, უმაღლესი და ა.შ) და მატერიალური ხარჯებისთვის თავად უნდა ეზრუნათ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 83:4). საბედნიეროდ, ბავშვები ბრძნულად მოეკიდნენ ამას. ყველამ კოლეჯი დაამთავრა და რამდენიმემ უმაღლესი - სულ დამოუკიდებლად. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მათ ეს შეძლეს. მათ ეს შეძლეს შრომითა და რწმენით.
რწმენა იმისთვის, რომ ვენდოთ მას
კითხვა „ვენდობით მას“? უკეთესია დაისვას როგორც „გვაქვს იმის რწმენა, რომ ვენდოთ მას“?
გვაქვს რწმენა, ვენდოთ მის დაპირებებს მეათედის შესახებ, რომ ჩვენი შემოსავლის 90% და უფლის დახმარებით ჩვენ უკეთ ვართ, ვიდრე მაშინ, როცა 100% გვრჩება და ვართ მარტონი?
გვაქვს საკმარისირწმენა, რომ იგი გვეწვევა გასაჭირში(იხ.მოსია24:14), რომ იგი გაუმართავს დავას ჩვენს მოდავეს (იხ. ესაია 49:25; 2 ნეფი 6:17) და რომ ჩვენს ტანჯვას ჩვენს სასიკეთოდ აქცევს?(იხ.2 ნეფი2:2)?
გამოვამჟღავნებთ რწმენას იმისთვის, რომ დავიცვათ მისი მცნებები, რათა დაგვლოცოს მიწიერად და სულიერად? და ვიქნებით ბოლომდე ერთგულნი, რათა მიგვიღოს თავის გარემოცვაში? (იხ.მოსია 2:41).
დებო და ძმებო, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იმის რწმენა, რომ ვენდოთ მას! მას სურს საუკეთესო ჩვენთვის(იხ.მოსე 1:39). იგი გვიპასუხებს ლოცვებზე(იხ. მოძღვრება და აღთქმები 112:10).. იგი შეასრულებს თავის დაპირებებს(იხ.მოძღვრება და აღთქმები 1:38). მას აქვს ძალა, შეასრულოს დაპირებები(იხ. ალმა 37:16). მან ყველაფერი იცის! და ყველაზე მთავარია, მან იცის, რა არის საუკეთესო ჩვენთვის(იხ. ესაია 55:8–9).
საშიში სამყარო
ჩვენი სამყარო დღეს რთულია - ბოროტი გაშმაგებულია, ყოველ ერში კორუფციაა, ტერორიზმი უსაფრთხო ადგილებშიც კი, ეკონომიკური კრახი, უმუშევრობა,დაავადებები, სტიქიური უბედურებები, სამოქალაქო ომი, დესპოტი ხელმძღვანელები და ა.შ. რა უნდა ვქნათ? გავიქცეთ თუ ვიბრძოლოთ? რომელია სწორი? ნებისმიერი არჩევანი შეიძლება სახიფათო იყოს. ჯორჯ ვაშინგტონისთვისა და მისი ჯარისთვისაც საშიში იყო ბრძოლა, ასევე ჩვენი წინაპარი პიონერებისთვისაც გაქცევა. ნელსონ მანდელასთვისაც სახიფათო იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. ნათქვამია, რომ ბოროტმა რომ კეთილს სძლიოს საკმარისია , კარგი ადამიანების უმოქმედობა.
ნუ გეშინიათ!
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, არც ერთი გადაწყვეტილება ან მოქმედება არ უნდა მოხდეს შიშის გამო. ჭეშმარიტად, „ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული“. (2 ტიმოთე 1:7). (გესმით „ნუ გეშინიათ“ ფრაზის იდეა, რომლიც წმინდა წერილში მოიხსენიება?) უფალმა მასწავლა, რომ გულგატეხილობა და შიში მოწინააღმდეგის იარაღებია. უფლის პასუხი სირთულეებზე არის: იარეთ რწმენით.
რა არის სირთულეები?
ყოველ ჩვენგანს შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები აქვს სირთულეების შესახებ. ზოგისთვის მეათედის გადახდაა რთული ფინანსური კრიზისის დროს. ზოგჯერ ხელმძვანელებისთვის რთულია, ელოდონ ხელმოკლედ მცხოვრები ადამიანებისგან მეათედის გადახდას. ზოგიერთი ჩვენგანისთვის შეიძლება რთული იყოს რწმენით ოჯახის შექმნა ან დაქორწინება. ზოგისთვის რთულია „იყვნენ კმაყოფილნი იმით, რაც უფალმა არგუნათ“(ალმა 29:3). შეიძლება ახალი მოწოდებით კმაყოფილებაა რთული(იხ.ალმა 29:6). საეკლესიო დისციპლინა შეიძლება მოგეჩვენოთ რთულად, მაგრამ ზოგისთვის ეს მათი ჭეშმარიტი მონანიების პროცესიის დასაწყისი იყო.
ყოველ შემთხვევაში, სირთულეები შეიძლება იყოს კარგი მათთვის, ვინც ცხოვრობს რწმენით უფალში და მისი გეგმის ნდობით.
ჩემი მოწმობა
ჩემო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ ჩემს უკან მჯდომარე ხელმძღვანელები ღმერთმა მოიხმო. მათი სურვილია კარგად ემსახურონ უფალს და დაგვეხმარონ, დავიფუძნოთ გულში სახარება. მე ისინი მიყვარს და მხარს ვუჭერ მათ.
მე მიყვარს მხსნელი, იესო ქრისტე. მე მაოცებს ის, რომ მას იმდენად ვუყვარვართ ჩვენ და მამაზეციერი, რომ გახდა ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და რომ ამის გამო მან ისე იტანჯა, რომ „ტკივილისგანკანკალებდა და სისხლი წამოუვიდა ყოველი ფორიდან. იგი სულიერადაც და ფიზიკურადაც დაიტანჯა“ ” (მოძღვრება და აღთქმები 19:18). და მაინც, ამ საშინელი მდგომარეობის და მისი აუცილებლობის გამო, მან დაუდასტურა მამას: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“ (ლუკა22:42). მე ვამაყობ ანგელოზების სიტყვებით: „აქ არ არის, ვინაიდან აღდგა“(მათე 28:6).
მისი მაგალითი ჭეშმარიტად არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. (იოანე 14:6). მხოლოდ მისი მაგალითის მიბაძვით შეგვიძლია ვიპოვოთ სიმშვიდე ამ ქვეყნად და მარადისობაში“(მოძღვრება და აღთქმები 59:23). მივყვებოდი რა მის მაგალითს და ვიყენებდი მის სწავლებას, შევიტყვე, რომ ყოველი მისი დაპირება ჭეშმარიტია.(2 პეტრე 1:4).
ჩემი უდიდესი სურვილია ვიდგე მორმონთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე (იხ.3 ნეფი 5:13)და ერთხელ გავიგონო მისგან: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ“(მათე 25:21). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.