2010-2019
რათა თქვენი სიხარული იყოს სავსე
ოქტომბერი 2017 წ.


რათა თქვენი სიხარული იყოს სავსე

იესო ქრისტე ყოველი განკურნების, სიმშვიდისა და მარადიული წინსვლის წყაროა.

დებო და ძმებო, რა სიხარულია თქვენთან ყოფნა! და ზუსტად ამაზე მინდა გესაუბროთ ამ დილით -სიხრულის სისავსეზე.

ბოლო ახალი ამბების სათაური ასეთია: „სტიქიებმა შეანჯღრია ერი და მსოფლიო“. ქარიშხლები და წყალდიდობები, აუტანელი სიცხე და გვალვა, ხანძრები და მიწისძვრები და ბოლოს ომები და გამანადგურებელი დაავადებები - ისეთი შეგრძნებაა, რომ „მთელი მსოფლიო შფოთავს“.

მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, რის გამოც მრავალთა ცხოვრება გართულდა. კამათი ოჯახებში და თემებში, ისევე როგორც შინაგანი ბრძოლა შიშთან, ეჭვთან და შეუსრულებელ მოლოდინებთან ასევე გვაღელვებს. შეიძლება რთული გახდეს ვიგრძნოთ ის სიხარული, რომელიც ლეჰის თანახმად, ჩვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენს.ჩვენ ყველას დაგვისვამს კითხვა: „სად წავიდე სიმშვიდის მოსაპოვებლად? სად ვიპოვო ნუგეში …“?ჩვენ გვაინტერესებს: „როგორ ვიპოვოთ სიხარული მიწიერი ცხოვრების სირთულეების მიუხედავად“?

პასუხი ალბათ მეტისმეტად მარტივად მოგეჩვენებათ, მაგრამ იგი დამტკიცებულია ადამის დროიდან. ხანგრძლივი სიხარული მოიპოვება, როცა მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს ჩვენს მხსნელზე - იესო ქრისტეზე და როცა ვცხოვრობთ სახარების მიხედვით, როგორც ეს გვასწავლა და წარმოგვიდგინა უფალმა. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ამის შესახებ, გვწამს და ვცდილობთ, მივბაძოთ იესო ქრისტეს, მით უფრო კარგად გვესმის, რომ იგი ყოველი განკურნების, სიმშვიდისა და მარადიული წინსვლის წყაროა. იგი გვიწვევს ყოველ ჩვენგანს, მოვიდეთ მასთან და ეს მოწვევა პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა დაახასიათა, როგორც „ყველაზე მნიშვნელოვანი მოწვევა, რომელსაც ოდესმე მიიღებს ადამიანი“.

იესო ქრისტეს შეცნობა

როგორ მოვდივართ მასთან? აპრილში პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა და უხუცესმა მ. რასელ ბალარდმა შეგვაგულიანეს, გვესწავლა „ცოცხალი ქრისტე“, რაც იქნებოდა მხსნელის შესახებ სწავლის ნაწილი. მრავალმა მიიღო ეს გამოწვევა და დალოცვაც მიიღო ამის გამო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა სათითაოდ დაურიგა ზრდასრულ შვილებს იმ საბუთის ასლი, სადაც სახარების ყოველი ფრაზა ილუსტრაციებით არის გადმოცემული. მან შეაგულიანა შვილები, დახმარებოდნენ თავიანთ შვილებს მის გაგებაში და დაზეპირებაში. ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა მეგობარმა გაგვიზიარა ვიდეო, სადაც თავისი ექვსი წლის შვილიშვილი, ლეინი, ენთუზიაზმითა და დინჯად გვიყვება დამახსოვრებულ ტექსტს. მე მივხვდი, რომ თუ ექვსი წლის ბავშვს შეუძლია ამის დამახსოვრება, მაშინ მეც შემიძლია!

ლეინი, რომელმაც დაიზეპირა “ცოცხალი ქრისტე”

როცა იესო ქრისტეს ცხოვრებას და სწავლებებს უფრო დიდი ყურადღებით ვსწავლობდი და სულ ვიხსენებდი „ცოცხალ ქრისტეს“, ჩემი მადლიერება და სიყვარული მხსნელის მიმართ გაიზარდა. ყოველი წინადადება იმ შთაგონებული დოკუმენტიდან მოიცავს ქადაგებას და გააღრმავა ჩემი წვდომა მისი ღვთიური როლისა და მიწიერი მისიის შესახებ. ის, რაც ვისწავლე და ვიგრძენი სწავლის ამ პერიოდში, ადასტურებს, რომ იესო ჭეშმარიტად არის „სამყაროს სინათლე, სიცოცხლე და იმედი“. უძველესი წმინდა წერილი და უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველების სიტყვები, რომლებიც დაწერილია ან ნათქვამია მის სადიდებლად, მოწმობს, რომ „მისი გზა არის ის ბილიკი, რომელსაც მივყავართ ბედნიერებისკენ ამ ცხოვრებასა და მარადისობაში, რომელიც გველის“.

იქონიეთ რწმენა ქრისტეში

როცა თქვენ სწავლობთ ქრისტეს ცხოვრებას და სწავლებებს სხვადასხვა უამრავი გზით, თქვენი რწმენა მასში იზრდება. თქვენ გეცოდინებათ, რომ უყვარხართ მას და რომ მას ყოველი თქვენგანის კარგად ესმის. მიწიერი ცხოვრების 33 წლის განმავლობაში მას უარყოფდნენ, დევნიდნენ, მას შიოდა, სწყუროდა, ძალა არ ჰქონდა, ეული იყო,აიტანა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა და ბოლოს, ცოდვილთა ხელში ტანჯული სიკვდილით მოკვდა.გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე მან ყოველი ჩვენგანის ტკივილი, ტანჯვა, ცდუნება, ავადმყოფობა და უძლურება აიტანა.

რაც არ უნდა გადაგვეტანა, იგი მაინც ჩვენი განკურნების წყაროა. ყველას, ვისაც ნებისმიერი შეურაცხყოფა, მძიმე დანაკარგი, ქრონიკული ავადმყოფობა ან ხეიბრობა აქვს, ან უსამართლოდ სდებენ ბრალს, უმოწყალოდ დევნიან ან იტანჯებიან სულიერად ცოდვისა ან გაუგებრობის გამო, შეუძლიათ განიკურნონ სამყოროს მხსნელის წყალობით. თუმცა, იგი არ მოვა მოწვევის გარეშე. ჩვენ უდა მოვიდეთ მასთან და მივცეთ საშუალება, მოახდინოს თავისი სასწაულები.

ერთ მშვენიერ გაზაფხულის დღეს მე დავტოვე კარი ღია, რათა სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ღია კარში პატარა ჩიტი შემოფრინდა და მაშინ მიხვდა, რომ სულაც არ მოხვდა სასურველ ადგილას. იგი სასოწარკვეთილად დაფრინავდა ოთახში, გამუდმებით ეჯახებოდა ფანჯრის მინას, ცდილობდა რა თავის დაღწევას. მე ნაზად ვეცადე ღია კარისკენ მიმემართა იგი, მაგრამ შიშით შეპყრობილი ჩიტი სულ გამირბოდა. ბოლოს, ძალაგამოცლილი, იგი ფარდებზე ჩამოჯდა. მე ავიღე ცოცხი და ნელა ავწიე იგი ფოჩებით ზემოთ, სადაც ასე განერვიულებული ჩიტი ჩამოჯდა. როცა ცოცხის ფოჩები მის ფეხებს შეეხო, ჩიტი ფრთხილად გადმოვიდა ცოცხზე. ნელა, ძალიან ნელა, მე ღია კარისკენ გავეშურე. ვცდილობდი, ცოცხი ძალიან მყარად მჭეროდა. როგორც კი ჩვენ ღია კარს მივუახლოვდით, ჩიტი სწრაფად გაფრინდა გათავისუფლებული.

ზოგჯერ ჩვენც, ჩიტის მსგავსად, გვეშინია ნდობის, რადგან არ გვესმის ღმერთის აბსოლუტური სიყვარული და დახმარების სურვილი. მაგრამ როცა ვსწავლობთ მამაზეციერის გეგმას და იესო ქრისტეს მისიას, ჩვენ გვესმის, რომ მათი ერთადერთი მიზანია ჩვენი მარადიული ბედნიერება და პროგრესი.მათ სიამოვნებთ ჩვენი დახმარება, როცა ამას ვთხოვთ, ვეძიებთ ან ვაკაკუნებთ.როცა ვამჟღავნებთ რწმენას და მორჩილად ვიღებთ მათ პასუხებს, ჩვენ ვთავისუფლდებით გაუგებრობისა და ვარაუდებისგან და გვიჩვენებენ გზას წინ.

იესო ქრისტე ასევე სიმშვიდის წყაროა. იგი გვიწვევს, „დავეყრდნოთ მის ძლიერ ხელს“და გვპირდება „მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, გრძნობას, რომელიც მოდის, როცა მისი სული „ჩვენს სულს სიმშვიდეს მიმართავს“ და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა სირთულეებია ჩვენს ირგვლივ. რა სახის პირად, ოჯახურ თუ საზოგადოებრივ სირთულეების წინაშე არ უნდა დავდგეთ, სიმშვიდე მოვა ჩვენთან, რადგან ვენდობით ღვთის მხოლოდშობილ ძეს, რომელსაც აქვს ძალა, დაგვიამოს სულის ტკივილი.

სნეჯანა პოდვინსკი, ხორვატიაში მცხოვრები წევრი

სნეჟანა პოდვინსკი ხორვატიის წმინდანთა მცირე ნაწილს მიეკუთვნება. იგი დაეყრდნო მხსნელს, როცა მისი მეუღლე და მშობლები გასულ წელს ექვსი თვის მანძილზე გარდაიცვალნენ. გლოვით შეპყრობილი, მაგრამ დამოწმებით, რომ ოჯახები მარადიულია, მან მთელი დანაზოგი დახარჯა იმაზე, რომ ტაძარში წასულიყო, სადაც იგი მეუღლესთან და მშობლებთან ჩაიბეჭდა. მან გვითხრა, რომ ის დღეები ტაძარში მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნაწილი იყო. იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის ძლიერი დამოწმების გამო მან იგრძნო სიმშვიდე და განიკურნა და ამით მის ირგვლივ მყოფი ადამიანებიც გაძლიერდნენ.

იესო ქრისტეს რწმენას მოაქვს უფრო მეტი, ვიდრე განკურნება და სიმშვიდე. როგორც პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა გაგვიზიარა: „მე მადლიერი ვარ იმ მრავალი ხერხისთვის, რომლითაც უფალი მეწვია ნუგეშისმცემელთან ერთად, როცა სიმშვიდე მჭირდებოდა. მამაზეციერს მხოლოდ ჩვენი ნუგეში კი არა, არამედ უფრო მეტად ჩვენი წინსვლა სურს“.

იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, რაც მოიცავს ცოდვების გამოსყიდვასა და აღდგომას, ჩვენ შეგვიძლია მოვინანიოთ, შევიცვალოთ და ვიქონიოთ მარადიული წინსვლა. იმ ძალის გამო, რომელსაც იგი გვაძლევს, თუ ვიქნებით მორჩილნი, ჩვენ შევძლებთ გავხდეთ იმაზე მეტი, რის მიღწევასაც ოდესმე დამოუკიდებლად მოვახერხებდით. შეიძლება ბოლომდე არ გვესმის, როგორ, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა, ვინც იგრძნო, როგორ იზრდება მისი რწმენა ქრისტეში, ასევე მიიღო ჩვენი ღვთიური იდენტურობისა და მიზნის წვდომა, რამაც მიგვიყვანა იმ არჩევანის გაკეთებამდე, რაც შეესაბამება იმ ცოდნას.

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ეცდება ჩვენს ჩამოგდებას „ცხოველურ დონემდე“, ცოდნა იმისა, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა, გვარწმუნებს იმაში, რომ გვაქვს ღვთიური პოტენციალი და ჩინებული დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გვკარნახობს, რომ ეს ცხოვრება ჩიხია, ცოდნა იმისა, რომ ღვთის მხოლოდშობილმა ძემ გახადა შესაძლებელი ჩვენი გამოსყიდვა და აღდგომა, გვაძლევს იმედს მარადიული წინსვლისთვის.

იესო ქრისტეს მიბაძვა

როცა მეტს შევიტყობთ იესო ქრისტეს შესახებ, ჩვენ ვანვითარებთ უფრო ღრმა რწმენას მასში და ბუნებრივად ვიწყებთ მისი მაგალითის მიბაძვას. მისი მცნებების დაცვა ხდება ჩვენი უდიდესი სურვილი. ჩვენ გულს სწყურია სხვების ტანჯვის შემსუბუქება, როგორც უფალი აკეთბდა ამას და ჩვენც გვსურს, რომ მათაც განიცადონ ის სიმშვიდე და ბედნიერება, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ.

რატომ აქვს მის ქმედებების მიბაძვას ასეთი ძალა? იმიტომ, რომ როცა რწემას პრაქტიკაში ვიყენებთ, სულიწმინდა მოწმობს მარადიული ჭეშმარიტების შესახებ. იესო ურჩევს თავის მოწაფეებს, დაიცვან მისი მცნებები, რადგამ მან იცის, რომ როცა მივყვებით მის მაგალითს, ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს და თუ გავაგრძელებთ მის გზაზე სიარულს, ჩვენ მივაღწევთ მისი სიხარულის სისრულეს. მან აგვიხსნა: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.“

აგებულია ჩვენი დამოწმებები იესო ქრისტესა და მისი სახარების მყარ საფუძველზე? როცა ცხოვრების ქარიშხალი თავს დაგვატყდება, დავიწყებთ პანიკაში დახმარების ძებნას ინსტრუქციის წიგნითა ან ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციით? იესო ქრისტეში დამოწმებაზე და ცოდნის გაზრდაზე დახარჯული დრო გაჭირვებისა და განსაცდელის დროს მაღალ დივიდენდებს მოგვიტანს. ყოველდღიური წმინდა წერილის წაკითხვა და ცოცხალი წინასწარეტყველების სიტყვებზე დაფიქრება; პირადი გააზრებული ლოცვა; ყოველ კვირას შეგნებულად ზიარების მიღება; მხსნელის მსგავსად მსახურების გაწევა - ყოველი ეს მარტივი ქმედება გახდება სიხარულით სავსე ცხოვრების ასაშენებელი აგური.

რა გგვრით სიხარულს? გრძელი დღის ბოლოს საყვარელი ადამიანების ნახვა? კარგად შესრულებული საქმისგან კმაყოფილების გრძნობის მიღება? იმ ადამიანის თვალების გაბრწყინება, როცა მის ტვირთს შეამსუბუქებთ? ჰიმნის სიტყვები, რომლებიც ღრმად გულში აღწევს? ახლო მეგობრის ხელის ჩამორთმევა? გამოყავით დრო იმისთის, რომ დაფიქრდეთ თქვენს დალოცვებზე და შემდეგ გამონახოთ დრო მათი გაზიარებისთვის. როცა ცდილობთ, მისწვდეთ და ემსახუროთ თქვენს დებსა და ძმებს სამეზობლოში ან მთელს მსოფლიოში, რომელშც დრეს ასეთი აურზაურია, რათა აამაღლოთ ისინი , თქვენ იგრნობთ უფრო მეტ სიმშვიდესა და განკურნებას.

მოდით მასტან. მე ვმოწმობ, რომ როცა თქვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი გახდება იესო ქრისტე, თქვენ ნებისმიერ მდგომარეობაში იპოვით სიხარულს. ჭეშმარიტად, „იგი, ერთადერთი“,არის ამის პასუხი. დაუთმეთ დრო იმას, რომ უკეთ შეიცნოთ ქრისტე ბეჯითი სწავლით, მასში უფრო დიდი რწმენის განვითარებით და მცდელობით, მეტად დავემსგავსოთ მას, ჩვენც შევძლებთ ლეინის მსგავსად ვთქვათ: „მადლობა ღმერთს შეუდარებელი ძღვენისთვის, რომელიცაა მისი ღვთიური ძე“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.