თვალები რომ აგვიხილო, უფალო
ჩვენ უნდა მხსნელის თვალებით ვუყუროთ სხვებს.
მეფე-ლომი არის კლასიკური ანიმაციური ფილმი აფრიკულ სავანაზე. როცა მეფე-ლომი კვდება თავისი შვილის გადარჩენის დროს, ახალგაზრდა პრინც ლომს აიძულებენ, გადასახლდეს, დესპოტი მმართველი კი არღვევს სავანის ჰარმონიას. პრინცი-ლომი კვლავ მოითხოვს სამეფოს თავისი დამრიგებლის დახმარებით. მას თვალები აეხილა სავანაში სიცოცხლის დიდებულ წრეში აუცილებელი წონასწორობის შესახებ. ახალგაზრდა ლომი მოითხოვს თავის კუთვნილ ადგილს მეფის როლში და მიჰყვება რჩევას „იყუროს ხილულის მიღმა“.
ჩვენ, ვსწავლობთ რა გავხდეთ მამაზეციერის მემკვიდრენი, სახარების მეშვეობით ვსწავლობთ ხილულის მიღმა ყურებას. იმისთვის, რომ ხილულის მიღმა გავიხედოთ, ჩვენ უნდა მხსნელის თვალებით ვუყუროთ სხვებს. სახარების ბადე დიდია და მასში მრავალფეროვანი ხალხია. ჩვენ ვერ გავიგებთ სამყაროში, მრევლში ან თუნდაც ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ არჩევანს ან ფიზიოლოგიურ მოტივს, რადგან იშვიათად ვფლობთ მათზე სრულ ინფორმაციას.ჩვენ უნდა ვიყუროთ ვარაუდებისა და სტერეოტიპების მიღმა და გავაფართოვოთ საკუთარი გამოცდილების ვიწრო ხედვა.
მე ფართოდ გავახილე თვალები, რათა ვიყურო „ხილულის მიღმა“, როცა მისიის პრეზიდენტად ვმსახურობდი. ახალგაზრდა უხუცესი ჩამოგვივიდა და მას თვალებში მღელვარება ეტყობოდა. როცა მას გასაუბრებისთვის შევხვდი, მან მოწყენილმა მითხრა: „სახლში წასვლა მინდა“. მე ჩემთვის გავიფიქრე: „ამის გამოსწორება შეიძლება“. მე მივეცი რჩევა, დაუღალავად ეშრომა და ელოცა ამის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში და მერე დაერეკა ჩემთვის. ერთი კვირის გასვლის თანავე, ალბათ წუთი-წუთზე, მან დამირეკა. მას მაინც სახლში წასვლა სურდა. მე ისევ მივეცი რჩევა, ელოცა, კარგად ემუშავა და ერთი კვირის შემდეგ დაერეკა ჩემთვის. შემდეგი გასაუბრების დროს არაფერი არ შეცვლილა. იგი დაჟინებით ითხოვდა მის სახლში გაგზავნას.
მე არ მინდოდა ამის დაშვება, ასე რომ, დავუწყე მისი წმინდა მოწოდების შესახებ საუბარი. მე შევაგულიანე, დაევიწყებინა საკუთარი თავი და ემსახურა. მაგრამ რაც არ უნდა მეთქვა, მისი განწყობა არ იცვლებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ალბათ ვერ ვხედავდი სრულ სურათს და შთაგონებით დავუწყე კითხვების დასმა: „უხუცესო, რა გიჭირს“? მისი პასუხი გულზე ისარივით დამესო: „პრეზიდენტო, მი კითხვა არ ვიცი“.
ის ბრძნული რჩევა, რომელიც ჩემი აზრით ასე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, სულაც არ შეესაბამებოდა მის საჭიროებებს. მას ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა,, რომ ნაჩქარევი შეფასების ნაცვლად უფრო შორს გამეხედა და სულიწმინდისთვის საშუალება მიმეცა, დამხმარებოდა გამეგო, რას გულისხმობდა სინამდვილეში ის უხუცესი. მას სჭირდებოდა, რომ სწორედ გამეგო მისი და იმედის საფუძველი მეჩვენებინა. მე კი ამის ნაცვლად გიგანტური დამანგრეველი ბურთივით ვიქცეოდი. ამ გულადმა უხუცესმა ისწავლა კითხვა და გახდა იესო ქრისტეს ძალიან სუფთა მოწაფე. მან ამიხილა თვალები უფლის სიტყვებზე: „რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7).
ო, რა დალოცვაა, როცა უფლის სული აფართავებს ჩვენს ხედვას. გახსოვთ წინასწარმეტყველი ელისე, რომელმაც გაღვიძებისას აღმოაჩინა სირიელთა არმია ცხცენებითა და ეტლებით? მისი მონა შეშინდა და ჰკითხა ელისეს, რა უნდა ექნათ ამ უთანასწორობაში. ელიამ ანუგეშა იგი სამახსოვრო სიტყვებით: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.“(4 მეფეთა 6:16). მონასწარმოდგენა არ ჰქონდა, რას გულისხმონდა წინასწარმეტყველი. იგი ვერ იხედებოდა ხილულის მიღმა. თუმცა, ელისემ იხილა ანგელოზთა ჯგუფები, რომლებიც მზად იყვნენ, ბრძოლაში ჩართულიყვნენ წინასწარეტყველის ხალხისთვის. ასე რომ, ელისემ ილოცა უფლისადმი, რათა მას იმ ახალგაზრდისთვის თვალები აეხილა და „აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.“ (4 მეფეთა 6:17).
ჩვენ ხშირად გამოვყოფთ საკუთარ თავს სხვებისგან იმის მიხედვით, რაზედაც განსხვავებული ხედვა გვაქვს. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს მათ შორის, ვინც ჩვენს მსგავსად ფიქრობს, საუბრობს, იცვამს და მოქმედებს და არაკომფორტულად მათთან, ვინც სხვა ვითარებაში იმყოფება ან სხვანაირი გამოცდილება მიიღო. რეალობაში, განა ყველანი სხვადახვა ქვეყნებიდან არ ვართ და სხვადასხვა ენაზე არ ვსაუბრობთ? განა ყველანი არ ვხედავთ სამყაროს ჩვენი გამოცდილების უზარმაზარი შეზღუდულობების თანახმად? ასე რომ, ზოგი ხედავს და საუბრობს სულიერი ხედვით, წინასწარმეტყველ ელისეს მსგავსად, ზოგი ხედავს და საუბრობს ფიზიკურ მხედველობაზე დაყრდნობით, როგორც მე დამემართა იმ წერა-კითხვის უცოდინარ მისიონერთან.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც იკვებება შედარებებით, კრიტიკით, და იარლიყების მიწებებით. იმის ნაცვლად, რომ სოციალური მედიის თვალით შევხედოთ ყველაფერს ჩვენ შიგნით უნდა ჩავიხედოთ იმ ღვთიური თვისებების აღმოსაჩენად, რაზედაც ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება. ეს ღვთიური თვისებები და სურვილები ვერ დაიდება პინტერესტში ან ინსტაგრამში.
სხვების მიღება და შეყვარება არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივიღოთ მათი იდეები. ცხადია, ჭეშმარიტება განაპირობებს ჩვენს ერთგულებას, მაგრამ იგი არ უნდა გადაეღობოს სიკეთეს. ჭეშმარიტად სხვების მიმართ სიყვარული მოითხოვს მუდმივ პრაქტიკას - მივიღოთ იმ ადამიანთა საუკეთესო მცდელობები, რომლების ცხოვრებისეული გამოცდილება და შეზღუდვები ჩვენ არ ვიცით. ხილულის მიღმა ყურება მოითხოვს მხსნელზე შეგნებულ ფოკუსირებას.
2016 წ. 28 მაისს 16 წლის ბო რიჩი და მისი მეგობარი ოსტინი იმყოფებოდნენ ოჯახურ რანჩოზე კოლორადოში. ბო და ოსტინი ჩასხდნენ ყველგანმავალ მანქანებში და გაემზადნენ თავგადასავლების მოლოდინში. არც თუისე შორს იყვნენ წასულნი, როცა სახიფათოვითარებაში აღმოჩნდნენ და მოხდა ტრაგედია. ბოს მანქანა უცებ გადმობრუნდა და ბო აღმოჩნდა 400 ფუნტიანი (180 კგ) რკინის ქვეშ. როცა ბოს მეგობარი, ოსტინი, მასთან მივიდა, ბო სიცოცხლისთვის იბრძოდა. მთელი ძალით ოსტინი ცდილობდა, გამოეთრია მეგობარი მანქანის ქვემოდან. იგი არც კი ინძრეოდა. მან ილოცა ბოსთვის და ჩქარა გაიქცა დახმარებისთვის. როგორც იქნა, სასწრაფო დახმარების პერსონალი მოვიდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ბო სიცოცხლეს გამოესალმა.
მისი გულგატეხილი მშობლები მოვიდნენ. როცა ისინი საავადმყოფოში ბოს ძვირფას მეგობართან და ოჯახის წევრებთნ ერთად იდგნენ, პოლიციელი შემოვიდა და ბოს დედას მისი ვაჟის ტელეფონი გადასცა. როცა მან ტელეფონი აიღო, მაღვიძარის ხმა გაისმა. მან გახსნა ტელეფონი და დაინახა ბოს ყოველდღიური კალენდარი. მან ხმამაღლა წაიკითხა თავისი მხიარული, თავგადასავლების მოყვარული მოზარდის მიერ ყოველი დღისთვის შედგენილი კალენდარი მაღვიძარაზე. იქ ეწერა: „არ დაგავიწყდეს დღეს მოაქციო იესო ქრისტე შენი ცხოვრების ცენტრში“.
ბოს ფოკუსირება მხსნელზე არ ამცირებს მისი საყვარელი ადამიანების წუხილს მათთან არ ყოფნის გამო. მაგრამ ამან დიდი იმედი და მნიშვნელობა მიანიჭა ბოს ცხოვრებასა და ცხოვრების არჩევანს. ეს აძლევს მის ოჯახსა და მეგობრებს საშუალებას, გაიხედონ მისი ნაადრევი სიკვდილის გლოვის მიღმა იმქვეყნიური მხიარული რეალობებისკენ. რა დალოცვაა ბოს მშობლებისთვის, დაინახონ მათი ვაჟის თვალებით ის, რას მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო.
ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებს, გვებოძა პირადი სულიერი მაღვიძარები, რომლებიც გვაფრთხილებენ, როცა ჩვენ მიწიერი თვალებით ხსნის მიღმა ვიყურებით. ზიარება არის ჩვენი ყოველკვირეული შეხსენება იმაზედ, რომ გამუდმებით უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი იესო ქრისტეზე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს იგი და მისი სული სულ იყოს ჩვენთან. (იხ.მოძღვრება და აღთქმები). თუმცა ზოგჯერ ჩვენ უყურადღებოთ ვტოვებთ ამ შეხსენების გრძნობებსა და მაღვიძარებს. როცა იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრშია, იგი მოახდენს ისე, რომ თვალები აგვეხილება იმაზე დიდ შესაძლებლობებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად აღვიქვამდით.
მე ერთ-ერთმა ერთგულმა დამ საინტერესო წერილი მომწერა გამაფრთხილებელი მაღვიძარის შესახებ. მან მითხრა, რომ იმისთვის, რომ მის ქმარს ეგრძნო, რას გრძნობდა იგი, მან დაიწყო ტელეფონში იმ სიტყებისა და ქმედებების ჩაწერა, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. მისი აზრით, სათანადო დროს იგი მასდასაბუთებულ მტკიცებულებას წარუდგენდა, რაც გამოიწვევდა მეუღლის საქციელის შეცვლის სურვილს. მაგრამ კვირას, როცა იგი ზიარებას იღებდა და მხსნელის გამოსყიდვაზე ჰქონდა მთელი ყურადრება გადატანილი, მან გაიაზრა, რომ ქმრის შესახებ უარყოფითი გრძნობების ჩაწერა მას სულიწმინდისგან აშორებდა და ასე იგი არასდროს არ შეიცვლებოდა.
მის გონებაში სულიერმა მაღვიძარამ დარეკა და უთხრა: „დაივიწყე; დაივიწყე. წაშალე ის ჩანაწერები. ისინი არაფერში არ გეხმარება“. შემდეგ მან დაწერა და მე ვახდენ ამის ციტირებას: „რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა მომენიშნა და იმაზე მეტი დრო კიდევ იმისთვის, რომ წაშლის ღილაკისთვის დამეჭირა. მაგრამ როცა ეს გავაკეთე, ყველა ის უარყოფითი გრძნობა გაქრა. გული სიყვარულით ამევსო - მეუღლის მიმართ და უფლის მიმართ სიყვარულით“. მისი ხედვა შეიცვალა ზუსტად ისე, როგორ ეს სავლეს დაემართა გზად დამასკოში. მას თვალებიდან მრუდე სარკეები დასცვივდა.
მხსნელი ხშირად უხელდა თვალებს ფიზიკურად და სულიერად ბრმებს. ჩვენი თვალების ახელა ღვთიური ჭეშმარიტებისკენ, სიტყვასიტყვით თუ გადატანითი მნიშვნელობით, გვამზადებს მიწიერი ახლოდმხედველობისგან განსაკურნებლად. როცა სულიერ „მაღვიძარებს“ ვაქცევთ ყურადღებას, რაც მიგვითითებს კურსის კორეკტირებისა ან უფრო ფართო მარადიული ხედვის საჭიროებაზე, ჩვენ ვიღებთ ზიარებაში მოცემულ დაპირებას, რომ მისი სული იქნება ჩვენთან. ეს დაემართა ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის კირტლანდის ტაძარში, როცა იესო ქისტე ასწავლიდა უდავო ჭეშმარიტებას, რომელიც დაგვპირდა, რომ მიწიერი შეზღუდულობის „ფარდა“ „მოსცილდება მათ გონებას და მათი წვდომის თვალები ახელილ იქნება“.(მოძღვრება და აღთქმები 110:1).
მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს ძალის მეშვეობით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა სულიერად ვიყუროთ იმის მიღმა, რასაც ფიზიკურად ვხედავთ. როცა „ გვემახსოვრება იგი და … ყოველთვის ვიყოლიებთ მის სულს“, ჩვენ წვდომის თვალები აგვეხილება. მაშინ ღვთიურობის დიადი რეალობა უფრო ძლიერად აიბეჭდება ყოვეი ჩვენგანის გულზე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.