2010-2019
უფლის ხმა
ოქტომბერი 2017 წ.


უფლის ხმა

მე ვმოწმობ, რომ ამ კონფერენციაზე ჩვენ გავიგონეთ უფლის ხმა. ახლა ყოველ ჩვენგანს ელის გამოცდა - როგორ ვუპასუხებთ მას.

პირველ რიგში მინდა გავახარო ბავშვები: დიახ, ეს ბოლო სესიაა და მე ბოლო გამომსვლელი ვარ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ პროვოს ტაძარში ვიმყოფებოდი და ვტკბებოდი სურათით „პირველი ხილვა შორიდან“. სურათი გადმოსცემს ზეციდან წამოსულ სინათლესა და ძალას იმ მომენტში, როცა მამა და ძე ეწვივნენ ახალგაზრდა ჯოზეფ სმითს.

პირველი ხილვა შორიდან

სულაც არ ვახდენ შედარებას იმ წმინდათა წმინდა მოვლენას, რომლითაც დაიწყო აღდგენა, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო იგივე რამ, რაც გადმოსცემდა ღმერთის სინათლესა და სულიერ ძალას, რაც გადმოდის ამ გენერალურ კონფერენციაზე და აირეკლება მთელ სამყაროზე.

გენერალურ კონფერენციაზე გადმოდის სინათე და სულიერი ძალა
ძალა და სინათლე ვრცელდება მთელს სამყაროში

მე მვოწმობ, რომ იესო არის ქრისტე, რომ იგი ამ წმინდა საქმეს უძღვება და რომ გენერალური კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როცა უფალი აძლევს მიმართლებას ეკლესიას და პირადად ყოველ ჩვენგანს.

ზეციდან განსწავლულნი

ეკლესიის დაარსების დღეს უფალმა დანიშნა ჯოზეფ სმითი ეკლესიის წინასწარმეტყველად, ნათელმხილველად და იესო ქრისტესმოციქულადდა მიმართა ეკლესიას:

„რამეთუ მიიღებთ ამ სიტყვას ისე, როგორც ჩემი ბაგიდან გამოსულს, მოთმინებითა და რწმენით.

„რამეთუ ამის შესრულებით ჯოჯოხეთის ბჭენი არ დაგძლევენ; … და უფალი ღმერთი გაფანტავს ბნელ ძალებს თქვენ წინაშე და შეძრავს ცას თქვენ სასარგებლოდ“.

მოგვიანებით, პირველი პრეზიდენტობის ყველა წევრს და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს დაუჭირეს მხარი და აკურთხეს ისინი წინასწარმეტყველებად, ნათელმხილველებადა და განმცხადებლებად.

ახლა, როცა ვიკრიბებით დედამიწაზე უფლის წინასწარმეტყველის, თომას ს. მონსონის ხელმძღვანელობის ქვეშ, ჩვენ ვიღებთ სიტყვებს, რომლებიც ისმის, როგორც „უფლის ნებას, … უფლის აზრს, … უფლის ხმასა და ღმერთის ძალას ხსნისთვის“. ჩვენ გვწამს მისი დაპირების: „არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ხმით თუ ჩემი მსახურის ხმით - ეს ერთი და იგივეა“.

ჩვენი თანამედროვე სამყაროს აურზაურში და შფოთვაში ჩვენი რწმენა პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა სიტყვების მიმართ უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ზრდისა და გაძლებისთვის.

ჩვენ აქ ერთად შევიკრიბეთ ამ შესანიშნავ კონფერენციაზე.მილიონობით უკანასკნელ დღეთა წმინდანი და სხვა რწმენის ადამიანი 200-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც 93 სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ, ესწრებიან ამ სესიებს ან კითხულობენ კონფერენციის გზავნილს.

ჩვენ აქ მოსვლამდე ვილოცეთ და მოვემზადეთ. მრავალ ჩვენგანს ამწუთას აქვსსაზრუნავი და გულწრფელი შეკითხვები. ჩვენ ყველას გვსურს, განვაახლოთ რწმენა ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს მიმართ და გავაძლიეროთ ჩვენი ცდუნების საწინააღმდეგო ბრძოლის უნარი და თავი ავარიდოთ ყურადღების გაფანტვას. ჩვენ მოვდივართ, რათა განვისწავლოთ ზეციდან.

უფლის ნება და ჩანაფიქრი

პირველი პრეზიდენტობისთვისა და თორმეტი მოციქულისთვის, რომლებიც როგორც წესი სიტყვით გამოდიან ყოველ კონფერენციაზე, გზავნილის მომზადება დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ერთდროულად ტვირთს და წმინდა ნდობაცაა.

წლების წინ, სანამ მთავარ ხელმღღვანელად დავიწყებდი მსახურებას, მე ვკითხე უხუცეს დალინ ჰ. ოუქსს, ამზადებდა თუ არა იგი ცალკე გამოსვლას პალოს ყოველი კონფერენციისთვის. მან გვიპასუხა, რომ არა, თუმცა დაამატა: „მაგრამ გენერალური კონფერენციისთვის გამოსვლების მომზადებისას ზოგჯერ 12–15 შავი ნაწერი მჭირდება იმისთვის, რო მდარწმუნებული ვიყო - ვამბობ იმას, რაც უფალს სურს, ვთქვა“.

როდის და როგორ მოდის შთაგონება გენერალური კონფერენციის გამოსვლისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის თმას არ გვაძლევენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ კონფერენციაზე ზეცა მშვენივრად აგვარებს გამოსვლების მარადიულ თემებსა და სათაურებს.

ერთ-ერთმა ძმამ მითხრა, რომ ამ გენერალური კონფერენციის თემა მან მიიღო აპრილში თავისი გამოსვლის დამთავრებისთანავე. სხვამ აღნიშნა სამი კვირის წინ, რომ იგი კიდევ ლოცულობდა და ელოდებოდა უფლისგან პასუხს. კიდევ სხვას რომ ვკითხეთ, რამდენი ხანია საჭირო განსაკუთრებულად მგრძნობიარე გამოსვლის დასაწერად, გვიპასუხა: „ოცდახუთი წელი“.

ზოგჯერ ძირითადი აზრი მალე მოდის, მაგრამ შინაარსი და დეტალები მაინც მოითხოვს უზარმაზარ სულიერ ძალისხმევას. ლოცვა და მარხვა, სწავლა და რწმენა ყოველთვის ამ პროცესის ნაწილია. უფალს არ სურს არანაირი თვალთმაქცობა, რომელიც მის წმინდანებისადმი მიმართულხმას ოდნავ მაინც ჩაახშობს.

მითითება გენერალური კონფერენციის გამოსვლისთვის ხშირად მოდის ღამე ან დილის ადრეულ საათებში, როცა ჩემი ფიქრები გამოსვლის თემისგან ძალაინ შორს იმყოფება. უეცრად მოდის მოულოდნელი შთაგონება და ზოგჯერ გარკვეული სიტყვები და ფრაზები ნამდვილი გამოცხადების სახით.

გზავნილები, რომლებსაც თქვენ ისმენთ, შეიძლება იყოს სიტყვასიტყვით გადმოცემული ან თქვენზე მორგებული.

მრავალი წლის წინ გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლისას მე ვთქვი ფრაზა, რომელიც მომივიდა აზრად, როცა არ ვიცოდი, ვიყავი თუ არა მზად მისიაში მემსახურა. ფრაზა იყო შემდეგი: „შენ არ იცი ყველაფერი, მაგრამ საკმარისი იცი“!ახალგაზრდა ქალმა, რომელიც გენერალურ კონფერენციას ესწრებოდა, მითხრა იმ დღეს, რომ ლოცულობდა ქორწინების წინადადების მიღების შესახებ, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ კარგად იცნობდა იმ ახალგაზრდას. როცა მე ვთქვი სიტყვები:“შენ არ იცი ყველაფერი, მაგრამ საკმარისი იცი“, სულიწმინდამ დაუდასტურა მას, რომ იგი საკმაოდ კარგად იცნობდა იმ ახალგაზრდას. ისინი უკვე მრავალი წელია ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მე გპირდებით, რომ როცა მოამზადებთ სულს და მოხვალთ იმ მოლოდინით, რომ გაიგონებთ უფლის ხმას, გონებაში გაგიჩნდებათ აზრები და გრძნობები, რომლებიც განსასაგანგებოდ თქვენთვისაა მომზადებული. თქვენ ისინი უკვე იგრძენით ამ კონფერენციაზე ან იგრძნობთ, როცა გადაიკითხავთ ამ გზავნილებს მომავალში.

ამჟამად და მომავალ თვეებში

პრეზიდენტმა მონსონმა თქვა:

„ არ დაინანოთ დრო კონფერენციის მასალების წასაკითხად“.

„დაუფიქრდით გზავნილებს. … მე აღმოვაჩინე, რომ … როცა უფრო ვუღრმავდები მათ, უფრო მეტს ვიღებ ამ შთაგონებული ქადაგებებისგან.

გენერალური კონფერენციის გზავნილები წარმოადგენს უფლის მოლოდინს ჩვენს მიმართ, რომელიც მან თვეების წინ მოგვიმზადა.

მწყემსი „იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.“

ხშირად უფლის ხმა მიგვითითებს ცვლილებებზე ჩვენს ცხოვრებაში. იგი გვიწვევს, მოვინანიოთ. იგი გვიწვევს, „მივყვეთ მას“.

დაუფიქრდით მტკიცებულებებს ამ კონფერენციიდან;

პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი: „მე ვმოწმობ, რომ მამაღმერთი ცოცხლაია და მას სურს ჩვენი შინ დაბრუნება. ეს არის უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.იგი გიცნობთ თქვენ, მას უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე“.

პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი: „მე ვმოწმობ, რომ როცა ვიწყებთ ან ვაგრძელებთ არაჩვეულებრივ მოგზაურობას, რომელსაც მივყავართ ღმერთისკენ, ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდება … და უფალი გამოძებნის საოცარ ხერხს იმისთვის, რომ ჩვენი სახით ვაკურთხოთ ჩვენს ირგვლივ მყოფნი და ვაზიაროთ ისინი მარადიულ მიზნებს“.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი: „მე გპირდებით, რომ თუ ყოველდღიურად ჩაიძირებით მორმონის წიგნის კითხვაში, თქვენ მიიღებთ ბოროტის საწინააღმდდეგო იმუნიტეტს, პორნოგრაფიის ჭირისა და სხვა გონების დამაჩლუნგებელი ჩვევების ჩათვლით“.

უხუცესი დალინ ჰ. ოუქსი: „მე ვმოწმობ, რომ ოჯახი - მოწოდება მსოფლიოს, გახლავთ მარადიული ჭეშმარიტების მტკიცებულება, უფლის ნება მის შვილებს, რომლებიც ეძიებენ მარადიულ ცხოვრებას“.

და უხუცესი მ. რასელ ბალარდი: „ჩვენ უნდა გულში ჩავიკრათ ღვთის შვილები თნაგრძნობით და გამოვრიცხოთ ნებისმიერი ცრურწმენა, რასიზმის, გენდერული უთანასწორობისა და ნაციონალიზმის ჩატვლით.

რადგან დამატებითი დრო გვაქვს, ორიოდე სიტყვით ვახსენებ უხუცეს რობერთ დ. ჰეილსს. პირველმა პრეზიდენტობამ აცნობა მას, რომ შეეძლო მოკლე სიტყვით გამოსულიყო კვირის სესიაზე, თუკი ჯანმრთლობა შეუწყობდა ხელს. მან მოამზადა გამოსვლა, თუმცა ჯანმრთელობის გამო ვერ მოგვმართა. მან წინა კვირას დაამთავრა გამოსვლაზე მუშაობდა და მე გამიზიარა იგი. სულ სამი საათს წინ შევიტყვე მისი გარდაცვალების შესახებ და მინდა გაგიზიაროთ სამი ხაზი მისი გამოსვლიდან.

უხუცესი ჰეილსი, ვციტირებ: “როცა ვაკეთებთ არჩევანს, ვიქონიოთ რწმენა, ჩვენ მზად ვართ, ვიდგეთ ღმერთის გარემოცვაში. … მხსნელის ჯვარცმის შემდეგ იგი გამოეცხადა მხოლოდ მათ, ვინც მისი დამოწმების ერთგული იყო ამ მიწიერ ცხოვრებაში’. [მოძღვრება და აღთქმები 138:12.] ისინი, ვინც უარყოფენ დამოწმებებს … წინასწარმეტყველებსა … შესახებ [ვერ] იხილავენ [ხსნელის] გარემოცვას და ვერც სახეში ვერ შეხედავენ მას.’ [D&C 138:21.] … ჩვენი რწმენა გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ უფლის გარემოცვაში.”

რაოდენ კეთილია უფალი, რომ შთააგონა პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ზუსტად დილის სესიის დასასრულს, სწრაფად დაეტოვებინა შენობა, უარი ეთქვა სამხარზე და მისულიყო უხუცეს ჰეილის საწოლთან, მისი ქვორუმის პრეზიდენტი, ანგელოზ მერი ჰეილსთან ერთად, როცა უხუცესი ჰეილსი დაემშვიდობა მიწიერ ცხოვრებას.

უფლის ხმაზე პასუხი

მე ვმოწმობ, რომ ამ კონფერენციაზე ჩვენ გავიგონეთ უფლის ხმა.

ჩვენ უნდა ვწუხდეთ მაშინ, როცა უფლის მსახურების სიტყვა ეწინააღმდეგება აზროვნებას მსოფლიოში და ზოგჯერ, ჩვენს საკუთარ აზროვნებასაც. ეს ყოველთვის ასე იყო. მე სულ მუხლმოდრეკილი ვლოცულობ ტაძარში ჩემს ძმებთან ერთად და ვმოწმობ მათი სულის კეთილშობილებაზე. მათი უდიდესი სურვილია - გაახარონ უფალი და დაეხმარონ ღვთს შვილებს, დაბრუნდნენ მის გარემოცვაში.

სამოცდაათიანელთა ქვორუმი, ეპისკოპოსობა, მოწყალების საზოგადოებისა და ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობა, დაწყებითი საზოგადოება და სხვა დამხმარე ორგანიზაციებმა შემატეს საოცარი შთაგოენება ამ კონფერენციას, ასევე მშვენიერმა მუსიკამ და ღრმააზროვანმა ლოცვებმა.

გენერალური კონფერენციის გზავნილები წარმოადგენს სკივრს ზეციური მითითებების განძით, რომელიც ელის თქვენს აღმოჩენას. ახლა ყველას გველის გამოცდა - როგორ ვუპასუხებთ იმას, რაც წავიკითხეთ, გავიგონეთ და ვიგრძენით.

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ერთი ამბავი პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის ცხოვრებიდან:

1979 წ. ხუთი წლით ადრე, სანამ მთავარ ხელმძღვანელად მოიხმობდნენ, ძმა ნელსონი ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც გენერალური კონფერნციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იმართებოდა. პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა „მოუწოდა ყველა იქ მყოფთ, მეტი პირადი ძალისხმევა გამოეჩინათ სამყაროსთვის სახარების მისაწოდებლად. პრეზიდენტმა კიმბალმა განსაკუთრებით გამოყო ჩინეთი სხვა ქვეყანათა შორის, განაცხადა რა: „ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩინეთის ხალხს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ენა. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის და დავეხმაროთ მათ“.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ქირურგის როლში

54 წლის ასაკში ძმა ნელსონს დაებადა შეგრძნება, რომ მას მანდარინი ენა უნდა ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული გულის ქირურგი იყო, მან მაშინვე იპოვა მასწავლებელი.

ექიმ ნელსონს დიდი ხნის დაწყებული არ ჰქონდა გაკვეთილები, როცა მოუწია აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში ყრილობაზე ყოფნა და მოულოდნელად აღმოჩნდა „განთქმული ჩინელი ქირურგის, ექიმ ვუ ინგკაის გვერდით. …რადგან ძმა ნელსონი მანდარინს სწავლობდა, მან ექიმ ვუს საუბარი დაუწყო“.

ექიმი რასელ მ. ნელსონი ექიმ ვუ ინგკაითნ ერთად

ექიმ ნელსონის სურვილმა, მიჰყვეს წინასწარმეტყველის რჩევას, მიიყვანა იგი იქამდე, რომ ექიმი ვუ ჩამოვიდა სოლთ ლეიქ სითიში, ექიმი ნელსონი კი ჩინეთში ჩავიდა ლექციით და ჩაატარა ქირურგიული ოპერაციები.

მისი სიყვარული ჩინელებისადმი და მათი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ გაიზარდა.

1985 წ. თებერვალში, ათი თვის შემდეგ, რაც უხუცეს ნელსონს თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მოუხმეს, მას მოულოდნელად დაურეკეს ჩინეთიდან და ევედრებოდნენ, ბეიჯინგში ჩასულიყო, რათა ცნობილი ჩინელი ოპერის მომღერლისთვის გულის ოპერაცია გაეკეთებინა. პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის მხარდაჭერით, უხუცესი ნელსონი ჩინეთში ჩავიდა. მისი ბოლო ოპერაცია მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩაატარა.

Pპრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის დაჯილდოება

სულ ორი წლის წინ, 2015 წ. ოქტომბერში, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა კიდევ ერთხელ მიიღო ოფიციალური საპატიო აღიარება. მას უწოდეს „ჩინეთის ძველი მეგობარი“.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ 93 წლის პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გამოსვლა, რომელშიც იგი საუბრობდა პრეზიდენტ მონსონის დაჟინებულ თხოვნაზე, „თითოეულ ჩვენგანსყოველ დღე ლოცვით ესწავლა და დაფიქრებულიყო მორმონის წიგნის გზავნილზე“.

ზუსტად ისე, როგორც დაკავებულ ქირურგად ყოფნისას მან მანდარინის მასწავლებელი დაიქირავა, პრეზიდენტმა ნელსონმა პრეზიდენტ მონსონის რჩევაც მაშინვე, აპრილის კონფერენციის დამთავრებისთანავე, ცხოვრებაში გამოიყენა. იგი არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ „ჩამოწერა, რა არის მორმონის წიგნი, რას ამტკიცებს, რას უარყოფს, რას ახორციელებს, რას განმარტავს და რას აცხადებს“.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი ასევე საუბრობდა ამ დილით, როგორც მეორე მოწმე, მის პასუხზე პრეზიდენტ მონსონის შენიშვნაზე. მან თქვა: „როგორც მრავალმა თქვენგანმა მე მოვუსმინე წინასწარმეტყველის ხმას ისე, როგორც უფლის მიერ ჩემკენ მიმართულ ხმას. და როგორც მრავალმა თქვენგანმა, მე ვარჩიე ამ ხმის დამორჩილება.

დაე, ვიხილოთ ყოველივე ეს, როგორც მაგალითი ჩვენი ცხოვრებისთვის.

დაპირება და დალიცვა

მე გპირდებით, რომ როცა გაიგონებთ უფლის ხმას ამ გენერალურ კონფერენციაზე და შემდეგ იმოქმედებთ ამ კარნახების მიხედვით, თქვენ იგრძნობთ თქვენზედ ზეცის ხელს და თქვენი, ასევე თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრება შეიცვლება.

ამ კონფერენციის დროს ჩვენვფიქრობდით ჩვენს ძვირფას წინასწარმეტყველზე.. პრეზიდენტო მონსონ, გვიყვარხართ. მე ვასრულებ მისი სიტყვით, რომელიც მან ამ ტრიბუნაზე წარმოთქვა. მე მწამს, რომ ამ კურთხევას მოგვცემდა იგი დღეს, რომ შეძლებოდა ჩვენთან ყოფნა. მან თქვა: „ამ კონფერენციის დასასრულს, მე ვევედრები ზეცას, დალოცოს ყოველი თქვენგანი. … მე ვლოცულობ მამაზეციერისადმი, რათა დაგლოცოთ ოჯახებთან ერთად. დაე, ამ კონფერენციის სული და გზავნილი გამოიხატებოდეს ყოველ თქვენს საქმიანობაში - სახლში, სამსახურში, შეკრებებზე, ყველა თქვენს ქმედებაზე.

მან დაასრულა: „მიყვარხართ. ვლოცულობ თქვენთვის. დაე, დაგლოცოთ ღმერთმა. დაე, მის მიერ დაპირებული სიმშვიდე იყოს თქვენთან აწ და მარადის“.

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. მოძღვრება და აღთქმები 21:1.

  2. მოძღვრება და აღთქმები 21:5–6.

  3. ჯოზეფ სმითმა ჩაიწერა, რომ 1836 წ. 27 მარტს შემდეგი რამ მოხდა კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაზე:

    „მე მივმართე შეკრებილთ მოკლე სიტყვით და ვაკურთხე რამდენიმე ქვორუმი და წმინდანთა მთლი ჯგუფი, რათა ეცნოთ პირველი პრეზიდენტობა, როგორც წინასწარმეტყველნი და ნათელმხილველნი და ლოცვებით დაეჭირათ მათთვის მხარი. მათ ყველამ ეხზე ადგომით დადეს ეს აღთქმა.

    “შემდეგ მოვუწოდე ქვორუმებს და წმინდანთა ჯგუფს, ეცნოთ თორმეტი მოციქული, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, წინასწარმეტყველებად, ნათელმხილველად, განმცხადებლებლად და განსაკუთრებულ მოწმედ ყოველი ერისთვის დედამიწაზე, არიან რა სასუფევლის გასაღებების მატერებლნი, გახსნან იგი ან დაასრულონ; და ესაც მიიღეს მათ ფეხზე ადგომით” (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 199).

  4. მოძღვრება და აღთქმები68:4.

  5. მოძღვრება და აღთქმები1:38.

  6. პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა ერთხელ თქვა:

    არჩევანი - არ მიიღო წინასწარმეტყველის რჩევა, ცვლის თვით საძირკველს, რომელზეც ვდგავართ. ეს უფრო და უფრო საშიში ხდება. როცა არ ვუჯერებთ წინასწარმეტყველის რჩევას ჩვენ გვაკლდება ძლალ იმისთვის, რომ მივიღოთ შთგონებული რჩევა მომავალში. როცა ნოემ ითხოვა დახმარება კიდობანის ასაშენებლად, საუკეთსო დრო ამისთვის იყო პირველივე ჯერი. ყოველ ჯერზე ამის შემდეგ, როცა იგი ამას ითხოვდა, შეამცირებდა მის მგრძნობიარობას სულიწმინდის მიმართ. ასე რომ, ყოველ ჯერზე მისი თხოვნა იქნებოდა უფრო და უფრო სულელური, წვიმის მოსვლამდეც კი. და მერე უკვე გვიანი იქნებოდა.

    “ყოველთვის, როცა კი ამირჩევია შთაგონებული რჩევის გადადება ან ჩამითვლია, რომ გამონაკლისი ვარ, მოგვიანებით მივმხდარვარ, რომ საკუთარ თავს რაღაც დავუშავე. ყოველთვის, როცა წინასწარმეტყველის რჩევისთვის მომისმენია, ლოცვით დავრწმუნებულვარ მასში და მივყოლილვარ, აღმომიჩენია, რომ უსაფრთხოებისკენ გადავინაცვლე“. (“Finding Safety in Counsel,” Ensign, May 1997, 25).

  7. See Neil L. Andersen, “Teaching Our Children to Love the Prophets,” Ensign, Apr. 1996, 47.

  8. ბოიდ კ. პეკარმა ერთხელ თქვა:

    „პრეზიდენტ ჰეროლდ ბ.ლის არა ერთხელ უხსენებია გამოცხადებები, სადაც ნახსენებია ასეთი ფრაზები: ‘დილის ადრეულ საათებში, როცა ვფიქრობდი ამ თემაზე … ‘ მან ეს ჩვევად აქცია - ემუშავა დილის საათებში იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვდა გამოცხადებას.

    „უფალმა იცოდა, რაც გვეუბნებოდა „მოძღვრება და აღთქმებში“: ‘ნუ დაიძინებთ საჭირო დროზე მეტ ხანს; ადრე დაწექით, რათა არ გადაიღალოთ; ადრე ადექით, რათა გონებაბამ და სხეულმა აისვენოს’. (D&C 88:124.) …

    „მე ვისწავლე გამონათქვამის „ადრე დაწექი ადრე ადექი“-ს ძალა. როცა რთულ სიტუაციაში ვარ, მე ადრე ვწვები და ადრე ვდგები, რათა ახლოს ვიყო უფალთან, რომელიც ამ საქმეს უძღვის წინ“. (Teach Ye Diligently [2005], 244–45).

  9. Neil L. Andersen, “You Know Enough,” Liahona, Nov. 2008, 13.

  10. Thomas S. Monson, “Until We Meet Again,” Liahona, May 2014, 115.

  11. Thomas S. Monson, “God Be with You Till We Meet Again,”Liahona, Nov. 2012, 110.

  12. იოანე 10:4.

  13. Henry B. Eyring, “Fear Not to Do Good,” Liahona, Nov. 2017, 103.

  14. Dieter F. Uchtdorf, “A Yearning for Home,” Liahona, Nov. 2017, 22, 24.

  15. Russell M. Nelson, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?Liahona, Nov. 2017, 62–63.

  16. Dallin H. Oaks, “The Plan and the Proclamation,” Liahona, Nov. 2017, 30–31.

  17. M. Russell Ballard, “The Trek Continues!Liahona, Nov. 2017, 106.

  18. Spencer J. Condie, Russell M. Nelson: Father, Surgeon, Apostle (2003), 215.

  19. Spencer J. Condie, Russell M. Nelson, 215.

  20. Russell M. Nelson, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?” 61.

  21. Henry B. Eyring, “Fear Not to Do Good,” 100.

  22. გორდონ ბ. ჰინკლიმ ერთხელ თქვა:

    მოცემული სწავლების ჩასაბარებლად მოგიწევთ ტესტის გავლა. თუ ჩვენ დღიდან დაწყებული, ვიქნებით ცოტათი უფრო კეთილნი, უკეთსი მოყვასნი, კიდევ უფრო მივუახლოვდებით მხსნელს, გვექნება უფრო მტკიცე გადაწყვეტილება, მივყვეთ მის სწავლებასა და მაგალითს, მაშინ ეს კონფერენცია წარმატებული ყოფილა. თუ მეორე მხრივ, ჩვენს ცხოვრებაში არ იქნება არანაირი წინსვლა, მაშინ გამომსვლელებს ტყუილად ულაპარაკიათ.

    „ეს ცვლილებები შეიძლება არ აისახოს ერთი დღის ან კვირის ან თვის განმავლობაში. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღბენ და სწრაფადვე ავიწყდებათ. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, თუ ჩვენ არ გავაუმჯობესებთ არაფერს, მაშინ დღევანდელი მცდელობები ფუჭი ყოფილა“. (“An Humble and a Contrite Heart,” Ensign, Nov. 2000, 88).

  23. Thomas S. Monson, “A Word at Closing,” Liahona, May 2010, 113.