2010-2019
ღმერთი მუდამ შენთან იქნება
აპრილი 2014


ღმერთი მუდამ შენთან იქნება

დაე სულიწმინდა, რომელიც ჩვენ ვიგრძნენით ამ ორი დღის განმავლობაში, იყოს ჩვენთან, როცა ყოველდღიურ საქმიანობას დავუბრუნდებით.

დებო და ძმებო, რა მშვენიერი კონფერენცია იყო. ჩვენ სულიერი საკვები მივიღეთ, როცა ვუსმენდით იმ ადამინაების შთაგონებულ გამოსვლებს, რომლებიც სიტყვით მოგვმართავდნენ. მუსიკა არაჩვეულებრივი იყო, გზავნილები მომზადდა და გადმოგვეცა სულიწმინდის კარნახის თანახმად და ლოცვებმა ზეცასთან დაგვაახლოვა. ჩვენ ყველანაირად ავმაღლდით ჩვენი ერთობლივი მონაწილეობის შედეგად.

იმედია, ჩვენ მოვძებნით საიმისო დროს, რომ წავიკითხოთ კონფერენციის მასალები, როცა ისინი რამოდენიმე დღეში ხელმისაწვდომი გახდება LDS.org -ზე და როცა ისინი დაიბეჭდება ჟურნალებში ენზაინ და ლიახონა, რადგან ისინი ჩვენს სათუთ ყურადღებას და შესწავლას საჭიროებენ.

მე ვიცი, რომ თქვენ შემომიერთდებით და ჩვენ ერთად გულითად მადლობას გადავუხდით იმ ძმებსა და დებს, რომლებიც ამ კონფერენციის დროს განთავისუფლებულნი იყვნენ მათი თანამდებობებიდან. მათ კარგად იმსახურეს და უფლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი სრული თავდადებით მსახურობდნენ.

ჩვენ ასევე ხელის აწევით მხარი დავუჭირეთ იმ ძმებს, რომლებსაც მოვუწოდეთ ახალი თანამდებობებისა თუ მოვალეობების შესრულებისკენ. მივესალმებით მათ და გვინდა ვაცნობოთ, რომ მოუთმენლად ველით მათთამ მსახურებას უფლის საქმეში.

როცა ჩავუფიქრდებით გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ, დაე გადავწყვიტოთ ცოტათი მაინც უკეთესნი გავხდეთ იმაზე, რაც ამის წინ ვიყავით. დაე ვიყოთ კეთილნი და მოსიყვარულენი მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს მრწამსსა და სტანდარტებს. მხსნელმა მოიტანა დედამიწაზე სიყვარულისა და ღვთის ნების გზავნილი. დაე მუდამ მივდევდეთ მის მაგალითს.

ჩვენ დღეს მსოფლიოს მრავალი სერიოზული სირთულის წინაშე ვდგავართ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მამაზეციერმა იცის ჩვენს შესახებ. ის წინ წაგვიძღვება და დაგვლოცავს, როცა ჩვენ ვიწამებთ მას და მივენდობით მას და იგი გამოგვიყვანს ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან, რომელიც ცხოვრებაში შეგვემთხვევა.

დაე თითოეულ თგვენგანთან სუფევდეს ზეცის კურთხევა. დაე ჩვენი სახლები სიყვარულით, თავაზიანობითა და უფლის სულით აღივსოს. დაე მუდამ ვკვებოთ ჩვენი სახარების მოწმობები, რათა დაგვიცვან მათ მტრის შემოტევისაგან. დაე სულიწმინდა, რომელიც ჩვენ ვიგრძნენით ამ ორი დღის განმავლობაში, იყოს ჩვენთან, როცა ყოველდღიურ საქმიანობას დავუბრუნდებით და დაე მუდამ ვიყოთ ჩართულნი უფლის საქმეში.

მე ვმოწმობ, რომ ეს სამსახური ჭეშმარიტია და ჩვენი მაცხოვარი ცოცხალია და იგი წაუძღვება თავის ეკლესიას აქ, დედამიწაზე. მე გიტოვებთ ჩემს მოწმობას, რომ ღმერთი, მარადიული მამა, ცოცხალია და მას ჩვენ ვუყვარვართ. იგი ჭეშმარიტად არის ჩვენი მამა, პიროვნება და არის რეალური. დაე გავიაზროთ, როგორ ახლოს სურს მას ჩვენთან მოსვლა, რაოდენ შორს შეუძლია მას ჩვენთან სიარული და რაოდენ ძლიერ ვუყვარვართ მას ჩვენ.

დებო და ძმებო, დაე დაგლოცოთ ღმერთმა. დაე თქვენთან იყოს მის მიერ დაპირებული სიმშვიდე აწ და მარადის.

ახლა კი გემშვიდობებით ექვსი თვით, მომავალ კონფერენციამდე. იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, სახელით, ამინ.