2010-2019
მოწმე
აპრილი 2014


მოწმე

მსურს გაგიზიაროთ ის ჭეშმარიტებები, რომელთა ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ომის ან გაურკვევლობის ჟამს, გვეძლევა საშუალება რათა გავამახვილოთ ყურდღება საკითხებზე, რომლებიც არიან ნამდვილად მნიშვნელოვანი.

მეორე მსოფლიო ომი, ჩემთვის იყო დიდი სულიერი შფოთვის ჟამი. სახლი მივატოვე ბრიგამ სითი იუტაში, ჩემი მცირე დამოწმებით და ვიგრძენი რომ რაღაც უფრო მეტი დამჭირდა. იმ დროს როდესაც ვიდექი კუნძულ იე შიმაზე, ოკინავიდან სამხრეთით იაპონიაში, ჩემს თავში ვებრძოდი ეჭვსა და გაურკვევლობას. მსურდა სახარებაზე მიმეღო პირადი დამოწმება. მსურდა გამეგო!

ერთი უძილო ღამის დროს, მივატოვე კარავი და შევედი ბუნკერში, რომელიც ერთმანეთზე დადებული ქვიშით სავსე 190 ლიტრიანი საწვავის კასრებისგან იყო აგებული, მას არ ჰქონდა სახურავი ასე რომ მე შევძვერი შიგ ავხედე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და მუხლებზე დავდექი რათა მელოცა.

თითქმის ლოცვის შუაში, ეს მოხდა. მე არ შემიძლია აგიწეროთ თუ რა მოხდა, თუნდაც გადაწყვეტილი მქონოდეს ამის ახსნა. ეს აღემატება ჩემს ძალას რათა გასაგებად გამოვხატო მაგრამ დღესაც ნათელია, ისე როგორც იმ ღამეს, თითქმის 65 წლის წინ. რომ ეს იყო ძალზედ პირადული, ძალზედ ინდივიდუალური გამოვლინება, როგორც იქნა ჩემთვის ვიცოდი. ვიცოდი ნამდვილად, რადგან ის მომეცა. ცოტა ხნის შემდეგ გამოვძვერი ბუნკერიდან და მივედი, ან მივლასლასდი ჩემს ლოგინთან, მთელი დანარჩენი ღამე გავატარე ბედნიერებისა და მოკრძალებული შიშის შეგრძნებით.

შორს ვიყავი ფიქრისგან რომ ვინმე განსაკუთრებული ვიყავი, ვფიქრობდი რომ თუ ასეთი რამ მომივიდა იგივე შეიძლება ნებისმიერმაც მიიღოს. მე ეს კვლავ მწამს. მომდევნო წელს, მივედი იმ აზრამდე, რომ რაც განვიცადე იმის მიყოლა არის ადვილი და იმავე დროს სატარებლად ძნელი.

მსურს გაგიზიაროთ, ეს ჭეშმარიტებები, რომელთა ცოდნაც ყველაზე აუცილებელია, ის რაც მე ვისწავლე და განვიცადე ჩემი თითქმის 90 წლის განმავლობაში და 50 წელი გენერალურ ხელმძღვანელობაში სამსახურით. მრავალი ჩემი ნასწავლი რამ არის ისეთი კატეგორიის რის სწავლებაც შეუძლებელია მაგრამ შეგვიძლია ჩავწვდეთ.

როგორც უმეტესობა იმისა რაც ძვირფასია, ცოდნა რომელიც არის მარადიული ღირებულების, მიიღება მხოლოდ პირადი ლოცვებითა და ფიქრებით, ეს, გაერთიანებული მარხვასთნ და წმინდა წერილების შესწავლასთან ერთად, იწვევს შთაბეჭდილებებს გამოცხადებებსა და სულიწმინდის ჩურჩულს. გვაძლევს დარიგებას ზეციდან, როდესაც ვსწავლობთ სტრიქონს სტრიქონზე.

გამოცხადება გვპირდება რომ „ამ ცხოვრებაში როგორი ცოდნასაც არ მივიღებთ, ის აღსდგება ჩვენთან ერთად აღდგომისას“ და ეს ცოდნა და განათლება მიღწეულია სიბეჯითითა და მორჩილებით (მოძღვრება და აღთქმები 130:18–19).

ერთი მარადიული ჭეშმარიტება რომელსაც მე ჩავწვდი ეს არის ის, რომ ღმერთი ცოცხალია. ის არის ჩვენი მამა. ჩვენ ვართ მისი შვილები. „ჩვენ გვწამს ღმერთის, მარადიული მამის და მისი ძის, იესო ქრისტესი და სულიწმინდის (რწმენის სიმბოლოები 1:1).

ყველა სხვა წოდებების მაგივრად რომელიც მას შეეძლო გამოეყენებინა მან ირჩია „მამა“. მხსნელმა გვიბრძანა, „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (3 ნეფი 13:9; იხილეთ ასევე მათე 6:9). მან უწოდა „მამა,“ ეს არის გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის, როდესაც ვიგებთ თუ რა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში.

მშობლობა არის წმინდა პრივილეგია და დამოკიდებულია ერთგულებაზე, ის შეიძლება იქცეს მარადიულ კურთხევად. ეკლესიაში ყველა ღონისძიების საბოლოო მიზანი არის, რომ კაცი, მისი მეუღლე და ბავშვები, იყვნენ სახლში ბედნიერები.

ისინი რომლებიც ვერ დაქორწინდებიან ან არ შეუძლიათ ბავშვების ყოლა, არ არიან გამორიცხულნი მარადიული კურთხევებისგან რომლებისკენაც ისინი ისწრაფიან, მაგრამ რომლების მიღწევაც ამჟამად არ ძალუძთ. ჩვენ ყოველთვის არ ვიცით როგორ ან როდის მივიღებთ კურთხევებს, მაგრამ მარადიული ზრდის დაპირება არ იქნება უარყოფილი არცერთი მორწმუნე პიროვნებისთვის, რომელიც წმინდა ათქმებს დებს და იცავს.

თქვენი ფარული დარდი და ცრემლიანი ვედრება მისწვდება ორივეს, მამისა და ძის გულს. მიიღებთ პირად დაპირებას მათგან, რომ თქვენი ცხოვრება იქნება სავსე და არცერთი კურთხევა რომელიც არის მნიშვნელოვანი არ იქნება თქვენთვის დაკარგული.

როგორც უფლის მსახური, ვმსახურობ იმ თანამდებობაზე რომელზეც ვარ ხელდასხმული, ასეთ ვითარებაში მათ ვაძლევ დაპირებას, რომ მნიშვნელოვანი რაც არის თქვენი ხსნისთვის და ამაღლებისთვის არ მოგეცემათ შესაბამის დროს, აივსება ხელები რომლებიც ამჟამად ცარიელია და განიკურნებიან დამსხვრეული ოცნებებისაგან ატირებული და გატეხილი გულები.

კიდევ ერთი ჭეშმარიტება რომელსაც ჩავწვდი არის ის, რომ სულიწმინდა ნამდვილად არის, ის არის სამების მესამე წევრი. მისი მისია არის რომ იყოს მოწმე ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის. იგი ავლენს თავის თავს მრავალნაირად, სიმშვიდის გრძნობისა და წრმუნების გრძნობით, მას ასევე შეუძლია მოგვცეს სიმშვიდე, რჩევა და შეუძლია გვიკარნახოს საჭიროების მიხედვით. სულიწმინდის თანადგომა ჩვენ ცხოვრებაში უზრუნველყოფილია სამართლიანი ცხოვრებით.

სულიწმინდის ძღვენის კურთხევა მიიღება სახარების წესჩვეულებით. უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ხელს ადებს ახალ წევრს თავზე და წარმოსთქვავს ამგვარ სიტყვებს: „მიიღე სულიწმინდა“.

თავისთავად ეს საეკლესიო წესჩვეულება შესამჩნევად არ შეგვცვლის, მაგრამ თუ ყურს დავუგდებთ და მივყვებით კარნახს, მივიღებთ სულიწმინდის კურთხევებს, მამაზეციერის ყოველი შვილსა და ქალიშვილს შეუძლია მოვიდეს რათა გაიგოს მორონის დაპირების ჭეშმარიტება, „სულიწმინდის ძალით, შეგიძლია ჩასწვდე ყველაფრის ჭეშმარიტებას “ (მორონი 10:5; შენიშვნა დამატებულია).

ღვთაებრივი ჭეშმარიტება რომელიც მე მივიღე ცხოვრებაში არის უფალში იესო ქრისტეში ჩემი დამოწმება.

ყველაფერ მნიშვნელოვანს რასაც ვაკეთებთ, გამოცხადებებით განმტკიცებულს, ვაკეთებთ უფლის სახელით, რომელიც არის რწმუნებულება რომლითაც ეკლესიაში ვმოქმედებთ, თავად ლოცვაც კი, პატარა ბავშვეების მიერ ნათქვამიც კი, მთავრდება იესო ქრისტეს სახელით. ყოველი კურთხევა ყოველი საეკლესიო წესჩვეულება და ხელდასხმა ყოველი ოფიციალური ქმედება, კეთდება იესო ქრისტეს სახელით. ეს არის მისი ეკლესია და მისი სახელით იწოდება, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია (იხილეთმოძღვრება და აღთქმები 115:4).

მორმონის წიგნში არის აღწერილი დიდი მოვლენა, როდესაც ნეფიელები „ლოცულობენ მამისადმი უფლის სახელით“. უფალი გამოეცხადა და ჰკითხა:

„რა გსურთ, რომ გიბოძოთ?

„და მათ უთხრეს მას: უფალო გვითხარი სახელი რომელიც უნდა ვუწოდოთ ამ ეკლესიას, რადგან კამათია ხალხში ამ საკითხის გარშემო.

„და უფალმა მათ მიუგო: ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეუბნებით, რატომ უნდა ბუზღუნებდეს და კამათობდეს ხალხი ამის შესახებ?

„ნუთუ არ კითხულობენ წმინდა წერილს, რომლებიც ამბობენ რომ უნდა აიღოთ ქრისტეს სახელი, რაც არის ჩემი სახელი? რადგან ამ სახელს გიწოდებენ უკანასკნელ დღეს.

„და რომელიც აიღებს თავის თავზე ჩემს სახელს და ბოლომდე გაძლებს, იგი გადარჩება. …

„ამიტომ რასაც არ უნდა კაეთებდეთ, უნდა აკეთოთ ჩემი სახელით, ამიტომ ეკლესიას უწოდებთ ჩემ სახელს და მიმართავთ მამას ჩემი სახელით, რათა აკურთხოს ეკლესია ჩემი გულისთვის“ (3 ნეფი 27:2–7).

ეს არის მისი სახელი, იესო ქრისტე, რადგან „[არ] არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები ).

ეკლესიაში ჩვენ ვიცით ვინ არის იგი, იესო ქრისტე, ღვთისშობილი. იგი არის მამის მხოლოდშობილი ძე. იგი არის ის რომელიც მოკლეს და რომელიც კვლავ ცოცხლობს. იგი არის ჩვენი ქომაგი მამის წინაშე, „გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე რომელიც არის ქრისტე, ღმერთის ძე, უნდა ააგოთ თქვენი საკუთარი საძირკველი“(ჰელემანი 5:12). ის არის ღუზა, რომელიც გვაკავებს, გვიცავს ჩვენ და ჩვენ ოჯახებს, ცხოვრების ქარბუქების ჟამს.

ყოველ კვირა დღეს მთელ მსოფლიოში, ზიარებისთვის იკრიბებიან ჯგუფებად ყველა ეროვნებისა და ენის ხალხები, ზიარებას აკურთხებენ იგივე სიტყვებით. ჩვენ ვიღებთ იესო ქრისტეს სახელს და ყოველთვის გვახსოვს იგი. ეს ჩვვენთვის მნიშვნელოვანია.

წინასწარმეტყველმა ნეფიმ გამოაცხადა, „ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე და ჩვენ ვწერთ ჩვენი წინასწარმეტყველებების შესაბამისად, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, თუ რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად“ (2 ნეფი 25:26).

უფლის იესო ქრისტეს დამოწმებასთან ყოველი ჩვენთაგანი თავად უნდა მივიდეს. შემდეგ ჩვენ ვუზიარებთ ამ დამოწმებას ჩვენ ოჯახსა და სხვებს.

ყოველივე ამაში, მოდით გვახსოვდეს, რომ არსებობს ბოროტება, რომელიც პირადად ცდილობს დაანგრიოს უფლის საქმე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თუ ვის უნდა გავყვეთ. ჩვენი დაცვა არის უბრალო, როდესაც ვირჩევთ მხსნელისადმი მიყოლას, მტკიცე რწმენით რომ ერთგულად, დავრჩებით მის მხარეს.

ახალ აღთქმაში, იოანე წერს, რომ იყვნენ ისეთები რომლებიც ვერ დარჩნენ მხსნელის ერთგულნი და „ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.

„მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?

„მიუგო მას სიმონ-პეტრემ: უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.

„ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა“ (იოანე 6:66–).

პეტრემ მიიღო ის, რაც შეიძლება ისწავლოს მხსნელის ყოველმა მიმდევარმა. რათა ერთგულად მიუძღვნას საკუთარი თავი იესო ქრისტეს, ჩვენ ვიღებთ მას როგორც გამომსყიდველს და ყველაფერს ვაკეთებთ რისი ძალაც შეგვწევს რათა მისი სწავლებებით ვიცხოვროთ

ამდენი წლების შემდეგ, რაც მე ვიცხოვრე და ვასწავლე და ვემსახურე, მსოფლიოს გარშემო მილიონობით კილომეტრები რაც ვიმოგზაურე, ყველაფერი რაც გამოვცადე, არის ერთი დიდი ჭეშმარიტება, რაც მსურს გაგიზიაროთ. ეს არის ჩემი დამოწმება მხსნელის იესო ქრისტეს შესახებ.

ჯოზეფ სმითმა და სიდნეი რიგდონმა, წმინდა გამოცდილების შემდეგ დაწერეს შემდეგი:

„და ახლა მრავალი დამოწმებების შემდეგ, რომლებიც მას მიეცა, ეს არის დამოწმება, რომელიც ჩვენ ვიძლევით მასზე: იგი ცოცხალია!

„რადგან ჩვენ ვიხილეთ იგი“ (მოძღვრება და აღთქმები 76:22–23).

მათი სიტყვები ჩემი სიტყვებია.

მე მწამს, და ვარ დარწმუნებული რომ იესო არის ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთის, იგი ცოცხალია. იგი არის მამის მხოლოდშობილი და მისი მეშვეობით შემწეობით და მისი მიერ, არიან მსოფლიოები და იყვნენ შექმნილნი და მცხოვრებნიი არიან მხოლოდშობილი ძენი და ქალიშვილნი ღმერთის“ (მოძღვრებები და აღთქმები 76:24).

მე გიზიარებთ ჩემ დამოწმებას, რომ მხსნელი ცოცხალია, მე ვიცნობ უფალს და ვარ მისი მოწმე, ვიცი მისი დიდი მსხვერპლშეწირვასა და მარადიულ სიყვარულზე მამაზეციერის ყველა შვილებისადმი. გიზიარებთ ჩემს განსაკუთრებულ დამოწმებას, მთელი თვინიერებით მაგრამ სრული სიმტკიცით, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.