2010-2019
მადლიერება ყველა გარემოებაში
აპრილი 2014


მადლიერება ყველა გარემოებაში

ნუთუ არ გვაქს მიზეზი, რათა აღვივსოთ მადლიერებით, იმ გარემოებების მიუხედავად, რომლებშიც ვიმყოფებით.

წლების განმავლობაში, მქონდა წმინდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი მრავალ ადამიანებს, რომელთა მწუხარებამ ჩააღწია თითქმის მათი სულების ძირამდე. ასეთ მომენტებში მე ვუსმენდი ჩემს ძმებსა და დებს და მათთან ერთად ვწუხდი მათ სამძიმარზე. ვფიქრობდი მათთვის რა მეთქვა და ბევრს ვფიქრობდი თუ რითი დამემშვიდებინა და მხარი დამეჭირა მათვის თავიანთ გასაჭირში.

ხშირად მათი მწუხარების მიზეზია რაიმეს დასასრული. ზოგისთვის ეს არის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობის დასასრული ან საყვარელი ოჯახის წევრის გარდაცვალება ან გაუცხოება. სხვებისთვის იმედის დაკარგვის გრძნობა, დაქორწინებისან ბავშვის გაჩენის და იმედი დაავადებისაგან განკურნების. ზოგიერთნი შეიძლება განიცდიან საკუთარი რწმენის აღსასრულს, როდესაც ამქვეყნიური წინააღმდეგობრივი და კონფლიქტური ზეგავლენა აცდუნებთ რათა, ეჭვი შეიტანონ ან საერთოდ მიატოვონ ის, რასაც ადრე ჭეშმარიტებად სცნობდნენ.

მწამს, რომ ადრე თუ გვიან, ყოველ ჩვენგანს უწევს იმის გამოცდა, როდესაც თითქოს მთელი ქვეყანა თავზე გვექცევა და გვიტოვებს მარტოობის, იმედგაცრუებისა და უძლურების შეგრძნებას.

ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, არავინ არის ამისგან დაცული.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი

ყველა ადამიანის პირობები განსხვადება და თითეულის ცხოვრების დეტალები არის განუმეორებელი. ამისდა მიუხედავად მე ვისწავლე, რომ არის რაღაც, რასაც შეუძლია აგვაცილოს ის სიმწარე, რომელიც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში მოვიდეს, არის ერთი რამ, რითაც შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება, რომ იყოს უფრო ტკბილი და სასიხარულო, ბრწყინვალეც კი.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი!

ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამქვეყნიური სიბრძნეს, რომ ადამიანი, რომელიც არის დარდით დამძიმებული, ღმერთს მადლობას უნდა უხდიდეს. მაგრამ ისინი, რომლებიც სიმწრის ჭურჭელს გვერდზე გადადებენ და აიღებენ მადლიერების სავსე თასს, შეუძლიათ იპოვონ გამწმენდი სასმელი მკურნალობის მშვიდობისა და გულისხმიერების.

როგორც ქრისტეს მოწაფეები, ნაბრძანები გვაქვს, რათა „ყველაფერში ვიყოთ მადლიერნი,“1 უფლისადმი ჩვენი ღმერთისადმი, „მადლიერებით ვუმღეროთ უფალს,“2 და გულები ავივსოთ ღმერთის მადლიერებით“.3

რატომ გვიბრძანებს ღმერთი, რომ ვიყოთ მადლიერნი?

ყოველი მისი მცნება მოგვეცა, რათა კურთხევები იყოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი. მცნებები გვაძლევენ შესაძლებლობას, რათა გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება კურთხევების მისაღებად. ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა იცის, რომ სულიერი მადლიერების სულის განვითარება მოგვიტანს ჭეშმარიტ სიხარულსა და დიდ ბედნიერებას.

მადლიერება საგნების გამო

მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება თქვას: რის გამო უნდა ვიყო მადლიერი როდესაც ასეთ მწარე გასაჭირში ვარ?

შესაძლოა, ყურადღების გამახვილებით იმაზე, რისთვისუნდა ვიყოთ მადლიერნი, არის არასწორი მიდგომა. ძნელია მადლიერების სულის განვითარება, როდესაც ჩვენ მადლობელნი ვართ იმ კურთხევების პროპორციულად რამდენის დათვლასაც შევძლებთ. მართლაც მნიშვნელოვანია ხშირად დავითვალოთ მიღებული კურთხევები და ვისაც ეს უცდია, იცის, რომ ისინი არიან ბევრნი, მაგრამ არ მწამს, რომ უფალი ჩვენგან მოელოდეს ნაკლებ მადლიერებას გაჭირვებისას ვიდრე სიუხვისა და კეთილდღეობის ჟამს. სინამდვილეში, სულიერი სწავლებების უმეტესობა, არ ლაპარაკობს მადლიერებას რაიმე საგნებისთვის, არამედ გვთავაზობს საერთოდ მადლიერების გრძნობას ან მადლიერების სულით მიდგომას.

ადვილია მადლიერად ყოფნა რაიმესთვის როდესაც ჩვენი ცხოვრება კარგად მიდის, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვსურს?

შეიძლება ვთქვა, რომ მადლიერება უნდა მივიჩნიოთ, როგორც ბუნებრივი ზნეობა, ცხოვრების წესი, რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი მიმდინარე ცხოვრებისეული სიტუაციისგან? სხვა სიტყვებით, გთავაზობთ, საგნების გამო მადლიერების ნაცვლად, ყურადღება გავამახვილოთ მადლიერებაზე იმ მდგომარეობისათვის, რაშიც ვიმყოფებით, როგორიც არ უნდა იყოს ის.

არის ძველი ამბავი მიმტანზე, რომელმაც შეეკითხა სტუმარს, მოეწონა თუ არა მას კერძი. სტუმარმა უპასუხა, რომ ყველაფერი იყო ჩინებული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ მეტ პურს მიართმევდნენ. მომდევნო დღეს, როდესაც მამაკაცი დაბრუნდა, მიმტანმა ორჯერ უფრო მეტი პური მიართვა; ორი ნაჭრის მაგივრად აძლევდა ოთხს, მაგრამ მამაკაცი კვლავ უკმაყოფილო იყო. მომდევნო დღეს მიმტანმა პური კიდევ ორჯერ უფრო მეტი მისცა, მაგრამ წარუმატებლად.

მეოთხე დღეს, მიმტანმა გადაწყვიტა, რომ რაც არ დაჯდომოდა მამაკაცი გაებედნიერებინა და ღიმილით მიართვა 3 მეტრი სიმაღლის შუაზე გაჭრილი პური, მიმტანი მოუთმენლად ელოდებოდა მამაკაცის რეაქციას.

საუზმის შემდეგ, მამაკაცმა შეხედა და უთხრა, „როგორც ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ვხედავ, რომ მაინც ორი ნაჭერი პური მომეცი.“

ჩვენს პირობებში მადლიერად ყოფნა

საყვარელო დებო და ძმებო, არჩევანი ჩვენზეა. შეგვიძლია შევზღუდოთ ჩვენი მადლიერება იმ კურთხევების მიხედვით, რომლებიც გვაკლია, ან შეგვიძლია ვიყოთ, როგორც ნეფი, რომლის მადლიერი გული არასდროს არ შემკრთალა. როდესაც მისმა ძმებმა იგი გემზე შებოჭეს, რომელიც მან ააშენა, რათა ისინი აღთქმულ მიწაზე წაეყვანა, მაჯები და კოჭები იმდენად სტკიოდა, რომ ისინი ძალზედ გაუსივდა და ლამის მძვინვარე ქარიშხალმა შთანთქა იგი ზღვის სიღრმეებში. ამისდა მიუხედავად, ნეფიმ თქვა, „მე ღმერთს შევცქეროდი და ვადიდებდი მას მთელი დღის განმავლობაში და ჩემი გაჭირვების გამო არ ვბუზღუნებდი.“4

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, როგორც იობი, რომელსაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მთლიანად დაკარგა. მაგრამ იობმა მიუგო სიტყვებით, „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“5

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, როგორც მორმონი ახლადმოსახლეები, რომლებიც ინარჩუნებდნენ მადლიერების სულს მათი ტკივილით აღსავსე და მძიმე მოგზაურობის ჟამს დიდი სოლთლეიკის მიმართულებით. სიმღერით, ცეკვით და ღმერთის დიდებითაც კი.6 მრავალი ჩენგანი ალბათ უკან დახევას გადაწყვეტდა, დაიჩივლებდა და აგონიაში ჩავარდებოდა მოგზაურობის სირთულის გამო.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, როგორც წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი, რომელიც ლიბერთის ციხის საშინელ პირობებში, დაწერა შთაგონებული სიტყვები: „ძვირფასო საყვარელო ძმებო, მოდით სიხარულით გავაკეთოთ ყველაფერი რისი ძალაც შეგვწევს; და შემდეგ შევძლებთ წყნარად დგომას, მთელი გულდაჯერებით, რომ ვიხილოთ ღმერთის ხსნა და მისი ხელი, რომელიც გამოჩნდება.“7

ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მადლიერება ყველაფრის მიუხედავად.

ასეთი მადლიერება იარსებებს ყველაფრის მიუხედავად, რაც კი ჩვენს გარშემო ხდება, იგი სძლევს გულგატეხილობას, უიმედობას და სასოწარკვეთილებას, იგი ყვავის ყინულოვან ზამთარში ისე, როგორც თბილი და სასიამოვნო ზაფხულის ჟამს.

როდესაც ღმერთისადმი ვართ მადლიერნი, ჩვენს გარემოებებში, შუა გაჭირვებაში შეგვიძლია ვიგრძნოთ დიდი სიმშვიდე. მწუხარებისას კვლავ შევძლებთ გულების გამხნევებას დიდებით, ტკივილის ჟამს, შევძლებთ ვადიდოთ ქრისტეს გამოსყიდვა. ცივ და მწარე გაჭირვებაში, შევძლებთ ვიგრძნოთ ზეციური მოფერების სიახლოვესა და სითბოს.

ხანდახან ვფიქრობთ, მადლიერნი უნდა ვიყოთ მას შემდეგ რაც ჩვენი პრობლემები გადაწყდება, მაგრამ როგორი საშინელი სიბეცეა ეს, რამდენს დავკარგავთ ცხოვრებაში თუ დაველოდებით იმას, რისთვის შემდეგ მადლიერი ვიქნებით ღმერთისადმი, როდესაც უკვე ასე უხვად გვიბოძა ამდენი?

მადლიერება გაჭირვების ჟამს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილნი ვართ ჩვენი გარემოებით. ეს ნიშნავს რომ ჩვენ რწმენის თვალით გადავცქერით ამჟამინდელ წინააღმდეგობებს.

ეს არ არის სიტყვებით ნათქვამი მადლიერება, არამედ სულის, ეს არის მადლიერება, რომელიც კურნავს გულებს და აფართოებს გონებას.

მადლიერება არის რწმენის გამოვლენა

ჩვენს პირობებში მადლიერება არის ღმერთისადმი რწმენის გამოვლენა. იგი მოითხოვს ჩვენგან ღმერთისადმი ნდობას, და იმედს ყოველივე იმაში, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ არის ჭეშმარიტი.8 მადლიერებით, ჩვენ მივდევთ ჩვენი საყვარელი მხსნელის მაგალითს, რომელმაც თქვა: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“9

ჭეშმარიტი მადლიერება არის იმედისა და დამოწმების გამოხატვა. იგი მოდის იმის გააზრებით, რომ ჩვენ ყოველთვის არ გვესმის ჩვენი ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს მათ ჩავწვდებით.

ყველანაირ პირობებში, ჩვენი მადლიერების გრძნობა ნოყიერდება მრავალი წმინდა ჭეშმარიტებებით, რომლებიც ვიცით: რომ ჩვენმა მამამ თავის შილებს უბოძა ბედნიერების გეგმა, რომ მისი ძის, იესო ქრისტეს გამოსყიდვით, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ სამუდამოდ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან, რომ ბოლოს, ჩვენ გვექნება ბრწყინვალე სრულყოფილი და უკვდავი სხეულები, თავისუფალი დაავადებებისა და ნაკლოვანებებისგან, რომ ჩვენი სევდისა და დანაკარგის ცრემლები შეიცვლება უხვი ბედნიერებითა და სიხარულით, „კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე.“10

ალბათ ასეთმა დამოწმება აქცია მხსნელის მოციქულები შეშინებულ და ეჭვით აღსავსე ადამიანებიდან, უშიშარ და სიხარულით აღსავსე მეუფის ემისარებად, მისი ჯვარცმიდან საათების განმავლობაში ისინი აღვსილნი იყვნენ სასოწარკვეთითა და დარდით, არ შეეძლოთ იმის გააზრება თუ რა მოხდა, მაგრამ ერთმა მოვლენამ შეცვალა ყველაფერი, მათი უფალი გამოეცხადათ და უთხრა, „შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს, ეს მე ვარ თვითონ.“11

როდესაც მოციქულებმა აღმდგარი ქრისტე იცნეს, როდესაც განიცადეს მათი საყვარელის დიადი აღდგომა, ისინი შეიცვალნენ, აღარაფერი შეაჩერებდა მათ თავიანთი მისიის შესასრულებლად. მათ თამამად და შეუპოვრად მიიღეს წამება დამცირება და სიკვდილიც, რომელიც მოვიდოდა მათი დამოწმების გამო.12 მათ არ დაიხიეს უკან თავიანთი უფლის დიდებისა და მსახურობისგან. მათ შეცვალეს ხალხის ცხოვრება ყველგან, შეცვალეს მთელი მსოფლიო.

არ არის საჭირო, რომ დაინახოთ მხსნელი, ისე როგორც მოციქულები ხედავდნენ, რათა განიცადოთ იგივე ცვლილება, თქვენი ქრისტეში დამოწმება, სულიწმინდის შობილი, დაგეხმარებათ დაინახოთ მოკვდავების იმედგაცრუებული დასასრულების გაღმა, ნათელი მომავალი, რომელიც მსოფლიოს გამომსყიდველმა მოამზადა.

ჩვენ არ ვართ დაბადებულები დასასრულისთვის

იმის სინათლით, რაც ვიცით, ჩვენი მარადიული დანიშნულების შესახებ, გასაგებია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ცხოვრებისეული მწუხარე დასასრული. თითქოს ჩვენში არის რაღაც, რაც ეწინააღმდეგება დასასრულს.

რატომ არის ასე? ეს იმიტომ, რომ დაბადებულნი ვართ, რაღაც მარადიულით, ჩვენ ვართ მარადიული არსებები, ყოვლისშემძლე ღმერთის შვილები, რომელსაც ჰქვია უსასრულობა,13 რომელიც გვპირდება მარადიულ კურთხევებს უთვალავს, დასასრული არ რის ჩვენი მიმართულება.

რაც უფრო მეტს ვსწავლობთ იესო ქრისტეს სახარების შესახებ, უფრო მეტს ვიგებთ, რომ ამქვეყნიური დასასრული, სულაც არ შიძლება ჩაითვალოს დასასრულად, არამედ უბრალო შეჩერება, დროებითი პაუზა, რომელიც ერთ დღეს მოგვეჩვენება მცირედ იმ მარადიული სიხარულთან შედარებით, რომელიც მორწმუნეს მოელის.

როგორი მადლიერი ვარ ჩემი მამაზეციერის მიმართ, რომ მის გეგმაში არ არის ნამდვილი დასასრული, არამედ არის მარადიული დასაწყისები.

ისინი რომლებიც არიან მადლიერნი, გახდებიან დიდებულნი

დებო და ძმებო, ნუთუ არ გვაქვს მიზეზი, რათა აღვივსეთ მადლიერებით? იმ გარემოებების მიუხედავად, რაც არის ჩვენს გარშემო?

ნუთუ გვჭირდება უფრო დიდი მიზეზი იმისათვის რათა ღმერთისადმი ვიყოთ მადლიერებით აღსავსენი?14

ნუთუ არ გვაქს სიხარულის დიდი მიზეზი?“15

როგორი კურთხეულნი ვართ, თუ შევიცნობთ ღმერთის ხელს ჩვენ საოცარ ცხოვრებაში. მამაზეციერისადმი მადლიერება აფართოებს და ნათელს ხდის ჩვენს ხედვას. ის შთაგვაგონებს თავმდაბლობას და გვიბიძგებს გულისხმიერებისკენ მოყვასისადმი და ყოველი ღმერთის ქმნილებისადმი. მადლიერება არის აუცილებელი ნაწილი ქრისტესგვარი თვისებებისათვის! მადლიერი გული არის ყველა სათნო ღირსებების მშობელი.16

უფალმა მოგვცა თავისი დაპირება, რომ ისინი რომლებიც ყველაფერს მადლიერებით მიიღებენ, გახდებიან დიდებულნი; და ამქვეყნიურიც იქნება მათთვის ნაბოძები.“17

მოდით „ვიცხოვროთ ყოველდღე მადლიერებით“”18 განსაკუთრებით ამოუხსნელი დასასრულების ჟამს, რომელიც არის მოკვდავი ცხოვრების ნაწილი. მოდით ნება მივცეთ ჩვენ სულებს, რათა გაფართოვდნენ მადლიერებაში, ჩვენი მოწყალე მამაზეციერისადმი. მოდით მუდამ ავიმაღლოთ ხმა და სიტყვით და საქმით გამოვიჩინოთ ჩვენი მადლიერება, ჩვენი მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძისადმი. ამისთვის ვლოცულობ და გიტოვებთ ჩემ დამოწმებასა და კურთხევას, იესო ქრისტეს სახელით ამინ.