2010-2019
მიყურადება
აპრილი 2014


მიყურადება

ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ უფრო თანმიმდევრულად ჩართულნი მისიონერულ სამსახურში, თუკი შიშს ჭეშმარიტი რწმენით შევცვლით.

სამოცდაოთხი წლის წინ, სექტემბერში, სახლში ინგლისის მისიიდან დავბრუნდი. სამი დღის დაბრუნებული ვიყავი, როცა მეგობართან ერთად იუტას უნივრსიტეტში გამართული ჰელოუ დეი დანსის ღონისძიებას დავესწარი. მეგობარმა მითხრა, რომ უნდა შევხვედროდი ლამაზ მეორეკურსელ გოგონას, ბარბარა ბოუენს. მან, ის ჩემთან მოიყვანა, გამაცნო და ჩვენ ცეკვა დავიწყეთ.

სამწუხაროდ, ეს იყო ცეკვა, რომელსაც ჩვენ ვეძახით „თეგ დანსი“ ანუ შენ ცეკვავ გოგონასთან, სანამ ვინმე მხარზე არ წამოგარტყამს ხელს. ბარბარა ენერგიული, პოპულარული გოგო იყო, ისე რომ ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ვიღაცამ ხელი წამომარტყა მხარზე და ჩემი პარტნიორი წაიყვანა.

ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. რადგან მისიაზე საქმეზე მიყურადება ვისწავლე, მე ბარბარას ტელეფონის ნომერი გავიგე და ჩემთან შეხვედრა ვთხოვე, მაგრამ იგი დაკავებული იყო გაკვეთილებით და საზოგადოებრივი საქმიანობით. საბედნიეროდ მისიაზე ვისწავლე ვიყო შეუპოვარი, მაშინაც კი, როცა გულაცრუებული ვარ და ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, პაემანის დანიშვნა შევძელი. ამ პაემანს სხვაც მოჰყვა. რაღაცნაირად შევძელი დამერწმუნებინა ეს გოგო იმაში, რომ მე ვიყავი ერთადერთი დაბრუნებული ნამდვილი ცოცხალი მისიონერი, ყოველ შემთხვევაში, მისთვის. ახლა, 64 წლის შემდეგ, შვიდი შვილი, მრავალი შვილიშვილი და შვილთაშვილი წარმოადგენენ იმ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების მტკიცებულებას, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ კარგია შენი გზავნილი, შეიძლება ვერ გადასცე ის, შეუპოვარი, თანმიმდევრული მიყურადების გარეშე.

იქნებ ამიტომაც აშკარად ვიგრძენი დღეს უცილებლობა,მივაყურადო დღეს ჩემი წინა გენერალური კონფერენციების ორი გამოსვლას.

ოქტომბრის 2011 წ. კონფერენციაზე მე დაჟინებით გთხოვეთ, დაგემახსოვრებინათ უფლის ეს მნიშვნელოვანი სიტყვები: ამ უკანასკნელ დღეებში ჩემს ეკლესიას დაერქმევა სახელი – უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.1

ამ სიტყვების მეშვეობით უფალი ნათელს ხდის, რომ ეს არა მხოლოდ ფორმალური სახელია, არამედ ის სახელი, რომელიც მის ეკლესიას დაერქმევა. და მას შემდეგ, რაც ასეთი ნათელი განმარტება მოგვცა უფალმა, ჩვენ არ უნდა ვახსენოთ ეკლესია არანაირი სხვა სახელით, როგორიცაა „მორმონთა ეკლესია“ ან „ელ დი ესის ეკლესია“.

ტერმინი მორმონი შეიძლება გამოვიყენოთ ზოგიერთ კონტექსტში, მაგალითად ეკლესიის წევრების მიმართ, როცა ვიხსენიებთ მათ, როგორც მორმონ პიონერებს, ან დაწესებულებასთან მიმართებაში, როგორიცაა მორმონთა ტაბერნაკალური გუნდი. ეკლესიის წევრები ვრცლად არიან ცნობილნი, როგორც მორმონები და სხვა რწმენის ადამინებთან საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ საკუთარ თავს მორმონები, მაგრამ ამას უნდა მივაყოლოთ ეკლესიის სრული სახელი.

თუ წევრები ისწავლიან ეკლესიის სახელის სწორად გამოყენებას სიტყვა მორმონებთან ერთად, ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, მხსნელის ეკლესიის წევრები.

დებო და ძმებო, მოდით მივაყურადოთ და განვავითაროთ ჩვევა – ყოველთვის ნათლად გამოვხატოთ, რომ ჩვენ ვეკუთვნით უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას.

მეორე გზავნილი, რომელიც ჩემი აზრით მიყურადებას ითხოვს, არის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა, როცა მე შევაგულიანე წევრები ილოცონ იმისთვის, რომ ისინი მიყვანილნი იქნენ თუნდაც ერთ ადამიანთან, რომლის მიპატიჟებასაც შეძლებენ, რათა შობამდე შეატყობინებინათ მისთვის აღდგენილი სახარების შესახებ. მრავალმა ეკლესიის წევრმა გამიზიარა თავისი განსაკუთრებული გამოცდილება, როგორც შედეგი იმისა, რომ ისინი სთხოვდნენ უფალს, გამოეგზავნათ მათთვის მისიონერული შესაძლებლობები.

მაგალითად, ერთი დაბრუნებული მისიონერი განსაკუთრებით ლოცულობდა იმისთვის, რომ მიყვანილი ყოფილიყო „იმ ერთთან“ რომელსაც იგი ასწავლიდა. უცებ ძველი კოლეჯის თანაკურსელის სახელი გაიხსენა. იგი მას ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა და შეიტყო მისგან, რომ ლოცულობდა იმისთვის, რომ ამ ცხოვრების მიზანი და აზრი გაეგო. დაბრუნებულმა მისიონერმა მიაყურადა ეს საქმე ზუსტად იმ დროს, როცა მისი მეგობარი ჭეშმარიტებას ეძებდა; იგი დეკემბერში მოინათლა.

მრავალი მსგავსი მოპატიჟების შესახებ გამიგია, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეს მიაყურადეს ისე, როგორც ამ ძმამ გააკეთა.

მე მიყურადების პრინციპის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. როგორც ეს მისიონერულ სახელმძღვანელოში იქადაგე ჩემი სახარება ნათქვამია: „შეთავაზება მიყურადების გარეშე ემსგავსება მოგზაურობას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და არ დავასრულეთ ან კონცერტს, რომელზედაც ჩვენ ბილეთი ვიყიდეთ და თეატრში კი აღარ წავედით. დამასრულებელ ქმედებათა გარეშე ვალდებულება კარგავს აზრს“.2

იქადაგე ჩემი სახარება ყველას ასწავლის იმას, თუ არა მხოლოდ როგორ შესთავაზო, არამედ მიაყურადო შენი შეთავაზება. მისიონერული სამუშაოს მიზანი განსაზღვრულია, როგორც შეთავაზება მოვიდნენ ქრისტესთან აღდგენილი სახარების მიღებით, რაც ხდება შესაძლებელი იესო ქრისტეს რწმენისა და მისი გამოსყიდვის რწმენის, მონანიების, ნათლობის, სულიწმინდის ძღვენის და ბოლომდე მოთმენის მეშვეობით.3

შეთავაზება რა თქმა უნდა არის ამ პროცესის ნაწილი. მაგრამ დააკვირდით, რომ წევრებისთვის მისიონერული სამუშაოს შესასრულებლად გაცილებით უფრო მეტია გასაკეთებელი, ვიდრე უბრალო შეთავაზება – მოუსმინომ მისიონერებს. ეს ასევე მოიცავს მიყურადებას მისიონერებთან რწმენაში განვითარების, მონანიებისკენ ბიძგების, აღთქმის დადების მომზადების და ბოლომდე მოთმენის პროცესში.

მიყურადების პრინციპი კარგად არის ნაჩვენები საქმეებში:

„პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში. …

„იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა;

„როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.

„პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“

„იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.

„უთხრა პეტრემ: ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“

ეს არის ძლიერი შეთავაზება უფლის მსახურისგან, ხომ ასეა? მაგრამ პეტრე არ გაჩერდა ამ შეთავაზებაზე. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ „მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი, და წამოაყენა: და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.

„წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში, დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს“.4

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეტრე მოციქულმა უბრალოდ კი არ გამოიყენა მღვდლობის უფლებამოსილება და შესთავაზა კაცს ადგეს და გაიაროს. მან ასევე მიაყურადა შეთავაზებას, რადგან ხელი გაუწოდა, მარჯვენაზე მოჰკიდა, ააყენა და შემდეგ მასთან ერთად ტაძარში შევიდა.

პეტრე მოციქულის სულის მაგალითზე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ უფრო თანმიმდევრულად ჩართულნი მისიონერულ სამსახურში, თუკი შიშს ჭეშმარიტი რწმენით შევცვლით, კვარტალში ერთხელ მაინც ანუ წელიწადში ოთხჯერ ვინმეს შევთავაზებთ სრული დროის მისიონერებთან შეხვედრას. ისინი მზად არიან ასწავლონ სულიწმინდის თანხლებით უფლისგან გულწრფელი, გულითადი შთაგონებით. ერთად ჩვენ შეგვიძლია მივაყურადოთ ჩვენი შეთავაზებები, მოვკიდოთ მოპატიჟებულებს ხელი, ავაყენოთ ისინი და გავყვეთ მათ სულიერ მოგზაურობაში.

თქვენთვის ამ პროცესში დასახმარებლად, მე ვთავაზობ ყოველ წევრს, მიუხედავად მათი ამჟამინდელი მოწოდებისა ან ეკლესიურ აქტიურობისა, შეიძინონ იქადაგე ჩემი სახარება. მისი შეძენა შესაძლებელია სადისტრუბიუციო ცენტრებში და ინტერნეტში. ინნტერნეტიდან მასალების წაკითხვა და გადმოწერა უფასოა. ეს არის მისიონერებისთვის გზამკვლევი, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველი ჩვენგანისთვისაც გზამკვლევია. წაიკითხეთ იგი, შეისწავლეთ და მერე მოარგეთ ნასწავლი იმას, რომ გაიგოთ, როგორ მიიყვანოთ სულები ქრისტესთან შეთავაზებისა და მიყურადების ხერხით. როგორც პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თქვა, „ახლა დადგა დრო წევრებისა და მისიონერებისთვის შეიკრიბონ, ერთად იმუშაონ, იშრომონ უფლის ვენახში, რათა მასთან მიიყვანონ სულები“.5

იესო ქრისტე ასწავლიდა თავის მოწაფეებს:

„სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა;

„ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.6

უფალმა ჩვენს დროში უპასუხა ამ ლოცვას, მსოფლიოს ისტორიაში სრული დროის მისიონერების უდიდესი რაოდენობით. ამ ერთგული მუშაკების ახალი ტალღის საშუალებით, უფალმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა – მოვეხმაროთ მას სულების ამ დიდ სამკალში.

ჩვენი შესანიშნავი მისიონერების დასახმარებლად და მხარში დასადგომად არსებობს რაღაც განსაკუთრებული ხერხები. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მისიონერებს, რომ სწავლობთ იქადაგე ჩემი სახარება -ს და ჰკითხოთ მათ, რას სწავლობენ ისინი. ერთმანეთისთვის გაზიარებისას გაიზრდება ნდობა წევრებსა და სრული დროის მისიონერებს შორის, ზუსტად ისე, როგორც უფალმა გვიბრძანა, რომ:

„ყოველი მამაკაცი [და ქალი] უნდა ლაპარაკობდეს უფალი ღმერთის სახელით, რომელიც არის სამყაროს მხსნელი“.7

და მან ასევე თქვა, რომ გაგვაგზავნა ხალხისთვის დასამოწმებლად და გასაფრთხილებლად, რათა ყოველმა ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებული იქნა, გააფრთხილოს თავისი მოყვასიც.8

დებო და ძმებო, წარმოგიდგენიათ, რა გავლენას მოახდენენ სრული დროის მისიონერებზე ოჯახის წევრები და მეგობრები, თუ ისინი თავიანთ წერილებით ან ელექტრონული ფოსტით გაუზიარებენ მათ იმას, რასაც სწავლობენ იქადაგე ჩემი სახარება -დან? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის კურთხევები, რომლებსაც მიიღებენ ოჯახის წევრები, როცა მათ იციან და უკეთ ესმით ის, რასაც მათი შვილები ისწავლიან მისიაზე ყოფნისას სხვების სასწავლებლად? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის საოცარი გამოსყიდვის მადლი, რომელსაც მივიღებთ პირადად და ყველანი ერთად, მხსნელის დაპირების თანახმად, რომ ყველანი, ვინც მოწმობენ სულების უფალთან მისასვლელ პროცესში და შემდეგ აყურადებენ ამ შეთავაზებას, დალოცვილნი იქნებიან.

უფალმა ბრძანა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით, რომ ჩვენ დალოცვილნი ვართ, რადგან მოწმობა, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, იწერება ზეცაში ანგელოზების წასაკითხად და ისინი ხარობენ ჩვენით და ცოდვები ჩვენი მიგვეტევება.9

უფალმა ასევე თქვა, რომ მოგვიტევებს ცოდვებს და მოგვცემს მცნებას, რომ დავრჩეთ მტკიცენი ... სამყაროსათვის მოწმობის გაზიარების დროს იმაზედ, რაც ჩვენ სიტყვიერად გადმოგვეცემა.10

თუ ჩვენ მივაყურადებთ მოპატიჟებას, უფალი არ მიგვატოვებს. მე მთელს მსოფლიოში მინახავს სიტყვებით აუღწერელი ეკლესიის წევრების სიხარული, რომელიც მოჰყვება მოწმობით შთაგონებულ შეთავაზებასა და შემდეგ მიყურადებას. ცოტა ხნის წინ არგენტინაში ყოფნისას, მე შთავაგონე წევრები, ამ გენერალური კონფერენციის დაწყებამდე მოეპატიჟებინათ ვინმე ეკლესიაში. რვა წლის ჯოშუამ ყური დაუგდო ამას და მოიწვია საუკეთესო მეგობარი ოჯახთან ერთად ბუენოს-აირესში მათი სამეურვეოს ღია კარის დღეზე. ნება მიბოძეთ, წაგიკითხოთ ამ წერილის ნაწყვეტი, რომელიც ახლახანს მივიღე. აქ ახსნილია ჯოშუას შეთავაზება და მისი ერთგული მიყურადება:

„ყოველ წუთს [ჯოშუა] მირბოდა ჭიშკართან, რათა ენახა, მოდიოდნენ მისი მეგობრები თუ არა. მან თქვა, რომ იცოდა: ისინი მოვიდოდნენ“.

„საღამო გავიდა, ჯოშუას მეგობარი კი არ მოდიოდა, მაგრამ ჯოშუა არ დანებდა. იგი ერთგულად ამოწმებდა ჭიშკარს ყოველ წუთში. დადგა დრო ნივთების ასალაგებლად, როცა ჯოშუამ ხტუნაობა დაიწყო და თან ამბობდა: ‘მოდიან! მოდიან!’ მე გამოვიხედე და დავინახე მთელი ოჯახი, რომელიც ეკლესიისკენ მოდიოდა. ჯოშუა გარეთ გავარდა მათ მისასალმებლად და მეგობარი ჩაიხუტა. ისინი ყველანი შიგნით შემოვიდნენ და როგორც ჩანს, მოიწონეს ღია კარის დღე. მათ ბუკლეტები აიღეს და ახალი მეგობრებიც გაიჩინეს. რა შესანიშნავი იყო ამ პატარა ბიჭუნას, რწმენის ხილვა და იმის გააზრება, რომ დაწყებითი საზოგადოების ბავშვებსაც კი შეუძლიათ იყონ მისიონერები“.11

მე ვმოწმობ, რომ როცა ჩვენ ერთად ვშრომობთ, ვეძიებთ, ვთავაზობთ, რწმენით ვაყურადებთ, უფალი გაგვიღიმებს და ასი ათასობით ღვთის შვილი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში იპოვის მიზანსა და სიმშვიდეს. დაგვლოცოს უფალმა ყველანი ჩვენს მცდელობებში – დავაჩქაროთ მისი ხსნის საქმე. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.