თქვენი ოთხი წუთი
გამოსყიდვის სასწაულს შეუძლია დაფაროს ჩვენი მოქმედებების არასრულყოფილება.
ამ ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა მსოფლიო მოაჯადოვა 89 ქვეყნის ათლეტების გამოსვლით, რომლებიც 98 სხვადასხვა სახეობის შეჯიბრში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 10 ათლეტი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან. სამმა მათგანმა მედლები აიღეს, რაზედაც საეკლესიო აზალ ამბებში Church News წავიკითხეთ. აი მათი სახელები: კრისტოფერ ფოგტი, ნოელ პიკუს-პეისი და თორა ბრაითი.1 ვულოცავთ მათ და ყველა სხვა სპორტსმენს, ყოჩაღ!
მე ამ დილით ვსაუბრობ ამ თამაშებზე და მივმართავ აზრებს ახალგაზრდა კაცებს, ქალებსა და ახალგაზრდა დასაოჯახებელ ადამიანებს, მათ, ვინც იმყოფებით იმ მნიშვნელოვან ასაკში, რომელიც თქვენი ცხოვრების მიმართულებას განაპირობებს. ამიტომაც ვგრძნობ ასეთ დიდ აუცილებლობას – მოგმართოთ თქვენ სიტყვით.
იმისთვის, რომ თქვენ იგრძნოთ ეს აუცილებლობა, მე პირველ რიგში გაგიზიარებთ ერთ-ერთი უკანასკნელი დღეების წმინდანთა ათლეტის, ნოელ პიკუს-პეისის, ამბავს. სპორტსმენის წარმატება იწყება იმ მომენტიდან, როცა ის სწრაფად ჯდება ციგაზე. იგი დიდი სიჩქარით ჩამოდის გაყინულ, დაკლაკნილ ბილიკზე სიჩქარით 145 კმ/სთ და სახე მიწიდან სულ რამოდენიმე სანტიმეტრით აქვს დაშორებული.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მზადება განიხილებოდა როგორც წარმატება ან წარუმატებლობა, დაფუძნებული იმაზე, თუ რა მოხდება ოთხ 60 წამიან ინტენსიურ რაუნდში.
ნოელის წინა ოლიმპიური თამაშები 2006 წ. არ შედგა, რადგან მან უბედური შემთხვევის გამო ფეხი მოიტეხა. 2010წ. ოლიმპიურ თამაშებშიც მან ვერ აისრულა ოცნება, რადგან წამის 1/10-ით მას ოქროს მედალოსანმა მოუგო.2
წარმოიდგინეთ, როგორ ღელავდა იგი, როცა თავის გამოსვლას ელოდებოდა 2014წ. ოლიმპიურ თამაშებში? მომზადების წლები სულ მოკლე ხანში კულმინაციას მიაღწევდა. საერთო ჯამში ოთხი წუთი. მან წლები დახარჯა იმისთვის, რომ ამ ოთხი წუთისთვის მომზადებულიყო და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში იფიქრებდა მათზე.
ნოელის ფინალური გამოსვლები თითქმის უნაკლო იყო. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება ის, თუ როგორ შეხტა იგი ფინალური ზოლის გადაკვეთის შემდეგ ოჯახის წევრებთან შესახვედრად ძახილით: „ჩვენ ეს მოვახერხეთ“! წლების განმავლობაში მზადება მას დაუფასდა. ჩვენ ვერცლის მედალთან ერთად ახალგაზრდა ქალების მედალიონიც ვიხილით მის კისერზე.3
იქნებ უსამართლოდ გეჩვენებათ ის, რომ ნოელის სრული ოლიმპიური ოცნება დამოკიდებული იყო იმაზე, რაც მან ოთხ მოკლე წუთში წარმოადგინა, მაგრამ მან ეს იცოდა და ამიტომაც ასე გულმოდგინედ ემზადებოდა ამისთვის. მან შეიგრძნო ამ სამი წუთის მნიშვნელობა და სიდიადე და ის, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ოთხი წუთი მის მთელ ცხოვრებაზე.
ჩვენ ასევე გვახსოვს ქრისტოფერ ფოგტი, იმ გუნდის მონაწილე, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიგი ოთხ კაციან ბობსლეის რბოლაში. იგი 2010 წ. ოლიმპიურ თამაშებში ძლიერ დაიმტვრა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია.ფანტასტიურ გამოსვლაში მან ჯილდო აიღო, რისკენაც იგი ისი მიისწრაფვოდა.4
ახლა, დაუფიქრდით იმას, თუ როგორ ჰგავს თქვენი მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ამ სპორტსმენენბის ოთს წუთიან გამოსვლას. თქვენ ხართ მარადიული ქმნილება. თქვენ დაბადებამდე არსებობდით, როგორც სული. მოსიყვარულე მამაზეციერის გარემოცვაში თქვენ გაიარეთ წვრთნა და მოემზადეთ დედამიწაზე მოსვლისთვის სულ მოკლე ხნით, სამოქმედოდ. ეს ცხოვრება არის თქვენი სამი წუთი. სანამ აქ ხართ, თქვენი მოქმედებები განაპირობებს, მოიგებთ თუ არა მარადიული ცხოვრების ჯილდოს. წინასწარმეტყველმა ამულეკმა აგვიხსნა, რომ ეს ცხოვრება არის ... ღმერთთან მომზადების დრო; დიახ, ამ ცხოვრების ეს დღე არის ...[ ჩვენი] მოქმედებების დღე.5
ფაქტიურად, თქვენი ოთხი წუთი უკვე დაიწყო. საათი წიკწიკებს. აქ ძალიან შესაფერისია პავლე მოციქულის სიტყვები: „ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო“.6
ზუსტად ისე, როგორც მოკლე გამოსვლისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენის, სნოუბორდისტისთვის და მოციგურავისთვის ნახტომებისთვის და მანევრებისთვის, ბობსლეისტებისთვის დროის შესაფასებლად, სლალომის მონაწილესათვის დაღმართზე ჩამოსვლისას კარში გასასვლელად საჭიროა გარკვეული ქმედებების შესრულება, ისე ჩვენს ცხოვრებაში, გარკვეული მოთხოვნილებებია – ის სავალდებულო ჩათვლები, რომლებიც დედამიწაზე ჩვენი სულიერი ქმედებების დროს წინ წაგვიყვანენ. ეს სულიერი მაჩვენებლები ღვთის მიერ მოცემული სახარების წეს-ჩვეულებებია: ნათლობა, სულიწმინდის ძღვენის მიღება, სამღვდელოებისთვის ხელდასხმა, სატაძრო წეს-ჩვეულებები და ყოველ კვირას ზიარების მიღება.
[ამ] წეს-ჩვეულებებში … , ღვთიური ძალა ვლინდება.7
და ზუსტად ისე, როგორც ვარჯიშის დისციპლინა ამზადებს ათლეტს თავისი სპორტის სახეობაში უმაღლეს დონეზე ელემნტების შესრულებისთვის, მცნებების დაცვა კვალიფიციურს გაგხდით ხსნის წეს-ჩვეულებების მისაღებად.
გრძნობთ ამის აუცილებლობას?
ჩემო აზალგაზრდა მეგობრებო, სადაც არ უნდა იყოთ თქვენს „ოთხ წუთიან გამოსვლაში“, მე დაჟინებით მოვითხოვ ჰკითხოთ საკუთარ თავს: „ამის შემდეგ რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ ჯილდო მივიღო“? იქნებ ამ კონფერენციის დროს სულიწმინდამ ჩაგჩურჩულათ, რა უნდა ქნათ: უფრო ყურადღებით მოემზადოთ მომავლის წეს-ჩვეულებას ან გაიაროთ ის წეს-ჩვეულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგევლოთ? რაც არ უნდა იყოს ეს, გააკეთეთ. ახლა გააკეთეთ ეს. ნუ ელოდებით. თქვენი ოთხი წუთი მალე გავა და წინ გელით მთელი მარადისობა იფიქროთ იმაზე, რაც გააკეთეთ ამ ცხოვრებაში.8
საჭიროა თვით დისციპლინა. ყოველდღიური ლოცვა, წმინდა წერილის წაკითხვა და ეკლესიაში სიარული უნდა გახდეს თქვენი ვარჯიშის საფუძველი. საჭიროა მცნებების დაცვის თანმიმდევრული მაგალითი, როდესაც თქვენ იცავთ დადებულ აღთქმებს და მიჰყვებით უფლის სტანდარტს, როგორც ეს აღწერილია სახელმძღვანელოში For the Strength of Youth.
იქნებ არსებობს ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, რაც ემუქრება ან ანელებს თქვენს სულიერ პროგრესს. თუ ეს ასეა, მიჰყევით წმინდა წერილის რჩევას: „ ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“.9
ჯერ არ არის გვიანი მოინანიოთ, მაგრამ მალე შეიძლება იყოს, რადგან არავინ არ იცის, როდის ამოიწურება ჩვენი ოთხი წუთი.
იქნებ თქვენ ახლა ფიქრობთ: „მე უკვე დავკარგე შანსი. ჩემი ოთხი წუთი უკვე უბედურებად იქცა. ალბათ სჯობს, დავნებდე“. თუ ეს ასეა, გაჩერდით და ასე ნუღარ იფიქრებთ. გამოსყიდვის სასწაულს შეუძლია დაფაროს ჩვენი ქმედებების არასრულყოფილება. როგორც უხუცესმა ჯეფრი რ.ჰოლანდმა გვასწავლა:
„მათთვის, ვინც ... ჯერ კიდევ უკან იხევს, ... მე ვმოწმობ ღვთის სიყვარულის განახლების ძალაზე და მისი მადლის სასწაულზე. ...
„არასდროს არ არის გვიანი, სანამ მოძღვარი ... გვეუბნება, ჯერ კიდევ არის დრო. ... ნუ დაიგვიანებთ“.10
გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტონი არ ხართ. უფალი შეგპირდათ, რომ არ დაგტოვებდათ ნუგეშის გარეშე.11 თქვენ ასევე გყავთ ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელმძღვანელები, რომლებიც გამხნევებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შენიშვნები ეკლესიის ახალგაზრდობისკენ იყო მიმართული, მშობლებსა და პაპა-ბებიებს მე ვთავაზობ შემდეგს:
ცოტა ხნის წინ უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა მოგიყვათ ოჯახის შეფასების ხერხი იმისთვის, რომ აღთქმის გზაზე აღნიშნოთ წინსვლა აუცილებელი წეს-ჩვეულებების მეშვეობით. ამისთვის საჭიროა სულ არაფერი: ფურცელი, რომელზეც ორი სვეტია – „სახელი“ და „შემდეგი საჭირო წეს-ჩვეულების მისაღები გეგმა“. მე ეს ცოტა ხნის წინ გავაკეთე – ჩემი ოჯახის ყოველი წევრი ჩამოვწერე. მათ შორის აღვნიშნე ჩვილი შვილიშვილი, რომელმაც მალე კურთხევა უნდა მიიღოს; ექვსი წლის შვილიშვილი, რომლის ნათლობისთვის მზადება იყო აუცილებელი; ვაჟიშვილი, რომელიც 18 წლის ხდებოდა და მალე მღვდლობის მისაღებად და სათაძრო შემოსილებისთვის უწევდა მზადება. ამ სიიდან ყველას ესაჭიროებოდა ზიარების წეს-ჩვეულება. ამ მარტივი პრაქტიკის შედეგად მე და ლისამ განვავითარეთ განსაკუთრებული როლი ჩვენი ოჯახის ყოველი წევრის ცხოვრებაში, მათ აღთქმის გზაზე დასახმარებლად და ყოველი მათგანისთვის მოქმედების გეგმისათვის. იქნებ ეს თქვენთვის ბიძგი გახდეს იმისთვის, რომ ჩაატაროთ საოჯახო განხილვა, საოჯახო საღამო, მზადება და თქვენს ოჯახში საჭირო წეს-ჩვეულებებისთვის მოსაწვევადაც კი. 12
ჩემზე, როგორც მოციგურავეზე და სნოუბორდისტზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ოთხ წუთიანმა“ გამოსვლამ, რომელმაც სპორტსმენს ვერცხლის მედალი მოუტანა. ეს იყო უდწ სპორტსმენი თორა ბრაითი ავსტრალიიდან.მან მსოფლიო გააკვირვა, როცა უნაკლო გამოსვლა ბექსაიდ როდეო 720-ით დაასრულა. თუმცა ამაზე უფრო შთამბეჭდავი და გასაკვირი იყო ის ხერხი, რომლითაც მან მოწინააღმდეგეებს მიერ ქრისტესებური სიყვარული გამოამჟღავნა მან შენიშნა ამერიკელი სნოუბორდისტი ქელი კლარკი, რომელმაც პირველ რაუნდში ცუდი შედეგი აჩვენა და ეტყობოდა, რომ მეორე რაუნდის წინ ძალიან ნერვიულობდა. „იგი ჩამეხუტა“,– იხსენებს კლარკი. „მას იმდენ ხანს ვყავდი ჩახუტებული, სანამ არ დავმშვიდდი და სუნთქვა არ შემინელდა. კარგი იყო მეგობრისგან ჩახუტება“. ქელი კლარკი მოგვიანებით თორას გვერდით იდგა გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე როგორც ბრინჯაოს მედალოსანი.
როცა თორას ჰკითხეს ამ უჩვეული სიკეთის გამოხატვის შესახებ თავისი მოწინააღმდეგის მიმართ, რის გამოც მას შეეძლო ვერცხლის მედლის დაკარგვა, მან უპასუხა: „მე შეჯიბრში მონაწილე ვარ და მინდა საუკეთესოდ გამოვიდე, მაგრამ მე ასევე მსურს, რომ ჩემი მოწინააღმდეგეებიც საუკეთესოდ გამოვიდნენ“.13
ახლა, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, არის ვინმე, ვისაც თქვენი გამხნევება სჭირდება? იქნებ ეს ოჯახის წევრია? ან მეგობარი? კლასელი ან ქვორუმის წევრი? როგორ შეგიძლიათ დაგეხმაროთ მათ ოთხ წუთიან „პროგრამაში“?
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ამაღელვებელი მოგზაურობის შუაგზაზე იმყოფებით. გარკვეული ხერხით თქვენ დაღმართიდან სნოუბორდით ჩამოდიხართ ან საციგურაო ტრეკზე იმყოფებით და შეიძლება ძალიან რთული გახდეს ყოველი ელემენტის შესრულება ან მოსახვევში გასვლა გრძელ ტრეკზე. მაგრამ გახსოვდეთ: თქვენ ამით მოემზადეთ ძალიან ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს თქვენი მოქმედების მომენტია. ეს თქვენი ოთხი წუთია! ეს დრო ახლაა!
მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული ნდობა თქვენი შესაძლებლობის მიმართ. თქვენ გვერდში გიდგათ სამყაროს მხსნელი. თუ თქვენ ეძებთ მის დახმარებას და მიჰყვებით მის მითითებებს, როგორ დამარცხდებით?
მე მინდა დავასრულო ჩემი მოწმობით იმ დალოცვის შესახებ, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, იესო ქრისტეს შესახებ და მისი მხსნელისა და გამომსყიდველის როლზე. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.