2010-2019
იესო ქრისტეს აღდგომა
აპრილი 2014


იესო ქრისტეს აღდგომა

იესო ნაზარეთელი არის აღმსდგარი გამომსყიდველი და მე ვმოწმობ ყოველივე იმაზე რაც მისი აღდგომის მოვლენასმოჰყვება.

დამარცხების დამანგრეველი შეგრძნება და სასოწარკვეთილება დაატყდათ თავს მის მოწაფეებს, როდესაც ჯვარცმული იესო დაიტანჯა და მოკვდა და მისი უსიცოცხლო გვამი სამარხში დაასვენეს. იმისდა მიუხედავად რომ მხსნელმა არაერთხელ თქვა საკუთარ სიკვდილსა და შემდეგ აღდგომის შესახებ, მათ არ ესმოდათ. მისი ჯვარცმის ბნელ საღამოს ამისდა მიუხედავად მალე მოჰყვა მისი აღდგომის სასიხარულო დილა, მაგრამ ეს სიხარული მოვიდა მათთან როდესაც მოწაფეები გახდნენ აღდგომის მოწმენი, რადგან ანგელოზების გამოცხადებაც კი, რომლებმაც აუწყეს მისი აღდგომა, თავიდან, წარმოუდგენელი იყო, ეს საერთოდ უპრეცენდენტო რამ იყო.

მარია მაგდანელი და რამოდენიე ერთგული ქალი მივიდა მხსნელის სამარხთან იმ კვირა დღის დილით, მიიტანეს რა სანელებლები და ნელსაცხებლები რათა დაესრულებინათ ნათელცხება, რომელიც მხსნელის აკლდამაში დაწვენამდე ვერ მოასწრეს მომდევნო შაბათი დღის გამო. ამ გლოვის დილას მათ დახვდათ გაღებული სამარხი, ქვაკარი გადაგორებული იყო და ორმა ანგელოზმა აუწყათ:

„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

„არ არის აქ, არამედ აღდგა, გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,

„რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“1

„მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენება.

„სასწრაფოდ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით.“2

როგორც ანგელოზებმა უთხრეს, მარია მაგდანელმა შეიხედა აკლდამაში, მაგრამ ყველაფერი რაც მან იხილა ის, რომ სამარხში უფლის სხეული აღარ იყო, ქალი გაეშურა რათა შეეტყობინებინა მოწაფეებისთვის და მივიდა რა პეტრე და იოანესთან, უთხრა, „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“3 პეტრემ და იოანემ მიირბინეს სამარხთან და იხილეს რომ სამარხი ნამდვილად ცარიელი იყო. „ დაინახეს დაწყობილი ტილოები … და სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტოლოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას.“4 იოანე იყო პირველი რომელიც ჩასწვდა აღდგომის დიდებულ მოვლენას, მან დაწერა რომ „იხილა და იწამა“ იმ დროს, როდესაც სხვები „იქამდე არ იცოდნენწერილიდან, რომ [იესო] მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.“5

პეტრე და იოანე წავიდნენ მაგრამ მარიამი დარჩა, კვლავ მგლოვიარე. იმავე დროს ანგელოზები დაბრუნდნენ და მას ჰკითხეს: „ქალო, რატომ სტირი? ეუბნება მათ: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“6 იმ დროს უკვე იქვე მდგომმა მხსნელმა თქვა, „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“7

უხუცესმა ჯეიმს ე. თალმიჯმა დაწერა: ეს იყო იესო რომელსაც იგი ელაპარაკებოდა, მისი საყვარელი უფალი, ამავე დროს არ იცოდა. მხსნელის ერთმა სიტყვამ ქალის ღრმა მწუხარება გადააქცია აღტაცებულ სიხარულად. იესომ უთხრა: მარიამ. ხმა, ინტონაცია და აქცენტი რომელიც ქალს ადრე ესმოდა და უყვარდა გამოიხსნა იმ ღრმა სასოწარკვეთილებიდან რომელშიც ჩაძირული იყო. იგი მოტრიალდა და უფალი იხილა. სიხარულით აღსავსემ გაუწოდა ხელი და მოეხვია, უთხრა რა თაყვანისცემის სიტყვა ‘რაბუნი’, რაც ნიშნავს საყვარელ მოძღვარს.8

ეს კურთხეული ქალი იყო პირველი მოკვდავი, რომელმაც იხილა და ესაუბრა აღმდგარ ქრისტეს. მოგვიანებით იმავე დღეს, იგი გამოეცხადა პეტრეს იერუსალიმთან ახლოს,9 ორ მოწაფეს ემაუსის გზაზე;10 და საღამოს 10 მოწაფესა და სხვებს, გამოეცხადა რა მოულოდნელად სიტყვებით, „შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, ნახეთ, რადგან სულს არც აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“11 მან შემწვარი თევზი და თაფლის ფია მიირთვა მათ წინაშე, „რადგან მათ სიხარულისაგან ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ12 და გაკვირვებულნი იყვნენ“13 მოგვიანებით მან უთხრა მათ, „იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“14

იერუსალიმში ამ ჭეშმარიტი მოწმეების გარდა, ჩვენ გვაქვს აღმდგარი მხსნელის შეუდარებელი მსახურება, დასავლეთ ნახევარსფეროში ძირძველი მოსახლეობის წინაშე. მიწა ბარაქიანზე, იგი დაეშვა ზეციდან და შეკრიბა 2500 ადამიანი და სათითაოდ გამოიწვია რათა ხელით ეგრძნოთ ნეკნებში ჭრილობა და ხელებსა და ფეხებზე ლურსმნების ნიშნები.15

„და როდესაც სათითაოდ მივიდნენ და თავად იხილეს, ერთხმად შეჰღაღადეს სიტყვებით:

„ოსანა! კურთხეულ იყოს დიდებული ღმერთი! და დაეცნენ ქრისტეს ფეხთან და მას ეთაყვანნენ.“16

ქრისტეს აღდგომა გვაჩვენებს, რომ მისი არსებობა არის დამოუკიდებელი და მარადიული, „რადგან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.“17 იესომ თქვა:

„იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.

„ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად.“18

მხსნელი არ არის დამოკიდებული საჭმელზე, წყალზე ან ჟანგბადზე ან სხვა რაიმე დამხმარე ძალაზე ან პიროვნებაზე. როგორც მესია და იეღოვა, იგი არის დიადი მე ვარ, თვითმყოფი ღმერთი.19 იგი არსებობს და იარსებებს მარად.

თავისი გამოსყიდვითა და აღდგომით, იესო ქრისტემ გადალახა დაცემის ყველა ასპექტები, დროებითია სხეულებრივი სიკვდილი, სულიერ სიკვდილსაც აქვს დასასრული, იმით რომ ყველანი ბრუნდებიან ღმერთის გარემოცვაში, დროებითად, რათა განკითხულ იქნენ. ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ მისი ძალის მარადიული იმედი და ნდობა რომ გადალახავს ყველაფერს და გვიბოძებს მარადიულ სიცოცხლეს.

„ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა.

„ვინაიდან, როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“20

ნეილ ა. მაქსველის სიტყვებით: „ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებამ დაასრულა კაცობრიობის დაბრკოლება. ახლა მხოლოდ პირადი დაბრკოლებებია და მათგანაც შეგვიძლია გადარჩენილ ვიქნეთ, მისი სწავლებების მიყოლით, რომელმაც გამოგვიხსნა საერთოდ გადაშენებისგან.“21

დააკმაყოფილა რა, სამართლის მოთხოვნილება, ქრისტე დადგა სამართლის ადგილზე, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, იგი არის სამართალი ისე როგორც სიყვარული.22 აგრეთვე არის რა სრულყოფილი მართალი ღმერთი, იგი არის სრულყოფილი მოწყალე ღმერთი.23 ამგვარად მხსნელმა გამოასწორა ყველაფერი. აღარ არის მუდმივი მოკვდავების უსამართლობა, სიკვდილიც კი, რადგან მან აღადგინა სიცოცხლე. არანაირი ზიანი, უნარობა, ღალატი და დამცირება აღარ დარჩება საზღაურის გარეშე, მისი მარადიული სამართალისა და მოწყალების გამო.

იმავე ნიშნით, ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს მის წინაშე ჩვენი ცხოვრებისთვის, არჩევანისთვის, ქმედებებისთვის და ჩვენი ფიქრებისთვისაც კი. გამოგვისყიდა რა დაცემისგან, ჩვენი სიცოცხლე სინამდვილეში მას ეკუთვნის. მან გამოაცხადა:

„აჰა, მე მოგეცით ჩემი სახარება, და ეს არის სახარება რომელიც მე მოგეცით, რომ ამქვეყნად მოვედი რათა აღვასრულო მამაჩემის ნება, რადგან მამამ გამომაგზავნა.

„და მამამ მომაგზავნა რათა ჯვარს მაცვან და მას შემდეგ როდესაც ვიქნები ჯვარცმული, შევძლო მთელი კაცობრიობის მოზიდვა, რათა როგორც მე ვიყავ აღმართული ადამიანის მიერ ისევე აღმართოს ადამიანი მამამ, რათა წარსდგეს ჩემს წინაშე, საკუთარი ქმედებებისათვის განსასჯელად.“24

დავფიქრდეთ აღდგომის მნიშვნელობაზე, რათა გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ იესო ნაზარეველის ჭეშმარიტ პიროვნებაზე, ცხოვრების დიდ ფილოსოფიურ საკითხზე და კითხვაზე. თუ იესო ჭეშმარიტად აღსდგა, ეს შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ იგი არის ღვთაებრივი არსება. არცერთ ჩვეულებრივ მოკვდავს არ ძალუძს სიკვდილის შემდეგ უკან დაბრუნება. ვინაიდან იგი აღსდგა, იესო ვერ იქნებოდა მხოლოდ დურგალი, მასწავლებელი, რაბინი ან წინასწარმეტყველი. ვინაიდან იგი აღსდგა იესო უნდა ყოფილიყო ღმერთი, მამის მხოლოდშობილი ძე.

ამიტომ რასაც იგი ასწავლიდა არის ჭეშმარიტება; ღმერთს არ შეუძლია იცრუოს.25

ამიტომ იგი იყო დედამიწის შემქმნელი, როგორც თავად თქვა.26

ამიტომ ზეცა და ჯოჯოხეთი არსებობს, როგორც იგი ასწავლიდა.27

ამიტომ არსებობს სულების სამყარო, რომელსაც ეწვია იგი სიკვდილის შემდეგ.28

ამიტომ იგი კვლავ მოვა, როგორც ანგელოზმა თქვა29 და „თავად იქნება დედამიწის მმართველი.“30

ამიტომ ყველას მოელის უკანასკნელი სამსჯავრო და აღდგომა.31

იესო ქრისტეს აღდგომის რეალობას თუ მივიღებთ, ეჭვები არის უსაფუძვლო მამაღმერთის ყოვლისშემძლეობისა და კეთილმოსურნეობის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს გამოსასყიდად მოგვცა მისი მხოლოდშობილი ძე. ეჭვები ცხოვრების აზრსა და მნიშვნელობაზე არის უსაფუძვლო. იესო ქრისტე არის ერთადერთი სახელი ან გზა რითაც კაცობრიობასთან მოდის ხსნა. ქრისტეს მადლი არის ჭეშმარიტი, აძლევს რა მომნანიებელ ცოდვილს პატიებასა და განწმენდას. რწმენა ნამდვილად არის უფრო მეტი ვიდრე წარმოსახვითი ან ფსიქოლოგიური გამოგონება. არსებობს მარადიული, ყოვლისმომცველი ჭეშმარიტება და ობიექტური მორალური ნორმები, რომლებსაც იგი ასწავლიდა.

ქრისტეს აღდგომის რეალობიდან გამომდინარე, მისი მცნებების დარღვევის მონანიება და აღთქმების დადება არის სასწრაფო საქმე. მხსნელის სასწაულები არის ჭეშმარიტი ისევე როგორც დაპირება თავისი მოწაფეებისადმი, რომ მათაც შეუძლიათ გააკეთონ იგივე და უფროო მეტიც კი.32 მისი სამღვდელოება არის აუცილებლობა და რეალური ძალა, რომელიც მართავს სახარებას და მოიცავს სამეფოს საიდუმლეობათა გასაღებებს, თავად ღმერთის ცოდნის გასაღებსაც კი. ამიტომ, მისი წეს-ჩვეულებები გამოავლენს ღვთიურ ძალას.33 ქრისტეს გამოსყიდვის ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, სიკვდილი არ რის ჩვენი დასასრული, და მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს.34

პრეზიდენტმა თომას ს მონსონმა თქვა რობერტ ბლატფორდზე, რომელმაც 100 წლის წინ დაწერა წიგნი ღმერთი და ჩემი მეზობელი რომელშიც ძლიერად შეუტიაქრისტიანულ სარწმუნოებას, როგორც ღმერთს, ქრისტეს, ლოცვასა და უკვდავებას. იგი თამამად ამტკიცებდა „მე ვაცხადებ რომ დავამტკიცე ყველაფერი სრულყოფილად და ისე გადაჭრით როგორც არცერთი ქრისტიანი, როგორი დიდი და ძლიერი არ უნდა იყოს იგი, ვერ დაამარცხებს ჩემს არგუმენტებსა და ვერ დაარღვევს საქმეს“. მან გარშემოირტყა სკეპტიციზმის გალავანი და შემდეგ მოხდა საოცარი რამ, მისი გალავანი მოულოდნელად გაცამტვერდა, ნელნელა იგრძნო თავის გზა უკან რწმენისკენ რომელიც სძულდა და დასცინოდა. რამ გამოიწვია მისი თავლთახედვის ასეთი ცვლილება? მისი მეუღლე გარდაიცვალა. გულგატეხილი შევიდა ოთახში სადაც იგი ესვენა, მან კვლავ დახედა სახეს რომელიც ძალზედ უყვარდა. გამოსვლისას მეგობარს უთხრა, „ეს ის არის, მაგრამ მაინც არ არის იგი. ყველაფერი შეიცვალა. რაღაც რაც იყო იქ, წართმეულ იქნა. იგი აღარ იყო იგივე. რა წავიდა თუ არა სული?“35

ნუთუ უფალი ნამდვილად მოკვდა და აღსდგა? დიახ. „ჩვენი რწმენის ფუნდამენტური პრინციპები არის დამოწმება მოციქულებისა და წინასწარმეტყველების, იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი მოკვდა, დამარხეს და მესამე დღეს კვლავ აღსდგა და ზეცაში ავიდა; და ყველაფერი დანარჩენი რაც ეხება ჩვენს რელიგიას არის ყოველივე ამის დანართი.“36

როდესაც ახლოვდებოდა ქრისტეს დაბადება, როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები, ძველ ხალხებში ნეფიელებსა და ლამანიელებში, იყვნენ ისინი რომლებსაც სწამდათ, თუმცა უმრავლესობას ეჭვი ეპარებოდა. როგორც იქნა მიიღეს ნიშანი მისი დაბადებისა, იყო დღე ღამე და დღე და არ დაბნელდა და ყველამ გაიგო.37 იგივეა დღესაც, ზოგიერთს სწამს ქრისტეს ნამდვილად აღდგომის და მრავალს ეჭვი ეპარება ან არ სწამს. მაგრამ ზოგიერთებმა იციან. საბოლოოდ ყველა ვიხილავთ და ყველას გვეცოდინება, ჭეშმარიტად „მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს მის წინაშე.“38

მანამდე მწამს მხსნელის აღდგომის მრავალი მოწმეების, რომელთა გამოცდილება და დამოწმებები არის ახალ აღთქმაში, პეტრე და მისი თანამოძმეებისა თორმეტი მოციქულებიდან და ძვირფასი წმინდა მარია მაგდალინელი, სხვებთან ერთად მწამს დამოწმებების რომლებიც არის მორმონის წიგნში, მოციქული ნეფის, მიწა ბარაქიანიდან შეკრებილთა უსახელო ჯგუფთან ერთად და ასევე სხვების. და მე მწამს იოსებ სმითის დამოწმების და ასევე სიდნეი რიგდონის, რომელმაც სხვა მრავალ დამოწმებებთან ერთად, გამოაცხადა ბოლო დანაწილების დიდი დამოწმება, „რომ იგი ცოცხალია, რადგან ჩვენ იგი ვიხილეთ.“39 მისი ყოვლისმხილველი თვალის ქვეშ, მოწმედ ვდგევარ, რომ იესო ნაზარეველი არის აღმდგარი მხსნელი და ვმოწმობ, ყველაფერზე რაც მოჰყვება მის აღდგომის მოვლენას. დაე თქვენც მიიღოთ იგივე მრწამსი და ასეთივე დამოწმების ნუგეში, ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით. ამინ.