აუცილებელი ჭეშმარიტებანი -მოქმედების საჭიროება
პირველმა ხილვამ და წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მოავლინეს ცოდნა და ჭეშმარიტება, რომელნიც აუცილებელია ჩვენი ბედნიერებითვის ამ ცხოვრებაში და ჩვენი ამაღლებისთვის.
როცა დაახლოებით შვიდი წლის ვიყავი, მე ვკითხე დედას: „მე და შენ სიკვდილის შემდეგ ზეცაში რომ ვიქნებით, შენ ისევ დედაჩემი იქნები“? იგი ასეთ კითხვას არ ელოდა. მაგრამ თავისი ცოდნის შესაბამისად საუკეთესო პასუხი გამცა: „არა, ზეცაში ჩვენ ყველანი დები და ძმები ვიქნებით. მე დედაშენი არ ვიქნები. ეს არ იყო პასუხი, რომლის მოსმენასაც ვიმედოვნებდი.
ამ მოკლე საუბრის შემდეგ ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოგვადგა კარს. სასწაულია, რომ მამამ ისინი შინ შემოიპატიჟა. მათ თქვეს, რომ იყვნენ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მისიონერები.
ამ უხუცესებმა, როგორც მათ გაგვაცნეს თავი, დაიწყეს ჩვენი ოჯახისთვის მისიონერული გაკვეთილების ჩატარება. მე მკაფიოდ მახსოვსჩვენი ბედნიერების გრძნობა და აღელვება ყოველთვის, როცა ისინი ჩვენთან სახლში მოდიოდნენ. მათ გვითხრეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წავიდა ტყეში, რათა ეკითხა ღმერთისთვის რომელი ეკლესია იყო ჭეშმრიტი და რომ იხილა ღმერთი და იესო ქრისტე. უხუცესებმა გვაჩვენეს ამ ხილვის ილუსტრაცია და როცა იგი ვიხილე, მე ვიცოდი, რომ ჯოზეფ სმითმა ჭეშმარიტად იხილა მამა ღმერთი და იესო ქრისტე. მისიონერებმა თქვეს, რომ ამ ხილვის წყალობით იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია კვლავ გაჩნდა დედამიწის ზურგზე.
მისიონერებმა ასევე გვასწავლეს ღმერთის ბედნიერების გეგმა და უპასუხეს ჩვენს ოჯახს კითხვებზე თავიანთი რელიგიის შესახებ.მათ გვასწავლეს, რომ ოჯახებს ჭეშმარიტად შეუძლიათ ერთად ყოფნა ამ ცხოვრების დასრულების შემდეგ, როგორც დედას, მამასა და შვილებს.
ჩვენი ოჯახი მოინათლა. ზოგჯერ ჩვევების, ტრადიციების შეცვლისა და ეკლესიის აქტიურ წევრებას გახდომის გზა რთული იყო. მაგრამ ღვთის წყალობითა და სიყვარულით და მრავალი ხელმძღვანელისა და წევრის დახმარებით, ჩვენ გავუძელით პირველ არც თუ ისე ადვილ წელიწადს.
მილიონობით ეკლესიის წევრმა, მათ შორის მრავალმა, ვინც აპირებს მოქცევას და ყოველ კვირას ინათლება, მიიღო პირველი ხილვის დამოწმება. სულიწმინდას შეუძლია ხშირად გაუმეოროს ეს დამოწმება ყოველ ჩვენგანს, როცა ვცდილობთ, ვიცხოვროთ იესო ქრისტეს უბრალო ჭეშმარიტებების მიხედვით.
პირველმა ხილვამ და წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მოავლინეს დამატებითი ცოდნა და ჭეშმარიტება, რაც აუცილებელია ჩვენი ბედნიერებისთვის ამ ცხოვრებაში და ჩვენს ამაღლებისთვის ღვთის გარემოცვაში. მე აღვნიშნავ სამ ჭეშმარიტებას, რომელსაც ვიღებთ და რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ბიჭმა დაიჩოქა გულწრფელ ლოცვაში.
ღმერთი მოიხმობს წინასწარმეტყველებს იმისთვის, რომ გვიხელმძღვანელონ და წინ გაგვიძღნენ.
ის აუცილებელი ჭეშმარიტება, რომელსაც ვსწავლობთ პირველი ხილვისა და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისგან, რომ ღმერთი მოუხმობს წინასწარმეტყველებს, ნათელმხილველებსა და განმცხადებლებს, რათა მოგვცენ რჩევა, მიმართულება, გაფრთხილება და წინ გაგვიძღვნენ. ეს მამაკაცები ღმერთის მაცნენი არიან დედამიწის ზურგზე, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, ისაუბრონ და იმოქმედონ უფლის სახელით. მათი რჩევის ზედმიწვენით შესრულებით ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით და მივიღებთ რჩეულ დალოცვებს ჩვენი მიწიერი მოგზაურობისას.
როცა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვიყავი ახალგაზრდა, დასაქორწინებელი, მისიიდან დაბრუნებული მისიონერი. ერთხელ ვესწრებოდი სამღვდელოების სესიას გენერალურ კონფერენციას სატაძრო მოედანზე, ტაბერნაკალში. პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი, ეკლესიის იმდროინდელი პრეზიდენტი, დაჟინებით ურჩევდა ყოველ დაბრუნებულ მისიონერს, სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ ქორწინებაზე და ცხოვრების პრიორიტეტად გაეხადად იგი. სესიის შემდეგ მე ვიცოდი, რომ მომიწოდეს მონანიებისკენ და საჭირო იყო წინასწარმეტყველის რჩევის მიხედვით მოქმედება.
ასე რომ, გადავწყიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში, ბრაზილიაში და დავქორწინებულიყავი. სანამ ბრაზილიაში წავიდოდი ორ თვიანი გაცვლითი პროგრამით, მე დავურეკე დედას და მეგობრებს და შევადგინე დაახლოებით 10 ახალგაზრდა ქალის სია - პოტენციური მეუღლეებისა.
ბრაზილიაში ყოფნისას, დიდი ხნის დაფიქრებისა და ლოცვის შემდეგ, მე გავიცანი, ვხვდებოდი, დავინიშნე და დავნიშნე ქორწინების დღე ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალთან იმ სიიდან. იუტას, პროვოს სტუდენტებისთვის ეს არ იყო დროის რეკორდის დამყარება პაემანზე სიარულისა და ნიშნობის თვალსაზრისით, მაგრამ ბრაზილიის სტანდარტებით ეს ძალიან სწრაფად მოხდა.
რამდენიმე თვის შემდეგ მე ელეინი შევირთე ცოლად.იგი ჩემი ცხოვრების სიყვარული და საუკეთესო დალოცვაა.
მე არ გთავაზობთ იმას, რომ ყველამ უნდა შეადგინოს მსგავსი სია, მაგრამ გირჩევთ, თუმცა უფრო მეტიც, ვიდრე გირჩევთ, ყოველთვის ვიმოქმედოთ ცოცხალი წინასწარმეტყველის სიტყვების მიხედვით.
ღმერთის დღევანდელი წინასწარმეტყველი პრეზიდენტი თომას ს. მონსონია და ჩვენ მივიღებთ დალოცვას, თუ მივყვებით მის რჩევას და შესაბამისად ვიმოქმედებთ.
ცოდნა ღმერთის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ
კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ვსწავლობთ პირველი ხილვისა და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის გამო, არის ღმერთის ჭეშმარიტი ბუნება. წარმოიდგინეთ, რაოდენ დალოცვილნი ვართ ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ხორცისა და ძვლისგან შემდგარი არსება, ისეთივე რეალური, როგორც ჩვენი,და რომ ჩვენ შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც რეალურს, რომლისაც გვესმის და რომელიც გამოეცხადა თავის ძესა და წინასწარმეტყველებს - ძველი დროისა და ჩვენი დროის წინასწარმეტყველებს.იგი არის ღმერთი, რომელსაც ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ;ღმერთი, რომელიც ზეციდან გვიყურებს და რომელსაც ადარდებს ჩვენი სულიერი და ფიზიკური კარგად ყოფნა; ღმერთი, რომელმაც მოგვცა თავისუფალი არჩევანი, მიგვეღო საკუთარი გადაწყვეტილებები და მივყოლოდით მას, ასევე დავემორჩილოთ მის მცნებებს დაძალების გარეშე;ღმერთი, რომელიც გვაძლევს დალოცვებს და გვრთავს ნებას, დავდგეთ განსაცდელის წინაშე, რათა გავიზარდოთ და გავხდეთ მისი მსგავსნი.
იგი არის მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენთვის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ბედნიერებითა ამ ცხოვრებაში და სამარადისოდ.
იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია
პირველი ხილვიდან და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისგან ჩვენ მივიღეთ ცოდნა რეალობისა და იესო ქრისტეს წმინდა მისიის შესახებ, რომელიც ჩვენი რელიგიის ქვაკუთხედია.
რადგან სიკვდილი ამ ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით ერთ დღეს. სიკვდილის ერთ-ერთი შედეგი იქნება ფიზიკური სხეულის დაკარგვა; ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებთ მის უკან დასაბრუნებლად. ამის გარდა, რადგან ყველანი ვცოდავთ აქ, მიწიერი მოგზაურობისას,ჩვენ ვერასდროს ვერ დავბრუნდებით მამაზეციერის გარემცვაში.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ღმერთის გარემოცვიდან ჩამოშორება სხეულის მიღების საშუალების გარეშე?
მხსნელი და გამომსყიდველი საჭიროა იმისთვის, რომ გვიხსნას სიკვდილისა და ცოდვისგან. მამაზეციერის მითითებით იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, იტანჯა, აღესრულა ჯვარზე და აღდგა, რათა ჩვენც, გულწრფელი მონანიებითა და წმინდა აღთქმის დადებითა და დაცვით, კვლავ შევძლოთ ღმერთის გარემოცვაში ყოფნა.
იაკობმა აგვიხსნა: „რაოდენ დიდია ღვთის მადლი, რომელიც გვიმზადებს გზას, ამ საშინელი ურჩხულისგან თავისდასაღწევად; დიახ, ურჩხულისა, რომელიცაა სიკვდილი და ჯოჯოხეთი, რასაც ვეძახი სხეულის სიკვდილს და ასევე სიკვდილს სულისა“.
იესო არის დაპირებული მესია, კანონის მომცემი ისრაელისა, ჩვენი უფალი, მხსნელი და გამომსყიდველი, ჩვენი მეფე, ჩვენი ყოველივე.
დაე, გავაგრძელოთ ამ საჭირო ჭეშმარიტებებისა და ცოდნის მიხედვით მოქმედება, შევთავაზოთ ღმერთსა და მის საყვარელ ძეს, ჩვენი მორჩილება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.