დასრულდა სასწაულების დღე?
ჩვენი ფოკუსირების ყველაზე მაღალი წერტილი უნდა იყოს სულიერი სასწაულები, რომლებიც ხელმისაწვდომია ღვთის ყველა შვილთათვის.
ერთი წლის წინ, როდესაც კალიფორნიაში ვიყავი დავალებით, პალოს პრეზიდენტთან ერთად გავემართე კლარკ და ჰოლი ფეილსების ოჯახის მოსანახულებლად მათთან სახლში. მე მითხრეს, რომ მათთან ცოტა ხნის წინ სასწაული მოხდა. როცა ჩვენ შემოვედით, კლარკს ჩვენს მისასალმებლად ფეხზე ადგომა გაუჭირდა, რადგან მას ზურგის, კისრისა და მკლავების კორსეტები ეკეთა.
სულ ორი თვის წინ კლარკი, მისი ვაჟი თაი და დაახლოებით 30 ახალგაზრდა მამაკაცი და ხელმძღვანელი გაეშურნენ პალოს სათავგადასავლო ღონისძიებაზე - 14 800 ფუტის (4 322 მ) მთა შასტას დასალაშქრად, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. დაძაბული ლაშქრობის მეორე დღეს მოლაშქრეეთა უმეტესმა ნაწილმა მწვერვალს მიაღწია - ეს ამაღლვებელი მიღწევა შესაძლებელი გახდა თვეების განმავლობაში მზადების შედეგად.
კლარკი მწვერვაზე ასულთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო. მოკლე შესვენების შემდეგ მწვერვალის ნაპირთან იგი ადგა და სიარული განაგრძო. ამ დროს იგი წაბორძიკდა და თავდაყირა გადმოვარდა კლდიდან. 40 ფუტის (12 მ) მანძილზე იგი თავისუფალი ვარდნით მიფრინავდა და შემდეგ კოტრიალით მყინვარწვერის დაღმართზე ჩამოგორდა 300 ფუტის მანძილზე (91მ). მნიშვნელოვანია, რომ კლარკი გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაშავდა და ვერ ინძრეოდა.
კლარკის იმ ტრავმატული მოვლენების დროს მომხდარი სასწაულები მხოლოდ დასაწყისი იყო. პირველთა შორის მასთან „შემთხვევით“ მოლაშქრეთა ჯგუფი მივიდა, სადაც სამაშველო-სამყოლო და სასწრაფო დახმარების პრეფესიონალი სპეციალისტები აღმოჩნდნენ. მათ მომენტალურად ჩაუტარეს კლარკს შოკის საწინააღმდეგო თერაპია და სითბოში მოათავსეს იგი. ამ ჯგუფს ასევე „შემთხვევით“ თან ჰქონდა საცდელი საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც გაგზავნილ იქნა სასწრაფო დახმარების მოთხოვნა იმ ადგილიდან, სადაც მობილური ტელეფონი ვერ იჭერდა სიგნალს. მთა შასთასთნ იმწუთასვე გამოიგზავნა პატარა ვერტმფრენი, რომელიც ერთ საათში უკვე ადგილზე იყო. ორი სახიფათო და უშედეგო დაჯდომის მცდელობის შემდეგ მფრინავმა მესამე მცდელობა წამოიწყო. მთის სიმაღლე ცოტა რომ ჰომალდის შესაძლებლობებს არ აღემატებოდა და ამას ემატებოდა ვერაგი ქარი. როცა ვერტმფრენი სხვა კუთხით მიუახლოვა მთას, ქარმა „შემთხვევით“ შეიცვალა მიმართულება და ჰომალდმა შეძლო სულ ცოტა ხნით დაჯდომა, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯგუფს აუტანელი ტკივილით შეწუხებული კლარკი სწრაფად აეყვანა ვერტმფრენში და მოეთავსებინა იგი პატარა სივრცეში მფრინავის უკან.
როცა კლარკი შეაფასეს ტრავმატოლოგიის ცენტრში, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მრავალი ბზარი ჰქონდა კისერში, ზურგზე, ნეკნებსა და მაჯებში; ფილტვი გახვრეტილი ჰქონდა; ამის გარდა მრავალი ჭრილობა და დაბეჟილობა. ცნობილი ქირურგი-ნევროტრავმატოლოგი „შემთხვევით“ მორიგე აღმოჩნდა იმ დღეს; იგი იმ საავადმყოფოში წელიწადში სულ რამდენჯერმე იმყოფება. ამ ექიმმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არასდოს არ უნახავს ადამიანი, რომელიც ამდენი ზურგის ტვინისა და საძილე არტერიების დაზიანებებით დარჩებოდა ცოცხალი. კლარკი არა მხოლოდ ცოცხალი დარჩა, არამედ სრული გამოჯანმრთელების კანდიდატი იყო. ქირურგი აგნოსტიკოსი აღმოჩნდა, მაგრამ თქვა, რომ კლარკის შემთხვევამ გადაატრიალა მთელი მისი მეცნიერული ცოდნა ნევროლოგიურ დაზიანებებზე და შეიძლებოდა აღწერილიყო ეს მხოლოდ როგორც სასწაული.
როცა კლარკმა და ჰოლიმ დაასრულეს ამ მძიმე ამბის მოყოლა, მე ხმა ვერ ამოვიღე. არა იმ აშკარა სასწაულების, არამედ უფრო დიდი სასწაულის გამო. მე მქონდა ღრმა შთაბეჭდილება - სულიერი მოწმობა, რომ ჰოლის და ყოველ ამ ხუთ ლამაზ ბავშვს, რომლებიც მისაღებ ოთახში მშობლების ირგვლივ ისხდნენ, ისეთი რწმენა ჰქონდათ, რომ მათ შეეძლოთ იმ დღეს ნებისმიერი ფინალის მიღება და ისინი სულიერად მაინც ძლიერნი იქნებოდნენ. კლარკი და ჰოლი, ასევე მათი ორი უფროსი შვილი, თაი და პორტერი, დღეს ჩვენთან საკონფერენციო დარბაზში იმყოფებიან.
როცა ფეილსების ოჯახის შემთხვევაზე ვფიქრობდი, მე უამრავი სხვა ადამიანის ვითარებაზე დავფიქრდი. რას ვიტყვით უთვალავ რწმენით აღსავსე, სამღვდელოების კურთხევა მიღებულ, აღთქმის ერთგულ, იმედით აღვსილ უკანასკნელ დღეთა წმინდანებზე, რომლებისთვისაც გამუდმებით ლოცულობენ, მაგრამ მათთვის სასწაულები არ ხდება? ყოველ შემთხვევაში იმგვარად, როგორც მათ ესმით სასწაული. ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ისინი სხვების ცხოვრებაში ხდება.
მაშინ რა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც წლებისა და ათწლეულების მანძილზე იტანჯებიან ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური დაავადებების გამო ან ვინც ახალგაზრდები მიდიან ამ ქვეყნიდან?
რა ვთქვათ მათზე, ვინც წლების მანძილზე ან მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მძიმედ იტანჯება - ფიზიკურად, მენთალურად, ემოციურად? რა ვთქვათ მათზე, ვინც ადრეულ ასაკში კვდება? ორი თვის წინ ორი წყვილი სატაძრო რეკომენდაციით სამ შვილთან ერთად, სრული დროის მისიონერებთან და ხუთ შვილიშვილთან ერთად, პატარა თვითმფრინავით ხანმოკლე მოგზაურებაში გაემგზავრნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ილოცეს აფრენის წინ და მხურვალედ ლოცულობდნენ მაშინ, როცა მათ ჰომალდს სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა კატასტროფამდე. ვერავინ ვერ გადარჩა. რა ვთქვათ მათ შესახებ?
კარგ ადამიანებს და მათ საყვარელ ადამიანებს აქვთ მიზეზი იმისა, რომ მორმონის მიერ დასმული კითხვა გაიმეორინ: „სასწაულების დღე დასრულდა“?
ჩემი შეზღუდული ცოდნით ვერ აგიხსნით, რატომ ერევა რიგ შემთხვევებში ღვთიური ძალა და სხვა დროს არა. მაგრამ იქნებ არ გვესმის, რაში მდგომარეობს სასწაული.
ხშირად ჩვენ აღვწერთ სასწაულს, როგორც განკურნებას იმ შემთხვევაში, როცა ამას მედიცინა ვერ ხსნის ან შთაგონებით ხიფათისგან თავის არიდებას. მაგრამ სასწაული განიმარტება როგორც „ხელსაყრელი მოვლენა, რომელიც ღვთის ძალის მიერ მოხდა და რაც მოკვდავებს არ ესმით“.ეს ახსნა უფრო ვრცლად აშუქებს მარადისობის საკითხებს. ეს განმარტება ასევე გვაძლევს საშუალებას, დავფიქრდეთ რწმენის როლზე სასწაულში.
მორონი გვასწავლიდა, რომ არც ერთი სასწაული არ მომხდარა, სანამ მასში რწმენას არ გამოავლენდნენ.ამონი აცხადებდა, რომ ღმერთმა მოგვცა საშუალებები იმისათვის, რომ ადამიანებმა, რწმენის მეშვეობითშეძლონ ძლიერი სასწაულების მოხდენა.უფალმა განუცხადა ჯოზეფ სმითს: „რამეთუ ვარ ღმერთი … და ვუჩვენებ სასწაულებს … ყოველ მათგანს, ვისაც სწამს ჩემი სახელი“.
მეფე ნაბუქადონოსარი ითხოვდა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსგან, თაყვანი ეცათ ოქროს კერპისთვის და ემუქრებოდა: „ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი.“ შემდეგ იგი დასცინოდა მათ სიტყვებით: „რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“
ეს სამი თავდადებული მოწაფე პასუხობდა: „თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს …თუ არა და, იცოდე მეპეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს.“
მათ სრულად სწამდათ, რომ ღმერთი გადარჩენას შეძლებდა, მაგრამ „თუ არა“, მათ მისი გეგმის სწამდათ.
ამის მსგავსად უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა ერთხელჰკითხა ახალგაზრდა კაცს, რომელიც სამღვდელოების დალოცვას ითხოვდა: „თუ ეს მამაზეციერის ნებაა, რომ ახალგაზრდა ასაკში უნდა გადახვიდე სულების სამყაროში შენი მსახურებისთვის, გაქვს იმის რწმენა, რომ დაემორჩილო მის ნებას და არ განიკურნო“? გვაქვსრწმენა იმისა, რომ „არ განვიკურნოთ“ მიწიერი ტანჯვისგან, რათა მარადისობაში განვიკურნოთ?
დასაფიქრებელია, „სად უნდა მოვათავსოთ რწმენა“? არის ჩვენი რწმენა ფოკუსირებული იმაზედ, რომ უბრალოდ გავთავისუფლდეთ ტკივილისა და ტანჯვისგან თუ იგი მტკიცედ არის მამა ღმერთზე, მის წმინდა გეგმაზე, იესო ქრისტესა და მის გამოსყიდვაზე ფოკუსირებული? რწმენა მამასა და ძეში გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ და მივიღოთ მისი ნება მარადისობის მზადების გზაზე.
დღეს მე ვმოწმობ სასწაულებზე. იყო ღვთის შვილი სასწაულია.მის ხატათა და მსგავსად სხეულის მიღება სასწაულია.მხსნელის ძღვენი სასწაულია,იესო ქრისტეს გამოსყიდვა სასწაულია.მარადიული ცხოვრების პოტენციალი სასწაულია.
მიუხედავად იმისა, რომ კარგია ვილოცოთ და ვიმუშაოთ ფიზიკური მფარველობისთვის და მიწიერ ცხოვრებაში განკურნებისთვის, ჩვენი უზენაესი ფოკუსი უნდა იყოს სულიერ სასწაულებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ღვთის ყველა შვილისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურ ან ეროვნულ წარმოშობას ან იმას, რა ჩავიდინეთ. თუ მოვინანიეთ, მიუხედავად იმისა, რა გაგვიკეთეს, ჩვენ ყველას თანაბრად მიგვიწვდება ხელი ამ სასწაულებზე. ჩვენი ცხოვრება სასწაულია და წინ კიდევ სასწაულები გველის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.