არ შეგეშინდეთ სიკეთის კეთებისა
უფალი გვეუბნება, რომ როცა მის კლდეზე რწენით ვიდგებით, ეჭვი და შიში დასუსტდება; სიკეთის კეთების სურვილი კი მოიმატებს.
ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვლოცულობიმაზედ, რომ უფლის სული იყოს ჩვენთან ჩემი გამოსვლის დროს. გული სავსე მაქვს მადლიერებით უფლისადმი, რომლის ეკლესიაც ეს არის, იმ შთაგონებისათვის, რომელიც ვიგრძენით კონფერენციის მხურვალე ლოცვებში, შთაგონებულ გამოსვლებში და ანგელოზურ გალობაში.
აპრილში პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თავისი გამოსვლით მრავალი გული ააჩუყა მთელს მსოფლიოში, ჩემი ჩათვლით. მან ისაუბრა მორმონის წიგნის ძალაზე. შეგვაგულიანა ვისწავლოთ, ვიფიქროთ და მოვარგოთ მისი სწავლებები ჩვენს ცხოვრებას. იგი დაგვპირდა, რომ თუ ყოველდღე დავუთმობდით დროს მის წაკითხვასა და გააზრებას და დავიცავდით მცნებებს, რომლებიც მოცემულია მორმონის წიგნში, ჩვენ გვექნებოდა ჭეშმარიტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოწმება და შემაჯამებელი დამოწმება ცოცხალ ქრისტეზე, რაც უსაფრთხოდ გაგვატარებდა გზაზე გასაჭირის ჟამს. (See “The Power of the Book of Mormon,” Liahona, May 2017, 86–87.)
როგორც მრავალი თქვენგანი, მეც გავიგონე წინასწარმეტყველის სიტყვები, როგორც ჩემკენ მომართული უფლის ხმა. და როგორც მრავალმა თქვენგანმა, გადავწყიტე ამ სიტყვებზე დამორჩილება. ახალგაზრდობიდან ვიგრძენი დამოწმება იმაზედ, რომ მორმონის წიგნი არის სიტყვა ღვთისა და რომ მამა და ძე გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს და ესაუბრნენ მას და რომ ძველი დროის წინასწარმეტყველები მოევლინნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფს ეკლესიის სამღვდელოების გასაღებების აღსადგენად.
ამ დამოწმებით მე 50 წელზე მეტია ყოველდღე ვკითხულობ მორმონის წიგნს. ასე რომ, ალბათ შემეძლო მეფიქრა, რომ პრეზიდენტ მონსონის სიტყვები ვიღაცისთვისაა და არა ჩემთვის. და მაინც, როგორც მრავალმა თქვენგანმა, მე ვიგრძენი წინასწარმეტყველის შეგულიანება და მისი მოწვევა, გამომეჩინა მეტი ძალისხმევა. მრავალმა თქვენგანმა იგივე გააკეთა, რაც მე: უფრო დიდი ზრახვით ილოცეთ, უფრო ღრმად ჩაუფიქრდით წმინდა წერილს და მეტად ეცადეთ, ემსახუროთ უფალს და ადამიანებს უფლისათვის.
ჩემთვისაც, ისე როგორც მრავალი თქვენგანისთვის, ამის ბედნიერი შედეგი იყო წინასწარმეტყველის დაპირება. მათ, ვინც ეს შთაგონებული რჩევა გულთან მიიტანეს, უფრო მკვეთრად იგრძნეს სულიწმინდა. ჩვენ მოგვეცა უფრო დიდი ძალა ცდუნების დასაძლევად და ჩვენი რწმენა აღმდგარ იესო ქრისტეში, მის სახარებასა და მის ცოცხალ ეკლესიაში უფრო გაძლიერდა.
ახლა, როცა სამყაროში იზრდება აურზაური, ამ გაძლიერებულმადამოწმებებმა განდევნეს ეჭვი და შიში და მოგვგვარეს სიმშვიდის გრძნობა. პრეზიდენტ მონსონის რჩევის მიღებამ ჩემზე კიდევ ორი შესანიშნავი გავლენა მოახდინა: პირველი - დაპირებულმა სულიწმინდამ მომიტანა ოპტიმიზმი მომავლისადმი, მაშინაც კი, როცა აურზაური სამყაროში თითქოს მატულობს. და მეორე: უფალმა მომცა, მეც და თქვენც, უფრო დიდი სიყვარულის გრძნობა მათ მიმართ, ვინც განსაცდელშია. ჩვენ ვიგრძენით მომატებული სურვილი სხვების გადასარჩენად, ეს სურვილი პრეზიდენტ მონსონის მსახურებისა და სწავლების შუაგულია.
უფალი შეპირდა სიყვარულს სხვების მიმართ და სიმამაცეს წინასწარმეტყელ ჯოზეფ სმითსა და ოლივერქაუდერის იმ მომენტებში, როცა მათ დავალება რთულად ეჩვენებოდათ. უფალმა თქვა, რომ საჭირო სიმამაცე მოვიდოდა მათი რწმენისგან მასში, როგორც მათი კლდე:
„არ შეგეშინდებათ სიკეთის კეთებისა, ჩემო შვილებო, რამეთუ რასაც დათესავთ, იმას მოიმკით; ასე რომ, თუ კეთილს დათესავთ ასევე კეთილს მოიმკით, როგორც ჯილდოს.
„ასე რომ, ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ; აკეთეთ სიკეთე; გინდაც მიწა და ჯოჯოხეთი ერთად აღსდგნენ თქვენ საწინააღმდეგოდ, თუ ჩემს კლდეზე ააშენეთ, ისინი ვერ დაგძლევენ.
„აჰა, არ გგმობთ; იარეთ თქვენს გზაზე და ნუღარ შესცოდავთ; ფხიზლად შეასრულეთ საქმე, რომელიც დაგავალეთ.
„ყოველ ფიქრში მე მომმართეთ; ნუ გექნებათ ეჭვი ან შიში.
„აჰა, შეხედეთ ჭრილობებს ჩემს გვერდში და ლურსმნების ანაბეჭდებს ჩემს ხელებსა და ტერფებზე; იყავით ერთგულნი, დაიცავით ჩემი მცნებები და დაიმკვიდრებთ ცის სასუფეველს“. (მოძღვრება და აღთქმები 6:33–37).
უფალმა უთხრა აღდგენის ხელმძღვანელებს და იგი გვეუბნება ჩვენც, რომ როცა მის კლდეზე რწენით ვიდგებით, ეჭვი და შიში დასუსტდება; სიკეთის კეთების სურვილი კი მოიმატებს. როცა მივიღბთ პრეზიდენტ მონსონის მოწვევას, დავთესოთ გულში იესო ქრისტეს დამოწმება, ჩვენ მივიღებთ ძალას, სურვილსა და სიმამაცეს სხვების გადასარჩენად და აღარ შევწუხდებით ჩვენი საჭიროებების გამო.
მე ეს რწმენა და სიმამაცე ბევჯერ მინახავს, როცა ბოლო დროის მორწმუნე წმინდანები შემაშინებელი განსაცდელების წინაშე დამდგარან. მაგალითად, აიდაჰოში ვიყავი, როცა ტეტონის დამბა დაინგრა 1976 წ. 5 ივნისს. წყლის კედელი ჩავარდა. ათასობით ხალხი გაიქცა სახლებიდან. ათასობით სახლი და ბიზნესი დაინგრა. საოცარია, რომ 15 ადამიანზე ნაკლები დაიღუპა.
იქ ვიხილე ის, რაც მინახავს ყოველთვის, როცა უკანასკნელ დღეთა წმინდანები მყარად იდგნენ იესო ქრისტეს მოწმობის კლდეზე. ისინი უშიშარნი ხდებიან, რადგან მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგი ზრუნავს მათზე. ისინი უგულებელყოფენ საკუთარ განსაცდელს სხვების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. როცა ამას აკეთებენ უფლის სიყვარულის გამო, ისინი ანაზღაურებას არ ითხოვენ.
მაგალითად, როცა ტეტონის დამბა დაინგრა, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა წყვილი სახლიდან შორს მოგზაურობდა. როგორც კი მათ რადიოთი შეიტყვეს ამბები, სწრაფად დაბრუნდნენ რექსბურგში. იმის ნაცვლად, რომ თავიანთ სახლში წასულიყვნენ, ისინი ეპისკოპოსს ეძებდნენ. იგი იმყოფებოდა შენობაში, რომელიც იმ დროს აღდგენის ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. იგი ეხმარებოდა ათასობით მოხალისის კოორდინაციაში, რომლებიც ყვითელი სასკოლო ავტობუსებით ჩამოდიოდნენ.
ცოლ-ქმარი ეპისკოპოსს მიუახლოვდა და უთხრა: „ჩვენ ამწუთას დავბრუნდით. ეპისკოპოსო, სად წავიდეთ დასახმარებლად“? მან ოჯახი მიუჩინა. ეს წყვილი ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და ტალახსა და წყალს იღებდნენ. ისინი დღეების განმავლობაში გათენებიდან დაღამებამდე მუშობდნენ. როგორც იქნა შეისვენეს და საკუთარი სახლის სანახავად გაემართნენ. იგი წყალმა მთლიანად წაიღო და დასასუფთავებელიც აღარაფერი იყო. ეპისკოპოსო, კიდევ ვის სჭირდება დახმარება“?
ჩუმი სიმამაცისა და მოწყალების საოცრება - ქრისტეს სრულყოფილი სიყვარულის გამოვლენა - წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში გამეორდა. ეს მოხდა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის დროს, მისურიში, დევნის საშინელ დღეებში. ეს მოხდა, როცა ბრიგამ იანგი წინ უძღვოდა გამოსვლას ნავუდან და შემდეგ მოუწოდა წმინდანებს, წასულიყვნენ უდაბნოში შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რათა უფლის სიონის შენებაში დახმარებოდნენ ერთმანეთს.
თუ იმ პიონერების დღიურებიდან ამონარიდებს წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ რწმენის სასწაული განდევნის შიშსა და ეჭვს. და თქვენ წაიკითხავთ, როგორ თმობდნენ საკუთარ ინტერესებს პიონერები უფლისთვის, სხვების დასახმარებლად, სანამ თავიანთ ცხვარს ან საკუთარ მოუხნავ მინდვრებს დაუბრუნდებოდნენ.
მე იგივე საოცრება ვნახე რამდენიმე დღის წინ ქარიშხალ ირმას შემდეგ, პუერტო რიკოში, წმინდა თომასსა და ფლორიდაში, სადაც წმინდანები სხვა ეკლესიებთანმ ადგილობრივ თემებთან და ეროვნულ ორგანიზაციებთან ერთად ჩაერთნენ დასუფთავების პროცესში.
მსგავსად ჩემი მეგობრებისა რექსბურგში, ერთ-ერთი შეუღლებული წყვილი ფლორიდაში, არაწევრები, რომლებმაც საკუთარ სახლზე მუსაობას არჩიეს სხვების დახმარება. უკანასკნელ დღთა წმინდანებმა შესთავაზეს დახმარება, რადგან ორი დიდი ხე იყო მანქანის გზაზე დაცემული. მეუღლეებმა აუხსნეს, რომ არ იციდნენ, რა ექნათ და არჩიეს სხვების დახარება. თუმცა სწამდათ, რომ უფალი დაეხმარებოდათ საკუთარ სახლში პრობლემების მოგვარებაში. კაცმა ეს მოგვიანებით გაგვიზიარა, სანამ ეკლესიის წევრები მოვიდოდნენ დასახმარებლად. წყვილმა ილოცა და მიიღო დასტური, რომ დახმარება მოვიდოდა. ასეც მოხდა სულ რამდენიმე საათში ამ დასტურის მიღების შემდეგ.
მე გავიგე, რომ ზოგიერთი უკანასკნელ დღეთა წმინდანებს „ყვითელ ანგელოზებს, რადგან მათ ყვითელი მაისურები ეცვათ წარწერით „დახმარების ხელები“. ერთ-ერთმა უკანასკნელ დღეთა წმინდანმა აიღო მისი მანქანა დასახმარებლად და ადამიანმა, რომელიც იმ ქალბატონს ეხმარებოდა, გვითხრა, რომ სულიერი გამოცდილება მიიღო, როცა ადამიანებმა ყვითელ მაისურებში მისი ბაღიდან ხეები გამოიტანეს და მერე მას უმღრეს სიმღრა „მე შვილი ვარ ღვთისა“.
ფლორიდის სხვა მაცხოვრებელმა, ასევე არა ჩვენი მრწამსის, გაიხსენა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანები მოვიდნენ მასთან სახლში, როცა იგი თავის განადგურებულ ბაღში მუშობდა და იყო სასოწარკვეთილი, სცხელოდა და ლამის ტიროდა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მოხალისეებმა „ნამდვილი სასწაული“ მოახდინეს“. ისინი არა მხოლოდ ბეჯითად მუშაობდნენ, არამედ ღიმილითა და სიცილით და თანაც უანგაროდ.
მე ვიხილე ის სიბეჯითე და გავიგონე სიცილი, როცა შაბათს, გვიან ღამე, ის უკანასკნელ დღთა წმინდანთა ჯგუფი მოვინახულე ფლორიდაში. მოხალისეებმა სულ ცოტა ხნით შეწყვიტეს დასუფთავება, რათა ჩემთვის ხელი ჩმოერთმიათ. მათ მითხრეს, რომ წინა ღამეს მათი პალოდან ჯორჯიაში 90 კაცმა შეიმუსავა გეგმა ფლორიდაშ მაშველთა ჯგუფის დასახმარებლად.
ისინი ჯორჯიიდან დილის 4 საათზე გამოვიდნენ, რამდენიმე საათი მანქანით იარეს, მთლი ღამე იმუშავეს და მეორე დღის სამუშაო გეგმას ადგენდნენ.
და ისინი ამას ყველაფერს ღიმილითა და იუმორით ყვებოდნენ. ერთადერთი სტრესი, რომელიც ვიგრძენი, იყო როცა მათ მადლობების მოსმენის ნაცვლად სამუშაოს გაგრძელება არჩიეს. პალოს პრეზიდენტმა კვლავ გააგრძელა გუნდური მუშაობა. იგი დაცემულ ხეზე მუშაობდა, ეპისკოპოსი კი ტოტებს აჭრიდა მას, როცა ჩვენმანქანაში ჩავსხედით მეორე მაშველთა გუნდის მოსანახულებლად.
იმის წინ, როცა სხვა ადგილიდან მოვდიოდით, მანქანასთან მამაკაცი მოვიდა, ქუდი მოიხადა და მადლობა გადაგვიხადა მოხალისეების გამო. მან თქვა: „მე არ ვარ თქვენი ეკლესიის წევრი. დაუჯერებელია, რაც გააკეთეთ ჩვენთვის. ღმერთმა დაგლოცოთ“. უდწ მოხალისე, რომელიც მის გვერდით იდგა ყვითელ მაისურში, იღიმებოდა და მხრებს იჩეჩავდა ისე, თითქოს ქებას არ იმსახურებდა.
მაშინ, როცა მოხალისეები ჯორჯიიდან მოვიდნენ იმ ადამიანის დასახმარებლად და იგი ამას ვერ იჯერებდა, ასობით უკანსკნელ დღეთა წმინდანმა ფლორიდის იმ დაზარალებულ ადგილიდან ათასობით კილომეტრი გამოიარა ფლორიდის მეორე მხარეში მოსახვედრად, სამხრეთისკენ, სადაც ამბობდნენ, რომ ხალხი მეტად დაზარალდა.
იმ დღეს გამახსენდა და უკეთ გავიგე წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „ღვთის სიყვარულით სავსე ადამიანი არასდროს არ არის კმაყოფილი მხოლოდ თავისი ოჯახის კურთხევებით; იგი ცდილობს, მთელ მსოფლიოში დალოცოს კაცობრიობა (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 426).
ჩვენ ყველგან ასეთ სიყვარულს ვხედავთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ცხოვრებაში. ყოველთვის, როცა მსოფლიოში რაიმე ტრაგიკული ხდება, უკანასკნელ დღეთა წმინდანები მოხალისედ მიდიან ეკლესიის ჰუმანიტარული სამუშაოს შესასრულებლად. იშვიათად ხდება საჭირო ამისთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვა. ფაქტობრივად, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს ვთხოვოთ მათ, ვინც მზადაა მოხალისედ წასასვლელად, დაელოდონ, სანამ სამუშაოს ხელმძღვანელები მზად იქნებიან მათ მისაღებად.
ეს კურთხევის სურვილი არის იმ ადამიანთა ნაყოფი, ვინც მიიღო დამოწმება იესო ქრისტეს, მისი სახარების, აღდგენილი ეკლესიისა და მისი წინასწარმეტყველების შესახებ. აი რატომ უფლის ხალხს არ აქვს შიში ან ეჭვი. აი რატომ მიდიან მისიონერები მსახურებაზე მსოფლიოს ყოველ კუთხეში. აი რატომ ლოცულობენ მშობლები შვილებთან ერთად სხვებისთვის. აი რატომ აგულიანებენ ხელმძღვანელები ახალგაზრდებს, ყურად იღონ პრეზიდენტ მონსონის მოთხოვნა და ჩაიძირონ მორმონის წიგნის გულში. ეს ნაყოფი ჩნდება არა ხელმძღვანელთა წაქეზებით, არამედ ახალგაზრდებისა და წევრების რწმენაზე დაფუძნებული მოქმედებით. ამ რწმენას, რომელიც მოითხოვს უანგარო მსხვერპლს, მოაქვს მოაქვს გულის შეცვლა და აგრძნობინებს ღმერთის სიყვარულს.
თუმცა ჩვენი გულები დარჩება შეცვლილ მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ, როცა გავაგრძელებთ წინასწარმეტყველის რჩევის მიყოლას. თუ ერთი მცდელობის შემდეგ გავჩერდებით, ცვლილება დაიკარგება.
ერთგულმა უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა აღზარდეს თავიანთი რწმენა უფალ იესო ქრისეში, მორმონის წიგნში და ღვთის სიტყაში და სამღვდელოების გასაღებების აღდგენაში უფლის ჭეშმარიტ ეკლესიაში. ამ გაზრდილმა დამოწმებამ მოგვცა უფრო მეტი სიმამაცე და ზრუნვა ღვთის სხვა შვილების მიმართ. მაგრამ წინ გველის სირთულეები და საშუალებები, რომლებიც მოითხოვს ამაზე მეტს.
ჩვენ ვერ გავთვლით წინასწარ დეტალებს, მაგრამ ვხედავთ სრულ სურათს. ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელ დღეებში სამყარო აირევა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სირთულეების დროს უფალი წინ გაუძღვება ერთგულ უკანასკნელ დღეთა წმინდანებს, რათა იესო ქრისტეს სახარება იქნას მიტანილი ყოველ ერთან, ტომთან, ყოველი ენისთვისა და ხალხისთვის. და ჩვენ ვიცით, რომ უფლის ჭეშმარიტი მოწაფეები იქნებიან ღირსნი და მომზადებულნი მისი ხელმეორედ მოსვლისთვის. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს.
ასე რომ, რადგან უკვე აღვზარდეთ რწმენა და სიმამაცე გულებში, უფალი ელის უფრო მეტს ჩვენგან - და ასევემომავალი თაობებისგანაც. მათ მართებთ მეტი ძალა და სიმამაცე, რადგან მოუწევთ ჩვენზე უფრო მეტი და დიდი საქმის შესრულება.
ჩვენ წინ სიარულის პროცესში უფალმა მოგვცა ოპტიმიზმის მოსაპოვებელი გზა: „ყოველივე ფიქრში მე მომმართეთ; ნუ გეშინიათ და ნუ ეჭვობთ“. (მოძღვრება და აღთქმები 6:36). პრეზიდენტმა მონსონმა გვითხრა, როგორ მოვახერხოთ ეს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და მოვარგოთ მორმონის წიგნი, ასევე წინასწარმეტყველებისსიტყვები, ჩვენს ცხოვრებას. ყოველთვის ვილოცოთ. ვიყოთ მორწმუნენი. ვემსახუროთ უფალს მთელი ჩვენი გულით, ძალით, გონებითა და ღონით. ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი გულის მთელი ენერგიით მოწყალების ანუ ქრისტეს სრულყოფილი სიყვარულისთვის.(იხ.მორონი 7:47–48). და რაც ყველაზე მთავარია: უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და შეუპოვარნი წინასწარმეტყველის რჩევის გაყოლაში.
როცა გზა რთულია, ჩვენ შეგვიძლია დავენდოთ უფლის რჩევას - დაპირება, რომელიც გაგვახსენა პრეზიდენტმა მონსონმა, როცა ხშირად ციტირებს მხსნელის სიტყვებს: „ვინც მიგიღებთ, მეც მიმიღებს, რადგენ თქვენ წინ ვივლი. ვიქნები თქვენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს და ჩემი სული გექნებათ გულში და ჩემი ანგელოზები თქვენს ირგვლივ, რათა წამოგაყენონ თქვენ“. (მოძღვრება და აღთქმები 84:88).
მე ვმოწმობ, რომ უფალი ყოველთვის თქვენ წინ მიდის, როცა თქვენ მის დავალებას ასრულებთ. ზოგჯერ თქვენ იქნებით ანგელოზი ვინმესთვის, სადაც უფალი გაგაგზავნით სხვების წამოსაყვანად. ზოგჯერ თქვენ მოგეხვევიან ანგელოზები, რათა წამოგაყენონ. მაგრამ ყოველთვის გულში გეყოლებათ სულიწმინდა, როგორც ამას გპირდებიან ყოველ ზიარებაზე. თქვენ მხოლოდ უფლის მცნებები უნდა დაიცვათ საამისოდ.
ღვთის სასუფევლისთვის დედამიწაზე წინ უკეთესი დღეები გველის. საპირისპირო ძალები გააძლიერებს ჩვენს რწმენას იესო ქრისტეს მიმართ, როგორც ეს იყო წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის დროიდან. რწმენა ყოველთვის ამარცხებს შიშს. ერთად დგომას მოაქვს ერთობა. და თქვენს ლოცვებს გასაჭირში მყოფთათვის ისმენს და პასუხობს მოსიყვარულე ღმერთი. იგი არც თვლემს და არც სძინავს.
მევმოწმობ, რომ მამაღმერთი ცოცხალია და სურს, მოხვიდეთ მასთან. ეს არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. იგი გიცნობთ თქვენ, მას უყვარხართ, იგი ზრუნავს თქვენზე. მან გამოისყიდა თქვენი, ჩემი და მამაზეციერის ყველა შვილის ცოდვა. მივყვეთ მას ცხოვრებაში და ვემსახუროთ სხვებს არის ერთადერთი გზა მარადისობისკენ.
მე ამას ვმოწმობ და გიტოვებთ კურთხევებსა და სიყვარულს, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.