2010-2019
მოუბრუნდით უფალს
ოქტომბერი 2017 წ.


მოუბრუნდით უფალს

ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველაფერს, რაც გვემართება, მაგრამ ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს იმაზე, როგორ ვუპასუხოთ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში.

1988 წ. გაზაფხულზე მე და ქეროლმა შევძელით, გაგვეერთიანებინა საქმიანი მოგზაურობა და ოჯახთან ერთად დასვენება დარამდენიმე დღით წამოგვეყვანა ჩვენი ოთხი შვილი, ახლად დაქვრივებულ სიდედრთან ერთად, ჰავაიზე.

ჰავაიზე გაფრენამდე, წინა ღამეს, ჩვენს ოთხი თვის შვილს, ჯონათანს, ორივე ყურის ინფექცია დაუდგინეს და გვითხრეს, რომ სამი-ოთხი დღის განმავლობაში იგი ვერ იმოგზაურებდა. გადავწყვიტეთ, რომ ქეროლი ჯონათანთან სახლში დარჩებოდა, მე კი ოჯახთან ერთად ვიმოგზაურებდი.

პირველი ნიშანი იმისა, რომ ეს არ იყო მოგზაურობა, რომელიც წარმოდგენაში მქონდა, ჩამოსვლიდან მალევე გამოვლინდა. მთვარით განათებულ, პალმებით ჩამწკვრივებულ ბილიკზე სიარულისას თვალწინ ოკეანის პანორამა იშლებოდა. მე მოვბრუნდი კუნძულის სილამაზის შესახებ კომენტარის გასაკეთბლად და ამ რომანტიკულ მომენტში ქეროლის ნაცვლად სიდედრს ჩავხედე თვალებში (უნდა გითხრათ, რომ სიდედრი ძალიან მიყვარს). უბრალოდ ეს არ იყო ის, რასაც ველოდი. არც ქეროლი გეგმავდა დასვენების დღეების გატარებას სახლში, ავადმყოფ ჩვილ ბავშთან ერთად.

ჩვენს ცხოვრებაში იქნება წუთები, როცა აღმოვჩნდებით მოულოდნელ ბილიკზე და წინ დაგვიდგება იმაზე უფრო მკაცრი ვითარება, ვიდრე ჩაშლილი შვებულება. როგორ ვპასუხობთ მოვლენებს, როცა ისინი, ჩვენდაუნებლიედ, ცვლიან ცხოვრებას, რომელიც დავგეგმეთ ან რომელზედაც იმედები დავამყარეთ?

ჰაირამ სმით შამვეი

1944 წ. ივნისში, ჰაირამ შამვეი, აშშ-ს ჯარის მეორე ახალგაზრდა ლეიტენანტი, გაემგზავრა ომაჰას სანაპიროზე ოპერაცია “დი დეის“- ში საწინააღმდეგოდ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. იგი უსაფრთხოდ ჩაფრინდა, მაგრამ 27 ივლისს მოკავშირეთა ძალების შეტევის მიზეზად იგი მძიმედ დაიჭრა ტანკ-საწინააღდეგო ნაღმზე. იმ მომენტში მისი ცხოვრება და სამედიცინო კარიერა დრამატულად შეიცვალა. მრავალი ოპერაციის შემდეგ იგი სერიოზული დაზიანებებისგან განიკურნა, თუმცა ძმა შამვეის მხედველობა არ დაუბრუნდა. როგორ უპასუხებდა იგი ამას?

მას შემდეგ, რაც მან სამი წელი სარეაბილიტაციო ჰოსპიტალში გაატარა, იგი სახლში, ლოველში, ვაიომინგში, დაბრუნდა. მან იცოდა, რომ მისი ოცნება - გამხდარიყო ექიმი, ვერ აღსრულდებოდა, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, არ გაჩერებულიყო, შეექმნა ოჯახი და შეენახა იგი.

მან როგორც იქნა იპოვა სამსახური ბალტიმორში (მერილენდი) უსინათლოთა კონსულტანტ-რეაბილიტოლოგისა და დასაქმების სპეციალისტის პოზიციაზე. საკუთარი რეაბილიტაციის პროცესში მან აღმოაჩინა, რომ უსინათლოები იმაზე უფრო მეტად უნარიანები არიან, ვიდრე მას ეგონა და რვა წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე მსახურებისას მან იმაზე მეტი უსინათლო დაასაქმე, ვიდრე სხვა რომელიმე კონსულტანტმა ქვეყანაში.

შამვეის ოჯახი

ახლა, როცა ოჯახის შენახვა შეეძლო, ჰაირამმა ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს და უთხრა: „თუ შენ წაიკითხავ წერილებს, დაახარისხებ წინდებს და ატარებ მანქანას, დანარჩენს მე მივხედავ“. ისინი მალე სოლთ ლეიქ ტაძარში ჩიბეჭდნენ და საბოლოო ჯამში რვა შვილით იქნენ დალოცვილნი.

1945 წ. შამვეისები ვაიომინგში დაბრუნდნენ, სადაც ძმა შამვეი 32 წ. განმავლობაში მუშაობდა უსინათლოთა და უსმენოთა განათლების პროგრამის დირეტორად. ამ დროის განმავლობაში იგი შვიდი წლის მანძილზეჩეენის პირველი მეურვეობის ეპისკოპოსად მსახურობდა და მოგვიანებით, 17 წლის განმავლობაში, პალოს პატრიარქი იყო. პენსიაში გასვლის შემდეგ და და ძმა შამვეი ლონდონის სამხრეთ მისიაში მსახურობდნენ.

ჰაირამ შამვეი 2011 წ. მარტში გარდაიცვალა. მან შთამომავლებს, მრავალ შვილს, შვილიშვილსა და შვილთაშვილს, დაუტოვა რთულ ვითარებაში რწმენისა და უფლის ნდობის მემკვიდრეობა.

ჰაირამ შამვეის ცხოვრება შეიძლება შეცვლილიყო ომის გამო, მაგრამ მას არასდროს არ შეჰპარვია ეჭვი თავის ღვთიურ ბუნებასა და მარადიულ პოტენციალში. ჩვენც, მის მსგავსად, ღვთის სულიერი ძენი და ასულნი ვართ და „ჩვენ ვიღებთ მის გეგმას, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია მიწიერი გამოცდილებისთვის ფიზიკური სხეულის მიღება, რათა სრულყოფილებისკენ წავიწიოთ და ბოლო ჯამში გავიაზროთ ჩვენი მარადიული ცხოვრების მემკვიდრეთა ღვთური დანიშნულება“.ამ მარადიულ გეზს ვერ შეცვლის ვერანაირი ცვლილება, განსაცდელი ან წინაღობა ჩვენი საკუთარი არჩევანის გარდა, როცა ჩვენ თავისუფალ არჩევანს ვიყენებთ.

ცვლილებები და მათგან გამომდინარე სირთულეები, რომლებსაც მიწიერ ცხოვრებაში ვაწყდებით, ყველანაირი ფორმისა და ზომის არიან და ყოველივე ჩვენგანზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. მეც, თქვენს მსგავსად, მინახავს ოჯახში და მეგობრების ცხოვრებაში სირთულეები, რომლებიც შემდეგი მიზეზებით იქნა გამოწვეულ:

  • საყვარელი ადამიანის სიკვდილი

  • განქორწინება

  • დაუქორწინებლობა

  • სერიოზული დაავადება ან სხეულის ზიანი

  • სტიქიებიც კი, რისი მომსწრენიც გავხდით ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა კუტხეში.

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი „ცვლილება“ შეიძლება განსხვავებული იყოს ინდივიდუალური ვითარებიდან გამომდინარე, საბოლოოდ სირთულეებს ერთი საერთო რამ ახასიათებს - იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ყოველთვის ხელმისაწვდომია იმედი და სიმშვიდე. იესო ქრისტეს გამოსყიდვა ყოველ სხეულისთვის, დაზიანებული სულისთვისა და გატეხილი გულისთვის უზრუნველყოფს საბოლოო განკურნებისა და კორექტივების საშუალებებს.

მან, როგორც არავინ, იცის, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ცვლილებების შუაგულში წინ მივიწევდეთ. ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან განსხვავებით მხსნელი არა უბრალოდ, არამედ სრულყოფილად გვითანაგრძნობს, რადგან მან ეს გზა უკვე გაიარა. იესო ქრისტემ, ჩვენი ცოდვებისთვის მაღალი ფასის გადახდისა და ტანჯვის გარდა, გამოიარა ყოველგვარი გზა, გაუმკლავდა ყოველ სირთულეს, განიცადა ყოველი ტკივილი - ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი, რომელსაც ჩვენ ოდესმე განვიცდით მიწიერ ცხოვრებაში.

პრეზიდენტი ბოიდ კ. პეკარი გვასწავლიდა: „იესო ქრისტეს წყალობა და მადლი არ შემოიფარგლება ცოდვილებით … , არამედ მოიცავს მარადიული სიმშვიდის დაპირებასყოველი მათგანისთვის, ვინც მიიღებს და გაჰყვება მას. … მისი მადლი ძლიერი განკურნების ძალაა, უდანაშაულოდ დაზარალებულთათვისაც კი“.

ამ მიწიერ გამოცდილებისას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ყველაფერს, რაც გვემართება, მაგრამ გვაქვს სრული კონტროლი იმაზედ, როგორ ვუპასუხოთსირთულეებს ცხოვრებაში.ეს არ ნიშნავს იმას, რომ სირთულეებსა და გასაჭირს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, ადვილად გავუმკლავდებით ან იმას, რომ ამას არ მოჰყვება შედეგი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიქნებით თავისუფალნი ტკივილისგან ან გულგატეხილობისგან. თუმცა ეს ნიშნავს, რომ არის იმედი და ეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, რომ შეგვიძლია ვიაროთ წინ და უკეთეს დღეებში ვიცხოვროთ, რომელნიც სავსე იქნება სიხარულით, სინათლითა და ბედნიერებით.

მოსიაში ჩვენ ვკითხულობთ ალმას ჩანაწერს, რომელიც მეფე ნოეს ყოფილი მღვდელი იყო და მისი ხალხისა, რომელიც „უფლის მიერ იყო გაფრთხილებული … წასულიყო უდაბნოში მეფე ნოეს ჯარების მოსვლამდე“. რვა დღის შემდეგ „ისინი მივიდნენ … ძალიან ლამაზ და სასიამოვნო მიწაზე“ სადაც „გაშალეს კარვები და დაიწყეს მიწის დამუშავება და შენობების აგება“.

ახლა მათი მდგომარეობა იმედის მომცემი იყო.მათ მიიღეს იესო ქრისტეს სახარება. ისინი მოინათლნენ, რითიც დადეს აღთქმა, რომ ემსახურებოდნენ უფალს და დაიცავდნენ მის მცნებებს. და „გამრავლდნენ და უაღრესად აყვავდნენ იმ მიწაზე“.

თუმცა, მათი ვითარება მალე შეიცვლება. „ლამანიელთა არმია იმ მიწის საზღვრებთან იდგა“.ალმა და მისი ხალხი მალე მონობაში ჩაცვივდნენ და „იმდენად დიდი იყო მათი ტანჯვა, რომ ძლიერ შეჰღაღადეს ღმერთს“. ამის გარდა, მათ დამპყრობლებმა უბრძანეს, შეეწყვიტათ ლოცვა, თორემ „ვისაც გაუგებდნენ, რომ ღმერთს შეჰღაღადებდნენ, მოკლავდნენ“. ალმა და მისი ხალხი არ იმსახურებდა ამ ვითარებას. როგორ უპასუხებდნენ ისინი მას?

იმის ნაცვლად, რომ ღმერთი დაედანაშაულებინათ, მათ მიმართეს ღმერთს და „(გადმოუღვარეს მას გული). … მათი რწმენისა და ლოცვების პასუხად უფალმა უთხრა: „დამშვიდდით. … მე … შეგიმსუბუქებთ ტვირთს, რომელიც მხრებზე გადევთ, ისე რომ ვერც კი იგრნობთ მას ზურგზე“. ამის შემდეგ „უფალმა გააძლიერა ისინი, რომ ადვილად შეეძლოთ ტვირთის ტარება და ისინი სიხარულითა და მოთმინებით დამორჩილდნენ უფლის ნებას“. თუმცა ჯერ არ იყვნენ განთავისუფლებულნი მონობისგან, უფლისკენმობრუნებით და არა ზურზშექცევით, მათ მიიღეს კურთხევები თავიანთი საჭიროების შესაბამისად და უფლის სიბრძნის მიხედვით.

უხუცესი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა, რომ „გამაჯანსაღებელი დალოცვები მრავალი სხადასხვა გზით მოდის, ყოველი ჩვენი საჭიროების შესაბამისად, როგორც ეს იცის მან, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ზოგჯერ განკურნების შედეგად ჩვენ ვჯანსაღდებით ან ტვირთი გვიმსუბუქდება. მაგრამ ზოგჯერ ვიკურნებით იმით, რომ გვეძლევა ძალა ან წვდომა ან მოთმინება, ვატაროთ ტვირთი, რომელიც გვაწევს“.

და ბოლოს, „იმდენად დიდი იყო მათი რწმენა და მოთმინება“, რომ ალმა და მისი ხალხი გათავისუფლებულ იქნენ უფლის მიერ „და მადლი შესწირეს … , რადგენ იყვნენ მონობაში და ვერავინ ვერ იხსნიდა მათ, გარდა უფლისა, მათი ღმერთის“.

სევდიანი ირონია არის ის, რომ ძალიან ხშირად ისინი, ვინც ყველაზე მეტად გასაჭირში არიან, ერთადერთ სრულყოფილ დახმარების წყაროს, ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს, ზურგს აქცევენ. ცნობილი ისტორია წმინდა წერილიდან „ბრინჯაოს გველი“ გვასწავლის, რომ როცა სირთულეების წინ ვდგავართ, ჩვენ გვაქვს არჩევანი. მას შემდეგ, რაც ისრაელის უამრავი შვილი „მფრინავი ცეცხლოვანი გველების მიერ“იქნა დაკბენილი, „ნიშანი აღიმართა … რათა ნებისმიერი, ვინც შეხედავდა … გადარჩენილიყო. მრავალმა შეხედა და გადარჩა. … მაგრამ ეს არჩევანი იყო.

იყვნენ მრავალნი, რომლებიც ისე გაჯიუტდენ, რომ არ შეხედეს და დაიღუპნენ“.

როგორც ისრაელელებს ძველად, ჩვენც ასევე გვიწვევენ, ვუყუროთ მხსნელს და ვიცხოვროთ, რამეთუ მისი უღელი ადვილი სატარებელია და მისი ტვირთი - მსუბუქი, მაშინაც კი, როცა ჩვენი შეიძლება მძიმე იყოს.

ალმა უმცროსმა გვასწავლა ეს წმინდა ჭეშმარიტება, როცა თქვა: „მე ვიცი, რომ ვინც ღმერთს მიენდობა - გასაჭირში, წუხილში და ტანჯვაში დახმარებას მიიღებს და ბოლო დღეს ამაღლდება“.

ამ უკანასკნელ დღეებში უფალმა უამრავი საშუალებები უზრუნველყო ჩვენთვის; „ბრინჯაოს გველები“ და ყოველი მათგანი შექმნილია, დაგვეხმაროს, ვუმზიროთ ქრისტეს და მივენდოთ მას. ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავება რეალობის იგნორირებას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რაზე ვირჩევთ ყურადრების ფოკუსირებას და საძირკველს, რომელზედაც ვარჩევთ შენებას.

ეს წყაროები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგით:

  • წმინდა წერილისა და წინასწარმეტყველების სწავლებების რეგულარული შესწავლა

  • ხშირი, გულწრფელი ლოცვა და მარხვა

  • ზიარების ღირსეულად მიღება

  • ტაძარში რეგულარული სიარული

  • სამღვდელოების კურთხევები

  • დატრენინგებულ პროფესიონალთაგან რჩევის მიღება

  • წამალიაც კი, როცა სათანადოდ გამოწერილია და სწორად გამოიყენება

რა სირთულეც არ უნდა გადაგვეღობოს გზად ცხოვრებაში და როგორ მოულოდნელ გზაზეც არ უნდა დაგვჭირდეს სიარული, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს იმაზედ, როგორ ვუპასუხოთ მას. მხსნელისკენ მიბრუნება და მის გაწვდილ ხელზე ჩაჭიდება ყოველთვის საუკეთესო არჩევანია.

უხუცესი რიჩარდ სკოტი გვასწავლიდა ამ მარადიულ ჭეშმარიტებას: „ჭეშმარიტი, ბოლომდე გაძლების ბედნიერება, რომელსაც თან ახლავს ძალა, სიმამაცე და უნარი - დავძლიოთ ყველაზე გამომწვევი სირთულეები, მოდის იესო ქრისტეზე ცხოვრების ფოკუსირების წყალობით. … არ გვაქვს იმის გარანტია, რომ შედეგი ერთ ღამეში მოხდება, მაგრამ არის სრული გარანტია იმისა, რომ უფლის დროში მოვა გადაწყვეტილება, სიმშვიდე იჭარბებს და სიცარიელე ამოივსება“.

ყოველივე ამ ჭეშმარიტებაზე მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.