მათთან ყოფნა და გაძლიერება
ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმაზედ, რომ ყოველმა ქალმა და მამაკაცმა, ვინც დღეს გენერალური კონფერენციიდან გამოვა, უფრო ღრმად გაიაზროს ერთმანეთზე გულითადი ზრუნვის ვალდებულება.
რალფ უალდო ემერსონის პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში ისინია, როცა გამოცხადების ციებ-ცხელებას ვგრძნობთ. პრეზიდენტო ნელსონ, არ ვიცი, ამ შაბათ-კვირას კიდევ რამდენ „ციებ-ცხელებას“ ვიგრძნობთ. ზოგიერთს სუსტი გული გვაქვს. მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ამასაც გაუმკლავდებით. რა წინასწარმეტყველი გვყავს!
მსურს, პრეზიდენტ რასელ მ.ნელსონის საოცარ სულისკვეთებას მივყვე და დავამატო ჩემი მოწმობა, რომ ეს ცვლილებები მაგალითია ი გამოცხადებების, რომლებითაც ეკლესია დასაწყისიდანვე იმართებოდა. და ისინი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ უფალი დააჩქარებს თავის საქმეს თავისავე დროს.
მათ, ვინც მოუთმენლად ელის ამ საკითხებში გარკვევას, გაცნობებთ, რომ კონფერენციის ამ სესიის დამთავრებისთანავე, დაიწყება მთელი რიგი ღონისძიებებისა, აუცილებელი არ არის, ამავე მიმდევრობით, და ეკლესიის ყოველ წევრს, ვისი ელექტრონული მისამართი გვაქვს, გაეგზავნება წერილი პირველი პრეზიდენტობის სახელით. სამღვდელოებისა და დამხმარე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გაეგზავნებათ შვიდ გვერდიანი დოკუმენტი კითხვა-პასუხებით. და ბოლოს, ეს მასალები უკვე იდება ministering.lds.org-ზე “ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დარეკეთ და გაგეღებათ”.
ახლა, რაც შეეხება შესანიშნავ დავალებას, რომელიც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მომცა მე და და ჯინ ბ. ბინგჰემს. დებო და ძმებო, ისევე, როგორც ქვორუმებისა და დამხმარე ორგანიზაციების საქმე ორგანიზაციულად მწიფდება, ისე ჩვენ უნდა მოვმწიფდეთ პიროვნულად, ინდივიდუალურად დავდგეთ ყოველი მექანიკური და გრძნობების გარეშე ყოველდრიური საქმის შესრულებაზე მაღლა და მივმართოთ გეზი გულითადი მოწაფეობისკენ, რომელიც ქრისტემ გვაჩვენა თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს. როცა მან გადაწყვიტა, მიეტოვებინა თავისი უცოდველი და ცოტათი დაბნეული მიმდევართა ჯგუფი, მან არ შეადგინა ადმინისტრაციული ღონისძიებების სია და არ გადასცა მათ სამ პირად შესავსები ანგარიშების დასთა. მან შეაჯამა მათი დავალება ერთი საფუძვლიანი წინადადებით: “გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ … ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.
სახარების იდეალებთან ჩვენი მიახლოვების მცდელობებში ახლად გამოცხადებული მოწყალების საზოგადოებისა და სამღვდელოების მსახურების კონცეფცია მოიცავს შემდეგ ელემენტებს და ზოგიერთ მათგანს მოწყალების საზოგადოებამ უკვე შეასხა ხორცი და შესანიშნავ შედეგსაც მიაღწია.
-
ჩვენ აღარ გამოვიყენებთ შინა მასწავლებლისა და სტუმრად მოსული მასწავლებლის ტერმინებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენი მსახურების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება ოჯახების გარეთ და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენი ვიზიტი არ განისაზღვრება მომზადებული გაკვეთილით, თუმცა გაკვეთილი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაზიარებულ იქნას საჭიროებისამებრ. მსახურების ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება, როგორც ალმას დღეებში იყო ნათქვამი, თავიანთ ხალხზე ზრუნვა და … მათი განსწავლა სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
-
ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელებთ ოჯახებში მისვლას, მაგრამ პირობებმა, როგორიცაა დიდი რაოდენობა, დიდი მანძილი, პირადი უსაფრთხოება და სხვა გამომწვევი ვითარებები, შეიძლება ხელი შეგვიშალონ ყოველ თვე ყოველი ოჯახის მონახულებაში. როგორც წლების წინ გვირჩია პირველმა პრეზიდენტობამ, ეცადეთ, ყველაფერი საუკეთსოდ გააკეთოთ. არსებული განრიგის დამატებაში, რომელიც შეიმუშავეთ ვიზიტებისთვის, ეს ცხრილი შეგიძლიათ შეავსოთ სატელეფონო ზარით, ბარათით, მესიჯით, ელ. წერილით, ვიდეო ზარით, საეკლესიო შეკრებებზე საუბრით, მსახურების პროექტების გაზიარებით, ღონისძიებებით და უამრავი საშუალებეით, რომლებსაც სოციალური მედიის მზარდი სამყარო გთავაზობთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ფართო ჩართულობა არ მოიცავს ისეთ სამწუხარო წარწერებს, რომელიც მანქანის სტიკერზე შევნიშნე. იქ ეწერა: დაგისიგნალე - ჩაგიტარდა შინა მაწავლებლის გაკვეთილი.” გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ძმებო (დებს ამაში არასდროს არ დაედებათ ბრალი, ამიტომ მივმართავ ეკლესიის ძმებს). ამ ცვლილებების შეტანით გვსურს მეტი ზრუნვა და პატრონობა და არა პირიქით.
-
ამ ახალი, სახარებაზე უფრო დაფუძნებული მსახურების კონცეფციით, ვგრძნობ, გაინტერესებთ, როგორ ჩააბაროთ ანგარიში. დამშვიდდით, არ იქნება ანგარიში - ყოველ შემთხვევაში ყოველი თვის 31-ში, როცა ბოლო წუთში ძლივს ახერხებდით ვიზიტს. აქაც ვცდილობთ, გავიზარდოთ. იქნება ერთადერთი ანგარიში - გასაუბრებების რაოდენობა, რომლებიც იმ კვარტალში ხელმძღვანელებმა მეურვეობაში ჩაატარეს მსახურ მეწყვილეებთან ერთად.ძალიან მსუბუქად ჟღერს მაგრამ, მეგობრებო, ეს გასაუბრებები გადამწყვეტია. ამ ინფორმაციის გარეშე ეპისკოპოსს არ ექნება ინფორმაცია თავისი ხალხის სულიერ და მიწიერ საჭიროებებზე.გახსოვდეთ; მსახური ძმები წარმოადგენენ ეპისკოპოსობას და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობას მაგრამ ისინი არ ცვლიან მათ. ეპისკოპოსისა და ქვორუმის პრეზიდენტის გასაღებები მსახურების ამ კონცეფციის გაცილებით უფრო შორს წვდება.
-
რადგან ეს ანგარიში განსხვავდება წარსულში არსებული ყველა ანგარიშებისგან, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ კლესიის სათაო ოფისში არ გვაინტერესებს, როგორ, სად და როდის ეწვევით პიროვნებას, ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, რომ თქვენ ინახულებთ მას და ყველანაირად ლოვავთ მას.
დებო და ძმებო, ჩვენ, მთლიან ეკლესიას, გვაქვს ზეციდან ბოძებული შესაძლებლობა, გამოვამჟღავნოთ “წმიდა… სარწმუნოება ღმერთის წინაშე”- “ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი, რათა შევამსუბუქოთ იგი”, “ვანუგეშოთ ისინი, ვისაც ეს ესაჭიროება” მივხედოთ ქვრივ-ობლებს, დაოჯახებულებსა და მარტოხელებს, ძლიერებსა და სუსტებს, ტანჯვაში მყოფთ და ჯანსაღებს, ბედნიერებსა და მოწყენილებს, მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველ ჩვენგანს, რადგან ყველას გვჭირდება მეგობრის თბილი ხელი და რწმენის მტკიცედ გაჟღერება. თუმცა, მინდა გაგაფრთხილოთ: ახალი სახელის დარქმევა, გარდაქმნა და ნაკლები ანგარიში ვერ მოახდენს ვერანაირ ცვლილებას ჩვენს მსახურებაში, თუკი ამას არ შევხედავთ, როგორც ერთმანეთზე ზრუნვის მოწვევას ახალი, თამამი, უფრო წმინდა ხერხით, როგორც ეს ამ წუთას პრეზიდენტმა ნელსონმა გვითხრა. როცა სულიერ თვალებს ავწევთ სიყვარულის გზით უფრო სრულყოფილი ცხოვრებისკენ, ჩვენ ამით პატივს მივაგებთ იმ თაობებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ასე მსახურობდნენ. მოდით, მოვიყვან მსგავსი თავდადებულების მაგალითს იმის იმედით, რომ მრავალი უკეთ გაიგებს უფლის მცნებას - ვიყოთ ერთად და გავაძლიეროთ ჩვენი დები და ძმები.
14 იანვარს, შაბათს, საღამოს 5 საათი იქნებოდა, როცა ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, ბრეტი და კრისტინ ჰამბლინი სახლში, ტემპეში, არიზონაში საუბრობდნენ. ბრეტი მთელი დღე ეპისკოპოსობაში მსახურობდა, კრისტინი კი ხუთი შვილის მოვლით იყო დაღლილი.
უცებ კრისტინს, რომელმაც შარშან თითქოს წარმატებით დაამარცხა ძუძუს კიბო, გული წაუვიდა. 911 -მა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოაგზავნა, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობდა ქალბატონის მობრუნებას. სანამ ბრეტი ვედრებით ლოცულობდა, მან ორ ადამიანს დაურეკა: დედას, რომელსაც სთხოვა, ბავშვებთან დახმარება და უხუცეს ედვინ პოტერს, მის შინა მასწავლებელს. ეს ბოლო ზარი დაახლოებით ასეთი იყო:
ედვინმა ნომერი ამოიკითხა და თქვა: ხო, ბრეტ, როგორ ხარ?
ბრეტმა ცოტა რომ არ იყვირა: მჭირდები, ახლა!
რამდენიმე წუთში მისი კოლეგა სამღვდელოებაში მის გვერდით გაჩნდა, ჯერ ეხმარებოდა ბავშვებთან, შემდეგ კი ძმა ჰამბლინი მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანას მიჰყვებოდნენ უკან.40 წუთიც არ გსულა იმ წუთიდან, რაც კრისტინმა პირველად დახუჭა თვალები, როცა ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს.
ბრეტი რომ ქვითინებდა, ედვინს იგი ჩახუტებული ჰყავდა და დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად ტიროდა. შემდეგ ედვინმა ბრეტი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დატოვა, ეპისკოპოსის სახლში წავიდა და მომხდარის შესახებ მოახსენა. არაჩვეულებრივი ეპისკოპოსი უმალვე საავადმყოფოში გაეშურა, ედვინი კი ჰამბლინთან წავიდა. იქ ის მეუღესთან, შარლოტასთან ერთად, რომელიც ასევე სირბილით მივიდა ადგილზე, ხუთ ახლად დაობლებულ ბავშვთან თამაშობდნენ. უფროსი ბავშვი 12 წლის, უმცროსი კი 3 წლის იყო.მათ ბავშვები ავახშმეს, ექსპრომტად მუსიკალური საღამო ჩაატარეს და დააძინეს.
ბრეტმა მითხრა მოგვიანებით: ამ ამბის გასაოცარი ნაწილი ის კი არ არის, რომ ედვინი მოვიდა, როცა მას დავურეკე. გადაუდებელ სიტუაციაში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ამ ამბის გასაოცარი ნაწილი ისაა, რომ იგი იყო ის, ვისზეც გავიფიქრე. ირგვლის სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ. კრისტინს ჰყავს და და ძმა, ორივენი სამ მილზე ნაკლებ მანძილზე ცხოვრობენ. ჩვენ დიდებული ეპისკოპოსი გვყავს, საუკეთესო. მაგრამ ედვინსა და ჩემს შორის ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომ მე ინსტინქტურად დავურეკე მას, როცა დახმარება დამჭირდა. ეკლესია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთ ვიცხოვროთ მეორე მცნების თანახმად ანუ გვიყვარდეს, ვემსახურებოდეთ და განვავითაროთ ისეთი ურთიერთბები ჩვენს დებთან და ძმებთან, რომლებიც გვეხმარება, მივუახლოვდეთ ღმერთს.
ედვინ პოტერმა ასე თქვა ამ გამოცდილების შესახებ: სასაცილო ისაა, რომ ბრეტი ჩვენი შინა მასწავლებელი უფრო დიდხანს იყო, ვიდრე მე მათი. ამ დროის განმავლობაში იგი უფრო მეგობრის როლში გვეწვეოდა, ვიდრე დავალებით. იგი დიადი მაგალითი იყო, იდეალური ნიმუში იმისა, როგორი უნდა იყოს აქტიური და საქმეში ჩართული მღვდლობის მატერებელი პირი. ჩემი მეუღლე, ბიჭები და მე არასდროს არ ვუყურებდით მას როგორც პირს, რომელსაც დავალებული ჰქონდა ყოველი თვის ბოლოს გზავნილის გაზიარება; ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ მასზე, როგორც მეგობარზე, რომელიც ქუჩის ბოლოში ან მოსახვევში ცხოვრობს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ამქვეყნად, რათა გვაკურთხოს. მიხარია, რომ ცოტათი მაინც შევძელი მის წინაშე ვალის მოხდა.
დებო და ძმებო, მე გიერთდებით და მივესალმები ყოველ უბნის, შინა,მეურვეობის თუ სტუმრად მისულ მასწავლებელს, რომელსაც ისტორიულად ასეთი სიყვარულით უყვარდა და ასე მსახურობდა.ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმაზედ, რომ ყოველი ქალი და მამაკაცი, მათ შორის ჩვენი უფროსი ახალგაზრდა კაცები და ქალები, გამოვლენ დღეს გენერალური კონფერენციიდან უფრო ღრმა გააზრებით იმისა, რომგულითადად უნდა იზრუნონ ერთმანეთზე და მათ მხოლოდ ქრისტეს წმინდა სიყვარული უნდა ამოძრავებდეთ. მიუხედავად ყოველი შეზღუდვისა და შეუფერობის, რომელსაც ვგრძნობთ ჩვენში, დაე, დავუდგეთ უფალს გვერდში ვენახში, გავუწოდოთ მამა ღმერთს ჩვენი დახმარების ხელი მის საოცარ დავალებაში - ლოცვაზე პასუხის გაცემა, ნუგეშის მოტანა, ცრემლის მოწმენდა და სუსტი მუხლის გამაგრება. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ უფრო ვემსგავსებით ქრისტეს ჭეშმარიტმოწაფეებს, რომლებიც უნდა ვიყოთ. დაე, ამ აღდგომის კვირას, გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მას ვუყვარდით, და მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.