2010-2019
წმინდა სიყვარული: იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი.
აპრილი, 2018 წ.


წმინდა სიყვარული: იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი.

იესო ქრისტეს სახარების შუაგული არის მამისა და მხსნელის ჩვენდამი სიყვარული, ასევე ჩვენი სიყვარული მათი და ერთმანეთის მიმართ.

ჩვენ გვიყვარს და გვენატრება პრეზიდენტი მონსონი და ასევე გვიყვარს და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს. პრეზიდენტ ნელსონს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში.

როცა ახალგაზრდა მამა ვიყავი, ჩვენი ხუთი წლის პატარა ბიჭი ერთხელ ბაღიდან მოვიდა და დედას ჰკითხა: მამიკო სად მუშაობს?მან თქვა, რომ მისი ჯგუფელები საუბრობდნენ თავიანთი მამების სამსახურებზე. ერთმა თქვა, რომ მისი მამა ქალაქის პოლიციის უფროსი იყო, მეორემ ამაყად განაცხადა, რომ მისი მამა დიდი კომპანიის უფროსი იყო.

ასე რომ, როცა ჩემს შვილს ჰკითხეს მამაზე, მან უბრალოდ თქვა: მამა ოფისში კომპიუტერზე მუშაობს. შემდეგ, როცა შენიშნა, რომ პასუხმა არ მოახდინა მის ახალ მეგობრებზე დიდი შთაბეჭდილება, დაამატა: სხვათაშორის, მამაჩემი სამყაროს უფროსია.

მგონი, ამით საუბარი დამთავრდა.

მე ვუთხარი მეუღლეს: დროა, უფრო ღრმად ვასწავლოთ მას ხსნის გეგმა და გავაგებინოთ, ვინ არის სამყაროს ნამდვილი უფროსი.

როცა ჩვენ შვილებს ხსნის გეგმას ვასწავლიდით, მათი სიყვარული მამაზეციერისა და მხსნელისადმი გაიზარდა, როცა შეიტყვეს, რომ ეს სიყვარულის გეგმაა. იესო ქრისტეს სახარების შუაგული არის მამისა და მხსნელის ჩვენდამი სიყვარული, ასევე ჩვენი სიყვარული მათი და ერთმანეთის მიმართ.

უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: მარადისობის პირველი დიდი მცნებაა, გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი გულით, ძალით, ღონითა და გონებით, ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მცნება. მაგრამ მარადისობის პირველი დიადი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ მთელი მისი გულით, ძალით, გონებითა და ღონით. სიყვარული მარადისობის საფუძველია და იგი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ქვაკუთხედი.

წმინდა სიყვარული, არის რა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ქვაკუთხედი, მოეთხოვება იესო ქრისტეს ყოველ ჭეშმარიტ მოწაფეს.

წინასწარმეტყველი მორმონი გვასწავლიდა: „ასე რომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ილოცეთ მამაზეციერისადმი მთელი თქვენი გულის ძალით, რათა აივსოთ მისი სიყვარულით, რომელიც მან გადმოღვარა ყველაზე, ვინც მისი ძის, იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი მიმდევარია“.

ჭეშმარიტად, სიყვარული არის იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი.

ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს მსახურება. მან იცის, რომ მსახურება ჭეშმარიტი სიყვარულის გამოხატვაა და წარმოადგენს იმ აღთქმას, რომელიც მათ ნათლობისას დადეს. მიუხედავად მათი მოწოდების ეკლესიაში და საზოგადოებაში დაკავებული პოზიციისა, ისინი გრძნობენ უფლისა და ერთმანეთისადმი სიყვარულისა და მსახურების უფრო და უფრო დიდ სურვილს.

ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს მიტევება.მან იცის, რომ მხსნელის გამოსყიდვა ფარავს ყოველ ჩვენ სცოდვასა და შეცდომას. მან იცის, რომ იმ ფასში, რომელიც მან გადაიხადა, ყველაფერი შედის. სულიერი გადასახადები, მოსაკრებლები, ცოდვებთან და შეცდომებთან დაკავშირებული ბეგარა - ყველაფერი გადახდილია. ჭეშმარიტი მოწაფე ცწრაფია მიტევებაში და ბოდიშის მოხდაში.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თუ გიჭირთ მიტევებისთვის საჭირო ძალის მოპოვება, არ იფიქროთ იმაზე, რა გაგიკეთეს სხვებმა, იფიქრეთ იმაზე, რა გაგიკეთათ უფალმა და თქვენ იპოვით სიმშვიდეს მისი გამოსყიდვის კურთხევებში.

ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს უფლის დამორჩილება გულში სიმშვიდით. იგი თავმდაბალი და მორჩილია, რადგან მას უფალი უყვარს. მას აქვს მისი სრული მიღების რწმენა, არა მხოლოდ იმის მიმართ, რას აკეთებს იგი მათთვის, არამედ როგორ და როდის აკეთებს ამას. ჭეშმარიტმა მოწაფემ იცის, რომ ნამდვილი კურთხევა ყოველთვის ის არ არის, რომელიც მას სურს, არამედ ის, რაც უფალს სურს მისთვის.

ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს უფალი სამყაროზე მეტად და იგი მყარი და მტკიცეა თავის რწმენაში. იგი ძლიერი და მტკიცე რჩება ამ დამაბნეველ სამყაროში. ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს სულიწმინდისა და წინასწარმეტყველების მოსმენა და არ იბნევა სამყაროს ხმების გამო. ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს წმინდა ადგილებში ყოფნა და უყვარს იმ ადგილის წმინდად გადაქცევა, სადაც იმყოფება. სადაც მიდის, მას სხვების გულებამდე უფლის სიყვარული და სიმშვიდე მიაქვს. ჭეშმარიტ მოწაფეს უყვარს უფლის მცნებების დამორჩილება და იგი ემორჩილება მათ უფლის სიყვარულის გამო. და მას უყვარს აღთქმები და იცავს მათ, მისი გული განახლდება და მთლიანად იცვლება მისი ბუნება.

წმინდა სიყვარული არის იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი.

მე დედამ მასწავლა წმინდა სიყვარული. იგი არ იყო ჩვენი ეკლესიის წევრი.

ერთხელ, მრავალი წლის წინ, მე დედას ვეწვიე. იგი სიმსივნეს ებრძოდა. მე ვიცოდი, რომ იგი კვდებოდა, მაგრამ ვწუხდი, რომ იტანჯებოდა. არაფერი არ მითქვამს, მაგრამ რადგან კარგად მიცნობდა, მან თქვა: „ვხედავ, რაღაც გაწუხებს”.

შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, მკითხა სუსტი ხმით: შეგიძლია, ლოცვა მასწავლო? შენთვის მინდგა ვილოცო. მე ვიცი, რომ შენ ასე იწყებ: საყვარელო მამაზეციერო, მაგრამ მე რა უნდა ვთქვა?

როცა მე მის საწოლთან დავიჩოქე და მან ჩემთვის ილოცა, მე ისეთი სიყვარული ვიგრძენი, როგორიც არასდროს არ მიგრძვნია. ეს იყო უბრალო, ჭეშმარიტი, წმინდა სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა ხსნის გეგმაზე, მას გულში პირადი სიყვარულის გეგმა ჰქონდა, დედის სიყვარულის გეგმა შვილის მიმართ. იგი ტკივილისგან იტანჯებოდა, ლოცვისთვის საჭირო ძალის პოვნაც კი უჭირდა. მე ძლივს მესმოდა მისი ხმა, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი სიყვარული ვიგრძენი.

მახსოვს, ვფიქრობდი: როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც ასე იტანჯება ტკივილისგან, სხვაზე ლოცვა? მას თვითონ უჭირს.

გონებაში ნათელი პასუხი მივიღე: წმინდა სიყვარული. მას ისე ვუყვარდი, რომ საკუთარი თავი დაივიწყა. ყველაზე კრიტიკულ წუთებშიც კი მე მას საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი.

ახლა, ძვირფასო დებო და ძმებო, განა ამას არ აკეთბდა უფალი? რა თქმა უნდა, უფრო დიდი და მარადისობის მასშტაბით. მაგრამ მისი დიადი ტკივილის შუაგულში, იმ ღამით ბაღში, მას სჭირდებოდა დახმარება, როცა იტანჯებოდა ისე, როგორც ვერავის ვერ წარმოუდგენია და ვერ გაუაზრებია. მაგრამ ბოლოს მან საკუთარი თავი დაივიწყა და ყველა ჩვენგანზე ილოცა, სანამ სრულად არ გადაიხადა საფასური. როგორ შეძლო მან ეს? მამისა, რომელმაც გამოაგზავნა იგი ჩვენთან, და ჩვენსადმი თავისი წმინდა სიყვარლის გამო.მას საკუთარ თავზე მეტად მამა და ჩვენ ვუყვარდით.

მან გადაიხადა იმის საფასური, რაც არ ჩაუდენია. მან გადაიხადა ცოდვების საფასური, რომლებიც არ ჩაუდენია. რატომ? წმინდა სიყვარული. გადაიხადა რა სრული საფასური, იგი აღმოჩნდა პოზიციაში, როცა შემოგვთავაზე იმის კურთხევები, რისი საფასურიც გადაიხადა, თუკი მოვინანიებდით. რატომ გააკეთა მან ეს? კვლავ და ყოველთვის - წმინდა სიყვარული.

წმინდა სიყვარული არის იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი.

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თქვა: მოდით დავიწყოთ ახლა, ამ წუთას, სიყვარულის გამოხატვა ღვთის ყველა შვილის მიმართ, არიან ისინი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები თუ საერთოდ უცნობები. მოდით გადავწყვითოთ ყოველ დილით, გაღვიძებისას, სიყვარულითა და სიკეთით ვუპასუხოთ ყველაფერს, რის წინაშეც აღმოვჩნდებით ამ დღეს.”

დებო და ძმებო, იესო ქრისტეს სახარება სიყვარულის სახარებაა. ყველაზე დიდი მცნება სიყვარულს ეხება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სიყვარულს ეხება. მამის სიყვარულს, რომელმაც შეწირა ჩვენთვის საკუთარი შვილი. მხსნელის სიყვარული, რომელმაც ყველასთვის მსხერპლად შეეწირა. დედის ან მამის სიყვარული, რომლებიც შვილებისთვის არაფერს არ დაიშურებდნენ. მათი სიყვარული, ვინც ჩუმად მსახურობს და უმეტესობისთვის უცნობია, თუმცა უფლისთვის ასე კარგად ნაცნობები არიან. მათი სიყვარული, ვინც ყველას და ყოველთვის მიუტევებს. მათი სიყვარული, ვინც გასცემს იმაზე მეტს, ვიდრე იღებს.

მე მიყვარს ჩემი ზეციური მამა. მე მიყვარს ჩემი მხსნელი. მე მიყვარს სახარება. მე მიყვარს ეს ეკლესია. მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მე მიყვარს ეს მშვენიერი ცხოვრება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სიყვარულს ეხება.

დაე, მხსნელის აღდგომის ხსენების დღე გახდეს სულიერი განახლების დღე ყოველი ჩვენგანისთვის. დაე, ეს დღე გახდეს სიყვარულით სავსე ცხოვრების დასაწყისი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ქვაკუთხედი.

დაე, ჩვენი გულები აღივსონ ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რაც არის იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფის ჭეშმარიტი ნიშანი. ეს არის ჩემი ლოცვა იესო ქრისტეს სახელით, ამინ.