მხსნელის მსგავსად მსახურება
დაე, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და სიყვარული ღმერთის მიმართ ჩვენი მარადიული დებისა და ძმებისთვის სიყვარულით მსახურების გზით.
რა შესანიშნავი კურთხევაა, ცხოვრობდე ღმერთისგან უწყვეტი გამოცხადებების მიღების დროში! როცა მოუთმენლად ველით და ვიღებთ ყოვლის აღდგენას რაც მომხდარა და მოხდება ჩვენი დროისთვის ნაწინასწარმეტყველები მოვლენების თანახმად, ჩვენ ამით ვემზადებით მხსნელის მეორე მოსვლისთვის.
და განა რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი გზა მასთან შესახვედრად, თუ არა მცდელობა, დავემსგავსოთ მასსხვებისთვის სიყვარულით მსახურების მეშვეობით. როგორც იესო ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს ამ წყობის დასაწყისში: “თუ გიყვარვართ, მემსახურებით მე.” ჩვენი მსახურება სხვებისთვის გახლავთ მოწაფეობის, ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვა.
ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ რაიმე დიდებული და გმირული უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოყვასის მსახურებაში „ჩაგვეთვალოს“. ამ დროს კი უბრალო მსახურებას შეუძლია მოახდინოს სხვებზე და ასევე ჩვენზეც დიადი გავლენა. რა გააკეთა მხსნელმა? თავისი ღვთიური ძღვენის - გამოსყიდვისა და აღდგომის გამო, რომლებსაც ჩვენ ვზეიმობთ ამ მშვენიერ კვირა დღეს, არავის არ ჰქონია ასეთი დიდი გავლენა მათზე, ვისაც ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს ამ დედამიწაზე. მაგრამ იგი იმავდროულად უღიმოდა, ესაუბრებოდა, გვერდიგვერდ დადიოდა, უსმენდა, პოულობდა დროს, ამხნევებდა, ასწავლიდა, აპურებდა და მიუტევებდა. იგი ერთნაირად ემსახურებოდა ოჯახს, მეგობრებს, მოყვასსა და უცნობს და იწვევდა ნაცნობებს და საყვარელ ადამიანებს, დამტკბარიყვნენ მისი სახარების უხვი კურთხევებით. ასეთი უბრალო სახის მსახურება და სიყვარული გვაძლევს მაგალითს ჩვენი დღევანდელი მსახურებისთვის.
თქვენ, გაქვთ რა უპირატესობა, წარადგინოთ უფალი თქვენი მსახურების მცდელობებში, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია გავუზიარო სახარების სინათლე ამ ადამიანს ან ოჯახს? რაზე შთამაგონებს სული?
მსახურებისთვის არსებობს უამრავი სხვადასხვა გზა. როგორ გამოიყურება მსახურება?
მსახურების მაგალითია, როცა უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ლოცვით თათბირობენ დავალებების შესახებ. იმის ნაცვლად, რომ ხელმძღვანელებმა უბრალოდ დაარიგონ ფურცლები, ხდება კერძო პირებისა და ოჯახების ინდივიდუალური განხილვა, როცა ეძლევათ დავალებები დებისა და ძმების მსახურების შესახებ. მსახურების სხვა მაგალითია სასეირნოდ წასვლა, ერთად თამაში, დახმარების შეთავაზება ან ერთად მსახურებაც კი. შესაძლოა ეს იყოს ვინმეს პირადად მონახულება ან დარეკვა ან მიწერა ტელეფონითა თუ ინტერნეტით. იქნებ დაბადების დღის მისალოცი ბარათის მიტანა ან ფეხბურთის გუნდის ერთად გულშემატკივრობა? ალბათ წმინდა წერილიდან ან გენერალური კონფერენციიდან ციტატის გაზიარება ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ პიროვნებისთვის. იქნებ მსახურება სახარების საკითხის და მოწმობის გაზიარებაა სიმშვიდისა და უკეთ გაგებისთვის? მსახურებაა გახდე ვიღაცის ცხოვრების ნაწილი და ზრუნავდე მასზე. გასაუბრება მსახურებისთვის, სადაც საჭიროებები და ძლიერი მხარეები განიხილება გულწრფელად და შესაფერისად, ასევე მსახურების გზაა. მეურვეობის საბჭო, როცა იგი თათბირობს უფრო დიდი საჭიროების მოგვარების ხერხზე, ასევე მსახურებას განასახიერებს.
ასეთი სახის მსახურებამ გააძლიერა ერთი და, რომელიც სახლიდან შორს გადავიდა საცხოვრებლად მეუღლის სწავლის პროცესის გამო. უტელეფონოდ, პატარა ბავშვით ხელში, იგი ძალიან მარტოდ და დაკარგულად გრძნობდა თავს ახალ ადგილას. წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოწყალების საზოგადოების და ეწვია მას, ბავშვს ფეხსაცმელი მიუტანა, დედა-შვილი მანქანაში ჩასვა და სურსათის მაღაზიაში წაიყვანა. მადლიერმა დამ თქვა: იგი ჩემი სამაშველო ტროსი იყო!
ჭეშმარიტი მსახურების მაგალითია ასაკოვანი და აფრიკიდან, რომელსაც დაევალა, მოენახულებინა და, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ დადიოდა ეკლესიაში. როცა იგი ამ დასთან სახლში მივიდა, იგი ნაცემი და გაძარცვული დახვდა, მას თითქმის არ ჰქონდა საკვები და არც ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ეკლესიაში წასასვლელად იყო შესაფერისი. ქალმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ დის მონახულება, მოუტანა მას თავისი ბაღის ნობათი, წმინდა წერილი, მოუსმინა მას და დაუმეგობრდა. ეს „დაკარგული“ და მალე ეკლესიაში დაბრუნდა და ახლა მოწოდებაში მსახურობს, რადგან იცის, რომ მას აფასებენ და იგი უყვართ.
მოწყალების საზოგადოებისა და ახლა უკვე რეფორმირებული უხუცესთა ქვორუმის ერთობლივ ძალისხმევებს მოაქვს ისეთი ერთბა, რომელიც საკვირველ შედეგებს მიგვაღწევინებს. მსახურება ხდება სამღვდელოების ვალდებულების შესასრულებლად ერთი კოორდინირებული მცდელობა - ეწვიონ ყოველი წევრის სახლს და ყოველთვის იზრუნონ ეკლესიაზე, ასევე მხარში დაუდგნენ წევრებს და გააძლიერონ ისინი, ისევე როგორც მიაღწიონ მოწყალების საზოგადოების მიზანს - დაეხმარონ ერთმანეთს მარადიული ცხოვრების კურთხევების მიღების მომზადებაში. ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობების პრეზიდენტობასთან ერთად მუშაობა შეიძლება გახდეს შთაგონებული, როცა ისინი ეძიებენ საუკეთესო გზებს იმისთვის, რომ ერთად იზრუნონ და დაეხმარონ ყოველ ინდივიდსა თუ ოჯახს.
მოდით, გაგიზიარებთ მაგალითს. დედას დაუსვეს დიაგნოზი - სიმსივნე. მალე მან დაიწყო მკურნალობა, მოწყალების საზოგადოების დები კი იმწუთას შეუდგნენ საქმეს - გეგმავდნენ, როგორ დაეხმარონ საჭმლის მომზადებაში, ექიმთან წაყვანაში და სხვა საკითხებში. ისინი მას რეგულარულად ნახულობდნენ, ამხნევებდნენ მას. იმავე დროს მელქიცედეკის მღვდლობის ქვორუმიც შემოუერთდა.ისინი ავადმყოფ დას დაეხმარნენ აბაზანისა და საძინებლის გადაკეთებაში, რათა მისი მოვლა გაადვილებულიყო. ახალგაზრდა მამაკაცები ფიზიკურად შრომობდნენ ამ მნიშვენლეოვანი საქმის შესასრულებლად. ახალგაზრდა ქალებიც ჩაებნენ: ისინი ყოველ დღე სიხარულით ასეირნებდნენ ქალბატონის ძაღლს. დრო გადიოდა, მეურვეობა კი აგრძელებდა მსახურებას, სადაც საჭირო იყო ამატებდა დახმარებას და ახდენდა შესაბამის ცვლილებებს. ეს ჭეშმარიტად სიყვარულის საქმე იყო, ყოველი წევრი საკუთარ თავს წირავდა, ერთობლივად ამჟღავნებდნენ მსახურების ცალკეულ ზგას, რამაც არა მარტო ის გასაჭირში მყოფი და, არამედ მისი ოჯახის თითოეული წევრი დალოცა.
მნიშვნელოვანი ძალისხმევის შემდეგ ის და სიმსივნეს ემსხვერპლა და სასუფეველში განისვენებს. მეურვეობამ ამოისუნთქა და ჩათვალა, რომ კარგად იშრომა და ყველაფერი დამთავრდა? არა! ახალგაზრდა ქალები აგრძელებდნენ ყოველდღე ძაღლის გასეირნებას, სამღვდელოების ქვორუმები აგრძელებდნენ მსახურებას იმ ოჯახის წევრებისა და უფროსისთვის, მოწყალების საზოგადოების დები კი აგრძელებენ სიყვარულით საჭიროებების მოგვარებასა და გაძლიერებას. დებო და ძმებო, ეს არის მსახურება, ეს არის მხსნელის მსგავსად სიყვარული!
ამ შთაგონებული გამოცხადებების კიდევ ერთი დალოცვაა 14-18 წლის ახალგაზრდა ქალებისთვის შესაძლებლობა, იმსახურონ მოწყალების საზოგადოების დებთან ერთად, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებებ მათი ასაკის მამაკაცები, როცა მელქიცედეკის მღვდლობის მქონე პირებთან ერთად მსახურობენ. ახალგაზრდებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი უნიკალური ძღვენი და სულიერად გაიზარდონ, როცა ისინი ზრდასრულ ადამიანებთან ერთად გვერდივერდ ემსახურებიან ხსნის საქმეს. ახალგაზრდების ჩართვა მსახურების დავალებებში ასევე გაზრდის მოწყალების საზოგადოებისა და უხუცესთა ქვორუმების ზრუნვის საშუალებებს, რადგან გაიზრდება მონაწილე წევრთა როლი.
როცა ვფიქრობ იმ შეუდარებელ ახალგაზრდა ქალებზე, რომლებსაც ვიცნობ, მიხარია მოწყალების საზოგადოების იმ დების გამო, ვისაც ელით დალოცვა - გახდნენ ამ ახალგაზრდა ქალების ენთუზიაზმის, ნიჭისა და სულიერი მგრძნობიარობის თანამონაწილენი, ამ ახალგაზრდა ქალებთან მსახურების დროს. და ზუსტად ასევე მიხარია ის შანსი, რომელიც მიეცემა ახალგაზრდა ქალებს, განისწავლონ და გაძლიერდნენ მოწყალების საზოგადოების დების მიერ. ეს საშუალება - მივიღოთ მონაწილეობა ღვთის სასუფევლის შენებაში, ახალგაზრდა ქალებს მოუტანს უდიდეს სარგებელს, დაეხმარება რა მათ, უკეთ მოემზადონ თავიანთი როლის შესასრულებლად მომავალში,ეკლესიისა თუ თემის ხელმძღვანელების ან ოჯახში პარტნიორების როლში.როგორც და ბონი ოსკარსონმა გაგვიზიარა გუშინ, ახალგაზრდა ქალებს სურთმსახურება. მათ უნდა იცოდნენ, რომ აფასებენ და არიან ხსნის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი”.
ფაქტობრივად, ახალგაზრდა ქალები უკვე ემსახურებიან სხვებს დავალებებისა და ზარ-ზეიმის გარეშე. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობის ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ახალ ადგილას, სადაც ისინი არავის არ იცნობდნენ.პირველი კვირის განმავლობაში 14 წლის გოგონა მათი ახალი მეურვეობიდან ეწვია მათ და თეფშით ნამცხვარი მიუტანა. იგი ასე მიესალმა მათ გამოჩენას ახალ ადგილზე. დედა შვილის უკან იდგა და იღიმებოდა. იგი ქალიშვილის მძღოლის როლს ასრულებდა და ასე უჭერდა მხარს მისი მსახურების გამოხატვის სურვილს.
სხვა დედა კი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი ჩვეულებრივ დროს არ იყო სახლში. როცა გოგონა როგორც იქნა გამოჩნდა, დედამ მას წყრომით დაკითხვა მოუწყო. 16 წლის გოგონამ გაუბედავად უპასუხა, რომ ახლოს მცხოვრებ ქვრივს ყვავილი მიუტანა. მან შენიშნა, რომ ეს ქალბატონი მოწყენილი იყო და გოგონა შთაგონებით ეწვია მას. დედის სრული მხარდაჭერით ეს ახალგაზრდა ქალი აგრძელებდა მოხუცებული ქალბატონის მონახულებას. ისინი დამეგობრდნენ და მათი ურიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა.
თითოეულმა ამ ახალგაზრდა ქალმა და მრავალმა, მათ მსგავსად, შენიშნა ვიღაცის გასაჭირი და ცდილობს, გაუმკლავდეს მას. ახალგაზრდა ქალებს აქვთ ზრუნვისა და გაზიარების ბუნებრივი სურვილი და ამის მართვა ადვილი გახდება მსახურებისას უფროსი ასაკის დასთან პარტნიორობით.
ჩვენს ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა გვაქვს სურვილი, ყველაზე ეფექტურად ვემსახუროდ სხვებს. ჩვენ ერთადერთ შეკითხვას ვსვამთ ამ შემთხვევაში: რა სჭირდება მას? როცა ამ კითხვას დაემატება მსახურების გულწრფელი სურვილი, ჩვენ სულიწმინდა გაგვიძღვება წინ, რათა გავაკეთოთ ის, რაც ცალკეულ პირს აამაღლებს და გააძლიერებს. მე უამრავი ამბავი მსმენია იმ დებისა და ძმების შესახებ, რომლებიც დალოცვილ იქნენ უბრალო მისალმების ან ეკლესიაში მოპატიჟების ჟესტით, ან ელექტრონული წერილით, ან მესიჯით, როცა რთულ დროში მათ პირადად დაუკავშირდნენ, მოიწვიეს ჯგუფურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ან დაეხმარნენ მძიმე სიტუაციაში. მარტოხელა მშობლები, ახლად მონათლულები, ნაკლებად აქტიური წევრები, დაქვრივებულები ან გასაჭირში მყოფი ახალგაზრდები - ამ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი ყურადღება და დახმარება მათთვის მსახური დებისა და ძმებისგან. უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებს შორის კოორდინირება გვაძლევს დავალებების ზომიერად შერჩევის საშუალებას.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, ჭეშმარიტი მსახურება სრულდება სათითაოდ ყველასთვის, სიყვარულითა და მოტივაციით. ფასეულობა, ღირსება და გულწრფელი მსახურების საოცრება არის ის, რაც ჭეშმარიტად ცვლის ცხოვრებას. როცა გული გახსნილი გვაქვს და გვსურს გვიყვარდეს, ვანუგეშოთ, გავამხნევოთ, რაიმეში ჩავრთოთ პიროვნება, ჩვენი მსახურების ძალას ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. სიყვარულითა და მოტივაციით სასწაულები ხდება და ჩვენ ვიპოვით გზას, რომლითაც დავიბრუნებთ „დაკარგულ” დებსა და ძმებს და მოვაქცევთ მათ იესო ქრისტეს სახარების ყოვლის მომცველ მკლავებში.
მხსნელი ყველაფერში ჩვენი მაგალითია. არა მხოლოდ იმაში, რა უნდა ვაკეთოთ, არამედ რატომ უნდა ვაკეთოთ ეს. მისი ცხოვრება დედამიწაზე ჩვენთვის იყო მოწვევა - ავიხედოთ ცოტა უფრო მაღლა, დავივიწყოთ საკუთარი პრობლემები და მივწვდეთ სხვებს. როცა ჩვენ მთელი გულით ვიღებთ დებისთვის და ძმებისთვის მსახურების საშუალებებს, ჩვენ ვიღბეთ კურთხევას უფრო დავიხვეწოთ სულიერად, უფრო მეტად ავეწყოთ ღმერთის ნებაზე და უფრო კარგად გავიგოთ მისი გეგმა, რათა დავეხმაროთ ყოველ ადამიანს, დაუბრუნდეს მას. ჩვენ უფრო კარგად ამოვიცნობთ მის დალოცვებს და მოვინდომებთ ამ დალოცვების გავრცელებას სხვებზე. ჩვენი გულები ჩვენს ხმებს შეერწყმება:
დაე, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და სიყვარული ღმერთის მიმართ ჩვენი მარადიული დებისა და ძმებისთვის სიყვარულით მსახურების გზით. ამის შედეგი იქნება ადამიანთა გრძნობების ერთიანობა, რომლითაც ძველ ამერიკის კონტინენტზე 100 წელიწადზე მეტხანს ტკბებოდნენ ადამიანები მას შემდეგ, რაც მხსნელი გამოჩნდა მათ მიწაზე.
“და იყო ასე, რომ ამ მიწაზე არ იყო განხეთქილება … ღვთის სიყვარულის გამო, რომელიც ადამიანთა გულებში სუფევდა.
“… და არ იყო იქ არც შური და არც დაპირისპირება, …და ჭეშმარიტად, ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი”.
მე სიხარულით ვმოწმობ, რომ ეს გამოცხადებებთან დაკავშირებული ცვლილებები ღმერთისგანაა შთაგონებული და რომ როცა ჩვენ მათ მთელი გულით ვიღებთ, უკეთ მოვემზადებით მისი ძის, იესო ქრისტეს შესახვედრადდა მისი მოსვლისთვის. ჩვენ უფრო დავემსგავსებით სიონის ხალხს და ვიგრძნობთ უდიდეს სიხარულს მათთან, ვისაც დავეხმარეთ მოწაფეობის გზაზე. მე მხურვალედ და მორჩილებით ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენც შევძლოთ ამის გაკეთება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.