დაე, წინ მივიწევდეთ
და თქვენი დამორჩილების სურვილი გაიზრდება, როცა გეხსომებათ და ჩაუფიქრდებით იმას, რაც იგრძენით ამ ორი დღის განმავლობაში.
ჩემო საყვარელი დებო და ძმებო, როცა ჩვენ მივუახლოვდით ამ ისტორიული კონფერენციის დასასრულს, მე თქვენთან ერთად მადლობას ვწირავ უფალს მისი ხელმძღვანელობისა და შთამაგონებელი გავლენისთვის. მუსიკა ლამაზი და სულის ასამაღლებელი იყო. გზავნილები არა მხოლოდ ჭკუის სასწავლებელი, არამედ ცხოვრების შემცვლელი იყო.
საზეიმო შეკრებაზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახალ პირველ პრეზიდენტობას. ორი დიდებული ადამიანი დაინიშნა თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. და რვა ახალი მთვარი მმართველი შეირჩა.
ახლა, საყვარელი ჰიმნი შეაჯამებს ჩვენს განახლებულ დაპირებებს, გამოწვევებსა და ვალდებულებებს:
მოდით, წინ წავწიოთ უფლის საქმე
რათა ცხოვრების დასასრულს მივიღოთ ჯილდო;
მართალ ბრძოლაში მოვიპოვოთ ხმალი,
ჭეშმარიტების ძლიერი ხმალი.
მე მოგიწოდებთ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ხშირად ჩაუღრმავდეთ ამ კონფერენციის გზავნილებს, გამეორებითაც კი. შეგნებულად ეძიეთ ამ გზავნილების ოჯახურ საღამოებში, სახარების სწავლების, ოჯახში და მეგობრებთან საუბრისას და მათთანაც კი, ვინც თქვენი მრწამსის არ არიან, გამოყენების გზები. მრავალი კარგი ადამიანი გამოეხმაურება ამ კონფერენციაზე გაზიარებულ ჭეშმარიებას, როცა ამას სიყვარულით მიაწვდიან. და თქვენი დამორჩილების სურვილი გაიზრდება, როვა გეხსომებათ და ჩაუფიქრდებით იმას, რაც იგრძენით ამ ორი დღის განმავლობაში.
ეს გენერალური კონფერენცია არის მსახურების ხანის დაწყების ათვლის წერტილი. უფალმა მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს ერთმანეთზე ზრუნვის საკითხებში.დები და ძმები, ახალგაზრდები თუ ასაკოვნები, მოემსახურებიან ერთმანეთს განახლებული, უფრო წმინდა ხერხით. უხუცესთა ქვორუმი გაძლიერდება მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების დალოცვისთვის მთელს მსოფლიოში. მოწყალების საზოგადოების დები გააგრძელებენ განუმეორებელი, მოსიყვარულე ხერხით მსახურებას და მისცემენ ახალგაზრდა ქალებს საშუალებას, შეურთდნენ მათ იმის მიხედვით, ვისთან იქნებიან განაწილებულნი.
ჩვენი გზავნილი მსოფლიოს მარტივი და გულწრფელია; გიწვევთ ღმერთის ყველა შვილს საბურველის ორივე მხარეს, მოხვიდეთ მხსნელთან, მიიღოთ წმინდა ტაძრის დალოცვები, იქონიოთ ხანგრძლივი სიხარული და იყოთ ღირსნი მარადიული ცხოვრებისა.
საბოლოო ამაღლება ამჟამად მოითხოვს ჩვენგან სრულ ერთგულებას დადებული აღთქმებისა და იმ წეს-ჩვეულებების მიმართ, რომლებსაც ვიღებთ უფლის სახლში. დღეს ჩვენ გვაქვს 159 მოქმედი ტაძარი და მრავალი კიდევ აშენების პროცესშია. ჩვენ გვსურს, ეკლესიის წევრებთან ახლოს განვათავსოთ ტაძრები. ასე რომ, სიამოვნებით ვაცხადებთ გეგმებს შვიდი ახალი ტაძრის მშენებლობის თაობაზე. ეს ტაძრები იქნება შემდეგ ადგილებში: სალტა (არგენტინა), ბენგალური (ინდოეთი), მანაგუა (ნიკარაგუა), კაგაიან დე ორო (ფილიპინები), ლეიტონი (იუტა), რიჩმონდი (ვირჯინია); ამის გარდა, უნდა შეირჩეს ერთი ძირითადი ქალაქი რუსეთში.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ამ ტაძრების მშენებლობით შეიძლება არ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება თქვენ მიერ ტაძარში გატარებული დრო. მე გლოცავთ, დაადგინოთ ის, რისი გვერდზე გადადება შესაძლებელია, რათა შეძლოთ უფრო მეტი დრო გაატაროთ ტაძარში. მე გლოცავთ, იქონიოთ მეტი ჰარმონია და სიყვარული ოჯახებში და უფრო ღრმა სურვილი, მარადიული ურთიერთობების დასამყარებლად. მე გლოცავთ უფალ იესო ქრისტეს მიმართ უფრო დიდი სიყვარულით და უნარით, მიჰყვეთ მას, როგორც ჭეშმარიტი მოწაფეები.
მე გლოცავთ, აიმაღლოთ ხმა დამოწმებებში, როგორც ამას ახლა მე ვაკეთებ, რადგან ჩართულნი ვართ ყოვლისშემძლე ღმერთის საქმეში. იესო არის ქრისტე. ეს არის მისი ეკლესია, რომელსაც იგი თავში უდგას თავისი ცხებული მსახურებით. მე ამას ვმოწმობ, სიყვარულით ყოველი თქვენგანის მიმართ,იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.