2010-2019
ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება
აპრილი, 2018 წ.


ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება

მოდით, ვიყოთ ერთგულნი იმის მიმართ, რაც ვისწავლეთ და ვიცით.

ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები.

რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი ბავშვთა ინტერაქტიული გამოფენის ინაგურაციაზე ეკლესიის ისტორიის მუზეუმში, სოლთ ლეიქ სითიში. ცერემონიის ბოლოს პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ჩვენკენ წამოვიდა, ხელი ჩამოგვართვა და თქვა: “ბოლომდე გაუძელით და იზეიმებთ” - ბრძნული სწავლება, რომლის ჭეშმარიტების დადასტურება ჩვენ ყველას შეგვიძლია.

მხსნელმა დაგვარწმუნა, რომ “ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება”

გაუძლო ნიშნავს “დარჩე მტკიცე შენს ვალდებულებაში იყო ერთგული ღვთის მცნებებისა, მიუხედავად ცდუნების, წინააღდეგობისა და გასაჭირის”.

მათაც კი, ვისაც ჰქონიათ ძლიერი სულიერი გამოცდილება და გაუწევიათ ერთგული მსახურება, შეუძლიათ ერთ დღეს გადაუხვიონ გზას და გახდნენ პასიურები, თუკი ბოლომდე არ გაუძლებენ. დაე, ყოველთვის და კატეგორიულად ჩავიბეჭდოთ გულში და გონებაში ფრაზა: “ეს მე არასდროს არ დამემართება”.

როცა იესო ქრისტე ასწავლიდა კაპერნაუმში, „ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას.

„მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“

მე მჯერა, რომ დღეს იესო ქრისტე გვეკითხება ყველას, ვინც წმინდა აღთქმა დადო მასთან: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა“?

მე ვლოცულობ, რომ ჩვენ ყველამ, ღრმა გააზრებით იმისა, რა გველის მარადისობაში, შევძლოთ სიმონ პეტრეს მსგავსი პასუხი: უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.

მოდით, ვიყოთ ერთგულნი იმის მიმართ, რაც ვისწავლეთ და ვიცით. თუ არ ვცხოვრობდით ჩვენი ცოდნის შესაბამისად, მოდით, შევიცვალოთ. ცოდვილები, რომლებიც არ თმობენ ცოდვებს, უფრო და უფრო იძირებიან სიბინძურეში, სანამ სატანა არ მიითვისებს მათ და არ ჩააგდებს საფრთხეში მათი მონანიების, მიტევებისა და მარადისობის კურთხევების საშუალებას.

მე მსმენია მრავალი თავის მართლება მათგან, ვინც შეწყვიტა ეკლესიური აქტიურობა და დაკარგა სწორი ხედვა ჩვენი მიწიერი მოგზაურობის მიზანზე. მე მოვუწოდებ მათ, დაფიქრდნენ და დაბრუნდნენ, რადგან მწამს, რომ ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, წინაშე.

როცა მოვინათლეთ, ჩვენ დავდეთ აღთქმა - არა ვიღაც პიროვნებასთან, არამედ მხსნელთან, დავთანხდით რა, რომ ავიღებდით საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს და ბოლომდე ვემსახურებოდით მას.

ზიარებაზე დასწრება არის ერთ-ერთი რამ, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი გადაწყვეტილება - ვემსახუროთ მას, ჩვენი სულიერი სიძლიერე და რწმენის ზრდა იესო ქრისტეს მიმართ.

ზიარების მიღება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვირას ვაკეთებთ. უფალმა აუხსნა ეს წეს-ჩვეულება თავის მოციქულებს ზუსტად სიკვდილის წინ. მან იგივე ამერიკის კონტინენტზე გააკეთა. იგი გვეუბნება, რომ თუ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ამ წეს-ჩვეულებაში, ეს დამოწმებაა მამაზეციერისთვის, რომ ყოველთვის გვემახსოვრება უფალი და იგი გვპირდება, რომ მისი სული, შესაბამისად, ყოველთვის იქნება ჩვენთან.

ალმას სწავლებებში თავისი ვაჟის, შიბლონისადმი, ჩვენ ვპოულობთ ბრძნულ რჩევას და გაფრთხილებას, რაც გვეხმარება იმაში, რომ დავრჩეთ ჩვენი აღთქმების ერთგულნი.

არ გაგიტაცოთ ამპარტავნობამ; ნუ იკვეხნით ნურც სიბრძნით და ნურც ძალით.

იყავით გაბედულნი, თუმცა არა მეტისმეტად; მოთოკეთ ყოველი ვნება, რათა აღივსოთ სიყვარულით; თავი შეიკავეთ უსაქმურობისგან.

რამდენიმე წლის წინ შვებულებაში ყოფნისას პირველად მოვინდომე კაიაკინგი.ვიქირავე კაიაკი და ენთუზიაზმით სავსე, გავემგზავრე ზღვაზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტალღამ კაიაკი გადმოაბრუნა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ნიჩბით ერთ ხელში და კაიაკით მეორეში, ფეხზე დავდექი.

ისევ ვცადე კაიაკის ნიჩბით მართვა, მაგრამ რამდენიმე წუთში იგი ისევ გადაბრუნდა. მე ურჩად ვანახლებდი მცდელობებს, თუმცა უშედეგოდ, სანამ ვიღაცამ, ვინც ერკვეოდა ამ საქმეში, არ მითხრა, რომ სადღაც ბზარი იყო და როგორც ჩანს, კაიაკი წყლით აივსო და ამიტომაც იგი ასეთი არამდგრადია და შეუძლებელია მისი მართვა. მე კაიაკი ნაპირზე ამოვათრიე და საცობი ამოვაძრე. რა თქმა უნდა, შიგნიდან დიდი რაოდენობით წყალი გადმოიღვარა.

ვფიქრობ, ზოგჯერ ჩვენ ცხოვრებაში ამის მსგავსად ცოდვებით სავსენი დავდივართ, როგორც ეს კაიაკი და ამით ვაკავებთ ჩვენს სულიერ წინსვლას.

თუ ვაგრძელებთ ცოდვების ჩადენას, ჩვენ გვავიწყდება აღთქმები, რომლებიც დავდეთ უფალთან, მიუხედავად იმისა, რომ წამ და უწუმ ვყირავდებით იმ უწონასწორობის გამო, რომელსაც ცოდვები ქმნიან ჩვენს ცხოვრებაში.

ისევე, როგორც ბზარი ჩემს კაიაკში, ჩვენი ცხოვრების ბზარებიც საჭიროებენ ყურადღებას. ზოგიერთი ცოდვა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მოსანანიებლად.

ასე რომ, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: სად ვიმყოფებით მხსნელთან და მის საქმესთანის მიმართებაში? ჩვენც პეტრეს ადგილას ვართ, როცა მან იესო ქრისტე უარყო? თუ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც მივიღეთ ისეთივე გადაწყვეტილება და განწყობა, როგორიც მას ჰქონდა მას შემდეგ, რაც მიიღო დიადი დავალება მხსნელისგან?

უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ყველა მცნება და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იმ მცნებებს, რომლების დაცვაც ყველაზე მეტად გვიძნელდება. უფალი გვერდში დაგვიდგება, დაგვეხმარება გასაჭირისა და სისუსტის ჟამს და თუ გამოვიჩენთ გულწრფელ სურვილს და შესაფერისად მოვიქცევით, იგი ყოველივე სუსტს ძლიერად გადააქცევს.

მორჩილება მოგვცემს ძალას, დავძლიო ცოდვა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რწმენის გამოცდა მოითხოვს ჩვენგან მორჩილებას, ხშირად საბოლოო შედეგის ცოდნის გარეშე.

მე გთავაზობთ ბოლომდე გაძლების ფორმულას:

  1. ყოველდღე ილოცეთ და წაიკითხეთ წმინდა წერილი.

  2. ყოველ კვირას მიიღეთ ზიარება მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით.

  3. გადაიხადეთ მეათედი და ყოველთვიური მარხვის შემოწირულობა.

  4. ყოველ ორ წელიწადში - ახალგაზრდებმა კი ყოველწლიურად, განაახლეთ თქვენი სატაძრო რეკომენდაცია.

  5. მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურეთ უფლის საქმეს.

დაე, სახარების დიადმა ჭეშარიტებამ განამტკიცოს ჩვენი გონება და დაე, ჩვენი ცხოვრება იყოს ბზარების გარეშე, რათა შევძლოთ, მოვახდინოთ უსაფრთხო მოგზაურობა ამ ცხოვრების ტალღებზე.

წარმატებას უფლის გზაზე აქვს თვისი ფასი და ამის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა ამ ფასის გადახდა.

რაოდენ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მხსნელმა ბოლომდე გაძლო და აღასრულა თავისი დიადი გამოსყიდვის მსხვერპლი.

იგი დაიტანჯა ჩვენი ცოდვებისთვის, ტკივილისთვის, გულგატეხილობისთვის, ტანჯვისტვის, სისუსტეებისთვისა და შიშისთვის, ასე რომ იცის, როგორ დაგვეხმაროს, გაგვამხნევოს, გვანუგეშოს და გაგვაძლიეროს, რათა შევძლოთ ბოლომდე გაძლება და იმ გვირგვინის მიღება, რომელიც ელის მათ, ვინც არ დამარცხდება.

ყოველი ჩვენგანის ცხოვრება განსხვავებულია. ყველას გვაქვს გასაჭირის, ბედნიერების, გადაწყვეტილებების მიღების, წინააღმდეგობათა დაძლევისა და შანსის გამოყენების ჟამი.

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სიტუაცია, მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერი გამუდმებით გვიმეორებს: “მიყვარხარ.მხარში გიდგავარ.შენთან ვარ. არ დაყაროთ ფარ-ხმალი. მოინანიეთ და გაუძელით იმ ბილიკზე სიარულს, რომელიც გაჩვენეთ. და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ერთმანეთს ცელესტიალურ სახლში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.