2010-2019
აღდგომა: დღეს ქრისტე ღმერთი ამაღლდა
აპრილი, 2018 წ.


აღდგომა:დღეს ქრისტე ღმერთი ამაღლდა

ეს აღდგომის კვირაა. ამ აღდგომის კვირას მე პატივისცემით და საზეიმოდ ვმოწმობ ცოცხალ ქრისტეზე, რომელიც “მოკვდა, დაიმარხა და მესამე დღეს აღდგა და ამაღლდა ზეცაში”.

ძვირფასო დებო და ძმებო, როცა ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, მე მათ ძილის წინ ვუყვებოდი მოთხრობებს ბიგლის ლეკვებზე და ვუმღეროდი ჰიმნებს, “დღეს ქრისტე ღმერთი ამაღლდა”-ს ჩათვლით ზოგჯერ მე ხუმრობით სიტყვებს ვცვლიდი და ვამბობდი: “ახლა ძილის დროა, ალილუია ბავშვები მალე იძინებდნენ, ყოველ შემთხვევაში იცოდნენ, რომ თუ დამაჯერებდნენ, რომ ეძინათ, აღარ ვიმღერებდი.

სიტყვები - განსაკუთრებით ჩემი სიტყვები, ვერ აღწერს იმ გრძნობას, რომელიც განვიცდი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმაჩემი ხელი სიყვარულით ხელში აიღო (ჩემი ძვირფასი სუზანი გვერდით მედგა მაშინ) და ეს წმინდა მოწოდება მიბოძა უფლისგან. სუნთქვა შემეკრა და მას შემდეგ ამ ბოლო დღეებში ბევრჯერ ვიტირე.

ამ აღდგომის შაბათის დილას მე სიხარულით ვმღერი “ალილუია”. ჩვენი აღმდგარი მხსნელის გამოსყიდვის სიყვარულის ჰიმნი ზეიმობს აღთქმების ჰარმონიას (რომელბიც გვაკავშირებენ ღმერთთან და ერთმანეთთან) და იესო ქრისტეს გამოსყიდვას (რომელიც გვეხმარება ბუნებრივი ქალისა და მამაკაცის ბუნების უარყოფაში და სულიწმინდის აღმტაცი გავლენის მიღებაში).

ჩვენი აღთქმები და მხსნელის გამოსყიდვა ერთად გვაკეთილშობილებს და გვაძლიერებს. ერთად ისინი გვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში და ცოდვაზე უარის თქმაში. ერთად ისინი დაგვატკბობენ, დაგვიცავენ, განგვწმენდენ და გამოგვისყიდიან.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა: “ზოგიერთისთვის ეს ძალიან თამამი დოქტრინაა მოსასმენად, რადგან ვსაუბრობთ ძალაზე, რომელიც ჩაიწერს დედამიწაზე და შეკრავს ზეცაში. მიუხედავად ამისა, ყველა დროში, როცა კი უფალს მიუცია ერთი ან რამდენიმემამაკაცისთვის მღვდლობა გამოცხადებით, ეს ძალა ყოველთვის მიეცემოდათ მათ”.

დღესაც ასეა. წმინდა აღთქმები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც სხვაგან არსად არ არის ხელმისაწვდომი, მიიღება უფლის 159 წმინდა სახლში 43 ქვეყანაში. დაპირებული დალოცვები მოდის აღდგენილი მღვდლობის გასაღებების, დოქტრინისა და უფლება-მოსილების მეშვეობით, ასახავენ რა ჩვენს რწმენას, მორჩილებასა და სულიწმინდის დაპირებებს ჩვენთვის ამ თაობაში, აწ და მარადის.

ჩვენი საერთაშორისო ეკლესიის ყოველი ერის, ტომისა და ენის ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით თქვენი ყოველ ნაბიჯზე ცოცხალი რწმენისთვის, იმედისთვისა და მოწყალებისთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გახდით აღდგენილი სახარების დამოწმებისა და გამოცდილების ნაწილი.

ძვირფასი დებო და ძმებო, ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით. ჩვენ შეგვიძლია შევიკრათ სიყვარულში და ერთობაში, ყველაფერში და ყველგან. უფალი იესო ქრისტე გვიწვევს, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, “მოვიდეთ და ვნახოთ”.

დღეს მე მორჩილად ვდებ ფიცს ჩემი სულის მთელი ძალით, მხსნელის, ჩემი ძვირფასი სუზანისა და ჩვენი ოჯახის, ჩვენი ძმებისა და ყოველი თქვენგანის წინაშე, ჩემო საყვარელო დებო და ძმებო.

ყოველივე ღირებულისა და მარადიულის შუაგული გახლავთ ღმერთის, ჩვენი საყვარელი მარადიული მამის, რეალობა, ასევე მისი ძის, იესო ქრისტესი და მისი გამოსყიდვის, რაზედაც მოწმობს სულიწმინდა. ეს აღდგომის კვირაა. ამ აღდგომის კვირას მე პატივისცემით და საზეიმოდ ვმოწმობ ცოცხალ ქრისტეზე, რომელიც მოკვდა, დაიმარხა და მესამე დღეს აღდგა და ამაღლდა ზეცაში. იგი არის ალფა და ომეგა, იგი ჩვენთან დასაწყისიდან არის და ბოლომდე იქნება.

მე ვმოწმობ უკანასკნელ დღთ წმინდანთ წინასწარმეტყველებზე, დაწყებული ჯოზეფ სმითისგან დამთავრებული პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონით, რომელსაც სიხარულით დავუჭირეთ მხარი. როგორც ჩვენი დაწყებითი საზოგადოების ბავშვები მღერიან, მიყევით წინასწარმეტყველს, მან იცის გზა. როგორც ნაწინასწარმეტყველებია წმინდა წერილში, მორმონის წიგნის ჩათვლით, მე ვმოწმობ, რომ უფლის სასუფეველი კიდევ ერთხელ დაარსდა დედამიწაზე მესიის მეორე მოსვლის მოსამზადებლად. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.