გყავდეთ სულიწმინდა წინამძღოლად
რა შეუდარებელ ძღვენს უბოძებენ მათ, ვისაც სწამთ იესო ქრისტე. ეს ძღვენი სულიწმინდაა.
აღდგომის ამ კვირა დღეს ჩვენი ფიქრები უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს აღდგომას და იმ ცარიელ სამარხს, რომელიც ყოველ მორწმუნეს აძლევს იმედს ქრისტეს გამარჯვების ზეიმზე და არა მარცხზე. მე მწამს, როგორც პავლე მოციქულს სწამდა, რომ ისევე, როგორც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ქრისტე, [ჩვვენს] მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც [ჩვენშია] დამკვიდრებული.
აღდგენა ნიშნავს გაცოცხლებას. ისევე, როგორც ქრისტე თავისი აღდგომის ძალით აცოცხლებს სხეულებს ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, მას ასევე შეუძლია ჩვენი აღდგენა ანუ სულიერი სიკვდილისგან ჩვენი გაცოცხლება. მოსეს წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ადამის შესახებ, რომელმაც მსგავსი აღდგომა გაიარა: [ადამი მოინათლა და ღმერთის სული მოეფინა მას და ასე იშვა იგი სულისგან და აღდგა სულიერი არსება”.
რა შეუდარებელ ძღვენს უბოძებენ მათ, ვისაც სწამთ იესო ქრისტე. ეს ძღვენი სულიწმინდაა, რომელიც გვაძლევს იმას, რასაც მორმონის წიგნში ეძახიან “ცხოვრება ქრისტეში”. ხანდახან ჩვეულებრივად ხომ არ ვიღებთ მსგავს ძღვენს?
დებო და ძმებო, ეს განსაკუთრებული უპირატესობაა, “გვყვადეს … სულიწმინდა წინამძღოლად” ,როგორც ეს ამ ამბავშია გადმოცემული.
კორეის ომის დროს, უმცროსი ოფიცერი ფრენკ ბლერი ჯარების გადასაყვან გემზე მსახურობდა, რომელიც იაპონიაში იდგა. ეს გემი არ იყო იმდენად დიდი, რომ მასზე ოფიციალური კაპელანი ჰყოლოდათ, ასე რომ კაპიტანმა სთხოვა ძმა ბლერს, ყოფილიყო გემზე არაოფიციალური კაპელანი, შეამჩნია რა, რომ ახალგაზრდა რწმენისა და პრინციპების მიმდევარი იყო, რომელსაც მთელი ეკიპაჟი დიდ პატივს სცემდა.
უმცროსი ოფიცერი ბლერი წერდა: ჩვენი გემი ძლიერ ტაიფუნში მოჰყვა. ტალღები დაახლოებით 14 მ სიმაღლეს აღწევდა. მე მორიგე ვიყავი … როცა სამიდან ერთ-ერთი ჩვენი ძრავა გაჩერდა და გემის ცენტრალურ ხაზზე ბზარის გაჩენის შესახებ შეგვატყობინეს.დაგვრჩა ორი ძრავა, ერთ-ერთი მათგანი ნახევარი სიმძლავრით მუშაობდა. ჩვენ სერიოზული პრობლემა შეგვექმნა.
ენზიან ბლერმა დაასრულა მორიგეობა და დასაძინებლად ემზადებოდა, როცა მას კარებზე კაპიტანმა დაუკაკუნა. მან სთხოვა: “გთხოვთ, ილოცეთ გემისთვის”. რა თქმა უნდა, ენზაინ ბლერი დათანხმდა.
იმ დროს ენზაინ ბლერს შეეძლო უბრალოდ ეთქვა: მამაზეციერო, გთხოვ, დალოცე ჩვენი გემი და საფრთხე აგვარიდე” და შემდეგ დაეძინა. ამის ნაცვლად მან ილოცა, რათა გაეგო, რისი გაკეთება შეეძლო მას იმ მომენტში, რათა გემის უსაფრთხოება უზრუნველეყო. ძმა ბლერის ლოცვაზე პასუხად სულიწმინდამ უკარნახა, გასულიყო ხიდზე, ესაუბრა კაპიტანთან და უკეთ გარკვეულიყო სიტუაციაში. იგი ასეც მოიქცა და გაიგო, რომ კაპიტანი ცდილობდა, დაედგინა, რა სიჩქარით ემუშავებინა დარჩენილი ძრავები. ენზაინ ბლერი ისევ კაიუტაში დაბრუნდა და კვლავ ილოცა.
მისი ლოცვა იყო: რა შემიძლია გავაკეთო, რომ ძრავების პრობლემა მოგვარდეს?
პასუხად სულიწმინდამ ჩასჩურჩულა, რომ გემბმანი უნდა შემოევლო და ყურადღებით დაეთვალიერებინა იგი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად. იგი კვლავ დაბრუნდა კაპიტანთან და სთხოვა, მისთვის გემბანზე გავლის ნება დაერთო. ასე, წელზე დამაგრებული სამაშველო ტროსით, იგი ქარიშხალში გავიდა.
კიჩოზე მდგომი იგი აკვირდებოდა წყლიდან ამომავალ გიგანტურ პროპელერებს, როცა გემი ტალღას ჭრიდა.მხოლოდ ერთი მუშაობდა სრული დატვირთვით და ძალიან სწრაფად ბრუნავდა. მას შემდეგ, რაც ენზაინ ბლერმა ეს შენიშნა, მან კვლავ ილოცა. და მკაფიო პასუხი მიიღო: კარგად მომუშავე ძრავა გადატვირთული იყო და საჭირო იყო მისი შენელება. ასე რომ, იგი კაპიტანთან დაბრუნდა და ეს იდეა გაუზიარა. კაპიტანს გაუკვირდა, რადგან გემის ინჟინერმა საპირისპირო იდეა შესთავაზა ანუ კარგად მომუშავე ძრავის ბრუნვები მოემატებინა, რათა ქარიშხალს გამკლავებოდა. მიუხედავად ამისა, კაპიტანმა ენზაინ ბლერის რჩევა მიიღო და ძრავა შეანელა. გათენებისას გემმა უკვე საფრთხის გარეშე მშვიდ წყლებს მიაღწია.
სულ ორი საათის შემდეგ კარგად მომუშავე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა. იმ დარჩენილი ძრავის ნახევარი დატვირთვით შეძლო გემმა პორტში შესვლა.
კაპიტანმა უთხრა ენზაინ ბლერს: “მაშინ რომ არ შეგვენელებინა ძრავა, ჩვენ ქარიშხალს შუამდეც ვერ გავუმკლავდებოდით”.
იმ ძრავის გარეშე კი საჭეს ვერ დავიმორჩილებდით. გემი გადაბრუნდებოდა და ჩაიძირებოდა. კაპიტანმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა უდწ ოფიცერს და თქვა, რომ მას სჯეროდა - ენზაინ ბლერის სულიერმა შთაგონებამ გადაარჩინა გემი და მისი ეკიპაჟი.
ეს ამბავი საკმაოდ შთამბეჭდავია. და ჩვენ ასეთ ბნელ ვითარებაში ალბათ იშვიათად აღმოვჩნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ამბავში ჩადებულია მნიშვნელოვანი მითითებები იმაზედ, როგორ შეგვიძლია უფრო ხშირად მივიღოთ სულიწმინდისგან მითითებები.
როცა საქმე გამოცხადებას ეხება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - შესაფერისად ავეწყოთ ზეციურ სიხშირეზე. ენზაინ ბლერი სუფთა, ერთგული ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი მორჩილი რომ არ ყოფილიყო, არ ექნებოდა ლოცვისთვის საჭირო სულიერი დამაჯერებლობა, რათა თავისი გემის უსაფრთხოებისთვის ელოცა და მიეღო ასეთი სპეციფიკური მითითებები. ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს მცდელობა, ააწყოს ცხოვრება ღმერთის მცნებებზე, რათა მისგან მითითებების მიღება შეძლოს.
ზოგჯერ ჩვენ არ გვესმის ზეციური სიგნალი, რადგან ღირსნი არ ვართ. მონანიება და მორჩილება ამ მკაფიო კომუნიკაციის აღდგენის ხერხია. ძველ აღთქმაში ნახსენები სიტყვა მონანიება ნიშნავს შებრუნებას ან შემობრუნებას. როცა გრძნობთ, რომ ღმერთს დაშორდით, თქვენ უბრალოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ,ზურგი შეაქციოთ ცოდვას და სახით მხსნელისკენ მობრუნდეთ და თქვენ იხილავთ, რომ იგი გელით გაშლილი ხელებით. იგი მოუთმენლად ელის თქვენთვის მითითებების მოცემას და თქვენ ამისგან მხოლოდ ერთი ლოცვა გაშორებთ.
მეორე: ენზაინ ბლერმა არ სთხოვა უფალს, უბრალოდ მოეგვარებინა ეს პრობლემა. მან ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა, რათა ამ გადაწყვეტილების ნაწილი გამხდარიყო. ამის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ვიკითხოთ: “უფალო, რა უნდა გავაკეთო, რომ ამ გადაწყვეტილების ნაწილი გავხდე? იმის ნაცვლად, რომ ლოცვაში პრობლემები ჩამოვთვალოთ და უფალს ვთხოვოთ მათი მოგვარება, ჩვენ უნდა ვეძიოთ უფრო პროაქტიური გზები უფლის დახმარების მისაღბად და შემდგომ ვიმოქმედოთ სულიწინდის მითითების მიხედვით.
ენზაინ ბლერის ამბავში არის მესამე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. შეძლებდა უხუცესი ბლერი ისეთი მშვიდი დაჯერებულობით ლოცვას,რომ არა სულიწმინდისგან ადრე მიღებული მითითებები? როცა ტაიფუნი მოგადგება, არ არის იმისი დრო, რომ დიდი პაუზის შემდეგ სულიწმინდის ძღვენს მიმართო და ცდილობდე გაარკვიო, როგორ გამოიყენო იგი. ეს ახალაგაზრდა საზღვაო ოფიცერი მიჰყვებოდა მაგალითს, რომელიც მან მრავალჯერ გამოიყენა წარსულში და ეს მაგალითი მან სრული მისიონერობის დროს შეიმუშავა. ჩვენ გვჭირდება სულიწმინდა წინამძღოლად მშვიდ წყლებში, ისე რომ მისი ხმა სხვაში არ აგვერიოს შეუპოვარი ქარიშხლის დროსაც კი.
ზოგიერთმა შეიძლება დაასკვნას, რომ არ უნდა ველოდოთ ყოველდღიურ მითითებებს სულიწმინდისგან, რადგან გონივრული არ იქნება, რომ ღმერთმა ყველაფერი გვიბრძანოს და ჩვენ ზარმაცი მსახურები გავხდეთ. ეს წმინდა წერილი მიეცა ადრეულ მისიონერებს, რომლებმაც სთხოვეს ჯოზეფ სმითს, მიეღო გამოცხადება, რომელიც თავად უნდა მიეღოთ. წინა მუხლში უფალმა უთხრა, მისულიყვნენ მისიის ველში, “იმისდა მიხედვით, როგორც ითათბირესერთმანეთში და ჩემთან”.
ამ მისიონერებს სურდათ კონკრეტული გამოცხადება თავიანთი მოგზაურობის გეგმებთან დაკავშირებით. მათ ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ პირად საკითხებშ უნდა თავად ეძიათ მითითებებისთვის. და უფალმა დაარქვა ამ განწყობას სიზარმაცე. ეკლესიის ადრეულ წევრებს ალბათ იმდენად უხაროდათ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომ ისინი იმ საფრთხის წინაშეც კი დადგნენ, რომ ვერ ისწავლიდნენ თავიანთთვის გამოცხადების მიღებას. სულიერი დამოუკიდებლობის ნაწილია, სულიწმინდის მეშვეობით შეძლო, მოისმინო უფლის ხმა რჩევებით საკუთარ ცხოვრებაზე.
ალმამ მისცა რჩევა თავის ვაჟს, უფლისგან ეთხოვა ყველაფერშირჩევა. ასე ცხოვრება - რასაც ხშირად სულიწმინდის მეშვეობით ცხოვრებას ვუწოდებთ, დიდი უპირატესობაა. მას თან მოაქვს სიმშვიდისა და დაჯერებულობის გრძნობა, ასევესულიწმინდის ნაყოფი, რომელიც არის სიყვარული, სიხარული და სიმშვიდე.
ენზაინ ბლერის უნარმა - მიიღოს სულიწმინდა წინამძღოლად, გადაარჩინა იგი და მისი გემზე მყოფი მეგობრები ძლიერი ქარიშხლისგან. დღეს სხვა სახის ქარიშხლები ბობოქრობს. მორმონის წიგნში აღწერილი იგავი სიცოცხლის ხეზე გვაწვდის ღრმა ხედვას იმაზედ, როგორ მივაღწიოთ სულიერ უსაფრთხოებას ასეთ სამყაროში. ეს სიზმარი გვიყვება უეცარ სიბნელის ბურუსზე, რომელიც ჩამოწვა, რათამოუტანოს ეკლესიის წევრებს, რომლებიც ამ გზაზე უკან, ღერთისკენ მიდიან, სულიერი განადგურება.
როცა ამ სურათს წარმოვიდგენ, ვხედავ ადამიანების დიდ ჯგუფებს, რომლებიც ამ ბილიკს მიჰყვებიან, ზოგი მაგრად ჩაწიდებულია ამ რკინის მოაჯირზე, მაგრამ მრავალი უბრალოდ კვალდაკვალ მიჰყვება მათზე წინ მიმავალთ. ესეთი მიდგომა მცირე ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოიქცეთ სხვების მსგავსად და მათ მსგავსად იფიქროთ. მზიან ამინდში ეს მუშაობს. მაგრამ ტყუილის ქარიშხალი და სიცრუის ნისლი გაფრთხილების გარეშე ჩნდება. ამ სიტუაციაში სულიწმინდის ხმის გამორჩევა უტოლდება სულიერი სიცოცხლისა თუ სიკვდილის საქმეს.
ნეფის ძლიერი დაპირებაა - ვინც ყურს დაუგდებს ღვთის სიტყვას და… ჩაეჭიდება მას … არასდროს არ დაიღუპება; არც ცდუნება და არც მოწინააღმდეგის ცეცხლოვანი ისრები ვერ დააბრმავებს მათ და არ წაიყვანს მათ განადგურებისკენ.
არ არის საკმარისი, უბრალოდ მიჰყვებოდე წინ მიმავალი ადამიანების კვალს. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ მოვიქცეთ სხვების მსგავსად და მათ მსგავსად ვიფიქროთ; თითოეული ჩვენგანი მიღებული მითითებების მიხედვით უნდა იცხოვროს. თითოეულმა ჩვენგანმა ხელი უნდა ჩაჭიდოს რკინის მოაჯირს. შემდეგ, შეგვიძლია მივიდეთ უფალთან მორჩილი თავდაჯერებულობით, იმის ცოდნით, რომ იგი ხელს მოგვკიდებს და გვიპასუხებს ლოცვებზე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.