2010-2019
წინასწარმეტყველები საუბრობენ სულიწმინდის ძალით
აპრილი, 2018 წ.


წინასწარმეტყველები საუბრობენ სულიწმინდის ძალით

წინასწარმეტყველების არსებობა არის ღმერთის სიყვარულის ნიშანი თავისი შვილებისადმი. მათ გვამცნეს ღმერთისა და იესო ქრისტეს დაპირებები და მათი ჭეშმარიტი ბუნება.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, სადაც არ უნდა იყოთ, მინდა გამოვხატო ღრმა, გულწრფელი მადლიერება გუშინდელი მხარდაჭერისთვის.თავს მოსეს მსგავსად ვგრძნობ - ბეგემძიმედ და ენამძიმედ, მაგრამ ვინუგეშებ თავს მის მიმართ ნათქვამი უფლის სიტყვებით:

“ვინ მისცა ბაგე კაცს, ან ვინბადებს ყრუს ან მუნჯს ან მხედველს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

“და ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რაც უნდა თქვა” (გამოსვლა 4:11–12; იხ. ასევე მუხლი 10).

მე ასევე ვპოულობ ნუგეშს ჩემი საყვარელი მეუღლის სიყვარულში და მხარდაჭერაში.იგი იყო სიკეთის, სიყვარულისა და უფლისთვის სრული თავდადების მაგალითი ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც.მე იგი მიყვარს მთელი გულით და მადლიერი ვარ იმ დადებითი გავლენისთის, რომელიც მან მოახდინა ჩემზე.

დებო და ძმებო, მინდა დაგიმოწმოთ, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ღმერთის წინასწარმეტყველია დედამიწაზე. მე მასზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ასე შეუფერებლად ვგრძნობ თავს ამ წმინდა მოწოდებისთის, მისმა სიტყვებმა და თბილმა მზერამ მაგრძნობინეს მხსნელის სიყვარული, როცა მან ეს ვალდებულება დამაკისრა.დიდი მადლობა, პრეზიდენტო ნელსონ.ჩვენ მხარს გიჭერთ და გვიყვარხართ.

განა დალოცვა არ არის, რომ გვყავს წინასწარმეტყველები, ნათელმხილველები და განმცხადებლები დედამიწაზე ამ დღეებში, რომლებიც ეძიებენ უფლის ნებას და მიჰყვებიან მას. დამამშვიდებელია იცოდე, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებსაც ცხოვრებაში ვხვდებით.წინასწარმეტყველების არსებობა არის ღმერთის სიყვარულის ნიშანი თავისი შვილებისადმი. მათ თავიანთ ხალხს ამცნეს ღმერთისა და იესო ქრისტეს დაპირებები და მათი ჭეშმარიტი ბუნება. მე ეს პირადი გამოცდილებიდან ვისწავლე.

თვრამეტი წლის წინ მე და ჩემს მეუღლეს დაგვირეკა პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა, იმ დროს პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა.მან მოგვიხმო პორტუგალიაში მისიის პრეზიდენტად და მის კომპანიონად მსახურებაზე.მან გვითხრა, რომ მხოლოდ ექვსი კვირა გვქონდა მისიის დაწყებამდე.მიუხედავად იმისა, რომ მოუმზადებლად და შეუსაბამოდ ვგრძნობდით თავს, ჩვენ მივიღეთ მოწოდება.ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავა იმ დროს იყო ვიზების მიღება იმ ქვეყანაში მსახურებისთვის, რადგან ადრინდელი გამოცდილებიდან ვიცოდით, რომ ამ პროცესს ექვსიდან რვა თვემდე სჭირდებოდა.

პრეზიდენტმა ფაუსტმა შემდეგ გვკითხა, გვქონდა თუ არა რწმენა, რომ უფალი მოახდენდა სასწაულს და ჩვენ ვიზის პრობლემას უფრო მალე მოვაგვარებდით.ჩვენ პასუხად დიდი “კი,” გავეცით და დაუყოვნებლივ დავიწყეთ მზადება.ჩვენ ვიზისთვის საჭირო საბუთები მოვამზადეთ და ოჯახთან ერთად მაქსიმალურად მოკლე ხანში მივედით საკონსულოში.იქ ჩვენ ძალიან კარგი ქალბატონი დაგვხდა.როცა იგი ჩვენს საბუთებს ეცნობოდა და ეცნობოდა იმას, რის კეთებას ვაპირებდით პორტუგალიაში, მან გვკითხა: “თქვენ ნამდვილად აპირებთ ჩემი ხალხის დახმარებას”?ჩვენ მტკიცედ ვუპასუხეთ “კი” და ავუხსენით, რომ ვიქნებოდით იესო ქრისტეს წარმომადგენლები და მისი, ასევე მისი ღვთაებრივი მისიის დამმოწმებლები.ჩვენ იქ ოთხი კვირის შემდეგ დავბრუნდით, მივიღეთ ვიზები და ექვსი კვირის შემდეგ დავეშვით მისიის ველზე, როგორც ეს გვთხოვა უფლის წინასწარმეტყველმა.

ძმებო და დებო, მე ვმოწმობ, რომ წინასწარმეტყველები საუბრობენ სულიწმინდის ძალით.ისინი მოწმობენ ქრისტეზე და მის ღვთიურ მისიაზე დედამიწაზე.ისინი უფლის გულისა და გონების წარმომადგენლები არიან და მოწოდებულნი არიან, იყვნენ მისი წარმომადგენლები და გვასწავლონ ჩვენ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა დავბრუნდეთ ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს გარემოცვაში. ჩვენ ვიღებთ დალოცვებს, როცა ვამჟღავნებთ რწმენას და მივყვებით მათ სწავლებებს.როცა მათ მივყვებით, ჩვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და ნაკლებად რთულია, ჩვენი სირთულეები და პრობლემები უფრო ადვილად ასატანია და ჩვენ ვიქმნით სულიერ ჯავშანს, რომელიც დაგვიცავს მტრის შემოტევისგან ჩვენს დროში.

ამ აღდგომის დღეს მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არდგა, ცოცხალია და მართავს თავის ეკლესიას დედამიწაზე თავისი წინასწარმეტყველების, ნათელმხილველებისა და განმცხადებლების მეშვეობით.მე ვმოწმობ, რომ იგი ამ სამყაროს გამომსყიდველი და მხსნელია და რომ მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და ავმაღლდეთ ღმერთის გარემოცვაში.მე მიყვარს იგი, მე მას ძალიან ვაფასებ.მე მინდა მივყვე მას, აღვასრულო მისი ნება და დავემსგავსო მას.მე მორჩილად ვამბობ ამას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.