მუსიკა
უცქირეთ მხსნელის აღსასრულს


16

უცქირეთ მხსნელის აღსასრულს

მოკრძალებულად

1. უცქირეთ მხსნელის აღსასრულს,

მეუფეს ჩვენს, ჯვარზე გაკრულს.

ის კვდება ხალხთა ცოდვისთვის,

ის კვდება ხალხთა ცოდვისთვის.

გვიხსნის ჩვენ კარს სამოთხისთვის.

2. მეუფის ტანჯვა ბოროტებს

სიამოვნებას ანიჭებს.

შეურაცხმყოფელი ზიზღით,

შეურაცხმყოფელი ზიზღით,

მის თავს მოსავენ ეკლის გვირგვინით.

3. ის იტანჯება ტკივილით,

მას არ სჩვევია ჩივილი.

ასრულებს დიად მისიას,

ასრულებს დიად მისიას,

ემორჩილება ღვთის ნებას.

4. თუ ეს გნებავს, მამაო,

მე შევსვამ შენს თასს ბოლომდე.

დასრულდა მისია ჩემი,

დასრულდა მისია ჩემი.

მიიღე სული ჩემი.

5. იესო ჯვარზე აღსრულდა,

სიბნელემ დაისადგურა.

მიწა იძვრა და ბუნებამ

მიწა იძვრა და ბუნებამ

თითქოს თქვა: „ღმერთი აღესრულა!“

6. ის ცოცხალია მარადჟამს,

დავემორჩლოთ მის ნებას,

ვილოცოთ ღვთისთვის გულწრფელად,

ვილოცოთ ღვთისთვის გულწრფელად,

ვით უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა.

სიტყვები: ელიზა რ. სნოუ, 1804–1887

მუსიკა: ჯორჯ ქარლესი, 1839–1932

Doctrine and Covenants 18:11

Luke 22:42

Luke 23:46