მუსიკა
მოდით, მოდით წმინდანებო


2

მოდით, მოდით წმინდანებო

დამაჯერებლად

1. რა ძნელი მოსჩანს ეს გზა სავალი ჩვენი მომავლის;

მაგრამ თუ ვივლით დიდ სიხარულით, დაგვიცავს ღვთის სულით.

ჩვენ მწუხარება არას გვარგია,

მძიმე განცდები წარმავალია;

და წმინდანო წინ გავწიოთ

ჩვენი გზა კარგია!

2. არ ღირს ვიდარდოთ: მწარე გვაქვს ხვედრი, როს ბედი ჩვენ გველის;

რისთვის მოგვცემენ სანუკვარ ჯილდოს, თუ არ გვსურს, ვიტვირთოთ.

მედგრად იარეთ, შიში დატოვეთ,

ღმერთი არასდროს არ მიგვატოვებს;

ჩვენც ვიტყვით ამბავს მადლიანს

„ჩვენი გზა კარგია!“

3. დასავლით არის მხარე აღთქმული, არვინ სჩანს იქ კრული. წმინდანთ მლოცველი მაღლა ღმერთია, ის ერთადერთია.

ჰაერს ვაჟღერებთ ნაზი ჰანგებით,

უფალს შევაქებთ წმინდა ჩანგებით,

გავიგებთ ამბავს მადლიანს

ჩვენი გზა კარგია!

4. გზად თუ დაგვტოვებს სიცოცხლე ჩვენი სამოთხე ჩვენ გველის,

აღარ დაგვტანჯავს დარდი, ნაღველი დაგვიცავს ნათელი;

და თუ ვიცხოვრებთ ღმერთის შეწევნით

ვნახავთ წმინდანებს ერთად შეკრებილთ,

ჩვენი ხმა ზეცას ავიდა

ჩვენი გზა კარგია!

სიტყვები: უილიამ კლეიტონი, 1814–1879

მუსიკა: ინგლისური ხალხური სიმღერა

Doctrine and Covenants 61:36–39

Doctrine and Covenants 59:1–4