1. მაღლა მთის მწვერვალზე
არის ეკლესია
იგი ღმერთის შვილთა წმინდა ადგილია.
იქ ტკბილ უდაბნოში
კურთხეულ მიწას
სიონის მშვიდი ნათელი იცავს.
2. მუდამ ეხსომება
ჩვენს ღმერთს დაპირება,
რომ სიონის მთაზე ტაძარს აღადგენდა,
ამ ტაძარში
ქადაგება
ხალხს ყოველი მხრიდან იზიდავს.
3. იესოს დიდების
გვირგვინი ტაძარი,
არს წმინდა ადგილი მრავალ ხალხთათვის,
„იქ შევიკრიბოთ ჩვენ,“
ხმა გაისმის,
„გასაგებად სიბრძნის და სიმართლის.“
4. ვისწავლით სიმართლეს,
იესოს სიტყვას ბრძნულს,
წმინდა ქადაგებით მოვივლით სამყაროს,
და ბოლოს, როცა ჟამი მოახლოვდება
ღირსეული ღმერთთან მოხვდება.
სიტყვები: ჯოელ ჰ. ჯონსონი, 1802–1882
მუსიკა: ებენეზერ ბისლი, 1840–1906